რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში!

calendar დეკემბერი 11, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ სიტყვებით შეგვეგება 3 წლის თამარი, რომელსაც არ ესმის, ასე რატომ ხდება… ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. მას ეშინია, რომ სახლი, – უფრო სწორედ კი ის, რასაც ის სახლს ეძახის, – ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და მისი მობინადრეები ცოცხლად დამარხოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  „შემოდით, ნუ გეშინიათ, აქ მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ, – გულითადად გვეპატიჟება სახლში თეა (36 წლის), როდესაც ხედავს, როგორი ეჭვის თვალით ვათვალიერებთ ამ საშინელ ნანგრევებს, დახვრეტილ სახურავს და ჩამოშლილ კედლებს… იატაკზე ბეტონია. იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, რომ 3 წლის ბავშვი აქ ცხოვრობს, თამაშობს, სძინავს!

  „აქ ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, – გვიხსნის თეა, – ახლა კი მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ. დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა, სახურავი ჟონავს, კედელი ინგრევა. საყრდენად ჭურჭლის კარადა შევუდგი, მაგრამ არ შველის“, – სევდიანი ღიმილით გვეუბნება საბრალო ქალი და ცრემლებს მალულად იწმენდს.

  ჩვენი თანამემამულე, თეა და მისი 3 წლის გოგონა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი სახლი სადაცაა დაინგრევა, თეას კი ფული არათუ მისი შეკეთების, არამედ ბავშვის ნორმალური საკვებისთვის არ აქვს. ისინი ამ სამყაროში სრულიად მარტონი არიან და არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებას სთხოვდნენ. სასოწარკვეთილმა თეამ ჩვენს ფონდს მომართა. მარტოხელა დედა უფლის წყალობაზეა მინდობილი და იმედს არ კარგავს, რომ კეთილი თანამემამულეები მას და პატარა თამარს გასაჭირში არ დატოვებენ.

თეა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რამ მოგიყვანათ ჩვენს ფონდში?

თეა:მე და ჩემს გოგონას ძალიან გვიჭირს… თამარის ნორმალურად გამოკვების შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მუდმივად გვეშინია, ეს სახლი თავზე არ ჩამოგვექცეს. მიმოიხედეთ გარშემო – წვიმის დროს, სახურავიდან წყალი ისე იღვრება, თითქოს ქუჩაში ვიყოთ, კედლები კი სადაცაა, ჩამოიშლება. როდესაც წვიმა მოდის, საწოლებს ყოველთვის ადგილს ვუცვლი, რომ ჩვენ არ გვეწვეთებოდეს…

  ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? მარტო, ბავშვით ხელში?

თეა: ჩვენს ოჯახში უბედურებათა მთელი რიგი დიდი ხნის წინ დაიწყო. 1999 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი ძმა. ის მაშინ სულ რაღაც 24 წლის იყო და დაქორწინებას აპირებდა… რეგიონში ელექტროენერგია არ იყო, მამაჩემი ელექტრიკოსად მუშაობდა, ჩემი ძმა კი მას ეხმარებოდა – ბოძზე აძვრა და დენმა დაარტყა.  

  მწუხარებასთან გამკლავება ვერ მოვასწარით, როდესაც გაირკვა, რომ მამას სიმსივნე ჰქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შევძელით. სწორედ იმ დროს, მედდის პროფესიას ვეუფლებოდი და რა თქმა უნდა, კოლეჯისთვის თავის დანებება მომიწია. მამა თბილისში უნდა მეტარებინა პროცედურებზე, მასზე უნდა მეზრუნა.. მისი გარდაცვალების შემდეგ სწავლას აღარ დავბრუნებივარ. ოჯახი უნდა მერჩინა, ამიტომ მაღაზიაში მოლარედ დავიწყე მუშაობა.

  ძმას და მამას დედაც მიჰყვა. ეზოში წაიქცა, თავი დაარტყა, როგორც ჩანს, სერიოზული ტრავმა მიიღო და მალე, ისიც გარდაიცვალა… მომიწია, რომ სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით, ვალების გამო გამეყიდა, მე და ჩემი და კი აქ გადმოვბარგდით. ადრე, აქ ჩვენი დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ფაქტობრივად ეს სახლი კი არა, ნანგრევებია. არც კი ვიცი, ზამთარს როგორ გადავიტანთ…

ჩემი და გათხოვდა, მას უკვე ოთხი შვილი ჰყავს. მე და თამარი კი აქ დავრჩით. მამამისმა მიგვატოვა, როდესაც ოთხი თვის ორსული ვიყავი. ის უბრალოდ სამუდამოდ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან. მაპატიეთ, ძალიან არასასიამოვნო და მტკივნეულია ამაზე საუბარი…  

არავინ გეხმარებათ?

თეა:ჩვენ არავინ გვყავს. ნათესავები დავკრძალეთ, მხოლოდ და დამრჩა; მაგრამ მას თავისი ოჯახი ჰყავს. თანაც, მის უფროს გოგონას ცერებრალური დამბლა აქვს და ხომ გესმით, მათთვის ადვილი არ არის… უფრო სწორედ, ძალიან, ძალიან რთულია… მეუღლის მხრიდან კი ჩვენით საერთოდ არავინ ინტერესდება.  

რა შემოსავლებით ცხოვრობთ?

თეა:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 170 ლარის ოდენობით და კვების ვაუჩერს. ზოგჯერ, დამლაგებლად ვმუშაობ და დამატებითი შემოსავლის შოვნას ვახერხებ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დამსვენებლები ჩამოდიან… ზამთარში ეგეც არ არის.  

– თეა, ფული რაზე გყოფნით? რას აჭმევთ ბავშვს?

თეა:სურსათის მაღაზიაში ვალები მაქვს. თამარი შემწვარ კარტოფილზე გიჟდება, ამიტომ, კარტოფილით და მაკარონით გავდივართ იოლად… ტკბილეულს ხშირად მთხოვს, ხომ გესმით, ბავშვია… მაგრამ ყველაფერი მკაცრად გვაქვს გათვლილი და თავს ზედმეტი თეთრის დახარჯვის უფლებას ვერ მივცემთ.

ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?

თეა:რა თქმა უნდა და არაერთხელ! იმდენი განცხადება, წერილი მაქვს დაწერილი, ვინ მოთვლის, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. აღარც კი ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო. არადა, იმის საშიშროება, რომ ეს დამპალი სახურავი მე და ჩემს გოგონას თავზე ჩამოგვემხობა, რეალურია… ეს თამარსაც კი ესმის და ღამით დაძინების ეშინია!

– თეა, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

თეა: რა თქმა უნდა, მჯერა, სხვაგვარად არც მოგმართავდით! მითხრეს, რომ თქვენი ფონდი ყველა გაჭირვებულს ეხმარება, რომ ის კეთილი ადამიანების გულებს აერთიანებს.. იცით, მე, მაგალითად, ძალიან მეხმარებიან მეზობლები, თამარს ტანსაცმელს აძლევენ, რომელიც მათ შვილებს უკვე აღარ ეტევათ… ამისთვის მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ…

– რა გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

თეა: მე ძალიან მორწმუნე ვარ. მართალია, ეკლესიაში, წირვას ხშირად ვერ ვესწრები, რადგან თამარი ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ სახლში, ხატების წინ, ხშირად ვლოცულობ. უფალს საკუთარი სიტყვებით მივმართავ და ვთხოვ, რომ ჩემი გოგონას ფეხზე დაყენების ძალები მომცეს; ვთხოვ, რომ მისთვის თუნდაც ელემენტარული პირობების, სითბოსა და სიმყუდროვის შექმნაში დამეხმაროს. გულს ყველაზე მეტად ის მტკენს, როდესაც ვხედავ, როგორ იტანჯება უდანაშაულო ბავშვი, როგორ ეშინია და ცუდ ამინდში, როგორ სცივა..

თუ შეიძლება, შვილის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით. საბავშვო ბაღში დაგყავთ?

თეა:დიახ, დამყავდა, მაგრამ ახლა ის დახურეს. თამარი ძალიან კეთილი და გულზიარი გოგონაა, ბავშვებთან თამაში უყვარს. სათამაშოებს მთხოვს, რადგან არც ისე ბევრი აქვს… საყვარელი თოჯინა ჰყავს და ეგეც გატეხილია… მულტფილმების ყურება უყვარს…

თუ შეიძლება, მასაც გავესაუბრები. თამარ, მითხარი, საბავშვო ბაღში სიარული გიყვარს?

თამარი (3 წლის):დიახ, იქ ბევრი ბავშვი და სათამაშოა, ძალიან სახალისოა! მაგრამ დედას აღარ დავყავარ, ამიტომ მხოლოდ ჩემს თოჯინას ვეთამაშები. მე ის ძალიან მიყვარს!

კიდევ ვინ გიყვარს?

თამარი:დედიკო. ის საუკეთესოა! და ჩემი მეგობრებიც. როდესაც არ წვიმს, მათთან ერთად ვთამაშობ… როდესაც წვიმს კი, სახლში ვზივარ და თოჯინას ვეთამაშები. ჩვენთან, სახლში, სახურავიდანაც წვიმს და ჩემს თოჯინას ვეხუტები, რომ არ შეეშინდეს და არ შესცივდეს.

შენ თუ გეშინია?

თამარი: როდესაც მეშინია და მცივა, დედიკოს ვეხუტები, რომ გავთბე…

– ნუ გეშინია, პატარა, ყველაფერი კარგად იქნება! მითხარი, რაზე ოცნებობ?

თამარი:ძალიან მინდა ველოსიპედი! კი მაქვს, მაგრამ გატეხილია, დედას კი მისი შეკეთება არ შეუძლია. ყველა ბავშვი ველოსიპედით დასეირნობს, მე კი მხოლოდ მათ ვუყურებ. დედამ თქვა, ფული რომ მექნება, გიყიდიო…

კიდევ რას ისურვებდი?

თამარი:„კინდერი“ მიყვარს. შოკოლადის კვერცხია ასეთი და შიგნით სათამაშო დევს. სულ ნაირ-ნაირი სათამაშოა… მაგრამ ძვირი ღირს და დედა ვერ მყიდულობს. მე კი მინდა, რომ ბევრი „კინდერი“ და ველოსიპედი მქონდეს! დედა დამპირდა, რომ ყველაფერს მიყიდის, როდესაც ფული ექნება…

რადგან დაგპირდა, აუცილებლად გიყიდის. თეა, გვითხარით, ამ წუთას, თქვენი დახმარება რით შეგვიძლია?

თეა: ჩვენი მთავარი პრობლემა – სახურავის შეკეთებაა. სახურავიდან წყალი ჟონავს, შენობა ნესტიანია, ძნელად თბება. ცუდ ამინდში – თითქოს ქუჩაში ვიყოთ; სხვენში ქარი ყმუის, ყველა ბზარიდან უბერავს და გეჩვენება, რომ სახლი მალე ჩამოინგრევა… ჩემი გოგონასთვის ადამიანური პირობების შექმნაზე ვოცნებობ, რომ არ სციოდეს, რომ მისთვის საჭმელი მქონდეს. ძალიან მინდა ღუმელი. ჩემი უკვე დაძველდა და გაფუჭდა. პურს სახლში გამოვაცხობდი, ეს კი უკვე მნიშვნელოვანი დანაზოგია… სარეცხი მანქანაც მჭირდება. ეს ჩემს დას ეკუთვნის, ცოტა ხნით დამიტოვა, მაგრამ მალევე უნდა წაიღოს, რადგან თვითონაც პატარა ბავშვები ჰყავს. სარეცხი მანქანის გარეშე კი არ შემიძლია… იმის გაფიქრებაზე, რომ ეზოში, ცივ წყალში, ხელით რეცხვა მომიწევს, კანკალი მიტანს… ჩემი ავად გახდომა არ შეიძლება… ჩემს პატარა თამართან მერე ვინ იქნება?

ჩვენ ნებისმიერი დახმარება გვჭირდება. თამარს ნორმალური კვება სჭირდება და არა კარტოფილითა და მაკარონით თავის გატანა… ჩვენს დახმარებას პროდუქტებით თუ შეძლებთ, დიდად მადლიერები დაგრჩებით…

თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

თეა:რომ ჩემი შვილი ადამიანურად ცხოვრობდეს, სითბოში, დანაყრებული და ჩაცმული. მე სხვა არაფერი მინდა. ეს სახლი მთლიანად რომ ჩამოინგრეს, წასასვლელი, საცხოვრებელი აღარსად გვაქვს და მე, სამი წლის ბავშვთან ერთად, ქუჩაში აღმოვჩნდები (სლუკუნებს).

რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

თეა:ხალხი თქვენ შესახებ ბევრ კარგ რამეს ამბობს. მეზობლებმა მირჩიეს, თქვენთვის მომემართა… თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ. თქვენ ამდენ გაჭირვებულს ჩუქნით სითბოსა და სიხარულს!

გულს იმედი ჩამესახა, რომ თქვენს მეგობრებს არც ჩემი და ჩემი გოგონას გასაჭირი დატოვებს გულგრილს. მე სხვა არავინ გვყავს, ვისაც მივმართავდი!

***

  მეგობრებო! პატარა თამარი, რომელიც ღამ-ღამობით სიცივისა და შიშისგან კანკალებს, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობას. ხვალ, შეიძლება, უკვე გვიანი იყოს, რადგან სახლი, რომელიც კაცმა არ იცის, რამდენი წლის არის, შეიძლება მას და მის დედიკოს უბრალოდ თავზე ჩამოენგრეს! თეა ნოქარაშვილი მარტოდმარტო იბრძვის შვილის კეთილდღეობისთვის, მაგრამ სახლის წესრიგში მოსაყვანად საჭირო თანხა მას არ აქვს.

  დედას – თეას და 3 წლის თამარს ნებისმიერი დახმარება სჭირდებათ: პროდუქტები, პურის საცხობი ღუმელი, სარეცხი მანქანა, სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალები. მათი მძიმე ყოფის შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია! პატარა თამარი კი შოკოლადის კვერცხსა და ველოსიპედზე ოცნებობს.

ნოქარაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. თვალადი.

ან დაურეკეთ თეას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 555 93 57 75.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თეა ნოქარაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თეა ნოქარაშვილს და პატარა თამარსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

რა მოხდება, თუკი სახურავი ჩამოინგრა და ჩემი გოგონა ვერ გადავარჩინე?!

– ბედნიერი დედა ზღურბლიდანვე მოსთქვამს და თან მადლობას უხდის ყველა კეთილ ქართველს.

„დეიდა, დეიდა, შეხედე, როგორი სარეცხი მანქანა აქვს დედას!“ – ყვირის პატარა, მზესავით გოგონა, თამარი.

  მერე ფუმფულა, თეთრ ხელს თავის პატარა გულზე იდებს და გულის ამაჩუყებლად ამბობს: „იცით, რამხელა მადლობა? აი, ასეთი დიდი!“ – და აგრძელებს: – „ეს ჩვენი მტვერსასრუტია. როცა ვრთავ, ასე აკეთებს: „უ-უ-უ!“ წამოდით, კიდევ რაღაც უნდა გაჩვენოთ…“ პატარა თამარი ისე ემოციურად გვიყვება საჩუქრების შესახებ, რომელიც მას და მის დედიკოს ფონდის მეგობრებმა აჩუქეს, რომ ბავშვის გულწრფელობისა და უშუალობის წინაშე ემოციების შეკავება ძალიან რთული ხდება. არადა, ცოტა ხნის წინ გვეგონა, რომ ამ მარტოხელა ხალხს – დედას და მის პატარა გოგონას ცოტა რამ თუ გაახარებდა. ხომ გახსოვთ ნოქარაშვილების ოჯახის ისტორია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაგიზიარეთ? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/659-nokarashvili

მაშინ შევიტყვეთ, რომ რთული ცხოვრებისეული პირობები, უფულობა და მარტოობა მარტოხელა თეას პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთად დააწვა. საბრალო ქალმა დახმარების თხოვნით მოგვმართა და ჩვენ მის უკანასკნელ იმედად ვიქეცით. ახლა კი მათი სახლი ბევრად მყუდროა, ბავშვი აღარ შიმშილობს და დედაც ისე აღარ ტირის, როგორც ადრე!

„როცა დედიკო ტირის, ვეხუტები, რომ არ მოიწყინოს, მაგრამ ზოგჯერ, როცა გემრიელი საჭმელი არ გვაქვს, მეც ცოტათი მოწყენილი ვარ. მაგრამ ამ ბოლო დროს დედა ისე ხშირად აღარ ტირის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ბევრი საჭმელი გვაქვს, არა?“ – აგრძელებს პატარა თამარი.

თეა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

თეა: ამ წლების განმავლობაში მე და ჩემი თამარი ამ უზარმაზარ სამყაროში სრულიად მარტონი ვიყავით. ძალიან ცოტას აინტერესებდა, შიოდა თუ არა ჩემს შვილს. ან იქნებ მძინარეებს სახურავი ჩამოგვენგრა თავზე? მარტოობა ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. ჩემს შვილსაც სულ ამას ვეუბნებოდი: „ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს – მე და შენ!“ მაგრამ იმ დღეს, როდესაც ჩვენი ოჯახის ამბავი გამოაქვეყნეთ, ყველაფერი შეიცვალა. მიჭირს ჩემი გრძნობების აღწერა: თავიდან ზარებს დიდი სიფრთხილით ვპასუხობდი, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მეკითხებოდნენ, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა. ჩვენ სანახავად სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და ბავშვისთვის ტანსაცმელი და საკვები მოჰქონდათ. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი ზრუნვა ჩემზე და ჩემს გოგონაზე. ისიც ძალიან მახარებს, რომ სახლში ახლა ის გვაქვს, რაზეც რამდენიმე წელია ვოცნებობდი! დიდი მადლობა ამისთვის!

ფონდის მეგობრების საჩუქრებს გულისხმობთ?

თეა: რა თქმა უნდა! ფონდის შეგროვებული თანხით ხომ საუკეთესო საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადმომცეს – სარეცხი მანაქანა, რომლის წყალობითაც ჩემი შვილი ყოველთვის სუფთა დადის, თან ნივთებიც სწრაფად შრება. თეთრეულის გაყინულ წყალში რეცხვა ჩემთვის ნამდვილი გამოცდა იყო. ხედავთ, როგორი სისუფთავეა? ეს ჩემმა ჭკვიანმა გოგონამ მოწმინდა მტვერსასრუტით. ახალი მტვერსასრუტი მას ჩემზე არანაკლებ უხარია. ავეჯის გარდა, კიდევ ერთი საჩუქარი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ღუმელია. ახლა ჩემს გოგონას გემრიელ საჭმელებს ვუკეთებს – პურს და კექსებს ვუცხოვ. გვერდით ჯდომა და ყურება უყვარს, როგორ ვფუსფუსებ სამზარეულოში.  ერთი სიტყვით, თქვენ ჩვენს ცხოვრებაში სიხარული შემოიტანეთ, ცხოვრება გაგვიმარტივეთ და ჩვენი ოთახი ბევრად მყუდრო გახდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენ მომეცით შესაძლებლობა მეგრძნო, რომ მე და ჩემი შვილი მარტო არ ვართ და ჩვენ გვერდით თქვენ ხართ!

„ამდენი საჩუქარი არასდროს მიგვიღია!“

თამარი ნამდვილი დამხმარე იზრდება: ის სარეცხ მანქანასაც რთავს და დედას პურის ცხობაშიც ეხმარება

დედას ახალი მტვერსასრუტი დედაზე არანაკლებ უხარია. „ისე სასაცილოთ ზუზუნებს: „უ-უ-უ-!“ – მზესავით იცინის ბავშვი

თეა, მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

თეა: იცით,იმ მოკლე დროში დადებითი ენერგიის იმხელა მუხტი მივიღე! ბევრმა დაგვირეკა და გვესტუმრა, ამიტომ ვინმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს. მე ყველა მახსოვს, ვინც ჩემი პატარა ოჯახის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. წარმოგიდგენიათ, საჩუქრებს სრულიად უცხო ადამიანები გვიგზავნიდნენ სხვა ქალაქებიდან?! მაგალითად, ორმა კეთილმა გოგონამ ქუთაისიდან, – თამარმა და ნინომ, – ჩემს გოგონას სათამაშოები და ტკბილეული გამოუგზავნეს ფოსტით. ასევე, თქვენი წყალობით ერთი ახალგაზრდა ქალი გავიცანი, ეკა, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანად იქცა. ხშირად მირეკავს და გვკითხულობს და თითქმის ყოველ თვე მოდის ხოლმე სტუმრად, ჩემი თამარისთვის გემრიელობები მოაქვს. მადლობას გიხდით ყველას! თქვენ ჩემს შვილს მამაც შეუცვალეთ და ყველა ნათეხავიც, თქვენი სიყვარულისა და მზრუნველობის წყალობით!

„საწოლის ახალი თეთრეული ძალიან ლამაზი და კომფორტულია.“

„ნეტავ შიგნით რა არის?“

თეა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?

თეა: ჩემი ყველაზე მთავარი პრობლემა სახურავია, რომელიც ძლაიან ჟონავს. ყოველდღე დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ღმერთმა ნუ ქნას, ბავშვს თავზე ჩამოენგრეს! მერე რაღა ვქნა? ჩემს თავს როგორ ვაპატიო, რომ ჩემს შვილს საფრთხის ქვეშ ვაყენებ? მაგრამ ხელისუფლება ჩუმად არის… ერთხელ სახურავისთვის სამშენებლო მასალა გამომიგზავნეს, მაგრამ იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ დანიშნულებისამებრ ვერ გამოვიყენეთ. თქვენს პოტს თბილისი მერის ცოლი, ქალბატონი ანუკი გამოეხმაურა. დიდი მადლობა მას ტანსაცმლისთვის და პროდუქტებისთვის. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ისევ მივმართე, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მხარდაჭერის იმედი უკვე აღარ მაქვს.

„ასეთ საჩუქრებზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო! თქვენ ყოველდღიურობა გამიფერადეთ და ცხოვრება გამიმარტივეთ!“

თეა, რას ნიშნავს ეს დახმარება პირადად თქვენთვის? უცხო ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით?

თეა: დიახ,ნამდვილად მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა ხალხი, ვინც არ დაუშვებდა, რომ ჩემი შვილი შიმშილით მომკვდარიყო. მჯეროდა, რადგან ვიცი – ამქვეყნად კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ. დიდი მადლობა, რომ მათი ერთად შეკრება მოახერხეთ! დახმარების თხოვნას, ხვეწნას, თავის დამცირებას მიჩვეული ვარ, მაგრამ თქვენ დამანახეთ, რომ დახმარება შეიძლება უპირობო სიყვარულის და ქრისტიანული მოწყალების გამოვლინება იყოს – ვინც გეხმარება, ზემოდან კი არ გიყურებს, არამედ შენ გვერდითაა და მხარში გიდგას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ახლა უკვე ვიცი, – რამე რომ დამემართოს, თამარს ერთ ნაჭერ პურს ყოველთვის გაუწვდით და არ დაუშვებთ, რომ მოკვდეს…

„ადრე მეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს, მაგრამ ახლა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვერდით მთელი საქართველოა!“

– თეა, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! მინდა პატარა თამარსაც გავესაუბრო. საყვარელო, საჩუქრები როგორ მოგწონს? ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

თამარი (4 წლის): ეკა დეიდამ დიდი სარკე და სკამი მაჩუქა, რომ ყოველ დილას თმა დავივარცხნო და ფრჩხილები შევიღებო, იმიტომ რომ გოგო ყოველთვის ლამაზი უნდა იყოს, როგორც პრინცესა! კიდევ, ბევრზე ბევრი შოკოლადი მაჩუქეს! შენც მოგცემდი, მაგრამ უკვე შევჭამე. ხომ არ გეწყინა? მაგრამ არ იდარდო! (გოგონა ჩემს გაცინებას აგრძელებს.) დედამ მითხრა, რომ შოკოლადებს და „ჩუპა-ჩუპსს“ დაბადების დღეზე მიყიდის და მაშინ მოდი!

ეს პატარა გოგონა თვითმგორავზე და „ჩუპა-ჩუპსზე“ ოცნებობს და სჯერა, რომ ოცნებები ხდება!

რამდენი სიკეთეა ამ უძირო, ბავშვურ თვალებში… ვინც მსგავსი რამ გამოიარა, ბოროტი და გაუმაძღარი ვერასოდეს იქნება! ღმერთმა ამ ბავშვს მეტი სიხარული მისცეს, როცა გაიზრდება, მაგრამ ახლა – მხოლოდ თვითმგორავი!

პატარავ, გპირდები, რომ „ჩუპა-ჩუპსს“ დაბადების დღემდეც მიიღებ! თეა, დავუბრუნდეთ საუბარს. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

თეა: სახურავია დაზიანებული, მაგრამ მის შესაკეთებლად ფული არ გვაქვს. იქნებ ვინმეს შეუძლია, რომ მის შეკეთებაში დაგვეხმაროს? სახელმწიფოსგან მიღებული 170 ლარი არაფერზე გვყოფნის. ბავშვი თვითმგორავს და ველოსიპედს ითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ფული საკვებისთვისაც კი არ მრჩება და მისთვის ყველაფერზე უარის თქმა მიწევს.  ასევე, საოჯახო ქიმიაც არ გვაქვს: შამპუნი, საპონი და სარეცხის ფხვნილი ძალიან გაძვირდა. უკვე აღარ ვიცი, ფული რაზე დავზოგო. თქვენთვის რაიმეს თხოვნა ძალიან მერიდება, ისედაც ძალიან დიდ სიკეთეს იჩენთ ჩვენ მიმართ, თანაც ახლა ძალიან რთული დროა, ყველას უჭირს, მაგრამ თუკი იქნება სურივლი და შესაძლებლობა, მე და თამარი მადლობელები ვიქნებით საკვებისთვისაც და ტანსაცმლისთვისაც. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ყურადღებიან ადამიანს! ვილოცებ, რომ უფალმა დაგიფაროთ ყველგან და ყოველთვის!

***

ძვირფასო მეგობრებო, ნოქარიშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. დედა-შვილი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს, თვეში 170 ლარზე! მათ ცხოვრებას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება სახურავის გამო, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას. მზრუნველო თანამოქალაქეებო, ძალიან გთხოვთ, მოდი გავერთიანდეთ ამ მარტოხელა ხალხისთვის და გადავარჩინოთ ისინი სასიკვდილო რისკისგან და შიმშილით სიკვდილისგან! თეა და თამარი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები იქნებიან, – იქნება ეს საკვები თუ საყოფაცხოვრებო ქიმია. პატარა თამარი კი თვითმგორავზე და „ჩუპა-ჩუპსზე“ ოცნებობს. ჩვენ შეგვიძლია ამ ბავშვისთვის კეთილ ჯადოქრებად ვიქცეთ, რადგან ოცნებები ხდება, ხომ ასეა?

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ნოქარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/659-nokarashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 14
ღუმელი
205.00₾
2021 თებ 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1275.00₾
2021 თებ 02
თეთრეული
310.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
690.00₾
2021 მარ 19
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
245.00₾
2021 მარ 19
სკამები
228.00₾
2021 აპრ 23
პროდუქტები
249.95₾
2021 მაი 25
ტაფები
300.00₾
2021 ოქტ 22
პროდუქტები
349.32₾
2021 ოქტ 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
350.00₾

სულ ხარჯები:

4202.27₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
აბაშიძე ნინო
02.10.2021 20:00:00
₾3.00
გელაშვილი ლევან
01.10.2021 20:00:00
₾5.00
ბესიკ ხაჩიძე
22.09.2021 20:00:00
₾5.00
გურამ სვანიძე
21.09.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი შალამბერიძე
21.09.2021 20:00:00
₾5.00
ლევან კობაიძე
21.09.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი გაბაიძე
20.09.2021 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
18.09.2021 20:00:00
₾21.00
აბრამიშვილი ნიკა
18.09.2021 20:00:00
₾2.00
მანანა ბეჟიტაშვილი
18.09.2021 20:00:00
₾10.00
მანუკიანი ერნესტ
17.09.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი შალამბერიძე
17.09.2021 20:00:00
₾5.00
ირაკლი გეწაძე
17.09.2021 20:00:00
₾10.00
ივანიძე გელა
16.09.2021 20:00:00
₾20.00
ლომსიანიძე ლევან
16.09.2021 20:00:00
₾10.00
ნინო ნიშნიანიძე
16.09.2021 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
16.09.2021 06:19:39
₾500.00
პაატა აბულაძე
15.09.2021 20:00:00
₾5.00
ლევან კობაიძე
15.09.2021 20:00:00
₾3.00
ანა ხანდამიშვილი
15.09.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾4,202.00

259 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,202.00

259 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება