რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნუ მატყუებ, დედა! მითხარი, რა მჭირს? შეიძლება რამე დამემართოს?

calendar ივნისი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა – ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა – ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!

ის ჯერ ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მიხვდეს, რა სჭირს. ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ ავადმყოფივით ექცევიან, როცა არაფერი აწუხებს.

„ნუ დარბიხარ, ნუ დახტიხარ… ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ ჭამო, ის არ გააკეთო… და დღეში ათასი წამლის დალევა შეიძლება?“ – უკმაყოფილოდ გვეუბნება ლიზი. – „მითხარი, რა მჭირს? რატომ არ შეიძლება ჩემთვის ის, რაც სხვა ჩვეულებრივი გოგოებისთვის შეიძლება? ისიც კი არ შეიძლება, რომ პრინცესა ვიყო, რადგან ისინი გამხდრები არიან, მე კი არა.“

გოგონა შვიდი წლისაა, აქედან ხუთი წელი მკურნალობს. რას – არ იცის, მაგრამ ახსოვს, რომ წამალი თუ არ დალია, ცუდად გახდება. იცის, რომ მისთვის ბევრი წყლის სმა არ შეიძლება, რადგან მერე ბურთივით იბერება და ისიც იცის, რომ მისთვის არც გაოფლიანება შეიძლება.

მისი დაავადება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს: ორი წლის ასაკში ბავშვმა ხელი იტკინა და ექიმთან წასაყვანი გახდა. ექიმს მისი თვალის უპეები არ მოეწონა და გამოკვლევის შემდეგ, მშობლებს ანალიზების გაკეთება ურჩია. და ჰოი, საშინელებავ! ანალიზებმა ორგანიზმში ცილის დაუშვებელი რაოდენობა აჩვენა. მაშინვე განგაში ატეხეს – მაჩვენებელი დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აღემატებოდა!

– ცირა, მოგვიყევით, რა სჭირს ლიზის?

ცირა: ჩემი საწყალი გოგონა უფალს სულ იმას შესთხოვს, რომ ოდესმე თამაში და სირბილი თავადაც შეძლოს, სხვა ბავშვებივით. იცით, თურმე ბავშვი მძიმე დიაგნოზით დაიბადა, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ორი წლის ასაკში ხელი რომ არ ეტკინა, ალბათ ხელებში ჩაგვაკვდებოდა და ვერასდროს გავიგებდით, რისგან.

– ეგ როგორ გავიგოთ? ბავშვს დაავადების ნიშნები არ აქვს?

ცირა: თუ პროფესიონალი არ ხართ, ვერ მიხვდებით. შეხედეთ! განა იტყვით, რომ ავად არის? პირიქით, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კარგად ნაკვები გოგოა, რომელსაც, ალბათ, ტკბილეული უყვარს. არადა, ჩემი საწყალი გოგონა ჰორმონალური წამლების გამო გასუქდა! ხუთი წლის განმავლობაში 20,000-ზე მეტი აბი აქვს დალეული. წარმოგიდგენიათ, რამდენია?

– რა სჭირს ამისთანა? განკურნებადია? რას ამბობენ ექიმები?

ცირა: ეჰ, ლიზის ნეფროტული სინდრომი აქვს. უბრალო, ადამიანური ენით რომ გითხრათ, სისხლში ცილების დონე ნორმაზე დაბალია! ბავშვს მთელი სხეული უშუპდება და წამლები რომ არ დალიოს, შეიძლება უბრალოდ გაიგუდოს. თურქეთშიც კი გვყავდა, გვეგონა, რომ ჩვენი ექიმები შეცდნენ, რადგან  ერთი შეხედვით ბავშვი კარგად გამოიყურებოდა, არაფერი სტკიოდა, არც სიცხე ჰქონდა და თავსაც მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის პატარა ორგანოებს ამ დროს მზაკვრული დაავადება ანადგურებდა! უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. ძალიან ჭკვიანი გოგონაა!

ლიზი: იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ სკოლაშიც კი დავდივარ… და ძალიან კარგად ვხატავ. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ მელოლიავებიან: „ლიზი, ნუ დარბიხარ, ლიზი, ნუ ნერვიულობ… შენ მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ… იცით, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? ძალიან მინდა პლანშეტი! მასში ბევრი თამაშია, რომლებშიც პრინცესებს უნდა ჩააცვა… მაგარი იქნებოდა!

