რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
იცით, რა არის ჯოჯოხეთი? ეს არის, როდესაც გტკივა და არ გაქვს წამლების ფული; როდესაც გშია, მაგრამ არ გაქვს საჭმელი; როდესაც გწყურია, მაგრამ წყლის მომწოდებელი არავინ გყავს! აი, ეს არის ჯოჯოხეთი! და იმის გაცნობიერება, რომ ეს არასდროს შეიცვლება… ხათუნა გვენეტაძე ვეღარასდროს გახდება უკეთესად! ის უკანასკნელი ძალებით ცდილობს გადარჩენას.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027033 წლის ასაკში, მან ინსულტი გადაიტანა. ახლა ის 47 წლისაა. არ ახსოვს, უკანასკნელად როდის იყიდა წამალი და როდის წავიდა რეაბილიტაციაზე. „ხუთი თუ ექვსი წლის წინ, – ამბობს ის. – თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? უკეთესად მაინც ვეღარ გავხდები…“
მას მარჯვენა ხელი საერთოდ არ უმუშავებს, ფეხს კი დიდი გაჭირვებით ადგამს. ექიმები ეჩხუბებიან, რომ ასე, ის თავს დაიღუპავს, რომ მისთვის წამლების გარეშე ყოფნა არაფრით შეიძლება; მაგრამ რა ფულით უნდა შეიძინოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები – ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ. ხათუნაც უკვე მიეჩვია… მიეჩვია, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვეღარასდროს გახდება; არადა, როგორ უნდა!..
ზოგჯერ, მთელი დღეები ისე გადის, საწოლში წევს, რომ არ გაიყინოს. გამომლაპარაკებელიც არავინ ჰყავს. მას ტელევიზორიც კი არ აქვს, ეს ჯოჯოხეთური სიჩუმე რომ ჩაახშოს. იმისთვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს, საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარს იწყებს: „მიდი, ხათუნა, კიდევ ერთი დღე უნდა ვიცოცხლოთ… ყველაფერი კარგად იქნება, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!“
ხათუნა:33 წლის ასაკში ინსულტი გადავიტანე. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ჯან-ღონით სავსე… მაგრამ ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა! ყველა გეგმა, ყველა ოცნება…
ყოველთვის ასეთი უმწეო და მარტოხელა არ ვყოფილვარ. ბედნიერი ბავშვობა შეუფერხებლად გადაიქცა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებად. იყო სიხალისეც, ბედნიერებაც, სითბოც და სილამაზეც… ერთადერთი, რაც ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებას აუფერულებდა, უშვილობა იყო. ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე პრობლემები დაიწყო – ერთმანეთის უნდობლობა, ეჭვიანობა, აყალმაყალი… დავიშალეთ.
მაშინ, ვინმე გონიერს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ მალე ავად გავხდებოდი და მარტო დავრჩებოდი, რომ აი, ასეთ სოროში მომიწევდა ცხოვრება, იქნებ, სხვაგვარად მოვქცეულიყავი? იქნებ, უფრო მეტი მომეთმინა, მეტი მეპატიებინა, არ მენერვიულა წვრილმანებზე… ცხოვრებაში ხომ მთავარი ჯანმრთელობა და სიყვარულია?! ერთადერთი, რაზეც უნდა ვიდარდოთ არის ის, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და საყვარელი ხალხი გვერდით გვყავდეს.
–ხათუნა, ახლა რა სახსრებით ცხოვრობთ?
ხათუნა:პენსია – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 60 ლარი. ეს არის ჩემი შემოსავალი! 150 ლარს ბინაში ვიხდი, 80 ლარს კი ბანკი მართმევს, რადგან ერთი წლის წინ წამლებისთვის სესხი ავიღე. თვეში 80 ლარი მრჩება. ეს ყველაფერზე უნდა მეყოს! ცოტას ჭამა ვისწავლე. შემიძლია, დღეში ორი ნაჭერი პური და ჩაი ვიმყოფინო. ზაფხულში, როდესაც კომუნალური გადასახადების გადახდა არ მიწევს, როგორღაც მყოფნის. მეზობლებიც მიმასპინძლდებიან ხოლმე, პომიდვრით ან ვაშლით. ზამთარში კი… ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კვირები ვერ ვდგები საწოლიდან, ცივა! ოთახს კი ვერ ვათბობ! მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, არ თბება.
აი, რატომ ვერ ვყიდულობ წამლებს!.. რა წამლები? პური – აი, ჩემი წამალი! ხუთი წელია, არაფერი მიყიდია, ტკივილგამაყუჩებლის ყიდვის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს.
– ხათუნა, იქნებ გაიხსენოთ, როგორ დაგემართათ ინსულტი? რას შეეძლო მისი გამოწვევა?
ხათუნა: პატარა სურსათის მაღაზია მქონდა. საჭმლის ფულსაც ვშოულობდი და ჩემს მშობლებსაც ვეხმარებოდი. ყველაფერი ნერვების გამო მოხდა. ქმარი წავიდა, ჩემს უმცროს დას სიმსივნე აღმოუჩინეს, მეგობრის გამო ვინერვიულე და მოულოდნელად, 2006 წელს, პირდაპირ ჩემს მაღაზიაში დავეცი. ამის შემდეგ, გონზე მოსვლა ძალიან გამიჭირდა. ორი წელი გაუნძრევლად ვიწექი. დედა მივლიდა. ჩემი გადაბრუნება ძალიან უჭირდა, მე კი წამოდგომაც არ შემეძლო. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა! მაშინ 33 წლის ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა! ღვთისმშობლის ხატს გულში ვიხუტებდი და ვევედრებოდი, რომ ჩემთვის დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა მაინც მოეცა. ჩათვალეთ, სასწაულია, მაგრამ თანდათან მომჯობინება დავიწყე. ჯერ ფეხზე წამოდგომა, მერე კი ოთახში, ნელ-ნელა, ყავარჯნებით გადაადგილება შევძელი. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ნურასოდეს დაკარგავთ უფლის იმედს და გჯეროდეთ სასწაულების!
– ხათუნა, თქვენს მაცივარში შეხედვა შეიძლება? თვეში 80 ლარად რით იკვებებით?
ხათუნა:მაცივარი… გამაცინეთ. ეს კარადაა. ფრთხილად, თავი არ დაიზიანოთ! აი, პომიდვრის საწებელი მაქვს, მაიონეზი, რძე – რომელიც ამჟავებულია… ალბათ, არ მოვიწამლები… ტყემალი მაქვს, მარგარინი – ყველაფერი, რისი წასმაც პურზე შეიძლება. მარტო ვარ, ბევრი არ მჭირდება. ვინმე საჭმელს თუ მომიტანს, თავს ისე უხერხულად ვგრძნობ… მე მათ ვთხოვ, რომ შემდეგ ჯერზე, თუკი ჩემი დახმარება მოუნდებათ, სჯობს, მშიერ ბავშვებს დაეხმარონ! საკუთარი შვილები არ მყავს, მე კი ისინი ძალიან მიყვარს! როდესაც ვიღაცის შესახებ ვიგებ, რომ შიმშილობს, სიკვდილი მინდა. იცით, მე უკვე მიჩვეული ვარ მხოლოდ პურის ჭამას, მაგრამ ბავშვები?
– ისიც კი ვიცი, რაზეც ოცნებობთ. ალბათ, მაცივარზე და ტელევიზორზე.
ხათუნა: დიახ! მაცივარი ძალიან მჭირდება. უბრალოდ, საკვები მიფუჭდება და ამიტომაც არის, რომ უკვე მრავალი თვეა, მხოლოდ მაიონეზს და კეტჩუპს ვყიდულობ. ტელევიზორი კი უკვე ფუფუნებაა, მაგაზე ფულის დახარჯვა საჭირო არ არის.
– როდესაც საკუთარ ფიქრებთან მარტო რჩებით, ცუდზე გეფიქრებათ?
ხათუნა:არა, არა… თუკი თავში სიკვდილზე ფიქრები მომდის, მე მათ ლოცვებით ვიგერიებ, ან ჩემს სტუდენტურ წლებს, ბავშვობას ვიხსენებ. მაშინ ისე კარგად ვიყავი… დედა, მამა, სამი და! მათ შორის, ყველაზე უფროსი მე ვიყავი. ოჰ, რა კარგად ვთამაშობდით! სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმ დროისთვის ძალიან მოდურ სპეციალობას ვეუფლებოდი – ეგმ. იცით, ეს რა არის? ელექტო-გამომთვლელი მანქანა. საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ, პროფესია მკვეთრად შევიცვალე და მედდა გავხდი! მივხვდი, რომ ხალხთან ურთიერთობა უფრო კარგად გამომდიოდა, ვიდრე მანქანა-მექანიზმებთან!
– ხათუნა, კედელზე ბევრი რბილი სათამაშო გაქვთ. რატომ?
ხათუნა:ისინი ჩემი მეგობრები არიან. ისინი მილამაზებენ მარტოობას. შეიძლება, ვინმეს სულელურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ მე მათ ვესაუბრები. ღმერთმა ნურავის განაცდევინოს მარტოობა და უმწეობა! მერწმუნეთ, ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილია. ან იქნებ, პირიქით? ვინ იცის?..
***
ძვირფასო მეგობრებო! იმის თქმა, რომ ხათუნას უჭირს – არაფრის თქმის ტოლფასია! მისი ხალისიანი ხმისა და ოპტიმიზმის მიღმა ისეთი ტკივილი იმალება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია. იქნებ თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე – როგორ გადარჩეს 47 წლის ქალი თვეში 80 ლარით? როგორ გაუმკლავდეს მარტოობას, შიმშილს და ავადმყოფობას?
იცით, მას ძალიან ესიამოვნება, თუკი უბრალოდ დაურეკავთ და გაესაუბრებით, ან გაამხნევებთ კეთილი სიტყვებით! ხოლო თუკი ხათუნას მოინახულებთ კიდეც, ის ძალიან ბედნიერი იქნება!
აი, მისი მისამართი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №107. ტელეფონი: 555 94 40 11
ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ახალგაზრდა ქალის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ მას, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინ არის.
ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ხათუნა გვენეტაძის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხათუნა გვენეტაძე).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
ნუთუ ისევ ცოცხალი ვარ?!
47 წლის ხათუნას აღარც კი ახსოვს, ბოლოს ასე ბედნიერად როდის იღიმოდა.
„თქვენი წყალობით მეგობრებიც შევიძინე და სიცოცხლის ხალისიც მომეცა… უამრავი ხალხი მირეკავდა, ცდილობდნენ გვერდში დამდგომოდნენ!“ – ამბობს ქალი და თავისი ბედნიერების დაჯერება უჭირს, რადგან ამდენწლიანმა მარტოობამ ხალხის სიკეთე და მზრუნველობა გადაავიწყა.
ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მისი მოკრძალებული სახლი სიმყუდროვით აივსო, თავად მას კი თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალი აუკიაფდა!
„ახლა მაცივარიც მაქვს და წამლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის… საკუთარ თავს აღარ ვესაუბრები, რადგან ახლა ტელევიზორი მაქვს!“
რამდენი გაჭირვების ატანა აღარ მოუწია ამ ნაზ, ტანჯულ ქალს; რამდენის გაძლება, რამდენი წლის გატარება დამქანცველ სიჩუმეში… მაგრამ ჩვენმა ყურადღებამ და მოყვასისადმი სიყვარულმა ხათუნას ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოახდინა.
„თანდათან ვიჯერებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები, ფეხზე მყარად დავდგები, მუშაობას დავიწყებ და თქვენსავით ხალხს დავეხმარები.“
შენთან ერთად ამის ჩვენც გვჯერა, ხათუნა! ერთად, უფლის მოწყალე მზერის ქვეშ, ჩვენ ხალხის განკურნება და გამოცოცხლება შეგვიძლია!
პოსტამდე პოსტის შემდეგ
–ხათუნა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ხათუნა:ყოველ დილას თქვენზე და თქვენს მკითხველებზე ლოცვით ვიწყებ; უფალს ვევედრები, რომ წყალობა არასდროს მოგაკლოთ! პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. როცა პირველად მესტუმრეთ და მკითხეთ, ყველაზე მეტად რა მჭირდებოდა, ძალიან მეუხერხულებოდა რამის თხოვნა, რადგან ქვეყანაში ბევრი მშიერი ბავშვია; მაგრამ საკუთარ თავს მაინც გადავაბიჯე და წამლები და მაცივარი გთხოვეთ. თქვენი წყალობით ახლა მაცივარიც მაქვს და წამლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის… საკუთარ თავს აღარ ვესაუბრები, რადგან ახლა ტელევიზორი მაქვს და არც ესაა ყველაფერი… ღუმელი, უთო, საწოლის თეთრეული… ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ახლა მარტო აღარ ვარ. თქვენი წყალობით მეგობრებიც შევიძინე და სიცოცხლის ხალისიც მომეცა… ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. ყოველდღე ვილოცებ ყველა თქვენგანისთვის.
–ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?
ხათუნა:თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი მირეკავდა – როგორც უბრალო ხალხი, ისე სხვადასხვა ორგანიზაცია და ცდილობდნენ გვერდში დამდგომოდნენ. იცით, ამდენწლიანი მარტოობის შემდეგ, ეს ზარები ჩემთვის უდიდესი საჩუქარი და ყველაზე ძლიერმოქმედი წამალია და თანდათან ვიჯერებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები, ფეხზე მყარად დავდგები, მუშაობას დავიწყებ და თქვენსავით ხალხს დავეხმარები.
–ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ხათუნა:რა თქმა უნდა, მახსოვს! მახსოვს და ყველასთვის ვლოცულობ! მინდა განსაკუთრებული მადლობა ნინო ქებურიას გადავუხადო – მან მე ნამდვილი ახალი წელი მაჩუქა. ასევე მანანას – „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს. განსაკუთრებული მადლობა „კარიტასის“ თანამშრომლებსაც, რომლებიც, პოსტის წაკითხვის შემდეგ, დღემდე შეძლებისდაგვარად მეხმარებიან. თქვენ და თქვენი მკითხველები ჩემთვის ოჯახის წევრებივით გახდით და დიდი მადლობა ამისთვის!
– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? ჩვენს პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ხათუნა:დიახ! პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოდან დამიკავშირდნენ და ახლა სასადილოში სოციალურად დაუცველთათვის კუთვნილ დღიურ ულუფას ვიღებ. დიდი მადლობა მათ!
–რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ხათუნა:მარტოობის ბოლო წლებში თითქმის ყველაფრის გარეშე გადარჩენა ვისწავლე. დიახ, სიცოცხლისათვის ვიბრძოდი! ახლა კი, თქვენი მხარდაჭერის წყალობით, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და მარტო აღარ ვარ. ბევრი მეგობარი შევიძინე; თქვენი და თქვენი საჩუქრების წყალობით ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეებიც ბევრად გამიიოლდა; ჩემი ოთახი გარდაიქმნა – მასში სიმყუდროვემ დაისადგურა… და რაც მთავარია, აღარ მეშინია, რომ დილას გავიღვიძებ და მოუგვარებელი პრობლემების წინაშე მარტო ვიქნები. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო აღარ ვარ და ეს თავდაჯერება თქვენმა ფონდმა და ფონდის მრავალრიცხოვანმა მეგობრებმა შემმატეს. უფალი გფარავდეთ!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათდახმარება?
ხათუნა:იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემთვის გააკეთეთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მერიდება; მით უმეტეს, რომ ვიცი, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება… მაგრამ მაინც მინდა ერთი თხოვნით მოგმართოთ: „კარიტასის“ თანამშრომლები მზად არიან მასაჟის უფასო სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებაში დამეხმარონ, მაგრამ ამისთვის თავის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთებაა საჭირო. მინდა გთხოვოთ, რომ ამ გამოკვლევის ჩატარებაში დამეხმაროთ. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც თქვენს პოსტს გამოეხმაურა! უფალმა დაგლოცოთ! ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მყავხართ! დიდი მადლობა, ქედს ვიხდი თქვენ წინაშე!
მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ხათუნა გვენეტაძეს დაეხმარა! იმედი გვაქვს, რომ ამ მამაც ქალბატონს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ მას ჯანმრთელობა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა დავუბრუნოთ. ხათუნას თავის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთება სჭირდება და მას ნებისმიერი დახმარება გაახარებს.
ჩვენ, ერთად, ბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი – იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი – იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს!
ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხათუნა გვენეტაძე).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/650-gvenetadze
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
1700.01₾დარჩა:
0₾