სწორედ ასეთი კითხვით იტანჯება ყოველდღე, ჩვენი დღევანდელი გმირი, თეონა ოქრუაშვილი. „იცოცხლოს, თუ არა?“ იგი უსასტიკესი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მისი მოძალადე ქმარი კი, ბავშვებს იმაზე უარესად სცემდა, ვიდრე ფაშისტები ციხეში.
ყოველდღე, მუხლის ჩოქა ვემუდარებოდი: – „აჰა, მე მცემე, მომკალი, თუ გინდა! ოღონდ ბავშვებს არ ახლო ხელი, ისინი ხომ ჯერ პატარები, და ავადმყოფები არიან!“ – ტკივილით იხსენებს თეონა.
დღეს ის სასოწარკვეთის ზღვარზეა – მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, გამოკვებოს ბავშვები და უმკურნალოს მათ! ვაიმე, ვაიმე! – გამუდმებით იმეორებს საბრალო დედა. მის ორ პატარას, სჭირდება მუდმივი და სერიოზული სამედიცინო დახმარება!
– თეონა, გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
თეონა: ოჯახში ხუთნი ვართ , მე და ჩემი ოთხი შვილი. 10 წლის ნიკა, 8 წლის მარიამი, 6 წლის ლიკა და 2,5-ის გიორგი.
– ვინმეს თუ აქვს ოჯახის წევრებიდან, ჯანმრთელობის პრობლემა?
თეონა: სამწუხაროდ, კი. ჩემს ორ შვილს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. უფროსი, ნიკა და შუათანა, მარიამი ბრონქიალური ასთმით დაიბადნენ. ნიკას ეს, სამწუხაროდ, გულის დაავადებაში გადაეზარდა… ნიკას, ასევე ძლიერი ბრტყელტერფიანობაც აწუხებს, რომლის გამოც, ხერხემლის გამრუდება დაეწყო. ბავშვს ზურგი იმდენად გამრუდებული აქვს, რომ უკვე გარეგნულადაც შესამჩნევია.
უმცროსი, გიორგი, შვიდთვიანი გაჩნდა. ორსულობის დროს, მეუღლე მუდმივად გვცემდა, მეც და უფროს შვილებსაც. ნაადრევი მშობიარობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა…
გიორგი ძალიან სუსტი დაიბადა და ჯერ კიდევ საავადმყოფოში განუვითარდა მენინგიტი, არავის არ ეგონა , რომ გადარჩებოდა. მაგრამ ჩემი ბიჭუნა გადარჩა – უფალმა, მას სიცოცხლე აჩუქა! ყოველთვის, როდესაც ჩემს შვილს გულში ვიკრავ, და ახლაც, როცა ვუყურებ, ცრემლების შეკავება მიჭირს. არც კი ვიცი, გიორგის გარეშე როგორ ვიცოცხლებდი…
ჩემი ბედნიერება ისინი არიან, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ არ გაუმართლათ და უკეთეს დედას იმსახურებენ… არ მაქვს საშუალება, რომ ვუმკურნალო… იცით რა ძნელია, ლუკმა პურსა და წამალს შორის გააკეთო არჩევანი?..
გადაწყვიტო, ბავშვის მკურნალობა ბოლომდე მიიყვანო, მაგრამ შიმშილით მოკლა, თუ აჭამო, მაგრამ წამალი ვერ უყიდო…
– რა სახის მკურნალობა დაენშნათ ბავშვებს? ოპერაცია უშველით?
თეონა: არა, ღმერთის წყალობით, ჩემი შილებიდან არცერთს არ სჭირდება ოპერაცია. ექიმებმა მედიკამენტოზური მკურნალობა დაგვინიშნეს, რომელიც რეგულარულად უნდა ჩატარდეს. სამწუხაროდ, უსახსრობიდან გამომდინარე, ვერც ერთი მკურნალობის კურსი, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ…
– სრული გამოჯამრთელების შანსი თუ არის?
თეონა: პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების მართვა, შემდგომი გართულებების თავიდან აცილება, თუმცა მათი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. ნიკასთვის, ბრტყელტერფიანობისა და ხერხემლის გამრუდების გამო, მასაჟის რამდენიმე კურსის ჩატარებას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
– თეონა, გვიამბეთ, ავადმყოფი ბავშვის აღზდრაში, რა არის ყველაზე რთული?
თეონა: ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მუდმივი დაკვირვება და მკურნალობა სჭირდება… მე, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ გამაჩნია. ბევრისთვის გაზაფხულის მოსვლა სიხარულს ნიშნავს. ბუნება იღვიძებს, ნიადაგი ყვავილების სურნელით ივსება, ჩიტები კი ჭიკჭიკებენ. ჩემთვის კი, გაზაფხული შიშისა და შფოთვის დროა იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს, ჩემს შვილებს ალერგიული შეტევები ეწყებათ. სულ ფხიზლად უნდა ვიყო, ნიკასთვის და ლიკასთვის, ნებისმიერი მორიგი შეტევა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს… ამ სიტყვების წარმოთქმაც კი არ მინდა!
– რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა?
თეონა: ჯერ დედა ვარ და მხოლოდ შემდეგ – ქალი. ამას დიდი ხანია მივხვდი. როგორც კი შინაგანად მიხვალთ ამ კონცეპციამდე, მაშინვე მოგეცემათ სულიერი ძალა, რათა განაგრძოთ სირთულეებთან ბრძოლა. არასდროს, არასდროს არ შეგრცხვეთ თქვენი შვილების გამო! უნდა იამაყოთ მათით. უნდა გიყვარდეთ არა რაღაც მიზეზის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობენ. მუდმივად ყურადღებით უნდა იყოთ.
– რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
თეონა: მთავარი პრობლემა, ჩემი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სჭირდებათ ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ნიკას, გულის პრეპარატები და ასევე პროფესიონალური, სამკურნალო მასაჟის რამდენიმე კურსი. ჩვენი საშინელი საყოფაცხოვრებო პირობებიც ცუდად მოქმედებს მათზე… შენობა,რომლშიც ვცხოვრობთ, ძალიან ძველია, იშლება, და ყველგან სინესტე, ობი და მტვერია რომელიც ყველა ბზარიდან და ყველა კედლიდან იყრება, ბავშვების ჯანმრთელობაზე, ეს კატასტროფულად მოქმედებს.
– რა თხოვნით მოგვმართავთ? რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
თეონა: ჩვენთვის ნებისმიერი სახის დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს! იქნებ ვინმეს წამლებით შეეძლოს დახმარება. გაზაფხულობით, ნიკას და ლიკას ალერგიის საწინაღმდეგო სიროფს, „ერიუსს“ ვაძლევ. გიორგის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორწლინახევრისაა, ჯერ კიდევ პამპერსი სჭირდება…
ბავშვები დაკერებული, ათასჯერ გადაკეთებული ტანსაცმლით დადიან, არ აქვთ ფეხსაცმელი…
ნებისმიერი საკვები პროდუქტისთვის, საპნისთვის, შამპუნისთვის, სარეცი ფხვნილისთვის ვიქნებით მადლლობელი…
– თეონა, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში?
თეონა: ეს შენობა, ჩემმა მეუღლემ იპოვა, აქ თვითნებურად შემოვედით და დავსახლდით. შენობა ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძება დაინგრეს.
– საცხოვრებელი თქვენს სახელზეა გაფორმებული?
თეონა: ამ შენობას არ ჰყავს მეატრონე. ვიცხოვრებთ მანამ, სანამ არ გაგვასახლებენ.
– რამდენი ოთახია საცხოვრებლად გამოსადეგი?
თეონა: ერთი. მთელი ჩვენი საცხოვრებელი ფართი, 27 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
– თეონა, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში? ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
თეონა: მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რას ნისნავს კარგად ცხოვრება. მახსოვს, პატარაობიდან მოყოლებული, მე და დედაჩემი გადარჩენისთვის როგორ ვიბრძოდით. არ ვიცი, როგორია, როდესაც იღვძებ დილით, და არ გჭირდება ფიქრი იმაზე, ბავშვებს რა აჭამო. არ ვიცი ისიც, როგორია, როდესაც დაღამებისა და სიბნელის არ გეშინია.
მთელი დღის განმავლობაში, ყველაზე საშინელი წუთებია, როდესაც დაძინების წინ, საკუთარ თავთან მარტო, პირისპირ რჩები და მთელი შენი არსებობის უიმედობას აცნობიერებ! შემდეგ ძილი ცოტა ხნით გწყვიტავს საშინელ რეალობას, მაგრამ დილით იღვიძებ, და კოშმარი გრძელდება…
მზის სხივებსაც კი არ ძალუძას, რომ ეს კოშმარი გააქარწყლოს… ლოგონიდან არ ვდგები, ჩემი მძინარე შვილების სუნთქვას ჩუმად ყურს ვუგდებ ხოლმე და ეს გალობა მაშინვე მამშვიდებს…
ყოველდღე ჩემი შვილებისთის ძალით გაღიმება მიწევს… ჩემს თვალებში სასოწარკვეთილება არ უნდა დაინახონ! უნდა სწამდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, შესაძლოა ახლა ცუდად იყვნენ, მაგრამ ხვალ, ყველაფერი კარგად იქნება!
– გაგვაცანით თქვენი შვილები, რადგან ლაპარკი ბავშვებზე ჩამოვარდა.
თეონა: უფროსები, 10 წლის ნიკა და 8 წლის მარია უკვე სკოლაში დადიან. ლიკა და გიორგი კი, საბავშვო ბაღში.
– თქვენი აზრით, ბავშვებიდან რომელია ყველაზე ნიჭიერი, რა ნიჭითაა დაჯილდოვებული და რა სჭირდება, რომ განავითაროს?
თეონა: ყველანი ჭკვიანები და ნიჭიერები არიან, განსაკუთრებით ნიკა და მარია. ნიკას მათემატიკური ნიჭი აქვს. უყვარს მაგალითების და ამოცანების ამოხსნა, მაგრამ, ხერხემლის პრობლემის გამო, მაგიდსთან დიდხანს ჯდომა არ შეუძლია.
ექიმმა გვითხრა, რომ ნიკამ აუცილებლად უნდა იაროს ცურვაზე, რათა ხერხემლის პრობლემა, მოგვარდეს, ასეა თუ ისე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაცია ვერ შევასრულეთ – ვერ გადავიხდით ცურვის საფასურს და იმის საშუალებაც არ მაქვს ზღვაზე რომ ვატარო…
მარიას ხელოვნება უყვარს. ძალიან მოქნილი და მოძრავი გოგოა. ერთადერთი, რასაც მარიამი მთხოვს, ტანვარჯიშზე სიარულია. ეს არის მისი დიდი ოცნება.
გიორგი ჯერ ძალიან პატარაა, მოძრავია, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, ვერასდროს იფიქრებთ, რომ სიკვდილის პირას იყო…
– თქვენს მეუღლეზე გივამბეთ, როგორ გაიცნით?
თეონა: 20 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ნათესავთან სოფელში, კახეთში, სტუმრად ჩავედი. ისიც მეგობრებთან ერთად იქ ისვენებდა. ერთმანეთი გავიცანით, მიმოწერა გვქონდა და 6 თვეში დავქორწინდით. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ადამიანის გახსენება. მასთან დაკავშირებული თითოეული მოგონება, კარგიც კი, ღამის კოშმარად მექცა. მასზე გაფიქრებაც კი პანიკაში მაგდებს… უფასო ფსიოლოგი, რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა ამ მდგომარეობიდან ჩემს გამოყვანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
– თეონა, რა მოხდა, მიგატოვათ?
თეონა: ნეტავ მივეტოვებინე! გვაწამებდა მეც და ბავშვებსაც! ქორწინებიდან 2-3 წელიწადში, ცხოვრება ჯოჯოხეთურ ტანჯვად მექცა. ყოველდღე, ყოველ წამს მამცირებდა, მცემდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. რამდენიმეჯერ თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე. მაგრამ ეს ნაბიჯი ბავშვების გამო ვერ გადავდგი.
რამდენიმე ხანში, ბავშვების წამებაც დაიწყო…. მუხლის ჩოქა ვევედრებოდი, ბავშვებისთვის არ ეხლო ხელი, მაგრამ მას ეს უარესად აცოფებდა, და უფრო და უფრო გამეტებით გვცემდა… მორიგი ყვირილის და ჩხუბის დროს პოლიცია მოვიდა… ახლა ის ციხეშია. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ბავშვების მიმართ განსაკუთრბულად სასტიკ ძალადობაში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
თეონა: ობოლი ვარ. დედაჩემი ჩემზე 17 წლის ასაკში დაორსულდა, სამ თვეში კი დაქვრივდა… მეუღლის დაღუპვის შემდეგ, დედაჩემი აღარ გათხოვდა. მამაჩემი არასდროს მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ არაჩვეულებივი ადამიანი იყო. მჯერა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
მე და დედაჩემი, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან მძიმე, და ხანდახან აუტანელიც იყო, დედამ დიდ სიყვარულში გამზარდა. ყველაფერზე მზადაა ჩემი გულისთვის. დედაჩემი ვერ გვეხმარება იმიტომ, რომ უმუშევარია, ბებიას უვლის, რომელიც ახლა 82 წლისაა. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ახლა ციხეშია, მისმა ნათესავებმაც ზურგი მაქციეს, თვლიან, რომ ჩემი ბრალია.
– გნებავთ ვინმეს მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის?
თეონა: მინდა მადლობა გადავუხადო თქვენი ფონდის წარმომადგენელს, მარინას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამირეკა და ძალიან თბილი სიტყვებით გამამხნევა.
– თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ თვენი ემოციები და იმედები, რა გეგმები გქონდათ, როდესაც ოჯახი შექმენით, როდესაც ახალგაზრდები იყავით და ბავშვს ელოდებოდით?
თეონა: მე ვოცნებობდი, გავმხდარიყავი იურისტი, ან ჟურნალისტი… იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი? იქნებ შესაძლებელია? არ ვიცი…
– ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგალითად?
თეონა: მივმართე ადგილობრივ მმართველობას და სოციალურდ დაუცველი, მრავალშვილიანი დედის სტატუსი მომანიჭეს.
– თეონა, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
თეონა: სახელმწიფოსგან, სოიალური დახმარების სახით, 450 ლარს ვიღებთ. ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ამ თანხას ვანაწილებ ცოტაოდენ პროდუქტზე, წამალსა და კომუნალურ გადასახადებზე.
– გჯერათ, რომ დაგეხმარებიან?
თეონა: სკოლაში ნამდვილად ძალიან კარგად ვწავლობდი. ერთხელ, საკონტროლოზე ჩემს თანაკლასელს ამოცანის ამოხსნაში დავეხმარე, მასწავლებელმა ამის შესახებ გაიგო. მაგრამ კი არ მეჩუბა, არამედ მითხრა: „მას შენი ხელით, უფალი დაეხმარაო“. მე ეს სამუდამოდ დამამახსოვრდა. ამიტომაც მჯერა, რომ მეც დამეხმარება ვინმე, და ეს უფლის წყალობა იქნება…
– უფალი გწამთ, ხსნას რაში ხედავთ?
თეონა: ჩემი ხსნა ჩემს შვილებსა და უფლის რწმენაშია.მხოლოდ რწმენა მშველის საშინელი აზრებისგან…
– ახლა, თუ შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრები.
– ნიკა, რომელია შენი საყვარელი სათამაშო?
ნიკა(10 წლის): ბურთით თამაში მიყვარს.
– და შენი საყვარელი საჭმელი, ან ტკბილეული რომელია?
ნიკა(10 წლის): ხინკალი! .. ნერწყვი მომდის მის გახსენებაზე. დედამ რამდენიმეჯერ გვიყიდა, გაყინული… ახლაც ვგრძნობ მის გემოს… ტკბიეულიდან… ალბათ შოკოლადი და ნაყინი… ხშირად არ ვჭამთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელია…
– რომელია შენი საყვარელი გმირი?
ნიკა(10 წლის): ბეტმენი.
– რატომ მაინცდამაინც ბეტმენი?
ნიკა(10 წლის): ძლიერია და ფრენა შეუძლია. მე რომ შემეძლოს ფრენა, სულ მაღლა, ცაში ავფრინდებოდი,თითოეულ ვარვსკვლავს, დავაკვირდებოდი გულდასმით. მზესთან ახლოს მისვლა არ შეიძლება, დაგწვავს. ეს სკოლაში გვითხრეს.
– გიყვარს სწავლა?
ნიკა(10 წლის): რა თმა უნდა!ეს ხომ ისეთი საინტერესოა! თანაც სწავლა აუცილებელია, მხოლოდ ასე შევძლებ დედიკოს დახმარებას და მისთვის ახალი სახლის ყიდვას!
– რამხელა გეგმები გქონია! ვინ გახდები, რომ გაიზრდები?
ნიკა(10 წლის): კოსმონავტი. ძალიან მაგრები არიან, სკაფანდრები აცვიათ! რაკეტით დაფრინავენ და დედამიწას ყველაზე დიდი სიმაღლიდან უყურებენ! ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან…
– რა გჭირდბა, ბედნიერად რომ იგრძნო თავი?
ნიკა(10 წლის): სკაფანდრი! (იცინის) ვხუმრობ, რა თქმა უნდა. სიმართლე რომ გითხრათ, საწოლი მჭირდება, ისედაც მტკივა ზურგი და ფეხები, ჩვენ კი ხუთივეს ერთ საწოლში გვძინავს, წარმოგიდგენიათ? საერთოდ არ გამოდის დასვენება, დილით ისეთივე დაღლილი იღვიძებ, როგორიც საღამოს წვები. კიდევ ძალიან ჩამოვრჩი სკოლის პროგრამას, იმიტომ, რომ არ მაქვს კომპიუტერი. კიდევ კამფეტებსა და სათამაშოებზე ვოცნებობ, ოღონდ ჩემთვის კი არა, ჩემი დებისთვის. გიორგისთვის, სხვათშორის, კამფეტები არ შეიძლება, ჯერ პატარაა.
– რას უსურვებდი შენს თანატოლებს?
ნიკა(10 წლის): მინდა ვუსურვო, ისინიც და მათი დედიკოებიც ჯანმრთელად იყვენენ. დედიკო ავად თუ გახდა, ბავშვებს ვინ მოუვლის? მინდა ყველაფერი ჰქონდეთ, რასაც კი ისურვებენ.
– თვენ რაზე ოცნებობთ, გოგონებო?
მარია და ლიკა(8 და 6 წლის)ერთხმად მპასუხობენ: – როლიკებზე!
მარია(8 წლის): როლიკები გვინდა! ჩვენს მეზობელს აქვს, იცით რა მაგრად დადის? ვლოსიპედზე სწრაფად! ჩვენც გვასწავლა, მაგრამ ჯერ კარგად არ ვიცით სიარული. ჩვენი, საკუთარი რომ გვექნება, გავუსწრებთ კიდეც.
– მარია, როგორ სწავლობ?
მარია(8 წლის): კარგი მოსწავლე ვარ, მასწავლებელი ყოველთვის მაქებს. ცუდია, რომ ახლა სკოლაში სიარული საჭირო არ შეიძლება, ჩემი თანაკლასელები მენატრება. მაგრამ იცით რა? ხშირად ყოფილა, რომ სკოლაში წასვლა არ მდომებია, იმიტომ, რომ იქ ყველას ლამაზი კაბა აცვია, ზოგიერთს მობილური ტელეფონიც აქვს, ჩემი კაბები და ფეხსაცმელი კი ძველია.
– ამის გამო, ვინმემ ხომ არ გაწყენინა?
მარია(8 წლის): არა, რას ამბობთ? არასოდეს! ძალიან კარგი თანაკლასელები მყავს…
– საუკეთესო მეგობარი თუ გყავს?
მარია(8 წლის): ყველა გოგოსთან ვმეგობრობ, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი და, ლიკაა. სულ ერთად ვართ, ისიც მალე წავა სკოლაში და იქაც ერთად ვიქნებით.
– დედიკოს ეხმარებით?
მარია(8 წლის): ყოველთვის ვეხმარებით. ლიკას სუნთქვა უჭირს, არ შეიძლება სახლში მტვერი რომ იყოს, მე ყოველთვის ვწმინდავ მტვერს, დედიკო კი იატაკს რეცხავს. მაგრამ ჩვენს სახლში მაინც ყოველთვის მტვერია, ჭერიდან და კედლებიდან ცვივა… მაგრამ არაუშავს, მე წმენდვა არ მეზარება…
– არაჩვეულებრივი გოგონა და საუკეთესო და ხარ!ლიკა რას მოგვიყვება?
ლიკა(6 წლის): ჩვენთვის როლიკების ყიდვა ხომ არ დაგავიწყდებათ?
– არ იდარდო, არ დამავიწყდება. მომიყევი, სახლში რას აკეთებ?
ლიკა(6 წლის): ვთამაშობ.
– გიყვარს ხატვა?
ლიკა(6 წლის): არა, უფრო გაფერადება…ჩვენ გვაქვს გასაფერადებლები და ფანქრები,. ვაფერადებ, მერე ვშლი და გასაფერდებელი ისევ ახალივითაა…
-თოჯინებით არ თამაშობ?
ლიკა(6 წლის): რა თქმა უნდა, ვთამაშობ. მე და მარიას თოჯინა ბარბი გვყავს, ვხდით, ვაცმევთ, ვაძინებთ… ვითომ ჩვენი შვილია.
– კიდევ რამე სურვილი გაქვს როლიკების გარდა?
ლიკა(6 წლის): ჩვენი ბარბისთვის თოჯინების სახლი მინდა და კიდევ, მეგობარი რომ ჰყავდეს, თორემ მარტო მოწყენილია…
-კარგი, შევთანხმდით… შემდეგში შენთან როლიკებით, თოჯინების სახლითა და ახალი ბარბით მოვალ!
ლიკა(6 წლის): იცოდეთ, ყველაფერი მახსოვს და დაგელოდებით!
– სჯობს გვითხრა, გიორგის(2,5 წლის) რა ვუყიდოთ?
ლიკა(6 წლის): მანქანები უყვარს, და კიდევ, ფეხსაცმელი სჭირდება. დედას უნდოდა ყიდვა ახლახანს, მაგრამ ფული არ ჰქონდა…
– ახლა კი დედიკოს ვკითხავ, რა უნდა ვუყიდოთ მას და გიორგის. თეონა, გიორგისთვის და თქვენთვის, სახლში რა გჭირდებათ?
თეონა: გიორგის, მართლაც სჭირდება ფესაცმელი, 25-26 ზომა ისიც ბრტყელტერფიანია… ბავშვის ფეხსაცმლის ყიდვა ყოველთვის პრობლემატურია, ძალიან ძვირი ღირს. ტანსაცმელს ხანდახან ნაცნობები გვჩუნიან, მაგრმ ფეხსაცმელს – თითქმის არასდროს.
სახლისთვის კი… სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. ცივ წყალში რეცხვისგან, თითებს ძლივს ვამოძრავებ. არ გვაქვს გაზის წყლის გამაცხელებელი. ის, რომელიც ადრე გვქონდა გაზის სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს, აღმოჩნდა, რომ გაუმართავი იყო და მთელი ნამწვი ოთახში გროვდებოდა.
– კიდევ რა ტექნიკა გჭირდებათ?
თეონა: ბავშვებს, სამეცადინოდ კომპიუტერი სჭირდებათ, კიდევ გაზის გამათბობელი. ვისურვებდი, მქონოდა ტოსტერი და ბლენდრი, ბავშვებს, რაიმე გემრიელი, უბრალო პროდუქტისგან მაინც რომ მოვუმზადო… მაგრამ ყველაზე მეტად, გვჭირდება საწოლი. ხუთივეს ერთად, დანგრეულ საწოლზე გვძინავს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ონება?
თეონა: ლამაზი, სუფთა და ნათელი სახლი რომ გვქონდეს, ჩემს შვილებს კი არაფერი აკლდეთ.
– და რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?
თეონა: თქვენი ფონდის შესახებ, ბევრჯერ მსმენია. ბევრ ოჯახსა და ადამიანს ვიცნობ, ვისაც თქვენ დაეხმარეთ. მე თქვენი ძალიან მჯერა და დიდი იმედი მაქვს.
– როდესაც სტატიას გამოვაქვეყნებთ, თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს თქვენი ოჯახის შესახებ,, გსურთ ფონდის მეგობრების გაცნობა?
თეონა: დიახ, რა თქმა უნდა, მათ გაცნობას მოუთმენლად დაველოდები, თუ ერთმანეთს ხშირად ვერ შევხვდებით, ფეისბუქით მაინც ვიმეგობრებთ.
————-
მეგობრებო, როგორც ხედავთ, თეონა ოქრუაშვილის ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, ტანსცმელი, საწოლები, ლოგინები, თეთრეული, საოჯახო ტექნიკა, პატარა ნიკას და ლიკას კი, სრულფასოვანი მკურნალობა! გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ თეონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: ქ. რუსთავი, ინტერნატები, ჩაპევის ქ. №5, ოთახი 7. ტელეფონის ნომერი: 593 66 91 19
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თეონა ოქრუაშვილისა და მისი შვილების დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თეონა ოქრუაშვილი)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!