– პლანშეტში კიდევ რას უყურებდი?

ლიზი: პირველ რიგში, ვიდეოებს ლამაზ პრინცესებზე. მერე მეგობარს დავურეკავდი და დიდხანს ვეჭორავებოდი! ოჰ, როგორ მენატრება! მაგრამ კომპიუტერი არ მაქვს და ალბათ არც არასდროს მექნება! ვიცი, რომ მისი ყიდვა არ შეგვიძლია.

– ცირა, რა შემოსავალზე ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ცირა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ქმრის მშობლების პენსიაა, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს მოვლა სჭირდებათ. ჩემი ქმარი მშრომელი კაცია, მაგრამ ახლა პანდემიის გამო არ მუშაობს. თუმცა სოფელში სამსახურის შოვნა არც პანდემიამდე იყო ადვილი, სამუშაოდ კი სადმე სხვაგან ვერ წავა და ვერ დაგვტოვებს. ლიზის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, მე კი მარტო ვერ გავუმკლავდები.

– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

ცირა: ძალიან გვჭირდება წამლები და ფული ანალიზებისთვის. სავალდებულოა, რომ ცილების დონე ყოველთვიურად ვაკონტროლოთ, ექიმთან ვიაროთ, ულტრაბგერითი და სხვა გამოკვლევები ჩავიტაროთ… იცით, ეს ყველაფერი რა ძვირია? ეს ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა! საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე აღარაფერს ვამბობ – ძველია, მაგრამ ჯერჯერობით თავის ფუნქციას ასრულებს. აი, გაზქურა არ გვაქვს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა! სურსათით მეზობლები ან ნაცნობები გვეხმარებიან. მადლობა ღმერთს, რომ წამლები, რომლებსაც ლიზი სვამს, იაფია, თორემ მათხოვრობა მომიწევდა. რას არ გააკეთებ კაცი შენი შვილისთვის!

– ცირა, თქვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა?

ცირა: არა, რას ამბობთ?! ნორმალურად ვცხოვრობდით, არ გვიჭირდა. ჩემი ქმარიც მუშაობდა… ახლა კი ყველაფერი აირ-დაირია. მშობლებიც მოხუცები არიან, პენსიაზე ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ დახმარებას მაინც ახერხებენ. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ! სახლი ძველია, დიდი ხანია არ გარემონტებულა, მაგრამ სახლი ვიღას ახსოვს? ოღონდ ბავშვი იყოს ჯანმრთელი!

– ცირა, თქვენი მშვენიერი გოგონას ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს. შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.

ცირა: არ ვიცი, ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე ფიქრობს, მაგრამ მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვთ – გვერდში დაგვიდექით! უბრალოდ ინფორმაცია გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ლიზის შესახებ. მათ შორის ჯადოქრები ნამდვილად აღმოჩნდებიან! მე ამის მჯერა და ლიზისაც სჯერა!

ლიზი: დიახ, მთავარია გჯეროდეს! აი, მე მჯერა, რომ მალე სხვა ბავშვებივით თამაშს შევძლებ! უბრალოდ ცოტა დახმარება მჭირდება! ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველას ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი!

ცირა: სრულფასოვანი გამოკვლევის და მკურნალობის ჩატარება რომ შევძლოთ, ძალიან კარგი იქნებოდა!

***

მეგობრებო, ლიზის ღმერთის სწამს, ღმერთს კი თქვენი! ერთად ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, მთავარია ბევრნი ვიყოთ და სასწაულების ჩვენც დავიჯეროთ!

და აი, ეს არის ჩვენი პასუხი ლიზის მთავარ შეკითხვაზე: „გჯერათ, რომ შევძლებ ისეთივე ვიყო, როგორიც სხვები?“ – „რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ ეს ნამდვილად შეგიძლია! ჩვენ ამის გვჯერა!“

ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ, სოფ. გულიანი (ჩოჩხათი).

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ პატარა ლიზის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლიზი ჯიჯეიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ღმერთო, ჩემი გოგონა იცინის! თქვენ მას უდარდელი ღიმილი აჩუქეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
– ყველაზე სასაცილო პრანკს გაჩვენებ, გინდა? ტიკ-ტოკზე ყველაზე მაგარი ხუმრობებია. შენ გაქვს ტიკ-ტოკი? – მომაყარა კითხვები ლიზიმ.
– მაქვს.
– აი, აქედან უყურე. (პირდაპირ თვალებში მიყურებს, ელოდება ჩემს რეაქციას.) მაგარია, არა? (იცინის.) შენ შეგიძლია ასე? იღებ ვიდეორგოლებს?
დედა ცირა თავს მიქნევს და მრავლისმეტყველი ღიმილით მანიშნებს, რომ ლიზი შესახებ, მისი თანდასწრებით საუბარი საჭირო არ არის. მაგრამ უსიტყვოდაც გასაგებია: ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა ბავშვი?!
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიზიმ აიღო თავისი პლანშეტი და გავიდა, ცირამ ჩამკიდა ხელი და თავს ემოციების გამოხატვის უფლება მისცა: „მიხარია, და თან მეშინია კიდეც, ამ სათუთი ბედნიერების დაკარგვის. ღმერთო, ჩემი შვილი იცინის! მეგონა, რომ ამას ვერავინ შეძლებს. მაგრამ თქვენ, თითქოს გამოგვიყვანეთ იმ უკუნეთი სიბნელიდან, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე გვიწევდა ყოფნა. წვრილმანებით გახარებას, ხელახლა ვსწავლობთ“.
საბრალო ცირას ბევრის გადატანა მოუხდა. ლიზის ნეფროტული სინდრომი აქვს და მუჭებით სვამს წამლებს, რათა იცოცხლოს. ჭამა ნებადართულია… მხოლოდ წამლების. ლიზი გამუდმებით ტიროდა. ჩვენ უკვე გიამბეთ ეს სევდიანი ამბავი:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/747-dzhidzheishvili/description/
მაგრამ, თქვენი თანადგომით ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია, და იცვლება კიდეც! ამ სახლში სიხარულმა და იმედმა დაიდო ბინა, ამ სახლში ბავშვის უდარდელი სიცილი ისმის!
 „ჩვენმა ცხოვრებამ, აზრი ხელახლა შეიძინა – ამბობს ცირა. – დიახ, ლიზის ავადმყოფობა არსად გამქრალა, მაგრამ ახლა, ბავშვთან ერთად გატარებული ყოველი დღის დაფასება ვისწავლე. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალი არასოდეს ადებს ადამიანს იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე შეუძლია ზიდოს…. გამბედაობა მომემატა: მხარში თქვენ მიდგახართ და ჩემთან ერთად იბრძვით ბავშვის სიცოცხლისთვის!“

ჩვენი დახმარებით, ლიზიმ დაივიწყა ავადმყოფობა და გადაიქცა ჩვეულებრივ, უდარდელ გოგონად
– ცირა, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი ისტორია ჩვენს მკითხველებს გავუზიარეთ. გვიამბეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენი ფონდი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
ცირა: დავმშვიდდით, ამოვისუნთქეთ. განწყობაც სულ სხვანაირია. საკუთარ თავსაც ვატყობ, იმდენს აღარ ვტირი. ადრე, შიში და ცუდი აზრები მოსვენებას არ მაძლევდა. ბავშვებს აღარ შიათ და კმაყოფილები არიან. ჩემს ლიზიკოს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად პლანშეტი გაუხარდა. თქვენ მას დიდი ხნის ოცნება აუსრულეთ! გარდა ამისა, ისეთი კომფორტი გვაჩუქეთ, როგორიც ჯერ არასდროს გამოგვიცდია – სარეცხი მანქანა და მაცივარი. ამხელა ქალი ვარ და ახლა ვსწავლობ, როგორ უნდა გამოვიყენო ეს ნივთები. მთელი გულით გიხდით მადლობას!
თქვენი დამსახურებით, გვაქვს პროდუქტისა და მედიკამენტების რამდენიმე დღის მარაგი. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ამ კვირაში, საფრთხე არ ემუქრება!
მე და ჩემი მეუღლე, მარტონი დავრჩით ამ დიდი გასაჭირის – ლიზის ავადმყოფობის პირისპირ. მთელი ამ წლების მანძილზე მეგონა, რომ მეუღლის მშობლების გარდა, რომლებიც გვინაწილებენ საკუთარ პენსიას და გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ, ჩვენი პრობლემები არავის არ აინტერესებს. მაგრამ ახლა, ვგრძნობ, რომ გვერდში მიდგას უამრავი ადამიანი. თქვენმა თბილმა სიტყვებმა, თუნდაც ერთი ლარის ჩარიცხვამ და ჩვენი დახმარების უსაზღვრო სურვილმა, მე და ჩემს მეუღლეს გვაგრძნობინა , რომ ამქვეყნად სრულიად მარტონი არ ვართ.

„მინდა მაცივარში იყოს ბევრი ხორცი და სულ ცოტა ტკბილეული, მართალია, ჩემთვის არ შეიძლება. (ამოიოხრა.) თვეში ერთხელ მაინც…“
       – ნამდვილად არ ხართ მარტო, ჩვენ ყველანი, თქვენს გვერდით ვართ! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
        ცირა: თქვენმა პროექტმა შეძლო ის, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვახერხებდით: ლიზის ყურადღება გადაატანინა, ავადმყოფობა დაავიწყა. ძალაუნებურად გრძნობს, რომ სხვებისგან გამოირჩევა, იძულებულია მრავალ აკრძალვას შეეგუოს. ის ხომ ბავშვია, უნდა მეგობრებთან ერთად სეირნობა, გემრიელობების ჭამა. ჩემს გოგონას კი, განსაკუთრებული დიეტის დაცვა უწევს – მარილიანი საკვების მიღება საერთოდ აკრძალული აქვს. მთელი დღე წამლებს ყლაპავს, ხანდახან თვითონ მახსენებს, რომ აბის მიღების დროა. ჩვენი გადამეტებული ყურადღებაც მუდმივად ახსენებს, რომ ავად არის.
      იმ დღიდან, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი გოგონას ავადმყოფობის შესახებ შევიტყვეთ, ყველაფერმა დაკარგა აზრი, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. ვერც ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ლიზის გამხიარულება და მისი ყურადღების გადატანა. ამ ბოლო დროს, ძალიან მოწყენილი იყო, თავს მარტოსულად გრძნობდა…
    მაგრამ, თქვენ ეს შეძელით! პლანშეტმა ხასიათი გამოუკეთა. ღმერთო, ლიზის სიხარულის ცრემლებს ვერასდროს დავივიწყებ! როგორ ხტუნაობდა და ყვიროდა! დაუბრუნდა ბავშვური სილაღე!  ამისთვის, თითოეულ თქვენთაგანს ვუხდი მადლობას!

