რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დამეხმარეთ! მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც ყველა…

calendar თებერვალი 9, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დედა, ასე რატომ მიყურებენ? იმიტომ, რომ ისეთივე არ ვარ, როგორიც ყველა?“ ეს სიტყვები უფრო მტკივნეულია, ვიდრე ტყვიამფრქვევის ჯერი. ეს სიტყვები კლავს.
„მისი საქმე გათავებულია,“ – თქვეს ექიმებმა 10 წლის წინ, როდესაც გიორგი დაიბადა. – „ყველაზე უარესისთვის მოემზადეთ!“ მაგრამ დედამისმა – თინათინმა ამის დაჯერებაზე უარი განაცხადა. 35 დღე გიორგი რეანიმაციაში იწვა… და 35 დღე დედა უფალს იმას შესთხოვდა, რომ მას მისი შვილი თავისთან არ წაეყვანა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა, გიორგი დედასთან დარჩა და დაიწყო სამარადჟამო ბრძოლა!
„განსაკუთრებული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული სრულიად უცხო ადამიანების „კეთილი რჩევები“ და გამვლელთა დაჟინებული მზერებია, რომლებსაც შენ, შენი შვილი თუ საკუთარი თავი ეცოდებათ იმის გამო, რომ ასეთი რამ იხილეს…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  – თინათინ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა სჭირს თქვენს პატარას?

  თინათინი:ჩემი საბრალო ბიჭი… დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ის ნორმალური ცხოვრებით ვერასდროს იცხოვრებს. 10 წელია ექიმებისგან იმედისმომცემი არაფერი მსმენია… და შვილის კითხვაზე „როდის ვისწავლი სიარულს?“ ცრემლებს ძლივს ვიკავებ. სიმართლე ვუთხრა? თუ მოვატყუო? არ ვიცი. რთული ორსულობა მქონდა და მის ჯანმრთელობაზე ალბათ სწორედ ეს აისახა.

  და რა მოხდა?

  თინათინი:ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და ჩამოვარდა. ძალიან ვნერვიულობდი. ორსულობის მესამე თვეში ვიყავი და როგორც ჩანს, ამან ნაყოფზე გავლენა მოახდინა. გიორგის ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა დამემართა! მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ოღონდაც ეს ყველაფერი არ გამეგო და არ მენახა!

  ვერ ჩამოვთვლი, რამდენი ექიმი მოვიარეთ. ოპერაციის გაკეთება მოგვიწია, რამაც მისი მდგომარეობა კი შეამსუბუქა, მაგრამ მან სიარული მაინც ვერ ისწავლა. სარეაბილიტაციო ცენტრში მუდმივად სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად ვმეცადინეობთ, განვითარებისთვის საჭირო სპეციალურ გაკვეთილებზეც დავდივართ და სახლშიც ვმეცადინეობთ: ვძერწავთ, ვხატავთ, ბევრს ვსაუბრობთ…

  – თინათინ, რა არის ყველაზე რთული სნეული ბავშვის აღზრდაში?

  თინათინი: ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახსრები მუდამ არ გყოფნის. ხელებშეკრული ხარ! ისიც მანადგურებს, როდესაც რაღაცას მოგვაძახებენ ხოლმე: რომ არაფერი გამომივა, რომ ნერვებს და ენერგიას ტყუილად ვხარჯავ… მკლავს, როდესაც დაჟინებით გვათვალიერებენ. ერთხელ, ქუჩაში ვიღაც მოხუცი ქალი გაჩერდა და გიორგის მიაშტერდა. მან ვეღარ მოითმინა და ჰკითხა: „თქვენ რა, ბავშვი ეტლში არასდროს გინახავთ?“

  ჩემი ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ მას საუბარი შეუძლია და შეუძლია მითხრას, რა აწუხებს, ან უბრალოდ ჩამეხუტოს და მითხრას: „დედა, მიყვარხარ“. ამ წამებისთვის მზად ვარ სიცოცხლე გავიღო. ვიცი, რომ ბევრი დედა, რომელსაც განსაკუთრებული შვილი ჰყავს, ოცნებობს მათი ბაგეებიდან გამოსული თუნდაც ერთი სიტყვა გაიგოს.

რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც ისეთივე საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორც თქვენ?

  თინათინი:მინდა ყველას მოთმინება და უდიდესი ნებისყოფა ვუსურვო! უცხო ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! გახსოვდეთ, ძვირფასებო, რომ ჩვენს შვილებს ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ ძლიერები ვიყოთ! თუკი უფალმა ინება, რომ ჩვენ ეს ჯვარი გვეტარებინა, იმის ძალასაც მოგვცემს, რომ ჩვენ ის ამაყად ვატაროთ და სულით არ დავეცეთ!  

  თინათინ, როგორ უყურებს ამ მდგომარეობას თქვენი მეუღლე? ხშირად, მსგავსი პრობლემების გამო, მამები ოჯახებიდან მიდიან. მეუღლე როგორ გაიცანით? როგორ შექმენით ოჯახი?

  თინათინი:ის მორალურად ძალიან მეხმარება! მაგრამ თვითონაც ძალიან უჭირს. მუდმივი მძიმე შრომის გამო მას თიაქარი განუვითარდა და სიმძიმეების აწევა აღარ შეუძლია. ექიმებს თუ არ დაემორჩილა, შეიძლება ისიც ეტლს მიეჯაჭვოს. ვაჟა შვილთან ერთად ყოველთვის დიდ დროს ატარებს, ეთამაშება, შეძლებისდაგვარად ართობს… ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით და მალევე დავქორწინდით. მეგონა მას ათასი წელი ვიცნობდი! ის ძალიან კეთილი, მგრძნობიარე, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. თავად ობოლია. 3 თვის იყო, მშობლები რომ გარდაეცვალა, მას ისინი არც კი ახსოვს. ის ბებიამ აღზარდა და შემდეგ ისიც გარდაიცვალა, ამიტომ ვაჟასთვის ოჯახი – ყველაზე წმინდაა! 

 თქვენი მშობლები გეხმარებიან?

  თინათინი:ჩემი მშობლები უკვე ისეთ ასაკში არიან, დახმარება მათ თავად სჭირდებათ. მოხუცდნენ.

  დახმარებისთვის კიდევ ვინმესთვის ხომ არ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

  თინათინი:სახელმწიფო გიორგის სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას აფინანსებს და როგორც სოციალურად დაუცველებს, დახმარებასაც გვაძლევს… მეტის თხოვნას ვერც კი გავბედავ; მაგრამ როგორმე ხომ უნდა ვიცხოვროთ? თავი ძლივს გაგვაქვს…

  რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

  თინათინი:გიორგის პენსია – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 200 ლარი, ჯამში – თვეში 450 ლარი. 400 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, დანარჩენი კი საერთოდ არაფერზე გვყოფნის! რაზე უნდა გეყოს 50 ლარი, როდესაც ოჯახში სნეული ბავშვია? მას საფენები, წამლები და სხვა თუ არაფერი, კვება სჭირდება!

 – გიორგისთან ერთად სახლში რას აკეთებთ ხოლმე? რა არის მისი საყვარელი საქმიანობა?

  თინათინი:მას ძალიან უყვარს საგანმანათლებლო გადაცემებისა და მულტფილმების ყურება, ძილის წინ ზღაპრებსაც ხშირად ვუკითხავ ხოლმე. გაკვეთილებზე დასწრებაც ძალიან  უყვარს, მაგრამ სწავლის გარეშე დავრჩით, რადგან კომპიუტერი არ გვაქვს.

    თინათინ, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

    თინათინი:დიახ, მაგრამ ხანდახან მე მათი მეშინია. გული ბევრმა მატკინა. ბევრს ჩემი ძალისხმევის არ სჯერა… მაგრამ მე სხვისი აზრი არ მაინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ ის ხალხი შემეხმიანება, ვინც შეძლებს იმის გაგებას თუ რას ვგრძნობ!

    – რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

    თინათინი:მე მხოლოდ ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ვოცნებობ! თუნდაც პირობითზე! იმედი მაქვს, რომ სპეციალისტები მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებენ და როგორღაც მაინც მოახერხებენ, რომ ის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შეამზადონ. სხვა არაფერი მინდა, ოღონდაც მან საკუთარი თავის მიხედვა ისწავლოს და მთლიანად სხვაზე დამოკიდებული არ იყოს… უკვე შიშით ვფიქრობ მას რა ეშველება, როდესაც მე აღარ ვიქნები…

თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

  თინათინი:ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა… მაგრამ დახმარება მართლა ძალიან გვჭირდება. მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი ბინის ქირაზე იხარჯება. ჩვენს სნეულ შვილს კი იმდენი რამე სჭირდება! წამლები და საკვები… საფენები, ნორმალური კვება! მე ღუმელიც ძალიან გამახარებდა, პურს სახლში გამოვაცხობდი და ფულს ასე დავზოგავდი… და თავხედობაში თუ არ ჩამომართმევთ, გიორგისთვის პლანშეტი მინდა გთხოვოთ, რომ მას გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებთან ურთიერთობა შეეძლოს.

  – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ჩვენთვის მოგემართათ?

  თინათინი:იმიტომ, რომ მე თქვენს ვებ-გვერდზე ბევრი ისტორია ვნახე, რომელიც ჩემსას ძალიან ჰგავდა. თქვენ უბრალოს ხსნა ხართ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სხვა არავინ ეიმედებათ.

***

    მეგობრებო, ამ შესანიშნავ ოჯახს ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. იყო განსაკუთრებული ბავშვის მშობელი – მარტივი არ არის, მაგრამ ეს ტვირთი აუტანელი ხდება, როდესაც ამას მატერიალური სირთულეები და დაულაგებელი ოჯახური ყოფა ემატება. რომ დავფიქრდეთ, მსგავსი ხვედრისგან დაზღვეული არავინაა. ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ და ისინი ბოროტ ბედთან მარტო არ დავტოვოთ! თინათინმა სწორედ ამიტომ მოგვმართა. მას სჯერა, რომ ჩვენ ვყავართ!  

    ამ დროისთვის, თინათინს და გიორგის საკვები და საფენები, ჰიგიენური საშუალებები, პლანშეტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა სჭირდებათ.

  მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: გორი, ანწუხელიძის ქუჩა №2, მე-2 სადარბაზო,  ბ. 3

ან დაურეკეთ თინათინს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:გიორგი გიორგაძე). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

  ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, პატარა გიორგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

აი, ნამდვილი სასწაული!

იმ დღეს, როდესაც თინა ჩვენს ფონდს დაუკავშირდა, ქალმა შეიტყო, რომ ორსულად იყო!

დიდება უფალს! მივულოცოთ თინას, მეგობრებო!

და ღმერთმა ქნას მისი შვილი ბედნიერი იყოს!

„თქვენ მე გული გამითბეთ!“ – მადლიერებას უცხადებს მთელ საქართველოს თინათინი – ფოტოზე ნაჩვენები, მძიმედ სნეული გიორგის დედა. ნახეთ, რა ბედნიერია ბავშვი!  

ბიჭი გაცისკროვნებული ღიმილით გვეგებება.

მისი ღიმილი, წკრიალა სიცილი და ტაში –  ეს ემოციები ფასდაუდებელია. პატარა გიორგი ისეთი ბედნიერია, რომ თავის სიხარულს ვეღარ მალავს. ბავშვი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა. ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.

გიოს რცხვენია, რადგან საუბარი უჭირს, მაგრამ აშკარაა, რომ ბევრის თქმა სურს.

„მამა ფეხბურთზე წავიდა. ჩვენი გუნდი, გორის „დილა“ თამაშობდა. თამაშს ჩემს ახალ პლანშეტზე ვუყურე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ და მამა რომ დაბრუნდა, მოვუყევი, რა და როგორ მოხდა. ძალიან გაუკვირდა, არ ელოდა. იცით, რა მაგარია?!“

ბიჭს ძალიან უნდა, რომ თავისი სიხარული ყველას გაუზიაროს! გიო განსაკუთრებული ბავშვია და მისი სიხარულიც განსაკუთრებულია – უსაზღვრო და გადამდები!

გიორგის დედა, თინათინი აღიარებს, რომ მისი შვილისადმი მიძღვნილი პროექტი ძველი შეხედულებების გადაფასებაში დაეხმარა.  

„ადამიანებით იმედგაცრუებული ვიყავი“, – ამბობს თინათინი და ხმაში მღელვარება ეტყობა. – „ისეთი ნაწყენი ვიყავი, რომ საკუთარ თავში ჩავიკეტე… და როცა ხალხმა ფულის გადმორიცხვა დაიწყო, ტირილი მინდოდა. „ნუთუ შევცდი?!“ – ვეკითხებოდი ჩემს თავს. რა ბედნიერებაა, რომ შევცდი! თურმე კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ და ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის! თქვენ მე გული გამითბეთ, გესმით?“

თინათინ, თინა, დიდი მადლობა, რომ თქვენი გრძნობების შესახებ ასე გულწრფელად გვესაუბრებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გვენდობით და ჩვენმა პროექტმა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა – საშუალება მოგცათ, რომ ადამიანებისთვის სხვა თვალით შეგეხედათ და ახლებურად დაგენახათ ისინი.

თინათინი: ჩერნოვეცკის ფონდთან დაკავშირება ერთმა ნაცნობმა მირჩია. თავიდან უარზე ვიყავი. ადამიანებისგან კარგს არაფერს ველოდი. როცა მოგწერეთ, არანაირი განსაკუთრებული იმედი არ მქონია. ვფიქრობდი, ჩემები არ მეხმარებიან და სხვებისგან რას უნდა ველოდო-მეთქი? თან არავინაა ვალდებული, რომ დამეხმაროს, ხალხს თავისი პრობლემებიც ეყოფა; მაგრამ მერე სწორედ ის დაიწყო, რასაც არ ველოდი. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი; არ ვიყავი მზად იმ ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, მაგრამ თქვენ მე გული გამითბეთ და ადამიანების მიმართ წყენაც ნელ-ნელა გადამავიწყდა. აღარც ბნელი და მწარე ფიქრები მაწუხებდა. ხომ ვხედავდი, რამდენმა მოინდომა დახმარება. გულიდან თითქოს უზარმაზარი ლოდი მომეხსნა. ახლა ვფიქრობ, რომ ყველა ერთ ქვაბში მართლა არ უნდა მოხარშო.

რა თქმა უნდა, არ დაილევიან ისინიც, ვინც თავისი უტაქტობით, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მე და ჩემს შვილს ტკივილს გვაყენებენ, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, რომ მათ გამო აღარ ვინერვიულებდი.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენ დაგვეხმარა. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში და წამოწყებაში! ისე გეცხოვროთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდებადა ყველაფერი გქონოდეთ, რაზეც კი ოცნებობთ. თქვენ ჩემთვის იმედის წყაროდ იქეცით. მივხვდი, რომ მარტო აღარ ვარ.

თინა, სტუმრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?

თინათინი: მკითხველების უმეტესობა დისტანციურად გვეხმარებოდა, – თანხას გვირიცხავდა, – რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. პირადად კი შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარმომადგენლები გავიცანით.

მკითხეს, სახლში რა გჭირდებათო, მერე კი სურსათი (წიწიბურა, ბრინჯი, ლობიო, მცენარეული ზეთი და ა.შ.) და ჰიგიენური საშუალებები (სველი ხელსახოცები, სადეზინფექციო საშუალებები) მოგვიტანეს. ასევე, ორი 50 ლარიანი ბარათი მაჩუქეს, რომლითაც „ფარმადეპოში“ პამპერსები და წამლები ვიყიდე.

აღდგომის წინა დღესაც გვესტუმრნენ და პასკები, კვერცხები და სხვა აუცილებელი პროდუქტები მოგვიტანეს: ბურღულეული, მაკარონი, ერბო და მცენარეული ზეთი, შედედებული რძე… მერე ვისაუბრეთ კიდეც. იმ მთავარი პრობლემის შესახებ მოვუყევი, რაც ახლა გვაწუხებს – ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდა ძალიან გვიჭირს. დახმარებას დაგვპირდნენ, თუ ადგილობრივად, გორში ვიქნებით ჩაწერილები… მაგრამ პრობლემაც მაგაშია: მე კასპში ვარ ჩაწერილი, ჩემი ქმარი – ხარაგაულში.   

მესმის, რომ როცა ვინმეს ასეთი თხოვნით მიმართავ, ხალხს ჰქონია, რომ მათ მოტყუებას და ბინის მისაკუთრებას ცდილობ, მაგრამ იქნებ მაინც აღმოჩნდეს ვინმე კეთილი ადამიანი, ვინც თანახმა იქნება, რომ თავის ბინაში ჩაგვწეროს? საქმისთვის! ღმერთს ამას ვევედრები.

აქვე, მინდა გითხრათ, რომ იმ ბინის მესაკუთრე, რომელსაც ლტოლვილთა დასახლებაში ვქირაობთ, საოცრად თავაზიანი და კეთილი ახალგაზრდაა. ყოველთვის მზადაა ჩვენს მდგომარეობაში შევიდეს და როცა თანხის გადახდას ვუგვიანებ, მთხოვს, რომ არ ვინერვიულო. ამბობს, იმდენი მომეცით, რამდენიც შეგიძლიათო. ღმერთმა გაახაროს მოთმინებისთვის და გაგებისთვის! ისიც ობოლია, ჩემი ქმარივით…

– გიორგიმ თავის მეგობრებს პლანშეტი უკვე აჩვენა?

თინათინი: „ცოცხლად“ არა. (იღიმის.) სინამდვილეში, მინდა, რომ სკოლაში და დღის ცენტრში, სადაც გიო დადის, ყურადღებასხვა რამეებზე გაამახვილოს. დილით გიო სკოლაშია, მერე დღის ცენტრში მიდის, სადაც სპორტის, ხელოვნების და ფსიქოლოგიის გაკვეთილები უტარდებათ (17:00 საათამდე.) ბავშვებთან ოკუპაციური თერაპევტიც მუშაობს და ინტეგრაციაში ეხმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასწავლის უფრო გახსნილები იყვნენ, ადამიანებთან ურთიერთობის არ ეშინოდეთ და კოლექტივში თავს კომფორტულად გრძნობდნენ… დღის ცენტრში 2015 წლიდან დავდივართ. გიომ იქ ბევრი რამ ისწავლა და მეგობრებიც შეიძინა…

„არა, გიო?“ (გიოს მოსწონს, მასზე რომ ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ ჩუმადაა. მხოლოდ თავს გვიქნევს.)

როცა გიო შინ ბრუნდება, მერე პლანშეტი მის სრულ განკარგულებაშია, – აგრძელებს თინათინი. – მეზობელმა თავისი ინტერნეტი უფასოდ გაგვიზიარა, ასე რომ, ახლა ინტერნეტიც გვაქვს.  

გიოს ქართული სიმღერები ძალიან უყვარს და თვითონაც კარგად მღერის; მეორე ხმა აქვს. პლანშეტში კლიპებს ეძებს და სიამოვნებით უსმენს და უყურებს ხოლმე. მულტფილმები აინტერესებს და განსაკუთრებით -გადაცემები ცხოველების შესახებ. საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩემს შვილს ცხოველების ამოუხსნელი შიში აქვს, რომელიც რაღაც დონეზე მაშინ გადალახა, როცა იპოთერაპიის პროგრამაში მონაწილეობდა. აქ ადრე საცხენოსნო კლუბი იყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სამკურნალო ცხენოსნობა ძალიან სასარგებლოა – კუნთების ყველა ჯგუფს ავითარებს. ახლა, სამწუხაროდ, ეს კლუბი დაიხურა, რადგან ცხენები მოიპარეს, მაგრამ გიოს კარგად ახსოვს. ცხენებზე და სხვა ცხოველებზე ვიდეოებს უყურებს ხოლმე. ინტერესი უფრო მეტი აქვს, ვიდრე შიში და ძალიან მიხარია.

გიო: დე, ფეხბურთზე რატომ არაფერს ამბობ? (გიომ გაბედა ეკითხა.)

თინათინი: იმიტომ, რომ მოყოლა შენც შეგიძლია. მიდი, მოყევი! (აქეზებს შვილს.)

გიო, რა ამბავზეა საუბარი?

გიო: მამა ფეხბურთზე წავიდა. ჩვენი გუნდი, გორის „დილა“ თამაშობდა. ამ თამაშს ჩემს ახალ პლანშეტზე ვუყურე და მამა რომ დაბრუნდა, მოვუყევი, რა და როგორ მოხდა. ძალიან გაუკვირდა, არ ელოდა. (იღიმის.)

გიო, ალბათ გინდა პლანშეტით ყველასთან იტრაბახო, არა?

გიო: რა თქმა უნდა! (დედას გახედა.) მაგრამ დღის ცენტრში წაღება არ შეიძლება. დღეს ჩემთან მეზობელი ბიჭი მოვიდა და იმას ვაჩვენე.

რა კარგი, სიმპათიური და დამჯერი ბიჭი ხარ!

(გიო იღიმის.)

თინათინი: ასევე,ძალიან თბილი და კეთილია! გორის თეატრის მსახიობმა, ანზორ გვაძაბიამ გიოს „ინტელიგენტური“ უწოდა. (იღიმის.) ადრე დღის ცენტრში მათთვის პიესებს დგამდა და ბავშვებთან ახლაც მეგობრობს.

არ შემიძლია არ დავეთანხმო.

თინათინი: ერთი სასიხარულო ამბავიც მაქვს, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. იმავე პერიოდში, როცა ჩერნოვეცკის ფონდს დავუკავშირდი, გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. რა ბედნიერი დამთხვევაა, არა? 11 წელია მეორე ბავშვზე ვოცნებობ, მაგრამ ოცნება მხოლოდ ახლა ამიხდა. კარგი ფეხი გაქვთ, სიკეთის მომტანი. (ამბობს თვალცრემლიანი.) ახლა იმ იმედით ვცოცხლობ, რომ გიო მარტო აღარ იქნება. (იღიმის და ცრემლებს იწმენდს.) მას დაიკო ან ძამიკო ეყოლება და მასზე იზრუნებენ.

***

მეგობრებო, გიო ძალიან სტუმართმოყვარე ბიჭია და ბედნიერია, როდესაც ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენ იმ უნდობლობის ყინულის გალღობა შევძელით, რომლის გამოც თინას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სტკიოდა გული; მაგრამ სულიერ იარებს კეთილი საქმეები კურნავს, თბილი სიტყვები კი ადამიანს სიხარულისა და სიმსუბუქის შეგრძნებას უბრუნებს. გიოს და მის ოჯახს ასეთი სიტყვები და საქმეები ძალიან სჭირდებათ.

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გიორგაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/688-giorgadze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 17
მედიკამენტები,პამპერსები
190.01₾
2021 მარ 19
პლანშეტი
577.00₾
2021 მარ 19
პროდუქტები
150.02₾
2021 აპრ 28
პროდუქტები
85.00₾
2021 აპრ 28
პროდუქტები
149.93₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები,პამპერსები
150.03₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2021 მაი 21
პროდუქტები
44.98₾
2021 მაი 21
მედიკამენტები
70.00₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
60.00₾
2021 ივლ 03
პროდუქტები
89.99₾

სულ ხარჯები:

1876.96₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მაია იმნაძე
15.06.2021 20:00:00
₾4.00
გიორგი ნატრაძე
14.06.2021 20:00:00
₾10.00
თეონა მჟავანაძე
14.06.2021 20:00:00
₾10.00
ცომაია თორნიკე
13.06.2021 20:00:00
₾30.00
კანკავა დავით
13.06.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი
11.06.2021 20:00:00
₾5.00
მარინე მამულია
09.06.2021 20:00:00
₾5.00
მანუკიანი ერნესტ
07.06.2021 20:00:00
₾25.00
გიორგი ნატრაძე
07.06.2021 20:00:00
₾10.00
კარლო ჩხიკვაძე
06.06.2021 20:00:00
₾10.00
ლალიაშვილი მაკა
05.06.2021 20:00:00
₾20.00
გიორგი ლორთქიფანიძე
05.06.2021 20:00:00
₾10.00
სხილაძე ბესიკ
04.05.2021 20:00:00
₾5.00
ზუხბაია ალექსი
03.05.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
01.05.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
30.04.2021 20:00:00
₾50.00
LTD TRANSFERWISE
28.04.2021 20:00:00
₾16.52
ზუხბაია ალექსი
28.03.2021 20:00:00
₾50.00
სამხარაშვილი დავით
21.03.2021 20:00:00
₾5.00
ნათია ჯახია
20.03.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,876.02

143 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,876.02

143 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება