რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დიდია უფალი და მე მაინც ბედნიერი ვიქნები!

calendar აგვისტო 6, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დაბადებიდან ავადმყოფი ლანა, ყოველდღე მეორე სართულზე აჰყავთ 89 წლის ლამარა ბებიას და 58 წლის ემა დედას…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დაბადებიდან ავადმყოფი ლანა, ყოველდღე მეორე სართულზე აჰყავთ 89 წლის ლამარა ბებიას და 58 წლის ემა დედას…
„როცა მის აყვანას ვცდილობ, ორივე ვეცემით. ძალა აღარ შემრჩა… მჯერა, საქართველო დაგვეხმარება“, – ამ სიტყვებით შემოგვეგება ლამარა ბებია(89 წლის).
         „ჩემი ერთადერთი ოცნება, ხეიბრის ეტლია. მართალია, ქართველი გოგონები 34 წლის ასაკში სულ სხვა რაღაცეებზე ოცნებობენ, მაგრამ… ვიცი, უფალი დიდია! და თქვენც, სწორედ ამიტომ მოხვედით ჩემთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენთან ერთად ფონდის ყველა მეგობარიც მოვიდა“ – თვალცრემლიანი ამბობს ლანა(34 წლის). 
– ლანა, ეს რისთვის გჭირდება? – ვკითხეთ მას, როცა ვესტუმრეთ.

ლანა: უფალმა ასე ინება. მე ხომ ვლოცულობ, – ლამაზი ღიმილით გვიპასუხა გოგონამ. თუ ბრძოლას შევწყვიტავ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდა ვერ ჩავაბარე. მე კი მთელი გულით მწამს, რომ როდესმე უფალი შემაქებს და მეტყვის: „ყოჩაღ, ჩემო გოგონა, შენ ეს მოახერხე!“
34 წლის ლანა მაზიაშვილი მძიმედ არის ავად, მაგრამ ამის მიუხედავად ულამაზესი სულის მქონე ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც უბრალოდ ასხივებს სიყვარულსა და ხალისს.
მათ შევხვდით, როდესაც  89 წლის ბებია, ლამარა და მოსიყვარულე დედა, ემა (58 წლის) მოუხერხებელი, უმძიმესი ხეიბრის ეტლის დაძვრას ცდილობდნენ, რომელიც საშინლად ჭრიალებდა.  ძლიერი მამაკაციც კი ვერ გაუმკლავდებოდა ამ საქმეს.
         პატარაობიდან ლანას გამუდმებით ზურგს უკან  ხალხის ჩურჩული ესმოდა: „საბრალო, საბრალო… რა ცოდოა ეს გოგო“… ნებისმიერ ადამიანს ჭკუიდან შეშლიდა ასეთი სიტყვები. მით უმეტეს გოგოს. ეს დიდ ტკივილს აყენებდა და აიძულებდა ჩაკეტილიყო საკუთარ თავში. ეშინოდა გარეთ გამოსვლის…
         ის უფლის რწმენამ გადაარჩინა! დღეს კი სურს სხვებს დაეხმაროს, თავი ბედნიერად რომ იგრძნონ. ამისთვის კი მხოლოდ ხეიბრის ნორმალური ეტლი სჭირდება. მაშინ ლანა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქართველი გოგონა გახდება!
– ლანა, გვიამბეთ თქვენს დიაგნოზებზე, როგორ იმოქმედა ავადმყოფობამ თქვენს ცხოვრებაზე?

ლანა: მარცხენა ფეხის დეფექტით დავიბადე, ის მარჯვენაზე რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია. არ დავწვრილმანდები, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ექიმების შეცდომის გამო, მდგომარეობა გაუარესდა და ხეიბრად ვიქეცი. დროთა განმავლობაში, მენჯ-ბარძაყის დეფექტის გამო, განვითარდა კიფოსქოლიოზი და ხერხემალი წარმოუდგენელი სისწრაფით გამიმრუდდა. მეხუთე კლასში უკვე ყავარჯნებით მივედი.
– ეს აისხა თქვენს თვითშეფასებაზე? თუ ყოველთვის ასეთი სიცოცხლით სავსე ადამიანი იყავით?

ლანა: დედა ყოველთვის მეუბნებოდა: „არ შეჩერდე, არ დანებდე, წინ იარე და განვითარდი“. ამისთვის, მე მისი უზომოდ მადლობელი ვარ მისი. სწორედ ეს დამეხმარა იმაში, რომ  მიზანდასახულ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. დედას სულ დავყავდი კონცერტებსა და გამოფენებზე. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად რომ მეგრძნო. სხვა ადამიანებიც იყვნენ, ვინც ამაში ძალიან დამეხმარა.
მესამე კლასამდე, დედას ყველა ძალისხმევის მიუხედავად, თანაკლასელებთან ურთიერთობა ნაკლებად მქონდა, ვგრძნობდი, რომ ყველასგან განსახვავებული ვიყავი. მაგრამ ერთხელ, ჩემი კლასელი ბიჭი მოვიდა და მკითხა: „რა გჭირს, ლანა? ჩვენთან რატომ არ მეგობრობ? შენ ზუსტად ისეთი ხარ როგორც ჩვენ ყველანი. მინდა, რომ იმეგობრო ჩემთანაც და სხვა ბავშვებთანაც.“ ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა!
ჩემი მეგობრის ეს სიტყვები მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ამ დროს ფასდაუდებელი თანადგომა ვიგრძენი, მივხვდი, რომ მარტო არა ვარ.
იმაში, რომ არ მოვტყდი და ბედს არ შევეგუე, ჩემი კლასის ხელმძღვანელსაც, მერი ცისკარიძესაც, დიდი წვლილი მიუძღვის. ის და ჩვენი სკოლის დირექტორი დანარჩენი ბავშვებისგან არ მასხვავებდნენ, შეღავათებს არ მიკეთებდნენ. მათი ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ.
სკოლა ჩემთვის ასოცირდება ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წლებთან. ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვსწავლობდი, ხანდახან „შატალოზეც“ დავდიოდი, ვმხიარულობდი. ახლაც მიხარია ცხოვრება, მაგრამ ძალიან მინდა დავეხმარო დედას და ბებიას და მხრებზე მძიმე ტვირთად არ დავაწვე. ძალიან ბევრი ენერგია მაქვს, მაგრამ ის მიშლის ხელს რომ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი არ მაქვს.
– ამისთვის რა გჭირდებათ?

ლანა: ამისთვის მჭირდება თანამედროვე, ხეიბრის ელექტრო ეტლი. საქართველოში ასეთი არ იყიდება, ევროპიდან შეკვეთა არის საჭირო. ნახმარი ეტლის საფასური კი, დაახლოებით 1 200-1 500 ლარია. ჩვენ კი, სამწუხაროდ არ გვაქვს ამხელა ფული. 
– ოპერაცია დაგეხმარებოდათ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში?

ლანა: წაკითხული მაქვს, რომ ევროპაში, ადამიანებს მსგავსი დიაგნოზით – კუნთების ატროფიით, უკეთებენ ოპერაციას. ახლა ჩემი ფეხი ძალიან მძიმეა, ყოველდღე მტკივა, ხანდახან გაუსაძლისად. ოპერაცია შეამსუბუქებდა ამ ტანჯვას, მაგრამ საქართველოში არ კეთდება, ევროპულ ფასებს კი ჩემი ოჯახი უბრალოდ ვერ გაწვდება.
– ლანა, ამჟამად, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა სირთულეები გხვდებათ?

ლანა: ყველაზე რთული ის არის, რომ საქართველოში სამწუხაროდ ხეიბრებზე არაფერი არ არის მორგებული. ხეიბრის ეტლში მჯდომი ადამიანები კი მთლიანად არიან დამოკიდებული გარშემომყოფებზე. არ არის არც პანდუსები, არც მოაჯირები და არც ლიფტები. მეორე სართულზე ვცხოვრობ დედასთან და ბებოსთან ერთად. დამოუკიდებლად ასვლა და ჩამოსვლა არ შემიძლია, სხვის დახმარებით ამის გაკეთება კი ძალიან შრომატევადია.
ჩვენს სახლში არის ლიფტი, მაგრამ მეორე სართულზე არ ჩერდება, ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს სულაც არ არის პრობლემა, მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს? მერიაში გავაგზავნეთ რამდენიმე წერილი, ვთხოვეთ, ლიფტის მეორე სართულზე გაჩერების პრობლემის მოგვარებაში დაგვხმარებოდნენ, ასევე პანდუსის გაკეთებაც. ეს ძალიან გამიმარტივებდა ცხოვრებას, მაგრამ სულ უარს გვეუბნებიან.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვინმემ საკუთარი სახსრებითაც მოაგვაროს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენს ოჯახში, ამჟამად მხოლოდ დედა მუშაობს – ქუჩებს ხვეტავს, ამიტომაც ფინანსურად ძალიან გვჭირს.
მუშაობა ძალიან მინდა, მინდა დედას დავეხმარო ოჯახის შენახვაში, მაგრამ ხეიბრის კარგი ეტლის გარეშე ნორმალურად გადაადგილება არ შემიძლია. ელექტრო ეტლი ნამდვილად ხსნა არის ჩემნაირი ადამიანებისთვის. ტრანსპორტში ასვლის შესაძლებლობასაც კი იძლევა. მე სწორედ ამაზე ვოცნებობ.
მიყვარს იმის წარმოდგენა, თუ როგორ ავდივარ ჩემით ავტობუსში და სამსახურში მივდივარ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დასაფასებელია, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, საზოგადოების წევრი, და არა განდეგილი.
შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის ვიბრძვი. ყოველდღიურად ვიცავ ჩემს უფლებას, ვიყო ნორმალური ადამიანი.
– ლანა, რამდენად ხშირად იქმნება სიტუაცია, როცა გრძნობთ, რომ „ისეთი არ ხართ, როგორც ყველა“?

ლანა: მუდმივად. როცა უცხო ადგილას ვხვდები, სადაც არ მიცნობენ, ხშირად მესმის: „საბრალო“, „ასეთებს საერთოდ რად უნდათ გასვლა?“, „რა ცოდოა“, „რა საშინელებაა, ფეხზე რა სჭირს?“. ადამიანები ამას ხმამაღლა ამბობენ და თან მიყურებენ. ადრე, ძალიან ვიტანჯებოდი, საკუთარ თავში ვიკეტებოდი და გარეთ გასვლას ვერიდებოდი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან დამღალა და სხვა რამ მოვიმოქმედე. 
როგორ გგონიათ, რა გავაკეთე? მორიგ კითხვას: „საბრალო, ნეტავ რა სჭირს ფეხზე?“ – ხუმრობით ვუპასუხე: „ არ ინერვიულოთ, მე ხომ მარსიდან ჩამოვფრინდი, იქ ჩვენთან ყველა ასეთია“. ხალხს ისეთი გაოცებული სახეები ჰქონდა, მგონი დაიჯერეს, რომ მარსიდან ვარ…
ხუმრობა კარგია, მაგრამ, იუმორის გრძნობის გარეშე, ხეიბრის ცხოვრება უზომოდ მძიმეა. მაშინ ხელები გულზე უნდა დაიკრიფოს  და საკუთარი თავის მიმართ სიბრალულისა და უმწეობის გამო უნდა მოკვდეს. მაგრამ მე შორს ვარ ამ ყველაფრისგან, ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას და მხოლოდ სიკვდილი თუ შემაჩერებს.
– ლანა, თქვენ თქვით რომ მუშაობა გინდათ. რა სახის სამსახური გაინტერესებთ?

ლანა: შემიძლია, სატელეფონო ოპერატორად რომ ვიმუშავო. სპეციალური კურსები მაქვს გავლილი და პატარა გამოცდილებაც მაქვს. კიდევ, მეხერხება და ძალიან მიყვარს ბისერით ქსოვა. ლამაზი სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები გამომდის. ჩემს სამკაულებს გამოფენაზე ვყიდიდი, მაგრამ იშვიათად ტარდება, მე კი არავინ არ მყავს რომ დამეხმაროს დანიშნულების ადგილამდე მისვლაში.
ვცადე ინტერნეტით გამეყიდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ჩემს ტელეფონს კამერა არ უვარგა და საშინელი სურათები გამოდის, სამკაულის სილამაზეს სრულყოფილად ვერ გადმოსცემს.
ასევე მანიკურის გაკეთება მეხერხება, მაგრამ სპეციალური ხელსაწყოები არ მაქვს, ამიტომაც, ჯერჯერობით საკუთარ თავზე ვსწავლობ.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავეუფლო ამ პროფესიას, მაქვს მოთმინების უნარი და მიხარია, როცა სილამაზეს ვქმნი.
– დიახ, ნამდვილად, შევამჩნიე ფრჩხილები არაჩვეულებრივ მდგომარეობაში რომ გაქვთ. რა ყოჩაღი ხართ, თქვენი სიცოცხლისადმი სიყვარული ამაშიც კი გამოიხატება. ლანა, გვიამბეთ, რაზე ოცნებობთ?

ლანა: როგორც უკვე გითხარით, ვოცნებობ სამსახური მქონდეს – დედას რომ მივეხმარო ჩემი და ბებიას შენახვაში. დედა ქუჩებს ხვეტავს, ეს კი მძიმე შრომაა. სახლში რომ მოდის, ჩემზეც უწევს ზრუნვა, მე ხომ დამოუკიდებლად აბაზანამდეც კი არ შემიძლია მისვლა. ბებო ცდილობს რომ დამეხმაროს, მაგრამ ის უკვე 89 წლისაა და ჩემს აწევას თუ შეეცდება, ორივე წავიქცევით.
ბებიამ, რომელსაც ასევე ლამარა ჰქვია ყური მოკრა, რომ მასზე იყო საუბარი და გაეცინა: „კარგი ერთი, ჯერ არა მიშავს რა! რომ წავიქცევით, ერთად გავაგრძელებთ ხოხვას.“
– როგორც ვხედავ, ძალიან თბილი ურთიერთობა გაქვთ. ალბათ ამის შენარჩუნება ძალიან რთულია, როცა ამდენი პრობლემა გაქვთ?

ლანა: დიახ, გმადლობთ, ყურადღება რომ გაამახვილეთ. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის ასე იყო. დედა და ბებია ყოველთვის მხარში მედგნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მამამ მიგვატოვა, როცა 3 თვის ვიყავი. დედა კი, ხეიბარ გოგონას  მარტო მზრდიდა, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე და მამაზე ცუდი ერთხელაც არ უთქვამს. მამაჩემი ცხოვრებაში არასდროს მინახავს, მაგრამ არაფერში არ ვადანაშაულებ, უფალმა განსაჯოს. მარტო ის ვიცი, რომ დედას ძალიან უჭირდა, მაგრამ ამას არასდროს მაგრძნობინებდა, ბედს არ უჩიოდა. ჩემი დედა და ბებია, საოცრად თბილი ადამიანები არიან, ვამაყობ მათი სულიერი სილამაზით და ვაფასებ, გვერდში რომ მყვანან.
– ლანა, ნათესავებიდან არავინ გეხმარებათ?

ლანა: დიახ, ნათესავები სოფლიდან გვიგზავნიან ყველს, კვერცხს, რძეს. საერთოდ საქართველოში უზომოდ კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. კარგი ხალხია – ქართველები. საქართველო კი საოცრად ლამაზი ქვეყანა. მაგრამ ეს მხოლოდ სურათებიდან ვიცი, თითქმის არსად არ ვარ ნამყოფი. ძალიან მინდა მთელი ქვეყანა შემოვიარო და უკეთესად გავიცნო. 
კიდევ ერთი ჩემი დიდი ოცნებაა – ზღვის პირას შევხვდე განთიადს, მერე კი ჩემი თვალით ვნახო ზღვის ჩასვლა. ნამდვილი საოცრებაა იმის ცქერა, მზე როგორ ჩადის ნელ-ნელა ზღვაში. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს ცხოვრება!
– თქვენით აღფრთოვანებული ვარ – ამდენი სირთულის მიუხედავად ასე ძალიან რომ გიყვართ ცხოვრება. მითხარით, ხეიბრის ეტლის გარდა კიდევ რაიმე სურვილები თუ გაქვთ, ცხოვრებას რა შეგიმსუბუქებდათ?

ლანა: ვფიქრობ კარგი იქნებოდა, სახლში ცხელი წყალი რომ გვქონოდა. ამჟამად მხოლოდ ცივი წყალი გვაქვს. გვიწევს მისი მზეზე ან გაზქურაზე გაცხელება. გაზის წყლის გამაცხელებლის ყიდვა და დაყენება კი დაახლოებით 300 ლარი ჯდება, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. ლიფტისა და პანდუსის შესახებ უკვე გითხარით.
ძალიან მინდა გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლა, მაგრამ ამჟამად ყოველი ასეთი მცდელობა, ნამდვილი წამებაა ჩემთვისაც და იმისთვისაც, ვინც ითავებს რომ დამეხმაროს.
– ლანა, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ?

ლანა: ჩემი მეგობარი, იმის მოწმეა, თუ რამდენჯერ მივმართე სახელმწიფოს დახმარებისთვის და იმისაც, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ფონდის ელექტრონული მისმართი, სწორედ მან მომაწოდა, მაგრამ სანამ მოგწერდით, ძალიან დიდხანს ვყოყმანობდი. ვიცი, რომ უამრავია ისეთი ადამიანი, ვინც დახმარებას ჩემზე მეტად საჭიროებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დახმარება აუცილებლად მოვა, თუ კი უფალი ამას ინებებს,  და მოგწერეთ. უფლის მწამს. ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება გამოცდაა, რომელიც უფალმა გამომიგზავნა, და თუ კი ბრძოლას შევწყვიტავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავიჭერი. მწამს, რომ ერთხელ უფალი ნამდვილად მეტყვის: „ლანა, შენ ეს მოახერხე.“
ახლა ძალიან მიხარია, ჩერნოვეცკის ფონდს რომ მივმართე. იმდენად სწრაფად გამომეხმაურეთ და იმდენად გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ამბავი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – საქართველოში ნამდვილად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში გატარებული ყოველი დღე თავისთავად საინტერესოა. ეს მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, უფლისგან დალოცვილი მიწა-წყალია, ჩვენ კი ხალხი, რომელსაც უყვარს უფალი და მასაც ვუყვარვართ.
– ლანა, ნამდვილად ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომლითაც საქართველომ უნდა იამაყოს! ალბათ გსურთ ფონდის მეგობრების გაცნობა?

ლანა: დიახ, რა თქმა უნდა. ადამიანის სიმდიდრე მისი მეგობრებით განისაზღვრება. 
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ამ გოგონას ვაჩუქოთ ყველაზე ძვირფასი რამ – გადაადგილების შესაძლებლობა. ხეიბრის თანამედროვე ეტლი, ლანას ნამდვილად დაეხმარება, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და დამოუკიდებელი ადამიანი რომ გახდეს. ეს შემთხვევა გასაოცარია! სწორედ ის შემთხვევა, როცა ადამიანმა იმის მიუხედავად რომ სირთულეები ბავშვობიდან თან სდევს, შეინარჩუნა სიყვარული სიცოცხლისა და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. თქვენი მხარდაჭერა, ლანას ბიძგს მისცემს, რათა წინ წავიდეს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
მოდით დავეხმაროთ ამ მიზანდასახულ, კეთილი გულისა და ლამაზი სულის მქონე გოგონას, ბოლოს და ბოლოს წინ დაიძრას!
მოინახულეთ და გაიცანით ლანა, ან უბრალოდ აკრიფეთ მისი ნომერი და გაამხნევეთ თბილი სიტყვით! მას ნამდვილად გაუხარდება, ახალ, ერთგულ მეგობრებს თუ შეიძენს!
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოან პეტრიწის 4ა, ბინა 40(2 სართული). ტელეფონის ნომერი: 591 154 828

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ლანა მაზიაშვილის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლანა მაზიაშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ლანა მაზიაშვილი. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

საითაც მინდა, იქით გავქროლდები!

არა, ამას პატარა ბავშვი კი არ ამბობს, რომელსაც ველოსიპედი უყიდეს, არამედ ზრდასრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც, თქვენი დახმარების წყალობით, თითქოს ხელახლა დაიბადა.

ვიღაცას ახალი საგაზაფხულო კაბა უხარია, ვიღაც ბედნიერია იმით, რომ მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომა შეუძლია, ჩვენი გმირი – 34 წლის ლანა კი ვერ იჯერებს, რომ ასე გაუმართლა – როგორც იქნა, დიდი ხნის ოცნება აუსრულდა და ახლა დამხმარე ეტლი აქვს! „საითაც მინდა, იქით გავქროლდები!“ – ხუმრობს ქალი. მას ხომ ბევრი არაფერი სჭირდება. დედას და ბებიას მასთან გამკლავების ძალა აღარ შესწევთ, არადა, ის ისეთი ხალისიანი, ისეთი აქტიურია…

„მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა“, – ამბობს ლანა, – „თითქოს ხელახლა დავიბადე. თუ მანამდე ვერ მამჩნევდნენ და ჩემი არ ესმოდათ, ახლა ყველაფერი შეიცვალა! სამსახურიც კი შემომთავაზეს, წარმოგიდგენიათ? თითქოს სიზმარში ვარ! ეს როგორ გამოგივიდათ? ჩემთვის სრულიად გაუგებარია! ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ მე თქვენ გიპოვეთ, თქვენ კი – მე! მადლობა ღმერთს ამდენი კეთილი ადამიანისთვის! იცით, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებივით ხდებიან. განა ეს ღვთისგან არ არის? განა თქვენი თავი მან არ გამომიგზავნა?“

იმ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა, რომელიც ლანას ოჯახში გამეფდა, უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი ფონდის საქმიანობის მთელ არსს მაშინვე მიხვდებით, როგორც კი მის ღიმილს შეხედავთ! აქ საუბარი იმაზე არაა, რომ ხალხს მატერიალურად ეხმარებით, – რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია; საუბარი იმაზეა, რომ მივიწყებული ხალხისთვის ღიმილის მოგვრა უფალს გაახლოებთ! ამაშია მთელი აზრი! ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება! ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის არსი – სხვების ტანჯვის გაზიარებით უფალთან მიახლოება!  

დაათვალიერეთ სურათები, წაიკითხეთ ინტერვიუ და იგრძენით, როგორ გავსებენ ეს სიტყვები მაცოცხლებელი ძალით, სიყვარულით და სიცოცხლის გაგრძელებისა და სიკეთის კეთების სურვილით!

რვა თვის წინ, როდესაც ლანას ოჯახს პირველად ვესტუმრეთ, მისი ჯანმრთელობა და ფინანსური მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ახალგაზრდა ქალი ნორმალურად ფუნქციონირებად ეტლზე ოცნებობდა, რომლის საყიდელი ფულიც ოჯახს არ ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებზე და სისტემატურ სამედიცინო გამოკვლევებზე.

(https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/608-maziashvili/description/)

ლანა მარცხენა ფეხის დეფექტით დაიბადა: ის რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია მარჯვენაზე. ექიმების შეცდომის გამო მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ქალი დამხმარე ეტლს პატარაობიდანვე მიეჯაჭვა. დროთა განმავლობაში, მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფექტის გამო, კიფო-სქოლიოზი განვითარდა და ხერხემლის გამრუდება წარმოუდგენელი სისწრაფით მოხდა.

ლანამ ჩვენს ფონდს კეთილი ხალხის დახმარების იმედით მიმართა და თქვენ მისი იმედი ნამდვილად გაამართლეთ! ჩვენი ფონდი გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ლანას გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა, ვინ მას თუნდაც ერთხელ დაურეკა და დახმარების ხელი გაუწოდა! დიდი მადლობა ყველას!

ლანა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ლანა: ფონდის დახმარებით, ეტლისთვის ფულის შეგროვება შევძელით, რამაც ახალი სიცოცხლე მაჩუქა. კეთილი ხალხის წყალობით, ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა და მათი უზომოდ მადლიერი ვარ. გარდა ამისა, ქველმოქმედების დახმარებით, სრული გამოკვლევის ჩატარებაც შევძელი.  

ამხელა თანხის დამოუკიდებლად შეგროვებას ვერაფრით შევძლებდი, არადა, ეს გამოკვლევა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ძვირადღირებული წამლებიც მივიღე; ჩვენს ოჯახს გაზქურა აჩუქეს, რითაც ძალიან გაგვახარეს.

– იყო თუ არა ვინმე, ვინც დაგირეკათ ან გესტუმრათ? ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?

ლანა: ძალიან ბევრი მირეკავდა და კეთილი სიტყვებით მამხნევებდა, თანამიგრძნობდა. მათი უზომოდ მადლიერი ვარ და მიხარია, რომ ამქვეყნად ასეთი კეთილი ხალხი არსებობს.

– ლანა, ჩვენს პოსტს ხელისუფლება ხომ არ გამოხმაურებია?

ლანა: სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს. როგორც იცით, ადგილობრივ ორგანოებს დახმარების თხოვნით ბევრჯერ მივმართე, მაგრამ სამწუხაროდ… ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელებში თხოვნა განათავსა და იმდენს მაინც მიაღწია, რომ ლიფტი მეორე სართულზე გაჩერებულიყო. ისევ და ისევ, კეთილი ხალხი დამეხმარა.

– რამდენადაც მახსოვს, სამსახურის შოვნაზე ოცნებობდით. თქვენს ცხოვრებაში რამე ხომ არ შეცვლილა?

ლანა: დიახ, მას შემდეგ მალევე, რაც ფონდს მივმართე, საქართველოს ბანკიდან დამიკავშირდნენ და ოპერატორის თანამდებობა შემომთავაზეს. სახლიდან ვმუშაობ, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია. რაც მთავარია, ახლა ფულის შოვნა დამოუკიდებლად შემიძლია და დედას და ბებიასაც ვეხმარები.

ემა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ემა (ლანას დედა):ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა! რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე შენს შვილს ბედნიერს ხედავდე?! დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის… უფალი, გფარავდეთ, კეთილო ხალხო!  

ლამარა ბებო, თქვენ როგორ ხართ?

ლამარა:ასაკის გამო სახსრები მტკივა და მაღალი წნევა მაქვს, მაგრამ არ ვჩივი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი საყვარელი შვილიშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა. ის ჩემთვის ყველაფერია!

ლანა, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

ლანა:მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, კიდევ ბევრი პრობლემა დაგვრჩა. თქვენც კარგად ხედავთ, რა საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ბინა: კედლები ნესტიანი და დაობებულია, ცხელი წყალი დღემდე არ გვაქვს, არც წყლის გამაცხელებლის ფული გვაქვს… ასევე, ძალიან მინდა კომპიუტერული პროგრამები ან მინანქრის ტექნიკა ვისწავლო, რადგან სამკაულების კეთება ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მათ გაყიდვას შევძლებდი, რაც დამატებით შემოსავალს მომიტანდა.

კიდევ რაზე ოცნებობთ?

ლანა:ყველაზე მეტად ოპერაციის გაკეთებაზე ვოცნებობ, რომელიც მდგომარეობას გამიუმჯობესებს; მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ოპერაციას ჩვენს ქვეყანაში არ აკეთებენ. ერთხელ, ჩემმა ექიმმა, გიორგი გეგიამ, ერთი ექიმი გამაცნო თურქეთიდან – ჩაათაი ოზთურქი, რომელმაც ოპერაციის სტამბოლში გაკეთება შემომთავაზა, მაგრამ ჩემთვის ის უზომოდ ძვირია – 50,000 დოლარი. სამწუხაროდ, ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნებაა და ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს.

ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება თქვენ შორის არიან ისეთებიც, ვინც ლანას ოჯახი პირველად გაიცნო და გაქვთ იმის შესაძლებლობა და სურვილი, რომ მის გასაჭირს გამოეხმაუროთ. მას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. შეხედეთ ლანას მოღიმარ სახეს – ეს მშვენიერი სულის ადამიანია, ჭკვიანი, ნიჭიერი, რომელსაც ძალიან რთული ბედი ერგო! ქალი კეთილი ხალხის დახმარებამ ისე გაახარა და გაათბო, იმხელა იმედი ჩაუსახა გულში, რომ ის უფრო მეტსაც შეძლებს! ნუ გაჩერდებით! ზოგჯერ ისე გინდა, რომ ადამიანს დაეხმარო!.. ისინი ხომ უნებურად იმას გაჯერებენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რადგან ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ, ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება, ყოფითი პრობლემებიც, ასე თუ ისე, მოგვარებულია…. მაგრამ ლანას მსგავსი ადამიანების დახმარებით, ჩვენ სულიერი ზრდის შესაძლებლობა გვეძლევა. თქვენი სიკეთისთვის ღმერთი გადაგიხდით! თქვენ კიდევ უფრო მეტს შეიძენთ! სხვის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! გაიზიარეთ იგი, რადგან ერთი ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის ის ზოგჯერ გაუსაძლისი ხდება, ერთად კი მის გადალახვას ან, თუნდაც, შემსუბუქებას მაინც შევძლებთ!

მოინახულეთ ნანა, გაიგეთ, რით შეგიძლიათ მისი დახმარება, გული გაუხსენით მას და უფალი თავის გულს თქვენც გაგიხსნით! კეთილი საქმეები შეუმჩნეველი არასდროს რჩება!

მისი მისამართია: თბილისი, დიდი დიღმის რაიონი, იოანე პეტრიწის ქ. №4, ბინა 40 (IIსართული.)

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლანა მაზიაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/608-maziashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ოქტ 09
მედიკამენტები
299.76₾
2020 ოქტ 26
ანალიზები
334.00₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2021 მარ 10
ეტლი
770.00₾
2021 ივნ 03
მედიკამენტები
154.37₾

სულ ხარჯები:

1918.13₾

დარჩა:

0.75₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კაიდარაშვილი დავით
29.05.2021 20:00:00
₾50.00
აბრამიშვილი ნიკა
24.05.2021 20:00:00
₾2.00
ნინო ნიშნიანიძე
24.05.2021 20:00:00
₾3.00
აბრამიშვილი ნიკა
23.05.2021 20:00:00
₾2.00
აბრამიშვილი ნიკა
22.05.2021 20:00:00
₾2.00
მარიამ ფურცელაძე
21.05.2021 20:00:00
₾2.00
კილაძე ვალერი
20.05.2021 20:00:00
₾10.00
ჟღენტი ბექა
19.05.2021 20:00:00
₾10.00
დვალიშვილი მარიამ
19.05.2021 20:00:00
₾10.00
ქეთევან ბერიშვილი
19.05.2021 20:00:00
₾10.00
ნინო ნიშნიანიძე
17.05.2021 20:00:00
₾3.00
ჯავახიშვილი ირაკლი
16.05.2021 20:00:00
₾10.00
ხინჩაგაშვილი ნიკოლოზ
16.05.2021 20:00:00
₾10.00
სამხარაშვილი დავით
16.05.2021 20:00:00
₾5.00
ხუციშვილი თეონა
16.05.2021 20:00:00
₾2.00
სალამაძე ილია
16.05.2021 20:00:00
₾3.00
მახარაშვილი მარიამი
16.05.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
16.05.2021 20:00:00
₾1.00
მარიამ კაკაბაძე
15.05.2021 20:00:00
₾10.00
ანა უგულავა
08.11.2020 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾1,918.88

165 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,918.88

165 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება