რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მაცვია, სხვა არ მაქვს. არ მსიამოვნებს, მაგრამ დედა ახალს ვერაფერს მყიდულობს… დეიდა, იცით, ჩვენ ღარიბები ვართ!..“ ამ სიტყვებით მომმართავს 11 წლის კარლო და მორცხვად ხრის თვალებს, რომლებშიც სევდა და წყენა იკითხება; ბიჭი თითქოს დროზე ადრე დაღვინდა, რადგან ცხოვრების მთელი უსამართლობა შეიცნო.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მაცვია, სხვა არ მაქვს. არ მსიამოვნებს, მაგრამ დედა ახალს ვერაფერს მყიდულობს… დეიდა, იცით, ჩვენ ღარიბები ვართ!..“ ამ სიტყვებით მომმართავს 11 წლის კარლო და მორცხვად ხრის თვალებს, რომლებშიც სევდა და წყენა იკითხება; ბიჭი თითქოს დროზე ადრე დაღვინდა, რადგან ცხოვრების მთელი უსამართლობა შეიცნო.
დუტა – ოჯახში მას სიყვარულით ასე ეძახიან – სათლს ხელს ავლებს და მეზობლების ავზიდან წყლის ამოსაღებად მიდის. ყოველდღე ბიჭი საოჯახო საქმეებში ეხმარება დედას. ასეთ პატარა ასაკში უკვე არასაბავშვო საქმეს აკეთებს: დღეში რამდენჯერმე წყალი მოაქვს, შეშის დაჩეხვაშიც ეხმარება და თავის პატარა დას – 6 წლის სალომესაც უვლის. არადა, ისიც ბავშვია, რომელსაც მეგობრებთან თამაში და მულტფილმების ყურება სურს; მაგრამ ბიჭს ყველა ბავშვური სიხარული მოკლებული აქვს. ოჯახი უმძიმეს პირობებში და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. სიცოცხლისათვის ბრძოლა მათ ყოველდღე უწევთ!
33 წლის დედა, ია ხიზანიშვილი აღიარებს, რომ პურის გარეშე ხშირად რჩებიან, რადგან მწირი სოციალური დახმარება ყველაფერზე არ ჰყოფნით, ოჯახს კი სხვა შემოსავალი არ აქვს. ისინი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ, სადაც ასე თუ ისე ნორმალური ცხოვრებისთვის არანაირი პირობა არ არსებობს. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც მუდმივი ნესტისა და სიცივისგან ხშირად ავადმყოფობენ და მოხუცი ბებია, რომელსაც ძვირადღირებული წამლები სჭირდება, მაგრამ ოჯახს მათი ყიდვის საშუალება არ აქვს.
ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, ია მაინც ცდილობდა, რომ ებრძოლა და ყველანაირ გასაჭირს გამკლავებოდა; მაგრამ მოზვავებულმა პრობლემებმა, უსახსრობამ, ჯანმრთელობის გაუარესებამ და საშიშროებამ, რომ ოჯახი, პატარა ბავშვებთან ერთად, შეიძლება სახლიდან გამოყარონ, საბრალო ქალი სასოწარკვეთაში ჩააგდო. იამ ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ კეთილი და გულისხმიერი ხალხი მისი ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩება.
–ია, მოგვიყევით, რა პირობებში ცხოვრობს თქვენი ოჯახი?
ია: უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობთ. ეს ჩვენი სახლი არაა, აქ მხოლოდ დროებით ვართ; შეიძლება ბინის დაცლა ნებისმიერ დროს მოგვთხოვონ. ტელევიზორის და ნახევრად დაშლილი გაზქურის გარდა სახლში სხვა საოჯახო ტექნიკა არაა. თქვენც კარგად ხედავთ, რომ პირობები საცხოვრებლად სრულიად უვარგისია; მით უმეტეს, როცა სახლში ორი პატარა ბავშვი და ავადმყოფი ქალია – დედაჩემს ღვიძლის ექინოკოკოზი აქვს, თრომბოციტებიც მომატებულია. ექიმები ოპერაციის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ეშინიათ, რომ ვერ გადარჩება. არადა, ექინოკოკოზი წამლით მკურნალობას არ ექვემდებარება, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ასევე, დედას ხერხემლის თიაქარიც აქვს. ადრე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ექიმებმა თიაქარი ისევ აღმოუჩინეს. სიარული ძალიან უჭირს, ოთახში ხელჯოხით ცდილობს გადაადგილებას, მაგრამ ფეხები სტკივა, უსივდება… ძალიან იტანჯება! ძვირადღირებული წამლები სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს. გადარჩენას ვცდილობთ! ჩვენს მდგომარეობას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. მეც ექინოკოკოზი და ხერხემლის მალთაშუა თიაქარი მაქვს. ოპერაციას არ ვიკეთებ; ჯერ ერთი, ამის სახსრები არ გვაქვს, მეორეც – ოპერაციის შემდეგ ვინმე ხომ უნდა დამეხმაროს? მაგრამ პატარა შვილები და ავადმყოფი დედა მყავს, რომლებსაც ჩემი ყურადღება სჭირდებათ. ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე ვერ ვფიქრობ, ხომ გესმით?.. (ტირის.)
–არ ინერვიულოთ, გთხოვთ!ყველა ძალიან თანაგიგრძნობთ! რა დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?
ია: ვიცი, რომ ზოგი ჩემზე უარეს პირობებში ცხოვრობს, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მიჭირს. სხვა ვარიანტი არ მაქვს, იძულებული ვარ დახმარების სათხოვნელად კეთილ ხალხს მივმართო. საწოლები გვჭირდება. სახლში მხოლოდ ორი რკინის, ძველი საწოლი გვაქვს, რომლებიც დიდი ხანია, აღარ ვარგა. დედაჩემი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ ცალკე უნდა იწვეს, მაგრამ მას გვერდით დუტა უწევს, მეორე საწოლზე კი მე და ჩემს გოგონას გვძინავს. სახლში არც სარეცხი მანქანაა, არც მაცივარი, არც კომპიუტერი, არც გაზქურა… უფრო სწორედ, ძველი გაზქურა კი დგას, მაგრამ ისიც მორყეულია, ამიტომ ქვემოდან მუდმივად რაღაცას ვუდგამ, რომ არ იყანყალოს. არადა, ხომ საშიშია, არა? როცა ცეცხლზე საჭმელს ვაკეთებ, მეშინია ბავშვებს მდუღარე არ გადაესხათ. მაცივრის ნაცვლად მაგიდა გვაქვს – საჭმლით სავსე ქვაბებს მასზე ვდგამ; მაგრამ სურსათი ხშირად ფუჭდება და გადაყრა მიწევს. მაცივარი არ გვაქვს და რა ვქნა? სახლს შეშის ღუმლით ვათბობ, მაგრამ მაინც ვიყინებით: თვითონ შენობაა ძალიან ცივი, სახურავი ფიცრებისგანაა აწყობილი, ზემოდან კი ძველი ფიქლით არის გადახურული; ძალიან უბერავს. გარდა იმისა, რომ სახლში ყინავს, ღუმელს ნორმალურადაც არ ვანთებთ, რომ შეშა დავზოგოთ. სარეცხს ხელით ვრეცხავ! სათლებს წყლით ვავსებ, სახლში შემომაქვს, ველოდები, ოთახის ტემპერატურას როდის მიაღწევს და მერე როგორღაც ვრეცხავ; მაგრამ წყალი ხომ გვჭირდება, არა? თუმცა სახლში არ გვაქვს. მეზობლებს ეზოში წყლის ავზი უდგათ. მათი ნებართვით, წყალს იქიდან ვიღებ და ჩვენს ავზს ვავსებ. ზოგჯერ წყალი დღეში შვიდი-რვაჯერ მომაქვს, რომ მოვიმარაგო და რამდენიმე დღე მეყოს. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ავზში წყალი გაყინულა და უწყლოდ დავრჩენილვართ. ჯანმრთელობა აღარ გვივარგა! ბავშვებს მუდმივად წელი სტკივათ – ექიმებმა ორივეს ხერხემლის გამრუდების დიაგნოზი დაუსვეს, რადგან ამ საშინელ პირობებში სულ მე მეხმარებიან, წყალსაც ეზიდებიან სათლებით და როცა შეშას ვჩეხავ, სახლშიც შეაქვთ. არადა, ჯერ სულ მთლად პატარები არიან! გული მტკივა…
– თავს რით ირჩენთ?
ია:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 280 ლარს და კიდევ 60 ლარს ბავშვთა კვებაზე. ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი! ბავშვებს საჭმელი ვუყიდო თუ დედას – წამალი? მუდმივად არჩევანის წინაშე ვდგავარ, ფული არაფერზე გვყოფნის! დახმარებას არასდროს გთხოვდით, ბრძოლას ისევ ჩემით გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა მართლა გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. ფული საშინლად არ გვყოფნის! ყველა პრობლემის გარდა, შეიძლება ღია ცის ქვეშაც აღმოვჩნდეთ… ძალიან მეშინია!
–რა მიზეზით შეიძლება, რომ გამოგასახლონ?
ია:ეს საცხოვრებელი ჩვენი არაა. სახლი ბიძაჩემის საკუთრებაა. აქ მისი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობდნენ. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედა მისი მშობლების სახლში დარჩა და მათი სიცოცხლის ბოლომდე მათ უვლიდა. შემდეგ ბიძაჩემიც გარდაიცვალა, სიმსივნით, ეს სახლი კი ცოლს და შვილებს უანდერძა, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. ანუ აქ ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, ხომ გესმით? ძველი გაზქურა და ტელევიზორიც კი არაა ჩვენი. ბიძაჩემის ოჯახს ჯერ პირდაპირ არ უთქვამს, წადითო, მაგრამ მიგვახვედრეს, რომ ამას მალე მოგვთხოვენ…
–ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?
ია:როგორ არა! ადმინისტრაციაში ბევრჯერ მივედი, განცხადებები დავწერე… ყოველ ჯერზე ათას მიზეზს იგონებენ, რომ დახმარებაზე უარი გვითხრან: ხან ფული არაა, ხან კიდევ რაღაც… იციან, რა პირობებში ვცხოვრობთ; იციან, რომ ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ… მაგრამ იცით, რა მიპასუხეს? ჯერ ხომ არ გამოუყრიხართ? ჰოდა, როცა გამოგყრიან, მერე დაგეხმარებითო… ხელისუფლებას ახლა დახმარება არ სურს, მაგრამ მოულოდნელად, ბავშვებთან და ავადმყოფ ქალთან ერთად, ღია ცის ქვეშ რომ აღმოვჩნდე, მერე რას იზამენ? როცა დავიჩივლე, მითხრეს, რომ შეუძლიათ ისიც წამართვან, რასაც გვაძლევენ. წარმოგიდგენიათ? 280 ლარიანი სოციალური დახმარების მოხსნით მემუქრებიან…
– არავინ გეხმარებათ?
ია: მეზობლები ძალიან მეხმარებიან! დიდი მადლობა მათ! მაგალითად, ერთმა მეზობელმა დივანი და კარადა გამოცვალა და ჩვენ მოგვცა. ტანსაცმლითაც გვეხმარებიან: ყველაფერი, რაც ჩემ შვილებს აცვიათ, მეზობლების მოცემულია! ზოგჯერ ტანსაცმელს მეც მაძლევენ ხოლმე. აი, ასე ვცხოვრობთ! რაც გვაქვს, ყველაფერი სხვისი გამონაცვალია. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. აი, ხომ ხედავთ, სურსათით და ნივთებით ისევ ჩვენსავით უბრალო ხალხი გვეხმარება…
– და ნათესავები?
ია: როგორც გითხარით, მამაჩემი ცოცხალი აღარაა, დედა კი ავადაა და თავად სჭირდება დახმარება. და-ძმა არც მე მყავს და არც ჩემს მეუღლეს. ნათესავებიდან არავინ გვეხმარება.
– მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით?
ია: ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით, მაგრამ ბავშვები ვიყავით და ერთმანეთს ყურადღებას არ ვაქცევდით. მერე თბილისში წავედი, ერთ-ორი წელი ნათესავებთან ვცხოვრობდი და ბავშვების მოვლაში ვეხმარებოდი. სახლში რომ დავბრუნდი, უკვე ოცი წლის ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე ერთი-ორჯერ გადავიკვეთეთ, ერთმანეთს, ასე ვთქვათ, სხვა თვალით შევხედეთ, მერე კი ერთმანეთი მეგობრებმა გაგვირიგეს. ასე შევქმენით ოჯახი.
–ია, რაზე ოცნებობთ?
ია:პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე! იმაზე, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ და სითბოში ცხოვრობდნენ! ვოცნებობ ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, აღარ გვეშინოდეს და მომწყვდეულებივით შეშინებულებმა უკან-უკან აღარ ვიყუროთ. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ციხეა!
– როგორი წარმოგიდგენიათ მომავალი?
ია: მშვიდი და ნათელი. დარწმუნებული ვარ, საკუთარი სახლი რომ გვქონდეს, ალბათ ბედნიერები ვიქნებოდით! ვფიქრობ, თუ საკუთარი კუთხე არ გაქვს, ადამიანურ ყოფას მოკლებული ხარ…
– უცხო ხალხის სიკეთის გჯერათ?
ია: რა თქმა უნდა, მჯერა! ხშირად, უცხო ადამიანები უფრო მეტად მეხმარებოდნენ, ვიდრე ახლობლები! უფლის ძალაც სწორედ ამაშია, რომ ერთმანეთის მიმართ კეთილი და მოწყალე ვიყოთ.
– ია, ცოტა რამ თქვენი შვილების შესახებაც მოგვიყევით. შეიძლება, მათ რომ გავესაუბრო?
ია: ძალიან კარგი და ნიჭიერი შვილები მყავს! ისეთი ჭკვიანები არიან! ყოველთვის ყველაფერში მეხმარებიან! სალომე სკოლაში ახლა მივიდა, ქართული ენა ძალიან მოსწონს; დუტამ კი წელს მთელი სემესტრი გააცდინა – კომპიუტერი არ გვაქვს და ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. ჩემი ბიჭი ამის გამო ძალიან დარდობდა! სწავლა ძალიან უყვარს, ძალიან მრავალმხრივი ბიჭია! ადრე რაგბიზე და ქართულ ცეკვებზე დადიოდა, მაგრამ უფულობის გამო დამატებითი წრეებიდან გამოსვლა მოუწია…
გაესაუბრეთ ბავშვებს… მაგრამ სალომე ძალიან მორცხვია, დუტას კი ურთიერთობა ყოველთვის უხარია!
–დუტა, დედამ გვითხრა, რომ ბევრი რამ გიტაცებს. უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?
დუტა: ჩემი მოწოდება ფერწერაა. ხატვა ძალიან მიყვარს. იცით, მე სამყაროს ცოტა სხვანაირად ვუყურებ, როგორც ნამდვილი მხატვარი და ძალიან მინდა, ტილოზე გადმოვცე, როგორ ვხედავ ჩემს საქართველოს. ის მშვენიერია! და მინდა მისი ნამდვილი სახე ყველა ფერის საღებავით დაგანახოთ.
–რა ლამაზად საუბრობ! მგონი შენგან კარგი პოეტიც დადგებოდა, არა?
დუტა: აი,ეგ არ ვიცი… (იცინის.) მაგრამ ვცდილობ ცოდნა ყველა სფეროში მივიღო. მინდა განათლებული ვიყო და ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო. ბევრ ფულს ვიშოვი, დედას და ბებიას მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან მივიყვან, მათ უმკურნალებენ და ისინი დიდხანს, დიდხანს იცოცხლებენ! მაგრამ ახლა ფული არ მაქვს, ამიტომ დედას საოჯახო საქმეებში ვეხმარები, მაგალითად, ავზიდან წყალს ვეზიდები. დედა მარტო ვერ გაუმკლავდება. მას სამნი ვყავართ: ჩემი და, მე და ბებია. დედა ძალიან მეცოდება, მარტო ვერ გაგვწვდება, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერში დავეხმარო.
– სალომე, საყვარელი თოჯინა თუ გაქვს?
სალომე: საყვარელი თოჯინა არ მაქვს, იმიტომ რომ სათამაშოები საერთოდ არ მაქვს; დედა ვერ გვყიდულობს. ერთხელ ძველი სათამაშო დათუნია მაჩუქეს, მაგრამ დაიხა და ვეღარ ვეთამაშები. ადრე დასაძინებლად მასთან ერთად ვწვებოდი და ადვილად ვიძინებდი… მაგრამ ახლა სათამაშოები საერთოდ აღარ მაქვს.
–აბა, როგორ იძინებ?
სალომე: ძილის წინ დედა მეხუტება, მკოცნის, მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მერე თავზე მეფერება და ვიძინებ. დედას ხელები ყველაზე მშობლიურია…
***
ორმა პატარა ანგელოზმა არ იცის, რა არის უკეთესი ცხოვრება. მათ საკუთარი სახლი არასდროს ჰქონიათ; არ იციან, რას ნიშნავს უსაფრთხოდ ცხოვრება. ბავშვები შიმშილობენ, სათამაშოები არ აქვთ, მათი დედა კი ავადაა. ყოველ დილას, გაღვიძებისას, ისინი იმას ელიან, რომ გარშემო სამყარო შეიცვლება, თუმცა, სამწუხაროდ, ის ისეთივე სასტიკი რჩება… მაგრამ პატარა დუტასთვის და სალომესთვის ნორმალური ბავშვობის ჩუქება ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შეგვიძლია მათი სამყაროს შეცვლა!
მეგობრებო, ნუ იქნებით გულგრილნი! როგორც ხედავთ, ხიზანიშვილების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. არ შეგვიძლია, რომ არ დავეხმაროთ! მათ ესაჭიროებათ: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ცუდად იკვებებიან და ცივ სახლში, იატაკზე სძინავთ.
მოინახულეთ ხიზანიშვილების ოჯახი, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რაჭისუბანი.
ძვირფასო მეგობრებო, ხიზანიშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხიზანიშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
2272.47₾დარჩა:
0.09₾