რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ

calendar იანვარი 11, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მე ის ისე ძალიან მენატრება… ისე ძალიან მინდა, რომ ჩავეხუტო და ვეთამაშო. იქ, მასთანაც ცივა. აქ კი, მე და დედასაც გვცივა…“
პატარა თეას მამა ძალიან ენატრება. ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა და თავისი გოგონები, – მეუღლე, ლია და 6 წლის ქალიშვილი, თეა, – სრულიად მარტო დატოვა. მათ არავინ ჰყავთ… მათ არაფერი აქვთ…
„აი, ასე საუბრობს მამამისზე მთელი დღეები. მის სურათებთან ზის და უყვება, დღემ როგორ ჩაიარა. ის მას ძალიან იყო მიჯაჭვული, ძალიან უყვარდა. ჩემზე მეტადაც კი. მამიკოს გოგოა! მეც ძალიან მიჭირს. წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის დაკარგვა როგორია? მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. რა ვქნა, რა გავაკეთო?.. ვცდილობ, თავი შევიკავო და გრძნობებს არ ავყვე. ვიცი, რომ ის ზეციდან გვიყურებს და დაგვეხმარება.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  ვიზიარებ თქვენს მწუხარებას!მოგვიყევით, რა არის ამ დროისთვის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

  ლია:სიცივე და შიმშილი! კეთილი მეზობლებირომ არა, ჩვენ ამ თვეებს ვერ გადავიტანდით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ჩემს გოგონას, როგორც ობოლს, პენსია – 100 ლარი დაუნიშნეს. ამ პატარა ოთახის ქირასაც სწორედ ამდენს ვიხდით. „ჩვენ მამა გვეხმარება“ – მეუბნება თეა და მამას მადლობას უხდის, რომ ის ჩვენზე ზეციდანაც ზრუნავს. ჩვენი შემწეობა 140 ლარია. როგორ ფიქრობთ, ამ ფულით ცხოვრება შეიძლება? მე არაფრით გამომდის. იქნებ მფლანგველი ვარ? იქნებ დაზოგვა არ ვიცი?

  თვეში 140 ლარი, ორ კაცზე – ძალიან ცოტაა. დღეში, კაცზე 2 ლარი გამოდის. თანაც, როდესაც საკვებზე ასეთი ფასებია…

  ლია:ჩვენი საკვები – პური და მაკარონია. თუ თეას ვინმე კანფეტებით გაუმასპინძლდა, ის მაშინვე ჩემთან გამორბის და მიზიარებს. ის ძალიან კეთილია.

  თეა (6 წლის):დედა ამბობს, რომ მას კანფეტები არ უყვარს, მაგრამ როგორ შეიძლება, კანფეტები არ გიყვარდეს? თქვენ გიყვართ? თუ თქვენც თქვენი შვილებისთვის ინახავთ?

  კანფეტები მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ დედასაც უყვარს.

  თეა:დედას არ დაუჯეროთ, რომ კანფეტები არ უყვარს. ის ამას იმიტომ ამბობს, რომ მე მეტი მერგოს! ამიტომ, როდესაც თოვლის ბაბუას წერილი მივწერე, მე მას ბევრი ტკბილეული ვთხოვე!

  კიდევ რას სთხოვე?

  თეა:ოღონდ დედას არ უთხრათ! სახლისთვის, თბილი, ყელიანი ფეხსაცმელები ვთხოვე! ჩვენთან ცივა და ფეხები მეყინება. თბილი ტანსაცმელიც ვთხოვე, ჩემთვის და დედასთვის. ღამე, დასაძინებლად რომ ვწვებით, ერთმანეთს ძლივს ვათბობთ. ჩვენთან ძალიან ცივა. კიდევ, თბილი გადასაფარებლები ვთხოვე, ერთი თოჯინა და პელმენები! ალბათ თოვლის ბაბუა რამეს მაინც მოიტანს.

  ვფიქრობ, ის შენ საჩუქრებს აუცილებლად მოგიტანს.

  თეა:მეც ასე ვფიქრობ. დედა კი ამბობს, რომ ის შეიძლება დაკავებული იყოს და არ მოიტანოს, მაგრამ მე თქვენი უფრო მჯერა!

ლია, მოდით, სასწაულების ვირწმუნოთ! გვჯეროდეს, რომ თოვლის ბაბუა თქვენთანაც მოვა! მინდა, რომ მას თქვენი სურვილებიც მიწეროთ.

  ლია:უი, რას ამბობთ?! მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ბავშვი როგორ გამოვკვებო. ისე კი, თუ ოცნებაა – სარეცხ მანქანაზე, მაცივარზე და ტელევიზორზე ვოცნებობ. საწოლიც ძალიან გვჭირდება და როგორც თეამ თქვა, თბილი გადასაფარებლებიც. სულ ეს არის!

  ლია, ნათესავებიდან არავინ გეხმარებათ?

  ლია:ახლა, ყველას თავისი პრობლემები აქვს. ჩემი მშობლები მოხუცები არიან, დახმარება მათ თავად სჭირდებათ. ღმერთმა კეთილი მეზობლები გამომიგზავნა. ისინი ჩემს გოგონაზე ისე ზრუნავენ… საქართველოში მეზობლები – თითოეული ადამიანის ყველაზე დიდი ქონებაა!

  შეგიძლიათ, ქართველებს მიმართოთ ჩვენს პოსტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც კითხულობენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენს მშვენიერ გოგონას ძალიან ბევრი მეგობარი გამოგიჩნდებათ!

  ლია:ვიცი, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცალია. ყველას საკუთარი პრობლემები და საქმეები აქვს. ახალი წელიც მალე დადგება… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, რომელიც ჩემი ობოლი გოგონასთვის ნამდვილი თოვლის ბაბუა გახდება.

თეა:მე კი ყველას ახალ წელს მივულოცავდი და სტუმრად დავპატიჟებდი, რომ მათთვის ჩემი თოჯინა გამეცნო! მას ნინო ჰქვია! ხომ ლამაზია? თბილი ტანსაცმელი მასაც სჭირდება!

***

მეგობრებო, ლია ოსანაძე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის და მისი პატარა გოგონა მეუღლისა და მამის გარეშე დარჩნენ. მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ბოროტმა განგებამ ისე ინება, რომ ლიას შვილის გაზრდა მარტოს უწევს. ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ. პატარა თეა სიცივესა და შიმშილში იზრდება, დედა კი ლუკმა პურზე უარს ხშირად თავად ამბობს, რათა შვილი გამოკვებოს!

დედა-შვილს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლი და საწოლის საკუთნო. პატარა თეა კი თოჯინებზე და ტკბილეულზე ოცნებობს.

შეგიძლიათ, დაურეკოთ ან ესტუმროთ მათ და პირადად დაეხმაროთ. მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. პირველი ჩიხი, სახლი №3. ტელ.: 558 59 75 88.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საბრალო ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მზრუნველობა; ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინ არის.

ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თეას და ლიას გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ ღვთის მოსაწონი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლია ოსანაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ხომ ვამბობდი, მამა ჩემთვის ზეციდანაც კი ყველაფერს გააკეთებს!

„მამაჩემი საუკეთესოა! რამდენს ვეხვეწებოდი, რომ კარგ ხალხს ვეპოვეთ და მან თქვენ გამოგგზავნათ!“

პატარა თეას დღემდე სჯერა, რომ მამა ტკბილეულს და გემრიელობებს კეთილი ადამიანების ხელით უგზავნის. ამას როგორ ახერხებს, არ იცის, მაგრამ მას ხომ განსაკუთრებული მამა ჰყავს?! მისი გარდაცვალების შემდეგ დედაც სულ იმას ეუბნებოდა, რომ მამა თავის ლამაზ გოგონაზე ზეციდანაც კი იზრუნებდა… თეას პატარა გულს ამის იმდენად სჯეროდა, რომ ეს მართლაც მოხდა! ახლა მას ყველაფერი აქვს, რაზეც ოცნებობდა: თბილი საწოლი, ფუმფულა საბანი, ლამაზი კაბა და ნაირ-ნაირი ნუგბარი… მოდი და ამის შემდეგ სასწაულის არ გჯეროდეს! არ გჯეროდეს, რომ თუკი რაღაცას მთელი გულით ისურვებ, ის აუცილებლად ახდება!

მოდი ჯერ ამ ოჯახის ამბავი წაიკითხეთ; ნახეთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი თქვენთან დამეგობრებამდე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/672-osanadze/

მერე კი ამ პოსტს გაეცანით. ხედავთ განსხვავებას?

– ლია, თქვენი ამბის გამოქვეყნებიდან დიდი დრო დრო არ გასულა. მოგვიყევით, თქვენი ცხოვრება მას შემდეგ როგორ შეიცვალა?

ლია: იცით, ის დრო ძალიან დიდი გულის ტკივილით მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო; მაგრამ მინდა ყველაფერი ცუდი მალე დავივიწყო: შიმშილი, აუტანელი გაჭირვება… იმ დროს, როცა თქვენ მოგმართეთ, ნახევრად მშივრები ვიყავით, ფული ელემენტარულ რაღაცებზეც კი არ გვყოფნიდა. ჩემი გოგონა ცუდად იკვებებოდა, მისთვის ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა… მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი თავი საერთოდ დამავიწყდა, მაგრამ განსაკუთრებით იმის მრცხვენოდა, რომ შვილისთვის არაფრის მიცემა შემეძლო… ბოლო დროს სიცივეებზე განსაკუთრებით ვდარდობდი, რადგან ვერაფრით ვახერხებდით გათბობას და მეშინოდა, რომ ბავშვი გამიცივდებოდა, მე კი პურის ფულიც კი არ მქონდა, არათუ ექიმის… და მაშინ, როცა თითქოს იმედიც კი დავკარგე, თქვენ გამოჩნდით… ახლა საწოლიც გვაქვს, ახალი თეთრეულიც, თბილი საბნებიც, მაგიდებიც და ტანსაცმელიც… ჩემი მაცივარი პირველად არის სავსე! განა სასწაული არ არის? სახლში სრულიად სხვა განწყობაა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემმა გოგონამ პირველად დავიწყეთ აზრზე მოსვლა, პატარა რაღაცებისგან სიხარულის მიღებას ხელახლა ვსწავლობთ… და ეს თქვენი დამსახურებაა!

გვიხარია, რომ დაგეხმარეთ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?

ლია: განა შეიძლება მათი დავიწყება, ვინც შენი ერთადერთი შვილი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა? სრულიად უცხო ადამიანები მირეკავდნენ, მხარს მიჭერდნენ… ზოგმა ტანსაცმელი გამოგვიგზავნა, ზოგს სურსათი მოჰქონდა… მაგალითად, ერთმა ოჯახმა მოგვინახულა და სამი ტომარა შეშა, ხინკალი, ლობიო, კარაქი და კონსერვები გვაჩუქა… თბილისის ჩოგბურთის ფედერაციიდან 300 ლარი გამოგვიგზავნეს. ისიც ვიცი, რომ ფონდის ანგარიშზე ჩვენთვის თითო-თითო ლარსაც რიცხავდნენ და ჯამში იმდენი შეგროვდა, რომ უამრავი რამის ყიდვა შევძელით! შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, ამიტომ უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

– ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?

ლია:არა, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ ყოფილა…

– ლია, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ.

ლია:მრცხვენია აღიარება, მაგრამ ამ მასშტაბის დახმარებას არ ველოდი. რა თქმა უნდა, ხალხის თანაგრძნობისაც მჯერა და იმაზეც ბევრი მსმენია, როგორ ეხმარებით გაჭირვებულ ხალხს… მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მეც ასე დამეხმარებოდნენ, რადგან კრიზისია. ზედმეტი ფული ვის აქვს? მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ზედმეტში კი არა, იმაშია, რომ თანამგრძნობი ადამიანი საკუთარ თავს მოაკლებს და სხვას გაუყოფს. ჩემს გოგონას სულ ვეუბნები: სხვის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლი; ახლა შენ დაგეხმარნენ, მაგრამ მოვა დრო და შენც ვიღაცას გადაარჩენ მეთქი. რთულია ჩემი ემოციების აღწერა. ჩვენი ერის კეთილშობილებით და სულგრძელობით აღფრთოვანებული ვარ! მადლიერების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის!

– ლია, ფონდის დახმარებაზე ისე ემოციურად საუბრობთ… რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?

ლია: მეუღლის გარდაცვალებამ მომცელა და შინაგანი ძალები გამომაცალა. შვილთან ერთად მარტო, დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე დავრჩი; ამას ეს პანდემიაც დაემატა… არანაირი იმედი, მხოლოდ სასოწარკვეთა და შიში… ხელზე მშიერი ბავშვით ბინის ქირა და კომუნალურები მაქვს გადასახდელი. რა ვქნა? რა გავაკეთო? ეს კითხვები და უსაშველობის შეგრძნება მტანჯავდა. თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა… ასეთი მხარდაჭერა რომ ვიგრძენი და ათობით ცხოველმყოფელი ამბავი რომ მოვისმინე, მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება… შვილის გამო უნდა ვიცხოვრო – მას დედა სჭირდება! ამიტომ თქვენს გამოჩენასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამ შესაძლებლობისთვის თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ..

– ძალიან გვიხარია, რომ ახალი ცხოვრება დაიწყეთ! თუ შეიძლება, თეასაც გავესაუბრებით. თეა, როგორ ხარ? ახალი მეგობრების გამოგზავნილი საჩუქრები თუ მოგეწონა?

თეა (6 წლის): ძალიან მომეწონა! ახლა მყუდრო საწოლზე მძინავს, ლამაზი თეთრეული მაქვს და რაც ყველაზე მთავარია – ღამღამობით აღარ ვიყინები, რადგან თბილი საბანიც გვაჩუქეს! ასევე, ბევრი ნაირ-ნაირი ტანსაცმელი მაქვს და შემიძლია გამოვიცვალო ხოლმე. სკოლაში ყოველდღე ლამაზი დავდივარ! ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ დედა აღარ ტირის…

ჭკვიანი გოგო ხარ, თეალია, საუბარს დავუბრუნდეთ. კიდევ თუ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?

ლია:კიდევ რამის თხოვნა ძალიან მრცხვენია! მაგრამ როგორც კი მახსენდება, რომ ბინის ქირა და კომუნალურები მაქვს გადასახდელი, შიში მოსვენებას არ მაძლევს… მე და ჩემი გოგონა ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით: საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის… ძალიან გვიჭირს, ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი დიდი საჩუქარი იქნება! მადლობა ყველა თანამგრძნობ ადამიანს მათი დიდი და კეთილი გულებისთვის! უფალმა დაგლოცოთ!

***

ძვირფასო მეგობრებო, ლია და თეა ოსანაძეები ოჯახის უფროსის დაკარგვას ძალიან განიცდიან და ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ მატერიალური დახმარება, საკვები და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! საერთო ძალებით შეგვიძლია მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და მთელი საქართველო მათ გვერდითაა!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ოსანაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/672-osanadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 თებ 04
ავეჯი
870.00₾
2021 თებ 09
სანტექნიკა
121.58₾
2021 თებ 12
თეთრეული
185.00₾
2021 თებ 17
პროდუქტები
19.84₾
2021 თებ 17
პროდუქტები
79.92₾
2021 მარ 25
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
250.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
460.00₾
2021 მარ 31
პროდუქტები
99.94₾
2021 მაი 14
სამზარეულოს ინვენტარ
225.00₾
2021 მაი 14
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
249.00₾
2021 მაი 21
პროდუქტები
199.98₾

სულ ხარჯები:

2760.26₾

დარჩა:

0.54₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ცომაია თორნიკე
10.05.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ სამხარაძე
10.05.2021 20:00:00
₾10.00
ლევან კაპანაძე
10.05.2021 20:00:00
₾10.00
ნანა ჩხიკვაძე
09.05.2021 20:00:00
₾2.00
ჭინკაძე დათო
08.05.2021 20:00:00
₾5.00
ხრიკაძე ნოდარი
06.05.2021 20:00:00
₾5.00
შალვა თუმანიშვილი
06.05.2021 20:00:00
₾1.00
ნესტანი ჯუმუშაძე
06.05.2021 20:00:00
₾5.00
ნინო ნიშნიანიძე
05.05.2021 20:00:00
₾3.00
ანდრო თავართქილაძე
05.05.2021 20:00:00
₾1.00
კერელეიშვილი ბესიკი
04.05.2021 20:00:00
₾10.00
ნინა ნახაფეთოვი
03.05.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი ამირაჯები
03.05.2021 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
02.05.2021 20:00:00
₾30.00
მანუკიანი ერნესტ
01.05.2021 20:00:00
₾25.00
ლალიაშვილი მაკა
30.04.2021 20:00:00
₾20.00
თეონა მჟავანაძე
30.04.2021 20:00:00
₾10.00
ფარტენაძე მამუკა
28.04.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი ამირაჯები
28.04.2021 20:00:00
₾5.00
ნოზაძე გიორგი
27.04.2021 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,760.80

171 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,760.80

171 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება