რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სახლი, სადაც ტკივილისგან მუდამ ყვირიან და ტირიან!

calendar აპრილი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ნაცრისფერი, ობმოდებული კედლები ნესტისგანაა დამპალი… ზოგჯერ გგონია, რომ ეს ადგილი ადამიანის ცრემლების გამოა დანესტილი, რადგან ამ სახლში ყველა ტირის: ტკივილისგან, უიმედობისგან, უმწეობისგან…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ნაცრისფერი, ობმოდებული კედლები ნესტისგანაა დამპალი… ზოგჯერ გგონია, რომ ეს ადგილი ადამიანის ცრემლების გამოა დანესტილი, რადგან ამ სახლში ყველა ტირის: ტკივილისგან, უიმედობისგან, უმწეობისგან…
ზოგჯერ ოთახის კედლები ზანზარს იწყებს 81 წლის გულიკო გოცაძის გამწარებული ყვირილისგან, რომელიც მრავალი წელია წელისა და სახსრების აუტანელი ტკივილით იტანჯება. მას ხერხემლის თიაქარი აქვს; დამოუკიდებლად ვერც დგება, ვერც ჯდება და ვერც ცოცხლობს… ბოლო წუთამდე ითმენს, მაგრამ როცა ტკივილი ძვალ-რბილში უჯდება და არ ეშვება, ქალი ფარ-ხმალს ყრის და მისი გულშემზარავი კივილი მთელ სამეზობლოს ესმის… საწყალი, უბედური ქალი! 
„ღამე დედის ყვირილი მაღვიძებს“, – გულამომჯდარი ქვითინით იწყებს საუბარს 46 წლის მაყვალა – ერთადერთი ადამიანი ამ ოჯახში, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა შეუძლია, თუმცა ისიც მძიმედ არის ავად. – „მაყვალა, სად ხარ? სად ხარ, შვილო? ვკვდები! რატომ არ მოდიხარ?“ და უკვე ვიცი, რომ ჩემს 81 წლის დედას ისევ აუტანელი ტკივილები დაეწყო. ტკივილმა სულ სხვა ადამიანად აქცია – გაწამებულ, ტანჯულ ადამიანად. და ასევე ჩვენც! დედის ტირილი ხომ გულში დანასავით გხვდება! წამლებიც ყოველთვის არ შველის…“
46 წლის მაყვალა სხვაგვარად ტირის… უხმოდ; მხოლოდ ცეცხლოვანი ლავასავით მდუღარე ცრემლები უწვავენ ლოყებს. რა ქნას, ან რამდენ ხანს შეძლებს ამის ატანას, არ იცის. დილიდან საღამომდე დამლაგებლად მუშაობს მწირ ხელფასზე, რომ დედას საფენები და ტკივილგამაყუჩებლები უყიდოს. მას უკვე აღარაფრის სჯერა, უბრალოდ იცის, რომ უნდა გაუძლოს, სადამდეც ძალა ეყოფა. 
საქართველოში ღარიბი და ავადმყოფი სამუდამო ტანჯვისთვის ხარ განწირული. ეს ადამიანური სახის, ღირსების, მომავლის იმედის დაკარგვას ნიშნავს…

– მაყვალა, ვიცი, რომ სალაპარაკოდ არ გცალიათ, მაგრამ პრობლემებს თუ გაგვიზიარებთ, ჩვენი მკითხველები თქვენ დახმარებას შეძლებენ. 

მაყვალა: სიმართლე გითხრათ, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს… და ყველა კეთილ ადამიანს მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, იმიტომ, რომ სიცოცხლე ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. ნახეთ, ჩვენთან რა ხდება!.. დღეს დილას, თქვენ მოსვლამდე, შვილი საავადმყოფოდან წამოვიყვანე. (ოხრავს.) ხუთი დღე იქ გავატარეთ. დაჩირქების გამო ოპერაცია დასჭირდა. თუ შეიძლება, დეტალებს გამოვტოვებ, დელიკატური თემაა… ახლა ფიზიკურად დამხმარეც აღარავინ გვყავს. ადრე ლევანის იმედი მქონდა, დედას მას ვუტოვებდი, მაგრამ ბოლო დროს ჩემი ბიჭი ხშირად ავადმყოფობს. წინა წლის თებერვლიდან მოყოლებული, პირველი კარანტინის დაწყებამდე, თავს ცუდად გრძნობდა. გამოკვლევამ ორმხრივი ფილტვების ანთება აჩვენა.
– იქნებ კორონავირუსია?

მაყვალა: არა! ტესტმა „კორონა“ არ დაადასტურა. გარდა ამისა, ჩემს ბიჭს თავის ტკივილებიც აწუხებს, რომელსაც ცხვირიდან სისხლდენაც ემატება. უკვე აღარ ვიცი, სახლში რომელ ერთს მივხედო… ღმერთს ვევედრები, რომ ჩემმა ბიჭმა აღარ იავადმყოფოს და დედის მოვლაში დამეხმაროს, თორემ ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებ. ლევანი 21 წლისაა, სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახურს ვერ შოულობს. კარგი იქნებოდა, დღეს მაინც რომ დავრჩენილიყავი სახლში, მაგრამ საჭმელს რომ გავამზადებ, დედას უნდა ვაჭამო და ავტოსადგურზე, სამსახურში წავიდე. დედამ რომ დაინახოს, რომ მივდივარ, გააპროტესტებს. ძალიან არ უყვარს, როცა ვინმე სახლიდან გადის. 
– დედათქვენი უმწეო ბავშვად როდის გადაიქცა? ეს როგორ მოხდა? 

მაყვალა: დედა თავბრუსხვევას უჩიოდა, ცუდად გამოიყურებოდა. ექიმმა შიდა სისხლდენა იეჭვა და დაიჟინა, რომ საავადმყოფოში დაგვეწვინა. მთელი თვე მის გვერდით ვიყავი, საჩხერის საავადმყოფოში. მძიმე გასახსენებელია. იყო დღეები, როცა დედა ვერც კი მცნობდა, თავიდან მიშორებდა, ტკივილისგან აგრესიული ხდებოდა… მისი დიაგნოზი ხერხემლის თიაქარია. ვიცი, რომ ზოგჯერ ოპერაცია მდგომარეობის შემსუბუქებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის. დედა ძალიან არის დასუსტებული, თან 81 წლისაა. მეშინია, რომ ქირურგიულ ჩარევას ვერ გადაიტანს. 
– რამდენ ხანს გრძელდება ტკივილის შეტევა? რით შეიძლება მისი მოხსნა? 

მაყვალა: ერთი საათი, ორი საათი, მთელი ღამე…  ეს მუდმივად გამთანგველი ტკივილია, რომელსაც დედა წყობიდან გამოჰყავს და ემოციურად ანადგურებს. ტკივილგამაყუჩებლები დაუნიშნეს, მაგრამ ისინი მყისიერად არ მოქმედებენ. დამამშვიდებლებიც ცოტა ხანს მოქმედებს. უკვე ოთხი წელია არ გვძინავს. მრავლობით რიცხვში იმიტომ ვამბობ, რომ როცა დედა ცუდადაა, მეც ფეხზე ვარ. როგორ დავიძინებ, როცა ყვირის და ტირის, ხან გაბოროტებული და სასოწარკვეთილი, ხანაც უმწეო და ძალაგამოცლილი?! ვაწყნარებ, წამლებს ვაძლევ, ვთხოვ დაიძინოს; ჩემს ოთახში ვბრუნდები, მაგრამ მალევე, ძილ-ბურანში, ისევ მისი ხმა ჩამესმის: „მაყვალა, მარტო ნუ დამტოვებ“, „მაყვალა, აქ მოდი, მეშინია“, „ძალიან მტკივა“ და ისევ მივდივარ, რომ დავამშვიდო. დედა გულამოსკვნილი ტირის და მეც – მასთან ერთად.
როცა ეს მდგომარეობა მისთვის ახალი იყო, დედა ბევრად აქტიურად და აგრესიულად იქცეოდა; მხოლოდ ღამე კი არა, დღისითაც. ყველაფერი აღიზიანებდა, ანერვიულებდა. მეხვეწებოდა, რომ ოთახიდან ოთახშიც კი არ მევლო. სამწუხაროდ, ცუდად ესმის და შეიძლება ერთი და იგივე რამდენჯერმე მკითხოს; პასუხის გასაცემად ახლოს უნდა მიხვიდე და ხმამაღლა უთხრა, მაგრამ მაშინ დედას ჰგონია, რომ უყვირი; სწყინს, შეიძლება ხელიც მოგიქნიოს და დაგარტყას კიდეც. (მაყვალა ცრემლებს იწმენდს). ეს ყველაფერი მისი დაავადების ბრალია.
– დედა ადრე როგორი იყო?

მაყვალა: უჰ, კეთილი, მხიარული… (სევდიანად იღიმის.) ჩემი და ჩემი ძმისთვის ყველაფერს აკეთებდა. მისი ფრთის ქვეშ ვიყავით, სითბოს ვგრძნობდით. ლამაზი ცხოვრება არ ჰქონია. სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. მყუდრო, კეთილმოწყობილ სახლზე ოცნებობდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ოცნება არ აუხდა.
ასეთ გარემოში თქვენი მიღება ძალიან მეუხერხულება… და ზოგადად, მრცხვენია ხალხის სახლში შემოშვება. ეს საშინელი კედლები, ზედ ქაღალდის ნარჩენებით, ხის დამპალი იატაკი, დაბზარული ფანჯრის რაფები… ალაგებ და მაინც არაფერი იცვლება, ოთახები ისეთივე უბადრუკი შესახედაობისაა. 16 წელზე მეტია რემონტი არ გაგვიკეთებია… ან საიდან? რა სახსრებით? სახლს ფულის ჩადება და შეკეთება სჭირდება, სხვაგვარად დაიშლება – როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა.
სახლის ერთ-ერთი კედელი კლდეს ებჯინება; უფრო სწორედ, თვითონ კლდეა ერთ-ერთი კედელი. დედას ოთახშია, წამოდით! 
– გამარჯობა, ქალბატონო გულიკო. როგორ ბრძანდებით? 

მაყვალა: ტყუილად ცდილობთ, დედას ცუდად ესმის. 
გულიკო: მაყვალა, რა მოხდა? ვინ მოვიდა? მიდიხარ? 
მაყვალა: ყველაფერი კარგადაა, დე. დაისვენე.
მარტო დედაჩემის ოთახს ვათბობთ და დაძინებამდე ჩვენც აქ ვსხედვართ. დანარჩენ სამ ოთახში ძალიან ცივა. იმედი მაქვს, ჩვენი სახლის დანახვამ ხასიათი არ გაგიფუჭათ…
– როგორ გეკადრებათ!

მაყვალა: ეს მამისეული სახლია. მამა 2005 წლიდან აღარ მყავს. დედა ამ გარემოებამაც ძალიან მოტეხა.  მამაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა, შოკში ვიყავით. არც ჯანმრთელობას უჩიოდა, ფეხზეც იდგა და სამსახურშიც დადიოდა მშენებლობაზე, მაგრამ ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნო. სასწრაფომ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად შარდის ბუშტი დაასახელეს. იმ პერიოდში ლევანი ჩუტყვავილათი იწვა. პაპას გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა და დიდხანს გამოდიოდა მდგომარეობიდან.
– უძილო ღამეების შემდეგ როგორ მუშაობთ?

მაყვალა: შეიძლება ითქვას – ავტოპილოტზე. როცა ღამე რამდენჯერმე დგები, დილით თავს შეუძლოდ გრძნობ. ნერვული სისტემა, ცხადია, აღარაფრად მივარგა. თავში მხოლოდ შიში და განგაში მიტრიალებს – ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს… მაშინაც კი, როცა ღამე შედარებით მშვიდია, ძილი მაინც აღარ მეკარება. უძილობა ძალიან შემომეჩვია, ეჰ… (ოხრავს.)
მიუხედავად ამისა, დილის 10 საათზე უკვე სამსახურში ვარ და შენობას ვალაგებ. ზოგჯერ შესვენებაზე სახლში მოვდივარ, რომ შევამოწმო, ყველაფერი რიგზეა თუ არა. ისე, როგორც წესი, საღამოს 18:30-მდე ავტოსადგურზე ვარ.
– ხელფასი რამდენი გაქვთ?

მაყვალა: 240 ლარი. ძმის ხელფასსაც თუ დავუმატებთ, ჩვენი შემოსავალი ჯამში 500 ლარია. გია მაღაროში მუშაობს, მაგრამ შიგნით არ ჩადის. სოციალური დახმარება 136 ლარი გვაქვს. არც კი ვიცი, ხარჯებს როგორ გავუმკლავდე. დედას თვეში სულ ცოტა ორი შეკვრა საფენი სჭირდება, რაც 100 ლარამდე ჯდება. მწოლიარეა და მისთვის საპირფარეშოს გამოყენება პრობლემურია. ადრე ღამის ჭურჭელს ვიყენებდით, ახლა – საფენებს. დედის დაბანა და ჰიგიენური პროცედურების ჩატარება მხოლოდ მე შემიძლია, მაგრამ სახლში საღამოს ვბრუნდები. რომ არ გაცივდეს, ღუმელთან ვაბანავებ.
ახლა ჩემს ბიჭს დიეტა დაუნიშნეს, რომელიც დღეში 50 ლარი ჯდება. ბულიონი უნდა მიიღოს. მის და დედაჩემის წამლებზე უკვე აღარაფერს ვამბობ. აფთიაქში ლევანისთვის წამლის ფასი რომ ვიკითხე, 16 ლარიო. ჯერ ნახევარ შეკვრას ვუყიდი, მერე – ვნახოთ. 
პანდემიის პერიოდში სურსათით დახმარება მხოლოდ ერთხელ მივიღეთ, ნოემბერში. შაქარი, მცენარეული ზეთი, ტომატის პასტა, ქათამი…. და ჰიგიენური საშუალებებიც. სულ ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი ზრუნვა! ჭიათურის მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სამსახური არ იშოვება, ახალგაზრდები მეცოდებიან. ჩვენს ნათესავებსაც უჭირთ და მათი შეწუხება მერიდება. ჩემს სამსახურს ვარ ჩაბღაუჭებული, რადგან სხვა არაფერი ჩანს. ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: ახალი და კარგი უკვე აღარაფერი მოხდება. 
– თქვენში ახლა სასოწარკვეთა ლაპარაკობს, დაღლილი ხართ; მაგრამ დამიჯერეთ, ნათელი წუთები აუცილებლად დადგება. რომ იცოდეთ, რომ თქვენს ამბავს ათობით და ასობით ადამიანი მიიტანს გულთან ახლოს, ხომ უფრო შეგიმსუბუქდებოდათ მდგომარეობა? 

მაყვალა: არასოდეს დამავიწყდება, რა გააკეთა ჩვენთვის ჩერნოვეცკის ფონდმა.  ლევანმა გიპოვათ, როცა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. სურსათი, საფენების შეკვრა და რაც მთავარია, გაზქურა მოგვიტანეს. მე თქვენი მჯერა! დიდი მადლობა მათ, ვინც მაშინ დაგვეხმარა… და თუკი შეიძლება, რომ სურვილი კიდევ ერთხელ ჩავიფიქრო, ჩვენი ოჯახისთვის სარეცხ მანქანას ვითხოვდი. ხელით, ცივ წყალში რეცხვისგან უკვე თითებს ვეღარ ვხრი. ჭუჭყიანი თეთრეული და ტანსაცმელი მალე გროვდება, რადგან სახლში ორი ავადმყოფია. 
საფენები და სურსათიც ძალიან გვჭირდება. მართლა ძალიან დაგვეხმარებოდით. ვიცი, რომ სასოწარკვეთა ცოდვაა, უბრალოდ ნერვებს რა ვუყო? ღმერთს არ მივუტოვებივართ და ამის მინიშნებებს ყოველთვის მაძლევს. 
– ამის შესახებ მოგვიყევით…

მაყვალა: სანამ ლევანს საავადმყოფოში დავაწვენდით, სიზმარი ვნახე – ამღვრეული, ჭუჭყიანი მდინარე. ერთ ნაპირზე უცხო ქალი დგას, მეორეზე – მე. უცნობი ჩემს ბიჭს ეძახის, ხელს უქნევს. ის არ მიჯერებს, წყალში შედის და მეორე ნაპირისკენ მიდის… გამომეღვიძა და ვხედავ, რომ ჩემი ბიჭი ცუდადაა და სასწრაფოდ საავადმყოფოშია გადასაყვანი.
21 წლის რომ გახდა, ჩემმა გოგონამ, მადონამ ინსულტი გადაიტანა. წნევამ კრიტიკულ ნიშნულამდე აუწია, მერე კი სხეულის მარცხენა მხარე ჩამოერთვა – ნიკაპი, ხელ-ფეხი… რეანომობილით ჭიათურიდან ზესტაფონში გადაიყვანეს. ათი დღე საავადმყოფოში ვიწექით, მისი გადარჩენისთვის დაუსრულებლად ვლოცულობდი. იმდენი ცრემლი ვღვარე… უფალს ვევედრებოდი: „ღმერთო, ისეთი ახალგაზრდაა, ცხოვრებაში არაფერი უნახავს. გადაარჩინე! ნუ დაუშვებ, რომ ხეიბარი დარჩეს!“ უფალმა ჩემი ლოცვები შეისმინა. ჩემი გოგონა გამოჯანმრთელდა და გათხოვდა კიდეც…
– რამდენი რამის გადატანა მოგიწიათ!
მაყვალა: სიღარიბეს ბევრი პრობლემა მოაქვს… 
გულიკო:  მაყვალა, მიშველე…
მაყვალა: მაპატიეთ, დედას უნდა მივხედო.
***
რა სამწუხაროა, როცა მოხუცის პენსია საფენებისთვისაც კი არ კმარა, როცა 46 წლის ქალი ამბობს, რომ სიცოცხლე დასრულდა… სამწუხაროდ, ეს საქართველოსთვის დამახასიათებელი შემთხვევაა: სიღარიბე, სრული უქონლობა, გაჭირვება და დეპრესია. გულიკო ბებოს და მის შვილს, მაყვალას დახმარება ახლა სჭირდებათ და არა ოდესმე. დარწმუნებულები ვართ, რომ მათ თქვენ უფრო სწრაფად და ეფექტურად დაეხმარებით, ვიდრე ისინი, ვისაც სოციალურ პრობლემებთან გამკლავებას სამსახური ავალდებულებს.
შეგიძლიათ გოცაძეების ოჯახი პირადად მოინახულოთ. მათი მისამართია: ჭიათურა, გოგებაშვილის ქ. 61
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: გოცაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
140.00₾
2021 ივლ 03
პროდუქტები
249.97₾
2021 ივლ 03
მედიკამენტები
324.95₾

სულ ხარჯები:

714.92₾

დარჩა:

19.53₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
26.02.2023 20:25:14
₾20.00
ზუხბაია ალექსი
17.06.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
13.06.2021 20:00:00
₾50.00
ფარტენაძე მამუკა
07.06.2021 20:00:00
₾1.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
15.05.2021 11:45:15
₾25.00
გიორგი
10.05.2021 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
10.05.2021 05:11:28
₾20.00
ქვარცხავა მიხეილ
09.05.2021 20:00:00
₾5.00
ლევან ახობაძე
09.05.2021 20:00:00
₾5.00
აბრამიშვილი ნიკა
08.05.2021 20:00:00
₾2.00
ალიევა ალვინა
08.05.2021 20:00:00
₾10.00
გაგანაშვილი მაკა
07.05.2021 20:00:00
₾1.00
გელაშვილი ლევან
07.05.2021 20:00:00
₾10.00
ჯაჯანიძე გიორგი
06.05.2021 20:00:00
₾1.45
აბრამიშვილი ნიკა
05.05.2021 20:00:00
₾1.00
ამირან კილაძე
05.05.2021 20:00:00
₾10.00
თეონა მჟავანაძე
05.05.2021 20:00:00
₾5.00
ელენე ხეთაგური
05.05.2021 20:00:00
₾5.00
თეონა დვალი
05.05.2021 20:00:00
₾10.00
კერელეიშვილი ბესიკი
04.05.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾734.45

52 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾734.45

52 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება