რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამ თითქოსდა ომის შემდგომ ნანგრევებში ხუთი მშიერი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც გათბობაზე და ჭამაზე ოცნებობენ… ოთახებში ისე ცივა, შეგიძლიათ, ქურთუკები არც კი გაიხადოთ. არადა, ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ვოცნებობ, ოთახში სითბო იყოს… დედამ თქვა, რომ მოხვალთ – და ყველაფერი კარგად იქნება!“ – ამბობს მშვენიერი გოგონა, ანასტასია (7 წლის) და შემცივნებული, გაცვეთილ, დაკემსილ მოსასხამში იფუთება. მისი და-ძმები – 3 წლის დავითი, 9 წლის ქრისტინა, 13 წლის შალვა და 15 წლის მარი კი იმედიანად მიყურებენ თვალებში… ამ ბავშვური ტკივილითა და მწუხარებით სავსე მზერისაგან გული მეკუმშება და მზადაა, გასკდეს…
ამ ქოხმახში, – რომელსაც რთულია, სახლი უწოდო, – 8 ადამიანი იყუჟება: ირინა (35 წლის), მისი მეუღლე – დავითი (38 წლის), მათი ხუთი მშვენიერი შვილი და დიდი ბებია, თინა (84 წლის), რომელსაც წამლები და მოვლა სჭირდება. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია. „არადა, ოდესღაც მე და ჩემი მეუღლე სახლის აშენებაზე და ბედნიერად ცხოვრებაზე ვოცნებობდით, – მწარედ ოხრავს დედა, ირინა. – მაგრამ ახლა, ხედავთ? ბავშვებისთვის საჭმელიც კი არაფერი მაქვს“, – ამბობს საბრალო ქალი და ხელებს შლის.
ბედი ხშირად სასტიკია და ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვგონია. ეს კეთილი ქართული ოჯახი გარემოებათა უიღბლო დამთხვევის მსხვერპლია. ისინი ჩვენს ფონდში სიცივემ და შიმშილმა მოიყვანა. მეგობრებო, ჩვენ მათ ვერ დავაღალატებთ! დიდსულოვანი თანამემამულეების თანაგრძნობა და გულშემატკივრობა მათი უკანასკნელი იმედია!
– ირინა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
ირინა: ეს იყო გარემოებათა უიღბლოდამთხვევა… როდესაც ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს მარტივად უყურებ. გგონია, რომ წინ მხოლოდ კარგი გელოდება და მთების გადადგმა შეგიძლია. როდესაც მე და დავითი დავქორწინდით, ვფიქრობდით, რომ ორივე ვიმუშავებდით, ოჯახს უზრუნველვყოფდით, სახლს ავაშენებდით, რომელიც სიყვარულითა და სითბოთი იქნებოდა სავსე, ოთახებში კი ბავშვების წკრიალა სიცილის ხმა არ შეწყდებოდა… ყოველთვის გვინდოდა, ბევრი შვილი გვყოლოდა. როგორც ხედავთ, ეს ოცნება აგვიხდა, მაგრამ სხვა დანარჩენი… დავითი მშრომელია, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება; მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სოფელში სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. 13 წლის წინ დედამისი სიმსივნით გარდაიცვალა. მის მკურნალობაზე საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა; ვალებში ჩავვარდით. ექვსი თვის წინ კი თინა ბებოს გულის ოპერაცია დასჭირდა და ისევ სესხის აღება მოგვიწია. ახლა ის პენსიის მხოლოდ ნაწილს იღებს, რაც წამლებისთვისაც კი არ კმარა… შემოსავალი საკვებზე ძლივს გვყოფნის. სახლი კი, თავადაც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია…
–ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?
ირინა: რა თქმა უნდა! და არაერთხელ…ვთხოვდი, სახურავი მაინც შეეკეთებინათ… მაგრამ უარი გვითხრეს… ვერ ვიტყვი, რომ სულ მთლად უყურადღებოდ დაგვტოვეს, რამდენჯერმე ერთჯერადი დახმარება მოგვცეს – 100 ლარი და რაღაც პროდუქტებიც. სულ ეს არის!
–რა შემოსავალი გაქვთ ამჟამად?
ირინა:მხოლოდ სოციალური დახმარება. კვების ბარათთან ერთად, ჯამში 500 ლარი გამოდის. ვცდილობთ, ეს თანხა ერთი თვე ვიმყოფინოთ, მხოლოდ ყველაზე აუცილებელს ვყიდულობთ. ახალ ტანსაცმელზე საუბარიც კი ზედმეტია, ზამთარში ხომ სულ მთლად უბედურებაა! შეშა საყიდელია, ამ სახლის გათბობა კი ძალიან რთულია. თავადაც ხედავთ, უბერავს; კედლები და იატაკი დიდი ხნის წინ დალპა… ბავშვები ძილის დროს ერთმანეთს ეკვრიან, რომ როგორმე გათბნენ…
–ირინა, ეს სახლი ვისია?
ირინა: საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს. ვალების გამო, ჩემი მეუღლის მამას სახლის გაყიდვა მოუწია, თინა ბებომ კი შეგვიკედლა… დანამდვილებით არც ჩვენ ვიცით, რამდენი წლის არის ეს სახლი. ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში მაინც არ ვართ. სახურავის შეკეთება მაინც რომ შევძლოთ…
– დახმარებარაზე გყოფნით? რას აჭმევთ თქვენს შვილებს?
ირინა: ბურღულეულს და მაკარონს, სულ ეს არის…არადა, ბავშვებს ხორციც სჭირდებათ და რძის პროდუქტებიც… მაგრამ ჩვენთვის ეს დაუშვებელი ფუფუნებაა.
– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
ირინა: დამხმარე სრულიად არავინ გვყავს…მამაჩემი2 წლის წინ დავკრძალეთ… დედა თავადაც სიღარიბეში ცხოვრობს… არც მდიდარი ნათესავები გვყავს; ახლა ყველას უჭირს. ყველა იმაზე ფიქრობს, საკუთარი თავი და შვილები როგორ გამოკვებოს…
– თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
ირინა:ისჩვენს სოფელში გავლით იყო ჩამოსული, საქმეზე, მშობლებთან ერთად. შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. დავითმა მშობლები გამაცნო და ძალიან მალე, დავქორწინდით. პირობა დავდეთ, რომ ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიქნებოდით… როგორც ხედავთ, ასეც მოხდა… უბრალოდ, რატომღაც, ჭირი უფრო მეტია…
–ირინა, რა გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
ირინა: მე და ბავშვები ეკლესიაში ხშირად დავდივართ, სახლშიც ვლოცულობ. ღვთის რწმენა მაძლიერებს და არ მაძლევს სასოწარკვეთის უფლებას.
– უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?
ირინა: უცხოების როგორ?.. როგორ დაეხმარები ადამიანს, თუკი მისი გასაჭირის შესახებ არაფერი იცი? მაგრამ აი, მაგალითად, მეზობლები, შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან. მაცივარიც კი გვაჩუქეს. ამისთვის მათი ისეთი მადლიერი ვარ! სწორედ მეზობლებმა გვირჩიეს, თქვენი ფონდისთვის მოგვემართა. მითხრეს, რომ თქვენ ბევრი კეთილი მეგობარი გყავთ და ბევრს ეხმარებით!
– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში ან საბავშვო ბაღში თუ დადიან? თქვენი აზრით, მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ვინ არის?
ირინა: უფროსები – ყველანი სკოლაში დადიან. მხოლოდ უმცროსი – დავითი (3 წლის) ზის სახლში. საბავშვო ბაღი ჩვენგან 4კმ-ში მდებარეობს და ყოველდღე მისი იქ წაყვანა და წამოყვანა უბრალოდ შეუძლებელია. თითოეული მათგანი თავისებურად ნიჭიერია… ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილები არიან, უბრალოდ სული მტკივა, მათი დამატებით გაკვეთილებზე ტარების შესაძლებლობა რომ არ გვაქვს… მარი (15 წლის) ძალიან კარგად სწავლობს, უცხო ენებზე აპირებს ჩაბარებას. ძალიან უნდა მასწავლებელთან სიარული და მისაღები გამოცდებისთვის კარგად მომზადება… შალვას (13 წლის) სიგიჟემდე უყვარს კრივი. ბებიის ოპერაციამდე, 3 თვე ვატარებდი სექციაზე… მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გადასახადს ვეღარ გავწვდებოდით. ქრისტინა (9 წლის) ცეკვაზე სიარულს ითხოვს, მაგრამ როგორ, როდესაც ბავშვებს ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ და მხოლოდ ფაფებს ჭამენ?
– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. მარი, შენ ყველაზე უფროსი ხარ. გვითხარი, რაზე ოცნებობ?
მარი (15 წლის):ძალიან მინდა, უნივერსიტეტში ჩავაბარო და კარგი განათლება მივიღო. ყველაზე მეტად უცხო ენების სწავლა მიყვარს… ონლაინ-სწავლება ჩვენთვის ნამდვილი პრობლემაა – ოთხს ერთი „ბუქი“ გვაქვს. შალვას და ქრისტინას „ბუქები“ დიდი ხნის წინ გაფუჭდა, შარშან კი საერთოდ მეზობლებში სირბილი და ტელეფონის თხოვნა გვიწევდა…
–შენ, შალვა? სწავლა გიყვარს?
შალვა (13 წლის): სიმართლე გითხრათ, არც ისე… აი, სპორტი – სხვა საქმეა! ძალიან მიყვარს კრივი, მაგრამ სექციაზე ვერ დავდივარ, რადგან საშუალება არ გვაქვს. სკოლაში კი ყველაზე მეტად მათემატიკა მომწონს, ეს ყველაზე საინტერესო საგანია.
– უკვე გადაწყვიტე, მომავალში რა პროფესიას აირჩევ?
შალვა: დიახ, მე სამხედრო გავხდები. ეს ნამდვილი მამაკაცების პროფესიაა!
– რას უსურვებდი საქართველოს ყველა ბავშვს?
შალვა: წარმატებას და ჯანმრთელობას, ასევე, ოცნებების ასრულებას.
– აი, ყოჩაღ! მოკლედ და გასაგებად! შენ, ქრისტინა? შენ ვინ გახდები, რომ გაიზრდები?
ქრისტინა (9 წლის):მე ექიმი გავხდები. ხალხს ვუმკურნალებ და გადავარჩენ…
ანასტასია (7 წლის):მეც, მეც ექიმი გავხდები! მე და ჩემი და ერთად ვიმუშავებთ! ერთად გადავარჩენთ ხალხს!
– ძალიან მეგობრული დები ყოფილხართ! ერთად რისი თამაში გიყვართ?
ანასტასია:თოჯინებით… ერთი ბარბის თოჯინა გვაქვს და ძალიან ვუფრთხილდებით. ძალიან მინდა, ლამაზ კაბებში გამოწყობილი ბევრზე ბევრი თოჯინა მქონდეს…
– თოჯინები აუცილებლად გექნება, საყვარელო. კიდევ რაზე ოცნებობ?
ანასტასია:ბევრი ლამაზი კაბა მინდა. საერთოდ არ მაქვს. აი, ეს ზედა ჯერ მარის ეცვა, მერე ქრისტინას, ახლა კი მე მაცვია. ძალიან უშნოა, მე კი კაბა მინდა… როგორც პრინცესას!
–შენი საყვარელი პრინცესა რომელია?
ანასტასია:ფიფქია, ის ყველაზე ლამაზია!
ქრისტინა:ტყუილია! ყველაზე ლამაზი – რაპუნცელია! მას ისეთი მშვენიერი, გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს!
– აბა, გოგოებო, მითხარით, თქვენი უმცროსი ძმა, დავითი რაზე ოცნებობს? ლაპარაკი იცის?
ქრისტინა: ჯერ არა, მაგრამ ჩვენ მისი გვესმის! როდესაც რაღაც უნდა, თითით გვანიშნებს და გვეუბნება „მომე“. მას კანფეტები უნდა, სიხარულისგან გიჟდება, როდესაც უმასპინძლდებიან!
ანასტასია:მანქანებით თამაში უყვარს, ყველაფერს მანქანასავით აგორავებს!
– საოცარი, მშვენიერი ბავშვები ხართ! ირინა, თქვენ რაზე ოცნებობთ?
ირინა: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები კარგად დანაყრებულები და თბილად იყვნენ! რომ მათ ნორმალური სახლი, ტანსაცმელი ჰქონდეთ… მათ ეს სიღარიბე არ დაუმსახურებიათ! სული მტკივა, როდესაც ვუყურებ, რა ცუდად იკვებებიან და არ იციან, რაში შეიფუთონ, რომ არ გაიყინონ…
–ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ირინა: პროდუქტები… მინდა, ბავშვები კარგად გამოვკვებო… მათთვის ზამთრის ტანსაცმელი გვჭირდება. მე სარეცხის მანქანაზე ვოცნებობ. წყალს ჭიდან ვეზიდებით, ცივ წყალში რვა ადამიანის ტანსაცმლის ხელით რეცხვა კი ჯოჯოხეთური წამებაა. ტელევიზორი საერთოდ არ მუშაობს.. მიმოიხედეთ გარშემო, ჩვენ არაფერი გვაქვს! ყველაფერი იშლება – საწოლები, სკამები და თვითსახლიც… კარადაც მინდა, რადგან რაც კი ტანსაცმელი გვაქვს, ვერსად ვდებთ, ისე გვიყრია.
ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს! ნებისმიერი! ძალა აღარ მაქვს ბავშვების ტანჯვას ვუყურო… თუნდაც ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია,მომავლის რწმენა დაგვიბრუნოს და ყველას მადლობელი ვიქნები, ვინც ჩვენ შესახებ წაიკითხავს და ჩვენს ტკივილს გაიგებს…
***
მეგობრებო, ჩვენი თანამემამულეები, დეისაძეების ოჯახის წევრები, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ სახლი თავზე ენგრევათ. ხუთ მშვენიერ ბავშვს კი საჭმელად არაფერი აქვთ! მათ ძველმანები აცვიათ და უბრალოდ, გათბობაზე ოცნებობენ! მათი დახმარების ძახილი არავის ესმის და მათაც იმედი თითქმის დაკარგეს, თუმცა მათთვის მისი დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს! მოდით, დავუბრუნოთ მათ სიკეთისა და მომავლის იმედი!
დეისაძეების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, ბავშვების ტანსაცმელი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, ავეჯი. ბავშვებს კი ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი, რომ სასკოლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.
დეისაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეწერი.
ან დაურეკეთ ირინეს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 568 65 07 11.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დეისაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დეისაძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
100 კილო სიხარული და 200 კილო ბედნიერება!
როგორ აღვწეროთ და გადმოგცეთ ის დადებითი ემოციები, რომლებსაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, იმ ხალხს ჩუქნით, ვისაც უკვე აღარაფრის სჯერა? როგორ მოვაწვდინოთ თქვენამდე ბავშვების მხიარული ყიჟინის ხმა, როდესაც ისინი დიდი ხნის ნანატრ საჩუქარს იღებენ?
„ადრე ნახევარ მულტფილმს ვუყურებდით, ახლა – მთლიანს“, – გვეუბნება 7 წლის ანასტასია და ტელევიზორს ლოყით ეკრობა.
„ნახევარ მულტფილმს? ეგ როგორ?“ – ვეკითხები გაოცებული.
ანასტასია: როგორ და – პრინცესას ნახევარი ჩანდა, ნახევარი კი არა!
ირინა (დედა): ჩვენი ტელევიზორი გაფუჭებული იყო და ნახევარ ეკრანს აღარ აჩვენებდა. აი, ასე ვიტანჯებოდით.
ასეა, მეგობრებო! ზოგისთვის მთლიანი პრინცესა უკვე სიხარულის მიზეზია! და ეს ყველაფერი არ არის! ბოლომდე წაიკითხეთ ამბავი, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს! შეხედეთ ამ სიხარულით სავსე თვალებს და სული გაითბეთ!
ირინა: ყველასმადლობელი ვარ, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაგვეხმარა. ბევრი აღმოჩნდა ასეთი. ჩვენთვის მსგავსი არასდროს არავის გაუკეთებია,არც სახელმწიფოს, არც სხვა ორგანიზაციას. ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ კეთილი ხალხი არსებობდა; მაგრამ როდესაც ისინი ერთიანდებიან, მთების გადადგმა შეუძლიათ.
ყველას სახელი არ მახსოვს. იმედია მაპატიებთ; მაგრამ მაინც შევეცდები იმის შესახებ მოგიყვეთ, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მამუკა თბილისიდან, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, სკოლის ბუქების შეკეთებაში დაგვეხმარა. ერთი აღარ ირთვებოდა, მეორის დამტენი კი მთელი წელი არ მუშაობდა; ამის გამო ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს აცდენდნენ, მე კი ვნერვიულობდი. ახლა ყველაფერი რიგზეა. მამუკა სიტყვის კაცი აღმოჩნდა. პატივს ვცემ ასეთებს. დაგვპირდა, რომ შეაკეთებდა – შეაკეთა და უკან გამოგვიგზავნა.
თბილისიდან სხვა საჩუქრებიც გამოგვიგზავნეს – პროდუქტები, ტანსაცმელი; ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდება და ნებისმიერ სამზარეულოში უნდა იყოს: შაქარი, მცენარეული ზეთი, მაკარონი, ვერმიშელი… ბავშვებმა მაშინვე ნივთების მოზომება დაიწყეს: ეს მე მომიხდება, ეს შენო; მაგრამ ახალი რაღაცები ყველასთვის მოიძებნა, გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. ახალი ტანსაცმელიც იყო და უხმარიც, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. ორი კაბა ჩვენს თინა ბებოსაც ერგო.
მინდა ქუთაისელი სამხედროებიც აღვნიშნო. მათ თითო-თითო ტომარა ფქვილი და კომბოსტო, ხორცის ნახევარფაბრიკატები და მზესუმზირის ზეთი მოგვიტანეს, დიდი ბოთლებით. საჭმლის კეთება თუ იცი, აკეთე და იყავი.
–რა საჭმელს აკეთებთ ხოლმე?
ირინა: სხვადასხვა რაღაცებს, რასაც ბავშვები ითხოვენ. შემწვარ კარტოფილს, ბორშჩს, წვნიანებს… როცა ბავშვები დანაყრებულები არიან, გული მშვიდად მაქვს. თქვენ მე პრობლემებისგან გამათავისუფლეთ, ასეთი რამ დიდი ხანია აღარ მომხდარა; ცოტა უჩვეულოც კია. (იღიმის.) წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის სარეცხი მანქანა. ის, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი ხსნაა. ხელით რეცხვა მძიმე საქმეა. გარდა ამისა, ახლა შემიძლია საოჯახო საქმეების ნაწილი ჩემს გოგოებს – მარის და ქრისტინესაც გადავავალო. სარეცხი მანქანის გამოყენება მალე ისწავლე და შეუძლიათ ტანსაცმელი და თეთრეული დამოუკიდებლად შეყარონ, შემდეგ კი გასაშრობად გაფინონ. უკვე მათი დახმარება მჭირდება, რადგან ახლა საზრუნავი მომემატა. წელს, 23 თებერვალს, მეექვსე შვილი – გაბრიელი შემეძინა! (ანათებს.)
– აი, სიახლე! მთელი გულით გილოცავთ! თქვენ და თქვენს პატარას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!
ირინა: დიდი მადლობა! როგორც ხედავთ, მე უკვე გამომწერეს, მაგრამ გაბრიელი ჯერ არა. ის რვა თვის, 2.210 კგ. დაიბადა და გარკვეული დრო ინკუბატორში უნდა გაატაროს. ჩემი ბიჭი ჟანგბადზეა მიერთებული. ღმერთმა ქნას, უპრობლემოდ გამოწერონ და სახლში მალე წამოვიყვანოთ!
თუმცა, როგორც კი ვფიქრობ, სად უნდა მოვიყვანო ახალშობილი, ვღელავ და განვიცდი. პატარა ბავშვისთვის ჩვენი ნესტიანი ქოხი საუკეთესო ადგილი არ არის, მაგრამ სხვა რა გზაა? ჩვენ სხვა სახლი არ გვაქვს.
– ანუ საცხოვრებლის პრობლემა ჯერ კიდევ გაქვთ. როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედოა, არა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყინული დაიძრას? პოსტი უკვე გამოქვეყნდა, ოჯახში მეექვსე შვილიც შეგეძინათ…
ირინა: სახელმწიფო დახმარებას ერთჯერადი აქციების სახე აქვს. სამწუხაროდ, მეტი არაფერი. თქვენ მიერ ნახსენები სიახლეების შემდეგაც კი არავინ დაინტერესებულა ჩვენით.
ზაფხულში ახალი სახლის მშენებლობა წამოვიწყეთ, საკუთარი ძალებით, მაგრამ რა თქმა უნდა, დასრულება ვერ შევძელით. ამ საქმეს სულ ტყუილად შევეჭიდეთ. ასე დგას ეს დაუმთავრებელი სახლი ჩვენი ხის სახლის გვერდით. უფალს ვევედრები, რომ დახმარება გამოგვიგზავნოს; რომ გამოჩნდეს რომელიმე სამშენებლო კომპანია ან შეძლებული ადამიანი, რომელიც ამ ამოცანას თავს გაართმევდა.
სულ მეშინია, ისევ არ გათოვდეს. ჩვენთვის ეს დიდი უბედურებაა. ნეტავ ამ ზამთარმაც მალე ჩაიაროს. სიცივემ და ნესტმა დაგვღალა! და ასეთ პირობებში ბავშვის აღზრდა…
ჩვენ ალბათ უნდა ვიაროთ, ხალხი შევაწუხოთ, სახსრები და შესაძლებლობები ვეძებოთ, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ, მთელი ყურადღება ახალშობილზე მაქვს გადატანილი. ნათესავებმა საწოლი გვაჩუქეს და ჩემი ბიჭი სწორედ აქ დაიძინებს.
– ბავშვებო, ალბათ ერთი სული გაქვთ, ძმას როდის ნახავთ, არა?
ანასტასია: დიახ! ის ისეთი პაწაწინაა.საინტერესოა, როგორი სახე აქვს? რას გააკეთებს ხოლმე?
ქრისტინე: მე ვიცი! მთელი დღეები ეძინება, რძის საჭმელად გაიღვიძებს და ისევ დაიძინებს. მას საფენებიც უნდა ვუცვალოთ. მე და ანასტასიას ამის კეთება უკვე შეგვიძლია.
ანასტასია: დიახ,თოჯინებზე ვვარჯიშობთ, როცა დედა-შვილობანას ვთამაშობთ. ნახეთ, როგორი ახალი თოჯინები გვაქვს! შოკოლადიც გვაჩუქეს, მაგრამ უკვე გვითავდება, რადგან ტკბილეული ძალიან გვიყვარს და დიდხანს ვერ ვუყურებთ ხოლმე! (იცინის,.)
– მოდი, აბა, ტელევიზორი მაჩვენეთ. ჩართეთ, ერთად ვუყუროთ!
მარი: ტელევიზორში ჰარი პოტერს უკვე ვუყურე. ზოგადად, მხატვრული ფილმები ძალიან მიყვარს. ქრისტინე, ანასტასია და დათუნა კი უფრო მულტფილმებს უყურებენ – „კონკია“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და ასეთი რაღაცები… (იღიმის.)
ქრისტინე: მაგრამ ყველაზე მეტად „რაპუნცელი“ მიყვარს. ყურადღებით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ დათუნა ტელევიზორთან დიდხანს ვერ ჩერდება, ახალი მანქანებით იწყებს თამაშს და მთელ ოთახში ატარებს ხოლმე. თან ახმოვანებს კიდეც, როგორ იქოქება: „ბრრ-ბრრ-ბრრ!“ მე კი ტელევიზორს ხმას ვუწევ, რომ გავიგო, რას ამბობენ.
მარი: ეს ტელევიზორი კარგად მუშაობს. მანამდე ძველ ტელევიზორს ვუყურებდით, რომელიც მეზობელმა გვათხოვა. ნახევარი ეკრანი არ უმუშავებდა. ძალიან არასაინტერესო იყო, ხასიათიც კი მიფუჭდებოდა.
– ახლა როგორ ხასიათზე ხარ, მარი?
მარი: კარგზე. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! ძალიან გვიხარია!
ირინა: იმ ყველაფრის გამოხატვა რომ შემეძლოს, რასაც ვგრძნობ… ჩემი შვილების ბედნიერება გულზე მალამოსავით მედება. აი, რის გაკეთება შეძელით! თქვენი ლოცვა-კურთხევით არასდროს დავიღლები!
***
საქართველოში დემოგრაფიული კრიზისის შესახებ საუბარი და მოწოდება, რომ დიდი ოჯახები შევქმნათ ხშირად გვესმის, მაგრამ რით არის ეს საუბრები გამყარებული? როგორ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები? ვინ ზრუნავს მათზე? ირინა დეისაძის ისტორია – ნათელი მაგალითია. მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, ოჯახმა დიდი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მაგრამ რას იღებენ ისინი ამის სანაცვლოდ? ერთჯერად აქციებს.
ჩვენს მკითხველებს იმის ახსნა არ გჭირდებათ, თუ რაში მდგომარეობს ირინას და მისი მეუღლის არჩევანის ღირებულება. თქვენ ყველაფერი გესმით და ყველაფერს გრძნობთ, რადგან თქვენ ყველაზე მგრძნობიარე და გულისხმიერი ხალხი ხართ. თქვენ ამ მამაც ადამიანებს ერთხელ უკვე დაეხმარეთ. დიახ, ჩვენს პირობებში ექვსი შვილის ყოლა ნამდვილად დიდი გამბედაობა და გმირობაა! მათი უმცროსი შვილი, საქართველოს ახალი მოქალაქე, გაბრიელი მხოლოდ რამდენიმე დღისაა და კარგ პირობებში ცხოვრებას ნამდვილად იმსახურებს. მოდით, ვიზრუნოთ ამაზე!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღებარამდენიმე წამითჩვენს FB პოსტებზეგადაიტანეთ; ანდაურეკეთჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებულიადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ გააგრძელეთამ ოჯახების დახმარება!სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:დეისაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/660-deisadze/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
1275.00₾დარჩა:
0.29₾