 „ჯერ დედიკო გაერკვევა, როგორ მუშაობს სარეცხი მანქანა, მერე კი, მეც“
– ცირა, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – ლიზის ბედნიერად რომ ეგრძნო თავი, ცოტათი მაინც. ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაგიკავშირდნენ? რაიმე სახის დახმარება თუ შემოგთავაზეს?
ცირა: რას ამბობთ… სამწუხაროდ, ეს არარეალურია. ბავშვები ხომ იღებენ დახმარებას, ას-ასი ლარის ოდენობით. ახლახან, ვიღაცამ მითხრა, უფროსს 16 წელი რომ შეუსრულდება, ამასაც აღარ ჩაგვირიცხავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში, ამ თანხის მხოლოდ ნახევრის აღებას შევძლებთ. წარმოგიდგენიათ? ნეტავ, ეს მაინც შევინარჩუნოთ, დამატებითი დახმარების იმედიც არ მაქვს. ასე ვცხოვრობთ – მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი გვაქვს!
– ცირა, არ ინერვიულოთ, გთხოვთ!
ცირა: მართალი ხართ, არ იმსახურებენ. სამაგიეროდ, თქვენი მკითხველები ძალიან დაგვეხმარნენ. გაამართლეს ჩვენი მოლოდინი. რა თქმა უნდა, ადრეც მქონია სასოწარკვეთილების მომენტები, როდესაც დაღლილობა და შიში ჭკუას მაკარგვინებდა. თურმე, როგორი რთული ყოფილა ადამიანებისადმი რწმენის შენარჩუნება, როდესაც გვერდით მშიერი და ავადმყოფი შვილი გიწევს. ვფიქრობდი, იქნებ ამ წუთას, ვიღაც ყრის საჭმელს, რომლიც ჩვენ ოცნებად გვაქვს ქცეული. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: „რისთვის? რატომ მაინცდამაინც ჩემი ლიზი?“ თან ეს პანდემიაც, რომელმაც ძირითადი შემოსავლის გარეშე დაგვტოვა. მეუღლემ დღემდე ვერ ნახა სამსახური. ასეთ მძიმე დროს, ვისგან უნდა ელოდო დახმარებას?
მაგრამ ასეთ მძიმე წუთებშიც, ყოველთვის ვინმე გამოჩნდებოდა ხოლმე: ხან მეგობარი მოგვიტანდა ტანსაცმელს, ხან მეზობელი მოამზდებდა წვნიანს. უფალს არასდროს მივუტოვებივართ. მაგრამ, რაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში, ყველა ეჭვი გამიქარწყლდა. შემინდე, უფალო. სწორედ ეს არის შენი წყალობა, გვერდში ამდენი გულისხმიერი და კეთილი ადამიანი რომ გვიდგას.
ბევრი მსმენია თქვენს კეთილ საქმეებზე. მჯეროდა, ვგრძნობდი, რომ არავინ დარჩებოდა გულგრილი ჩემი გოგონას მიმართ! და ასეც მოხდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ასეთი სერიოზული მხარდაჭერისთვის, ფონდის ძალიან მადლობელი ვარ! ამდენი წლის მანძილზე, ძალიან გვიჭირდა, ყველაფერს ვიყავით მოკლებულები და პირველად მივიღეთ ასეთი მასშტაბური დახმარება!

 „მეც შემიძლია რეცხვა. დედა ამბობს, რომ სულაც არ არის ძნელი“
– ცირა, შეიძლება, თქვენს უჭკვიანეს გოგონას გავესაუბრო?
ცირა: რა თქმა უნდა! ლიზიკო, მოდი, შვილო.
– როგორ ხარ, პატარავ? რა მაგარი პლანშეტი გაქვს! ისეთია, როგორზეც გვიყვებოდი?
ლიზი (7 წლის): კი, უმაგრესია, ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი! შემიძლია ჩემს მეგობარს ველაპარაკო. ახალი ამბები გავიგო. კამერას ვრთავ და ვაჩვენებ, სახლში რას ვაკეთებ. ისიც მაჩვენებს. ხანდახან იმასაც ვაჩვენებ, წამლებს როგორ ვსვამ! თავიდან ეშინოდა და მეხვეწებოდა: „კარგი ლიზი, მორჩი, გეყოფა!“ თვალებსაც კი ხუჭავდა, მერე ჯერ ერთს ახელდა, შემდეგ მეორეს. (იღიმის.) მაგრამ, უკვე მიეჩვია.
კიდევ, მულტფილმებს ვუყურებ და სხვადასხვა ბლოგერებს. დასაძინებლად რომ ვწვები, მინდა მალე გავიღვიძო, რომ ისევ ჩავრთო ჩემი პლანშეტი. თქვენ თოვლის ბაბუაზე მაგრები ხართ, მადლობა!

პირველ რიგში ტიკ-ტოკი დავათვალიეროთ. აბა, რა არის ახალი?
– ხო მართლა, უკვე ჩაიფიქრე სურვილები?
ლიზი: არა, ვფიქრობ… შემიძლია მისი იმედი მქონდეს? საერთოდ აპირებს მოსვლას? თუ, როგორც წინა წელს? ადრე, ხილს მაინც მიგზავნიდა, ეხლა კი საერთოდ დაიკარგა. უსინდისო თოვლის ბაბუაა (იცინის.) კარგი, ხმამაღლა ჩავიფიქრებ, იქნებ ამიხდეს? ძალიან მინდა მქონდეს ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, როგორც იმ ვიდეოებში, რომელსაც ვუყურებ. არ ვიცი, გაიგო? როგორ ფიქრობ?
– ყველაფერი მშვენივრად ესმის. მოვა, არ იდარდო. ბავშვების გახარება ხომ მისი სამსახურია. რომელ ვიდეოებს უყურებ ხოლმე? რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
ლიზი: ტიკ-ტოკი მიყვარს! იქ ყველა ძალიან მაგარია! პრანკებს აკეთებენ. ლამაზ რაღაცეებს პლასტელინისგან. ძალიან მინდა მეც ვცადო… ტიკ-ტოკში ყველა ვიდეო მხიარულია. გინდა, განახო?
კიდევ ჩემს საყვარელ მულტფილმს ვუყურებ, „მაშას და დათვს“. დათვი ისეთი ბუნჩულაა! იმდენს ვიცინი ხოლმე, როდესაც ვუყურებ, ერთმანეთს როგორ აწვალებენ. (იცინის.) ხანდახან დედა მირთავს სხვადასხვა ფილმებს გოგონებისთვის. იქ ი-ი-ი-სეთ ლამაზ გოგონებს აჩვენებენ!
– შენ თვითონაც ლამაზი გოგონა ხარ და ძალიან საყვარელი!
ლიზი (იღიმის): მათ ბევრი სათამაშოები აქვთ, მე კი ერთი თოჯინაც არ მაქვს. მოვუვლიდი და ლამაზად ჩავაცმევდი. წიგნებიც არ მაქვს… იცი, ძალიან მიყვარს პრინცესებზე და უფლისწულებზე წიგნების კითხვა. მაგრამ მხოლოდ ერთი მაქვს, ძვირი ღირს წიგნები. შეიძლება, საჭმელიც რომ ვითხოვო? უბრალოდ დედა და მამა ხორცს არ ყიდულობენ, მე კი ის ძალიან მიყვარს. ისეთი გემრიელია, მმმ! კიდევ მინდა, რომ ექიმებთან აღარ წამიყვანონ და ეს საზიზღარი წამლები აღარ დამალევინონ!
 (ძვირფასო თოვლის ბაბუებო! გესმით, რაზე ოცნებობს პატარა ლიზიკო? არაჩვეულებრივი იქნებოდა, მისი რომელიმე სურვილის ასრულება მაინც რომ შეძლოთ!“
– შენ რა სურვილები გაქვს, ნინი?
ნინი (ლიზის უფროსი და, 15 წლის): ძალიან მინდა სხვადასხვა ისტორიული წიგნი რომ მქონდეს, ძალიან მიყვარს ამ თემაზე წაკითხვა. მინდა, ჩემს მშობლებს, ასეთი წიგნების საყიდელი ფული რომ ჰქონდეთ. კიდევ, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ჩავაბარებ უმაღლეს სასწავლებელში. ბევრი უნდა ვიშრომო, მშობლებს ლიზის მკურნალობაში რომ დავეხმარო. მინდა, ყველაფერი გამომივიდეს. ძალიან უნდა ვეცადო, ჩემი დაიკოსთვის.
– გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა! ყოჩაღ, მომავალზე რომ ფიქრობ. ახლა კი, დედასთან განვაგრძობთ საუბარს. ცირა, ფონდის მეგობრებს, შეუძლიათ კიდევ რამით რომ დაგეხმარონ?
ცირა: ამხელა ყურადღებისთვის, თქვენი ძალიან მადლობელი ვარ! მთელი ცხოვრების მანძილზე, უამრავ ადამიანს მივმართეთ, მაგრამ უარი მივიღეთ მინიმალური დახმარების გაწევაზეც კი. თქვენ კი, ჩემი შვილის დასახმარებლად, ნახევარი საქართველოს გაერთიანება მოახერხეთ. რაღა დაგიმალოთ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. ჩემმა ლიზიმ სრული სიმართლე გითხრათ. ჩემთვის მისი ჯანმრთელობა მთავარია. ამ ეტაპზე, მას გამოკვლევები სჭირდება, ჩვენ კი, ფული საჭმელზეც არ გვყოფნის. კარგი იქნებოდა, ბავშვს ტანსაცმელი, მისი საყვარელი წიგნები, სათამაშოები რომ ჰქონდეს… თავადაც ხედავთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება, როგორ გვიჭირს. ძალიან გთხოვთ, ლიზის გულისთვის, ნუ მიგვატოვებთ! ბავშვი გამოცოცხლდა, ასეთ ცვლილებებს მართლა არ ველოდი, და ძალიან ვუფრთხილდები ამ სათუთ ბედნიერებას! გვერდში დაგვიდექით, გემუდარებით!

ღვთის გულისათვის, ამ ღიმილის გამო, განვაგრძოთ ბრძოლა ლიზის სიცოცხლისთვის და ბედნიერებისთვის!                           
                                                      ***
   ძვირფასო მეგობრებო! ხედავთ, რა ბედნიერია ლიზი? თითოეულმა თქვენთაგანმა ჩასახა იმედი ამ პატარა, სნეული გოგონას გულში! ხედავთ, მის საყვარელ სახეზე, ღიმილი ბრწყინავს! ლიზის კვლავ სწამს და ოცნებობს!
      მაგრამ, დრო გადის, ოჯახს პროდუქტი და მედიკამენტები მალე გამოელევა. ლიზის დედიკომ, ცირამ, დახმარებისთვის კვლავ მოგვმართა! ოჯახს ძალიან უჭირს, ფული საჭმელზეც ძლივს ჰყოფნით. ამ დროს, ავადმყოფ შვილს, ყოველთვიურად სჭირდება გამოკვლევები და მკურნალობა. რა ხერხს მიმართონ ლიზის მშობლებმა? როგორ აუხსნან ბავშვს, რატომ არ ექნებათ დღეს, არც სადილი, და არც ვახშამი? მიზერული დახმარება და მშობლების პენსიები ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა. მათ ყველაფერი სჭირდებათ: საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის წიგნები და სათამაშოები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ლიზის სჭირდება მკურნალობა.
     ვერ დავუშვებთ, რომ გამოუსწორებელი რამ მოხდეს, ხომ ასეა? ჩვენ ხომ მშიერს ვერ დავტოვებთ ავადმყოფ ბავშვს, ხომ მართალია? გთხოვთ, ძვირფასებო, დავანახოთ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თანამემამულეების ტკივილი, ჩვენი ტკივილიც არის! ვაჩუქოთ ბედნიერება პატარა ლიზის.
          და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან, უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ჯიჯეიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/747-dzhidzheishvili/description/ 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
470.00₾
2021 სექ 16
სარეცხი მანქანა
620.00₾
2021 სექ 20
მაცივარი
749.00₾
2021 სექ 30
პლანშეტი
350.00₾
2021 ოქტ 11
პროდუქტები
100.16₾
2021 ოქტ 11
მედიკამენტები
54.96₾
2022 მარ 18
მედიკამენტები
89.78₾
2022 მარ 18
პროდუქტები
278.86₾

სულ ხარჯები:

2712.76₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მინასიანი ნანა
16.03.2022 20:00:00
₾1.00
მაისურაძე ამურ
28.02.2022 20:00:00
₾2.00
გიორგი შალამბერიძე
24.02.2022 20:00:00
₾5.00
ნიკა გაბაძე
24.02.2022 20:00:00
₾3.00
ზედგინიძე ილია
20.02.2022 20:00:00
₾5.00
გაგანაშვილი მაკა
18.02.2022 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
17.02.2022 20:00:00
₾7.00
ცომაია თორნიკე
16.02.2022 20:00:00
₾5.00
ჯავახიშვილი ხათუნა
16.02.2022 20:00:00
₾5.00
სუმბაძე რომა
15.02.2022 20:00:00
₾5.00
გიორგი ამირაჯები
15.02.2022 20:00:00
₾5.00
გოგა ჯახია
15.02.2022 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
14.02.2022 20:00:00
₾7.00
ირაკლი გაბაიძე
14.02.2022 20:00:00
₾10.00
გოგა ჯახია
13.02.2022 20:00:00
₾10.00
ჟღენტი ბექა
12.02.2022 20:00:00
₾10.00
კოპერინა თამილა
11.02.2022 20:00:00
₾3.00
ნიკოლოზ ელიზბარაშვილი
11.02.2022 20:00:00
₾2.00
გიორგი ღვალაძე
10.02.2022 20:00:00
₾10.00
ლომსიანიძე ლევან
09.02.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,712.71

229 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,712.71

229 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება