რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რატომ აქვთ სხვებს სათამაშოები და კანფეტები, მე კი არა? მე რა, ცუდი გოგო ვარ?

calendar დეკემბერი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მე ყოველთვის კარგად ვიქცევი. დედასაც ვუჯერებ, მამასაც და არც ღმერთს ვაბრაზებ, მაგრამ მე არაფერი მაქვს. დედა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. გვექნება ტკბილეულიც და სათამაშოებიც, მაგრამ როდის – არ იცის… თქვენ იცით? კარგ ბავშვებს კანფეტები ხომ ეკუთვნით?!“ – ტიტინებს პატარა მარიამი და თვალებში, როგორც სულში, დაჟინებით მიმზერს! ისე მიყურებს, თითქოს მთელი მისი ოჯახის ბედი ჩემს პასუხზე იყოს დამოკიდებული.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 „რა თქმა უნდა, ეკუთვნით! და არა მხოლოდ კანფეტები, არამედ ლამაზი თოჯინაც!“ – ვთქვი და ცრემლები ძლივს შევიკავე.

  „ჰოდა, ძალიანაც კარგი! მაშინ, ახლავე წავიდეთ და სურვილები სხვებსაც ავუსრულოთ!“ – დამიძახა პატარა მარიმ. 

  სახლში, უფრო სწორედ კი, ბეტონის აკლდამაში შესვლისთანავე ცხადი გახდა, რომ სურვილების ასრულება ზღაპრულ ჯადოქარსაც კი გაუჭირდებოდა! ოთახში ჰაერიც კი სიღარიბით და უიმედობით იყო გაჟღენთილი და რომ არა ოთხი მშვენიერი ბავშვის – 10 თვის გიორგის, 3 წლის მარის, 8 წლის დიანას და 10 წლის დავითის ანგელოზივით თვალები, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდით!

  რა უნდა თქვა, როდესაც ბავშვებს ფეხსაცმელიც კი არ აქვთ? როდესაც ისინი ფეხშიშველა იმიტომ დადიან, რომ ჩუსტების ბოლო წყვილიც დაიხა?

„როგორ მინდა, ბავშვებს მივცე ის, რასაც ისინი იმსახურებენ. ჩვენთვის ყოველი დღე ბრძოლა და გაურკვევლობაა, – ამბობს მზია (29 წლის), ოთხი მშვენიერი შვილის დედა. – შეუძლებელია სიტყვებით ახსნა, რამდენად რთულია იმის გაცნობიერება, რომ ხვალ საჭმელი შეიძლება არც გვქონდეს…“

ბავშვები უფლის უდიდესი კურთხევაა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უნდა იტანჯებოდეს და არ უნდა განიცდიდეს გაჭირვებას. ბავშვები, რომლებსაც სცივათ და შიათ, სიღარიბის მიუხედავად, მაინც იღიმიან და მშობლებს სიყვარულს უძღვნიან, მათ კი, სწორედ ეს აიძულებს, რომ არ დანებდნენ. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ოჯახს, რომელსაც ჩვენი სიკეთე და დახმარება სჭირდება.

„ნეტავ, მუშაობა შემეძლოს, – ამბობს ოჯახის მამა, ავთანდილი (32 წლის). – სუნთქვა ეკვრის, ჩემს საყვარელ შვილებს რომ ვუყურებ. ყოველთვის, როდესაც მუშაობას ვიწყებ, გული და თირკმელები თავს მახსენებენ. ლოგინიდან ადგომა ყოველთვის მიჭირს, არადა, მე ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები.“

ბერიძეების ოჯახმა არ იცის, როგორია თბილ და მყუდრო სახლში ცხოვრება, რადგან ისინი ყოველდღე ყინულივით ცივ, ბეტონის კედლებიან ოთახში იღვიძებენ. მათ ირგვლივ სიბნელე, სიცივე და ნესტია, რომელიც ძვალ-რბილში ატანს. ვერაფრით დავიჯერეთ, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ისინი ხომ შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდნენ ავად?!

მზია, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გაჭირვებამ გაიძულათ, რომ ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

მზია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ აღვწერო ყველაფერი სიტყვებით… მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ ყველაფერს. ბავშვები საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ექვსი ადამიანი ერთ ოთახში, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. ყოველდღე მეშინია, რომ ბავშვებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. უკვე აცივდა და ისინი, ხშირად, ღამე ვერ თბებიან. ყველას ერთად გვძინავს და ვცდილობთ, ერთმანეთი გავათბოთ. ოღონდაც ავად არ გახდნენ… სხვა არაფერი მინდა.

ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ. მე ბავშვებს უნდა მივხედო, რადგან მათ ყოველ წამს თვალყურის დევნება სჭირდებათ. ყველაზე პატარა სულ რაღაც 10 თვისაა, მას ვერავის ვანდობ. ჩემი მეუღლეც ავად არის. მას გულისა და თირკმელების პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენ მკურნალობის ფული არ გვაქვს. ზუსტი დიაგნოზიც კი არ ვიცით. ანალიზებია გასაკეთებელი, მაგრამ სამაგისო ფული სად ვიშოვოთ? ჩვენით, უბრალოდ ვერ ვუმკლავდებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის მოგვემართა.

– ნათესავები, ან მეგობრები თუ გეხმარებიან?

მზია: ამ სახლში ჩემი ქმრის მშობლებმა შეგვიფარეს. რომ არა ისინი, ჩვენ ქუჩაში აღმოვჩნდებოდით. მაგრამ დახმარება მათ როგორ ვთხოვო? ისინი პენსიონერები არიან და მთელი მათი ფული წამლებზე იხარჯება. ჩემს მამამთილს მძიმე ფორმის ეპილეფსია აქვს. მას თავად სჭირდება მოვლა და დახმარება.

მაგრამ იცით, ჩვენ კეთილი ადამიანების გარეშე თავს ვერ გავართმევდით. ჩვენ წარმოუდგენელი მეზობლები გვყავს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ სურსათით, ან ბავშვებისთვის – ნივთებით დაგვეხმარონ. ერთხელ, ჩვენი მეზობელი სახლის ღობის შეკეთებაშიც კი დაგვეხმარა: მან ყველა სამშენებლო მასალები თვითონ მოიტანა და ყველაფერი თავად ააწყო. როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის მერე, ხალხის არ გჯეროდეს?! და სკოლის დირექტორი, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ? ის ისე ხშირად გვეხმარებოდა… ტელეფონზე ინტერნეტის ფულიც კი თვითონ გადაიხადა, რომ დავითს და დიანას ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შესძლებოდათ. ვერც კი გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ მისი.

 – სკოლა ახსენეთ. როგორ სწავლობენ თქვენი შვილები? მოსწონთ გულმოდგინედ შრომა? 

    მზია: ორივე წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, ძალიან უყვართ სკოლა და გაკვეთილები. ზოგჯერ, საქმე იქამდეც კი მიდის, რომ წიგნებს ხელიდან ვერ ვაგდებინებ. დავითს კითხვა ძალიან უყვარს და სულ მთხოვს, რომ წიგნები ვუყიდო, მაგრამ იძულებული ვარ, ამაზეც უარი ვუთხრა. თუმცა გაქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან გვშველის. იმედი მაქვს, რომ ჩემი უმცროსი ბავშვებიც მათ დაემსგავსებიან.

    – ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები ასეთი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. მოდით, ოჯახის თავზეც ვისაუბროთ. როგორ გაიცანით ავთანდილი? ლამაზად გეარშიყებოდათ?

    მზია:ერთმანეთი 12 წლის წინ გავიცანით, როდესაც მე ჯერ კიდევ დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ის მაშინვე მომეწონა, მივხვდი, რომ ჩემი შვილებისთვის კარგი მამა იქნებოდა. მერე და როგორ მეარშიყებოდა?! მოგონებებისგან, ცრემლებს ვერ ვიკავებ. მოგვიანებით, ავთანდილი გამომიტყდა, რომ როგორც კი დამინახა, მაშინვე შევუყვარდი. მან ცოლობა მთხოვა, დედაჩემს ჩემი ხელი და გული სთხოვა, მერე კი მომიტაცა კიდეც! თუმცა, ეს ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქორწილით დასრულდა. ოჰ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა!

– რამდენი ხნის წინ დაიწყო თქვენს ოჯახში ფინანსური პრობლემები?

მზია: ძალიან დიდი ხნის წინ. უკვე 8 წელია, რაც უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და იძულებულები ვართ, მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედად ვიყოთ. ჩვენი ოჯახი უზრუნველყოფილი არასდროს ყოფილა. დედაჩემი ყოველთვის უკანასკნელი ძალებით ცდილობდა, რომ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ლუკმაპური ეშოვა. ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილები მსგავს მდგომარეობაში არასდროს აღმოჩენილიყვნენ… მაგრამ კი ხედავთ, რომ ჩემი ოცნება არ ასრულდა.

დიანას დაბადებამდე, საკუთარი თავის რჩენა ასე თუ ისე შეგვეძლო. ჩემი ქმარი ჯერ კიდევ მუშაობდა; მაგრამ ჩვენი გოგონა რომ დაიბადა, საკვებისა და ყველა საჭირო ნივთის შეძენა ბევრად გაგვიჭირდა. ჩემს ოჯახს მშვენივრად ესმის, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ არც ისინი არიან დალხენილები. ცოტა ხნის წინ, ჩემმა ძმამ უზარმაზარი საჩუქარი გამიკეთა – ტელეფონი მაჩუქა, რომლითაც ბავშვებს გაკვეთილების მოსმენა შეუძლიათ. ეს რომ არა, არც კი ვიცი, კარანტინის პერიოდში რას ვიზამდით.

    – როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მზია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. უკვე 4 წელია, ნორმალურად ვერ ვმოძრაობ. აპენდიქსის პრობლემა მქონდა, რომელიც მხოლოდ ორსულობის პერიოდში გამოვლინდა და ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. იმ დროს, ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, ნაყოფისთვის ეს ზედმეტად საშიში იყო, ამიტომ ლოდინი მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში, აპენდიციტი უფრო გამწვავდა და ოპერაციის გაკეთება მშობიარობიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში შევძელი. ბევრი გართულება იყო, შეიძლება, მოვმკვდარიყავი კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, უფალმა შვილების გამო არ გამიმეტა. თუმცა, ტკივილები დღემდე მტანჯავს.

ჩემი მეუღლეც დიდი ხანია, ჯანმრთელობას უჩივის. მას გულის უკმარისობა აქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რამდენად არის გართულებული. ფული უბრალო ანალიზებისთვისაც კი არ გვაქვს, ჩვენს დროში კი, თავადაც გესმით, რომ ანალიზები წარმოუდგენლად ძვირი ღირს. 

ერთადერთი, ის მახარებს, რომ ბავშვები არ ავადმყოფობენ. მხოლოდ, ზოგჯერ თუ ცივდებიან. ახლაც იმის მეშინია, რომ გათბობის არარსებობის გამო, ავად გამიხდებიან. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გავათბო.

  – რა არის თქვენი შემოსავალი და რაზე გყოფნით?

მზია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დედათა კაპიტალს ვიღებთ, 380 ლარის ოდენობით და 150 ლარს – ჩვენი უმცროსი შვილის, გიორგის დახმარებას. ეს ფული საკვებზე ძლივს გვყოფნის რადგან ჩვენ უკვე 6 ადამიანი ვართ, ამას დამატებული ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებიც ასევე ავად არიან. ხან ისინი გვეხმარებიან საკვებით, ხან ჩვენ მიგვაქვს მათთვის რაღაც. პატარას საფენები და სპეციალური კვება სჭირდება. გარდა ამისა, მალე სიცივეები დაიწყება, ამიტომ ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის ყიდვაა საჭირო, რაც კიდევ ერთი პრობლემაა… ღმერთო, შენ გვიშველე! არც კი ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ!

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფონდი და კეთილი ხალხი შეძლებს თქვენს დახმარებას. გთხოვთ, ნუ ტირით! თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორია თქვენი ყოველდღიური კვება? რას ჭამენ ბავშვები?

მზია: ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ ბავშვები შიმშილს არასდროს გრძნობდნენ, მაგრამ მინიმალური შემოსავლით და ოჯახის ექვსი წევრით ამის გაკეთება რთულია. როგორც წესი, მაკარონს და ბურღულეულს ვყიდულობ, რაც ბავშვების კვებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, სოსისს და კვერცხს ვყიდულობ, რომ ბავშვებმა ცილები მიიღონ. ჭირვეულები არ არიან, ყოველთვის ყველაფერს ჭამენ. მთავარია, მაგიდაზე რამე იდოს. ყველაზე პატარა ჯერ კიდევ ძუძუთი კვებაზე მყავს, მაგრამ ჩემი რძე უკვე საკმარისი აღარ არის. სპეციალურ პიურეს და ნარევებს ვყიდულობთ, რაც ძალიან ძვირია. მალე ჩვენი ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ.

ზოგჯერ, ჩვენს მეზობლებს ბოსტნეული და ხილი მოაქვთ. ახლა, მათ ხშირად ვაშლი და მსხალი მოაქვთ. ბავშვები მათზე გიჟდებიან, ტკბილეულის ნაცვლად ჭამენ. (მზიამ ნაღვლიანად გაიღიმა.)

    – ხორცზე რას იტყოდით?

    მზია:მათ დიდი ხანია, დაავიწყდათ, რა არის ხორცი. როგორ ვიყიდო, როდესაც ერთი კილოგრამი 16 ლარზე მეტი ღირს? ამის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ვცდილობ, ხორცი კვერცხითა და სოსისით ჩავანაცვლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ერთი და იგივე არ არის.

 – თქვენი არაჩვეულებრივი შვილებისთვის რაზე ოცნებობთ?

    მზია: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ჩემი შვილები ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. ისინი ამას იმსახურებენ! დაე, მათ ჰქონდეთ ის ცხოვრება, რაც მე არ მქონია და დაე, წარმატებულები ყოფილიყვნენ! ხშირად ვტირი, რადგან არ მჯერა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩემს შვილებს ის ყველაფერი არ აქვთ, რაც სხვებს აქვთ. რატომ არ შემიძლია მათთვის ყველაფრის მიცემა?! (მზია მწარედ ტირის.) სკოლიდან რომ ბრუნდებიან, ხშირად მეკითხებიან ხოლმე: „დედიკო, რატომ აქვთ სხვებს სათამაშოები და ტკბილეული, მე კი არა?“ პასუხს ვერასოდეს ვპოულობ, ყოველთვის ვპირდები, რომ მოგვიანებით, მომავალში, ყველაფერი გვექნება, მაგრამ თვითონაც არ ვიცი, როდის დადგება ეს მომავალი.

    – ახლა, მინდა თქვენს მეუღლეს გავესაუბრო. ავთანდილ, გვითხარით, რას გრძნობთ ამ წუთას? რას ფიქრობთ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ოჯახი აღმოჩნდა?

    ავთანდილი: ოჰ, განა შემიძლია ამის სიტყვებით გადმოცემა?! გული მეფლითება იმაზე ფიქრით, რომ ჩემს შვილებს უჭირთ. არ მჯერა, რომ სიღარიბეში ვცხოვრობთ და ხანდახან, შვილების გამოკვებაც კი არ შეგვიძლია. ჩემი შვილები და მეუღლე – ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი გამაჩნია. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა მკლავს. არც ჯანმრთელობა მაქვს მთლად სახარბიელო.

    – მზიამ გვითხრა, რომ გულის პრობლემები გაქვთ. როგორ გრძნობთ თავს?

    ავთანდილი: დიახ, პრობლემები დიდი ხნის წინ დამეწყო. უკვე წლებია, რაც გული მაწუხებს. სავარაუდოდ, გულის უკმარისობა მაქვს, მაგრამ კი გესმით, რომ ანალიზების და ექიმის კონსულტაციის გარეშე, მე თვითონ დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა დაავადება მაქვს. მაგრამ მაინც ვცდილობ, ვიმუშაო. ზოგჯერ, სოფელში ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მეძლევა. როგორც წესი, მაღაზიის მფლობელები ეძებენ ხალხს, ვინც ვაგონს ჩამოტვირთავს, ან რამე მსგავსი.  ძალიან ცოტას იხდიან, მაგრამ სხვა რა შემიძლია? აი, ასე დავდივარ სოფელში, შემოსავლის ძიებაში… რამდენადაც გამიმართლებს… მაგრამ ყველა დროებითი სამუშაო ტკივილებით მთავრდება. გული ფიზიკურ სამუშაოს ვერ უძლებს.

თქვენი საცხოვრებლის შესახებ მოგვიყევით. აქ როგორ აღმოჩნდით?

    ავთანდილი: ქორწინების მომენტიდან აქ ვცხოვრობთ; მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ეს სახლი 12 წლის წინ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ჩემი მშობლებიც გვეხმარებოდნენ, ახლა კი ყველაფერი ინგრევა, მაგრამ რემონტზე საუბარიც კი ზედმეტია.

    – რაზე ოცნებობდით მაშინ, როდესაც პირველ შვილს ელოდებოდით?

    ავთანდილი: ვოცნებობდი, საყვარელ ქალზე დავქორწინებულიყავი და შვილები მყოლოდა. როდესაც მზია გავიცანი, მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი დედა იქნებოდა. მე ის შემიყვარდა, ასე რომ როდესაც ის დავითზე იყო ორსულად, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. რა შეიძლება იყოს ბავშვზე უფრო მნიშვნელოვანი? ის არის შენი გაგრძელება, შენი კურთხევა. ჩვენი თითოეული შვილი განსაკუთრებულია, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ისინი არიან ჩვენი ბედნიერება და იმედი.  

    – მადლობა თქვენ! თუ წინააღმდეგი არ ხართ, დავითს და დიანას გავესაუბრები. გამარჯობათ, ბავშვებო! შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ? დავით, რა თამაშები გიყვარს? იქნებ რომელიმე სპორტი მოგწონს?

დავითი (10 წლის):ძალიან მიყვარს ხატვა. დედა ამბობს, რომ ნიჭი მაქვს! ყველგან ვხატავ: სკოლაში, სახლში, ქუჩაში. ახლახან დედამ ორი ფურცელი მომიტანა და ისეთი ბედნიერი ვიყავი, მაშინვე ხატვა დავიწყე. ფანქრები კი მაქვს – ჩვენმა სკოლის დირექტორმა მაჩუქა. ნახატი მასაც დავუხატე.

ძალიან მინდოდა სამხატვრო სკოლაში სიარული, მაგრამ დედამ თქვა, რომ ჯერ ამის საშუალება არ გვაქვს. თან, ზამთარი მოდის და ძალიან ეციება იმისთვის, რომ იქ ფეხით ვიარო.

 – ანუ, გინდა, მხატვარი გახდე?

    დავითი:დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. ძალიან მინდა, ცნობილი მხატვარი გავხდე და დედას და მამას დავეხმარო. ასევე, მინდა კატების თავშესაფარი გავხსნა. მე ისინი ძალიან მიყვარს. ახლა ერთი კნუტი მყავს, ქუჩიდან ავიყვანე და ვზრდი. შავთვალა ჰქვია, ძალიან ლამაზია. შვილები რომ ეყოლება, ჩემს მეგობრებს ვაჩუქებ და მათ ისინიც კარგად მოუვლიან!

    ბევრი მეგობარი გყავს?

    დავითი:ცხადია! სამი მეგობარი მყავს და ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ! სკოლაში, მერხთანაც ერთად ვსხედვართ, მერე, შესვენებაზეც დავრბივართ და ვთამაშობთ. ძალიან გვიყვარს დაჭერობანას თამაში. ეს ყოველთვის ძალიან სახალისოა.

სწავლა გიყვარს?

  დავითი:რა თქმა უნდა. მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ძალიან მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით – ზღაპრების. მინდა, წიგნები ვიყიდო, მაგრამ თითო 5 ლარი ღირს. დედა ამბობს, რომ ჯერ მათი ყიდვა არ შეუძლია, მაგრამ სკოლაში ბიბლიოთეკა გვაქვს. იქიდან წიგნები ყოველთვის გამომაქვს და დიანას, მარის და გიორგის ვუკითხავ. ისინი მისმენენ და ხშირად, ჩემი მონაყოლის ფონზე იძინებენ.

დიანა, რა ლამაზი გოგონა ხარ! შენ რაზე ოცნებობ?

    დიანა (8 წლის):ძალიან მინდა, პოლიციელი გავხდე. მე ძაღლები მიყვარს და მათზე ხშირად ვზრუნავ. სეირნობისას, ხშირად ვხედავ, რა ცუდად ეპყრობიან მათ ადამიანები, სცემენ და ეჩხუბებიან. აი, პოლიციელი რომ გავხდები, ასეთ ხალხს ციხეში ჩავსვამ! ისინი ძაღლებს და ლეკვებს ასე არ უნდა ექცეოდნენ! ძაღლების თავშესაფრის გახსნაც მინდა. წარმოიდგინეთ, არც ერთი ძაღლი აღარ იქნება უსახლკარო, მე მათ ვაჭმევ და მოვუვლი! მე უკვე ხუთ ძაღლს დავეხმარე და ისინი ბედნიერები არიან! მალე, ერთ-ერთმა უნდა იმშობიაროს და ლეკვებს ჩემს მეგობრებს ვაჩუქებ. ყველანი ძალიან ელოდებიან.

    – რა ჭკვიანი გოგო ხარ, დიანა! ძალიან კეთილი ხარ! ანუ, დავითი კატების თავშესაფარს ააშენებს, შენ კი – ძაღლების. დედას თუ ეხმარები?  

    დიანა:დიახ, მე მას ჩემი და-ძმის მოვლაში ვეხმარები, ხშირად მიჭირავს გიორგი ხელში. საერთოდ არ მეშინია, მე მას დაბადებიდან ვუვლი და ვაჭმევ. მარი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. სანამ დედა ალაგებს და საჭმელს ამზადებს, მასზე მე ვზრუნავ. ჭურჭელსაც ვრეცხავ, დედას ყოველთვის ვეხმარები, ის ისედაც ძალიან იღლება. 

    – როგორ სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

    დიანა:ძალიან მიყვარს მათემატიკა, ადვილად ვსწავლობ, მასწავლებელიც სულ მაქებს ხოლმე. მაგრამ სპორტიც მიყვარს, განსაკუთრებით – სირბილი. კლასში ყველაზე სწრაფი ვარ. ყველა ჩემი მეგობარი ამბობს, რომ მე სპორტსმენი უნდა გამოვიდე. ვფიქრობ, წესით, უნდა გამომივიდეს!

მარი, შენ ძალიან საყვარელი გოგონა ხარ. მითხარი, რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

მარიამი (3 წლის): ჩვენ მხოლოდ ერთი სათამაშო გვაქვს, მაგრამ ის საუკეთესოა! ეს არის პანდა, მე სულ მასთან ერთად ვთამაშობ, ვითომ ის ჩემი შვილია. პანდები ძალიან საყვარლები არიან. ეს დავითის საყვარელი ცხოველია, ის მუდამ პანდებზე მელაპარაკება და მათ შესახებ ზღაპრებს მიყვება ხოლმე.

ოცნება თუ გაქვს?

მარიამი: ვოცნებობ, რომ თოჯინა მყავდეს. რამე ლამაზ სახელს დავარქმევ, დიანასთან ერთად მოვიფიქრებ. მე მას ისევე მოვუვლი, როგორც გიოს. დედა ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით, ერთმანეთს დავიცავთ.

***

მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ამ საბრალო ხალხს არ დავეხმაროთ! მოდით, ვილოცოთ მათთვის, ყველამ ერთად ვთხოვოთ უფალს, რომ მან ამ მშვენიერი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს! მათ დიდ ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, წამლები, საწოლები, საწოლის საკუთნო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან. ყველაფერი უფალსა და ჩვენს მოწყალებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, ესტუმროთ მათ და პირადად დაეხმაროთ. დაურეკეთ მათ, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მათი მისამართია: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. წიფნარი. ტელეფონი: 579 12 49 25.

ოჯახში 10 თვიდან 10 წლამდე ასაკის ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია. პატარებს კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი და საკვებიც კი სჭირდებათ! და რაც მთავარია, ისინი უკვე მრავალი წელია, ელიან, რომ ოდესმე, მათაც ყველაფერი კარგად ექნებათ. და ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე ოცნებობენ, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს დაეხმარონ, არამედ სამშობლოსაც გამოადგნენ! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!

მეგობრებო, ბერიძეების ოჯახისდახმარების მიზნით, ჩერნოვეცკისფონდისაჯაროდიწყებსთანხებისშეგროვებას! როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეეფერება!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ.

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გააკეთეთ ღვთის მოსაწონი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბერიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ჩვენს ტელევიზორში ტარაკნებიც კი საყვარლები არიან!

„ჩვენს ტელევიზორში „ტარაკნები“ არიან! თან ისეთი საყვარლები და სასაცილოები არიან…“ – მეუბნება 10 წლის დათო და დაჟინებით მომჩერებია – ჩემი გაკვირვებული თვალების დანახვა სურს.

– რა ტარაკნები? ნამდვილი? იქ როგორ შეძვრნენ?

დათო: ჰა-ჰა-ჰა, გამოგიჭირე! არა, რა თქმა უნდა! მე და ჩემი დები ძალიან სასაცილო მულტფილმს ვუყურებთ ტარაკნებზე და როცა იწყება, ვყვირი: „ტარაკნები!“ დედას გული უსკდება, მეკითხება: „აბა, სად?“ მე კიდევ ვეუბნები: „ტელევიზორში!“ სასაცილო გამოდის.

– ოჰ, რა ოხერი ყოფილხარ! ანუ, ეხუმრები…

დათო: ჰო! ადრე მოწყენილი ვიყავი, მაგრამ ახლა მხიარულების მიზეზი მაქვს! ნახე, რამდენი რაღაც გვაჩუქეს! ტელევიზორი, დედასთვის სარეცხი მანქანა, გაზქურა და კარადა! მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად „ტარაკნებიანი“ ტელევიზორი მოგვწონს.

– ანუ, მხოლოდ მულტფილმებს უყურებ ტარაკნებზე?

დიანა (8 წლის): არა, დეიდა, უბრალოდ ასე ხატვას სწავლობს. სკოლაში გამოფენაც კი ჰქონდა. იცით, რა ჭკვიანია?

დათო: შენც ჭკვიანი ხარ და კვერცხსაც კარგად წვავ!

ეს მხოლოდ დასაწყისია, მეგობრებო! წაიკითხეთ მთლიანი პოსტი და გიხაროდეთ ამ ბავშვებისა და ოჯახის გამო, რადგან ჩვენ სწორედ თქვენი დახმარებით შევძელით მათი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მათი ყველა პრობლემის მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ ამჯერადაც მოვახერხეთ, რომ მათი ამბავი კეთილ გულებამდე მიგვეტანა! მადლობა ღმერთს ამისათვის!

– მაია, რა განწყობა და მოლოდინი გქონდათ, როდესაც ფონდს მიმართეთ?

მზია: როცა ჩერნოვეცკის ფონდს მივწერე, არ ვიცოდი, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა; მაგრამ ისე მალე მომაქციეს ყურადღება და დამირეკეს – მივხვდი, რომ დამეხმარებოდნენ. მართალი უთქვამთ: უცნობი უფრო დაგიდგება გვერდში, ვიდრე ნაცნობი. მერიას იმდენჯერ მივმართე, ადგილზეც იმდენჯერ მივედი, მაგრამ კაციშვილს არ ადარდებს. იმდენს გვეხმარებიან, მეშინია, ზედმეტი არ მოუვიდეთ! (ჩაეღიმა.)  ერთჯერადი დახმარებით გვიშორებენ თავიდან. რომ გვეხმარებოდნენ და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ხალხს ხომ აღარ შევაწუხებდი, არა?

დღე, როდესაც ფონდიდან საჩუქრები მოგვიტანეს, ჩემთვის უდიდეს სიურპრიზად იქცა. ვეღარ ვლაპარაკობდი, სიხარულისგან ლამის ავტირდი…

– რადგან სიტყვამ მოიტანა – პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება რამენაირად ხომ არ შეცვლილა? ამოძრავდნენ? დახმარების მცდელობები ხომ არ ჰქონიათ?

მზია: იყო რაღაც მსგავსი. მერიის ორი თანამშრომელი მოვიდა. მსჯელობდნენ, ფულადი დახმარება მოეცათ თუ სახლი ეყიდათ ჩვენთვის. უკვე ორი თვე გავიდა, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. სიტყვები საქმედ ჯერ არ ქცეულა. არადა, კაცი საქმით ფასდება, ხომ ასეა? მე შეგნებულად არ ვურეკავ, ველოდები.

– გასაგებია. კარგი, აჯობებს ახლა იმაზე ვისაუბროთ, რაც უკვე რეალურია.

მზია: თანაც როგორი რეალური! ეს ახალი კარადა მაგარი რამეა – მისაღებში დავდგი. ადრე საბავშვო ტანსაცმელი იატაკზე მეწყო, ცელოფნის პარკებში. რაღაცის მოძებნა თუ მინდოდა, ვქექავდი, ვქექავდი, ყველაფერს თავდაყირა ვაყენებდი… ტანსაცმელი ჭუჭყიანდებოდა და იმტვერებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა, ადამიანურად. თაროს გამოწევ თუ არა, მაშინვე ხედავ, სად რა დევს. აღარც ნერვები გეშლება და აღარც შრომა გეკარგება. გარეცხილი ტანსაცმელი დასტებად ალაგია და… წესრიგია.

სარეცხი მანქანა დროის დაზოგვაში მეხმარება. თქვენც კარგად იცით, მრავალშვილიან დედას დასაკარგი დრო არ აქვს. ის ისე უნდა გადაანაწილო, რომ რაც შეიძლება ბევრი მოასწრო; მაგრამ როცა ერთი საქმე დიდ დროს და ენერგიას გართმევს, სხვა რაღაცებისთვის აღარ გრჩება. ჩემს გოგონას მისი გამოყენება ვასწავლე და დიანა მეხმარება ხოლმე.

ახალ წელს ტელევიზორიც მოგვიტანეს. ბავშვებმა ის მაშინვე მიისაკუთრეს. ის ხომ ინტერნეტთან არის დაკავშირებული… იშვიათად, მაგრამ როცა ჩემი და ჩემი ქმრის რიგი მოდის, მე რამე ფილმს ვუყურებ, ის კი სიახლეებს. ოღონდ ბავშვებმა გაიხარონ და… მათ უფრო სჭირდებათ! დათო ინტერნეტში ბევრ სასარგებლო რაღაცას პოულობს.

– დათო, რა და როგორ – მაშინვე გაერკვიე?

დათო: ადვილია! მეგობრის სახლში ვნახე, როგორ უნდა შეხვიდე ტელევიზორიდან ინტერნეტში. YouTube-ში ყველაფერია! იქ მულტფილმი „ოგი და ტარაკნები“ ვიპოვეთ. ნანახი გაქვთ? თუ არა, მაშინ აუცილებლად უყურეთ, ძალიან სასაცილოა!

– რადგან მირჩიე, აუცილებლად ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ტარაკნები საშინლად არ მიყვარს.

დათო (იცინის): კიდევ, ტანკებზე ვიდეოებსაც ვუყურებ. ხატვის გაკვეთილებიც არის – აჩვენებენ, სხვადასხვა რაღაცები როგორ უნდა დახატო. მარიც ჩემთან ერთად უყურებს ხოლმე, მერე ფურცელს და ფანქრებს მთხოვს. მართალია, ხატვა არ შეუძლია, მაგრამ მაინც ვაძლევ, რომ არ ეწყინოს.

მზია: დათუნას ცოტა ხნის წინ გამოფენაც ჰქონდა. ხომ ასეა, დათუნა?

დათო: დიახ, მართალია!

– რა მაგარია! აბა, მომიყევი!

დათო: ბევრი ნახატი დამიგროვდა და ვიფიქრე, რომ ხალხისთვის უნდა მეჩვენებინა. ჩემს დამრიგებელთან, ნანუკა მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, მოდი ჩემი გამოფენა გავაკეთოთ-მეთქი. ადგა და ჩემი ნახატები საკლასო დაფაზე ჩამოკიდა. ბავშვებმაც ნახეს, ნინო მასწავლებელიც მოვიდა სანახავად და დირექტორი – ლოლა ცინცაძეც. არდადეგებამდე იყო. სამწუხაროა, რომ დაფაზე ყველა ნახატი არ დაეტია.

– შენი ამბავი ძალიან მიხარია! და შენი წარმატება ჩვენს მკითხველებსაც გაახარებს.

დათო: მათ აუცილებლად გადაეცით, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და განწყობაც კარგი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს. უთხარით, რომ ამას ძალიან ვაფასებ.

– დიდი ადამიანის სიტყვებია! მზია, ბავშვმა არსებული ვითარება შეაფასა. ახლა თქვენგან მინდა გავიგო, როგორ ხართ?

მზია: ბევრად უკეთ, ვიდრე მანამდე. საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, ბევრი საკითხი მოგვარდა. ახალ გაზქურასაც მალე დავაერთებთ და კიდევ უფრო გაგვიმარტივდება ცხოვრება.

დიანა: დე, შეიძლება მასზე საჭმელი მეც გავაკეთო ხოლმე?

მზია: ჯერ გასწავლი და მერე. (იღიმის.)

დათო: იცით, დიანამ კვერცხის შეწვა და წვნიანის გაკეთება იცის.

დიანა: დათუნა, მე თვითონ ვერ ვიტყვი თუ რა?

დათო: შენ გრცხვენია (იღიმის.) რცხვენია. (ჩვენ გვეუბნება.)

მზია: ფონდმაც და მკითხველებმაც ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთეს, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს ვერსად გავექცევით. ოთხ ბავშვზე სოციალური დახმარება საერთოდ არ გვყოფნის. ჩემი ქმარი ავადაა და მუშაობა არ შეუძლია, მე კი, ჩემი პრობლემებისა და საზრუნავის გადამკიდე, კიდევ დიდხანს ვერ მოვახერხებ.

– მზია, მკითხველებიდან ვინმეს ხომ არ დაუმეგობრდით?

მზია: პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქზე ბევრმა მომწერა და მხარდაჭერა გამომიცხადა. მეგობრებშიც დამიმატეს, ურთიერთობაც გვაქვს. სტუმრად მოსვლის და ჩვენი პირადად გაცნობის სურვილსაც გამოთქვამენ. დიდი სიამოვნებით! ძალიან გამიხარდება!

***

მეგობრებო, დათუნას საჩუქრად სახატავი ნივთების მიღება ძალიან გაუხარდება. მისი ბავშვური მაქსიმალიზმით გაკეთებული განცხადების მიუხედავად („ჩვენ ყველაფერი გვაქვს“), ყველას კარგად გვესმის, რომ ოჯახს პრობლემები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ჩვენს ძალისხმევას შედეგები ნამდვილად მოჰყვა! ამ ოჯახის განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალა და ბევრად ოპტიმისტური გახდა. ასეთ პირობებში საკუთარი თავის რწმენა ყალიბდება, ეს კი დათუნას ყოველ სიტყვაში იგრძნობა, რაც ძალიან გვახარებს!

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, დარჩით ასეთივე გულისხმიერები! თქვენ სტრიქონებს შორის წაკითხვა, აზრის გამოტანა და ძალდაუტანებლად დახმარება შეგიძლიათ.

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება – ბერიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/658-beridze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 დეკ 21
სარეცხი მანქანა
595.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
400.00₾
2021 მარ 10
გაზქურა
615.00₾
2021 მარ 15
კომოდი
300.00₾
2021 აპრ 06
ტელევიზორი
420.00₾

სულ ხარჯები:

2330.00₾

დარჩა:

0.15₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ივანიძე გელა
27.06.2021 20:00:00
₾20.00
რევაზი ფარულავა
27.06.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი ამირაჯები
27.06.2021 20:00:00
₾5.00
მანუკიანი ერნესტ
25.06.2021 20:00:00
₾10.00
აბდუშელიშვილი თიკო
25.06.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი
05.04.2021 20:00:00
₾20.00
ტერმინალი
05.04.2021 20:00:00
₾11.00
ერისთავი გიორგი
05.04.2021 20:00:00
₾2.00
ბუკია ირაკლი
05.04.2021 20:00:00
₾2.00
ჭითანავა ბექა
05.04.2021 20:00:00
₾2.00
კალაძე გიორგი
05.04.2021 20:00:00
₾1.00
კალაძე გიორგი
05.04.2021 20:00:00
₾1.00
კალაძე გიორგი
05.04.2021 20:00:00
₾1.00
ჯიქურაშვილი ემზარი
05.04.2021 20:00:00
₾1.00
მონიკა გუგავა
05.04.2021 20:00:00
₾5.00
თამარი სხიერელი
05.04.2021 20:00:00
₾3.00
გიგა არჩვაძე
05.04.2021 20:00:00
₾1.00
ანა ფალავანდიშვილი
05.04.2021 20:00:00
₾3.00
დავით გაროზაშვილი
05.04.2021 20:00:00
₾3.00
თამარ ციცქიშვილი
05.04.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,330.15

178 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,330.15

178 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება