ცხოვრება ღია ცის ქვეშ, ვირთხებთან ერთად!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე
შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
მას შია და სცივა. და ვირთხები აშინებენ
„კარგ ამინდში, ჩემი საწოლიდან ვარვსკვლავებით მოჭედილ ცას ვხედავ“ – გვეუბნება 11 წლის გიორგი. და ეს არარის ხუმრობა. მეც შემომთავაზა: წამოწექი და შეხედეო. მართალია ახლა არ არის ღამე და ცაზე ვარვსკვლავები არ ჩანს, მაგრამ ამის წარმოდგენა შემიძლია. იმ წუთიდან, რაც ამ სახლში შემოვდგი ფეხი, ხვრელებს ვითვლი ჭერსა და იატაკზე.
ერთი ხვრელი იმხელაა, რომ დიდი ადამიანიც თავისუფლად
ჩაეტეოდა
ამას კი ძველი კარები დააფარეს. საშინელება…
ამ ხვრელიდან კი, ახლახან ვირთხა ჩამოვარდა პირდაპირ
ოთახში
აქედან კი, წყალი ჩამოდის წვიმის დროს
ამ ხვრელიდან
კი, რომელიც ძველი ქვაბის თავსახურით დაფარეს, ოთახში ვირთხები შემოდიოდნენ. კი არ
მოიპარებოდნენ, ან მოძვრებოდნენ, არამედ შემოდიოდნენ, როგორც საკუთარ სახლში. არცაა
გასაკვირი. მრავალი წლის მანძილზე, ეს სახლი სწორედ მათი საკუთრება იყო. სწორედ ამ
ვირთხების სახლში, ორი წლის წინ, მოუწია ამ ოჯახს „საცხოვრებლად“ გადმოსვლა.
სახლი კი არა, საწამებელი კამერაა!
მას შემდეგ,
რაც ორი წლის წინ, ოჯახის უფროსმა სამსახური დაკარგა, თბილისში ბინის ქირის გადახდა
ვეღარ შეძლეს. გადაწყვიტეს საცხოვრებლად სოფელში გადასვლა, მშობლიურ სახლში. სახლი,
რომელშიც უკვე მრავალი წლის მანძილზე არავინ ცხოვრობდა, გაპარტახდა, აქ ვირთხებმა,
მაწანწალა ძაღლებმა, საქონელმა, ქარმა და ობმა დაიდეს ბინა! არცერთი ფანჯარა არ იყო
მთელი.
მადონა: როდესაც ზღურბლს გადავაბიჯე
და მივიხედ-მოვიხედე, შემეშინდა. შეტრიალება და გაქცევა მომინდა. მაგრამ გასაქცევი
არსად მქონდა. დავიწყეთ ამ კოშმარში ცხოვრება. ბავშვის დასაწვენი ადგილიც კი არ იყო.
მერე კეთილმა ადამიანებმა საწოლიც გვაჩუქეს, და მაგიდაც. მხოლოდ შიშველი კედლები დაგვხვდა,
ისიც შელახული. ზოგან ხვრელი, ზოგან ღრიჭო… მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე დაუღალავად
შრომობს, ყველანაირ სამუშაოს ეჭიდება, ეს კაპიკები პატარას საკვებსა და პამპერსშიც
კი ძლივს გვყოფნის.
„ჩვენს ოჯახში რომ გაჩნდა, რა დააშავა? ნუთუის იმსახურებს შიმშილობას?“
– სამსახურის შოვნა, ახლა, დიდ ქალაქებშიც რთულია, და სოფელში ალბათ მით უმეტეს.
მადონა: დიახ, ძალიან რთულია! ხანდახან ჩემი მეუღლე მთელი თვე სახლშია. ისე კი, ვინმეს შეშას თუ დაუჩეხავს, ან ყანის აღებაში მიეხმარება. აი, ეხლა მაგალითად, მეზობელს ღობის დადგმაში ეხმარება.
– სანამ ამ სახლში გადმოსვლა მოგიწევდათ, თბილისში კარგად ცხოვრობდით?
მადონა: თავზე არ გადაგვდიოდა, იქ საკუთარი ბინა არ გვქონდა. ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ ადამიანური ცხოვრებისთვის გვყოფნიდა შემოსავალი. მეუღლე ავტომექანიკოსად მუშაობდა, მე კი ცელოფნის პარკების საწარმოში. პანდემიის დროს, მეუღლის სახელოსნო გაკოტრდა. ვიფიქრეთ, რომ სოფელში ქირის გადახდა მაინც არ მოგვიწევდა. სიმართლე გითხრათ, ქირა უბრალოდ ვეღარ გადავიხადეთ. ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ სოციალური დახმარება პროდუქტშიც კი არ გვყოფნის.
ალბათ, ქვის ხანის ადამიანებიც კი უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ
– აი, ვუყურებ ამ საშინელებას, ამ ღრიჭოებს, ამ ხვრელებს… საერთოდ, როგორ ათბობთ სახლს?
მადონა: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, აქ ბავშვებთან ერთად ყოფნა როგორია. ამ ნაგებობის გათბობა შეუძლებელია. მხოლოდ ღუმელთან ახლოს თბილა. ვსხედვართ ასე გვიანობამდე, და მერე ტანსაცმლიანად ვწვებით ლოგინში. ერთმანეთს ვეხუტებით და ვიძინებთ. თუ წვიმს, ძილზე ფიქრიც კი ზედმეტია. ვეძებთ ადგილს, სადაც წყალი ნაკლებად ჩამოდის. ბავშვები ისეთი დათრგუნულები არიან. სულ ვპირდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, სინამდვილეში კი, მდგომარეობა უარესდება. დახმარების თანხიდან, რამდენიმე ლარის გადადებასაც კი ვერ ვახერხებთ, ცემენტი რომ ვიყიდოთ და ხვრელები ამოვავსოთ. ცემენტს თუ ვიყიდით, ფქვილის გარეშე დავრჩებით, შესაბამისად მშივრები. ვცდილობთ ერთმანეთის გამხნევებას, მაგრამ არ გამოგვდის.
მხოლოდღუმელთანახლოს შეიძლებაგათბე. ისარისგადამრჩენელი
– საერთოდარავინგეხმარებათ?
მადონა:დედაჩემი 80 წლისაა. მამადიდიხნისწინდამეღუპა, მეუღლესაცმშობლებიდიდიხანიააღარჰყავს. ჩვენიმეზობელი, ციცო, ჩამოსვლისდღიდანმხარშიმიდგას. დასავითმყავს! როდესაცშიშიდადაბნეულობაშემატყო, მოგვიტანალოგინები, საბნები, ესსაწოლებიცკიმანმოგვცა. აქდასაძინებელიადგილიცარიყო! უკვეგითხარით, რომყველაფანჯარაჩალეწილიდაგვხვდა. ხოდა, მისმამეუღლემ, ხმისამოუღებლად, მოვიდადაშუშებიჩასვა. გარდაამისა, ბავშვებისთვისრძესმაძლევდნენ. იმედიმაქვს, დადგებაისდღე, როცაუფალიმომცემსშესაძლებლობას, სიკეთისთვის, სიკეთითრომგადავუხადო. მემგონი, ასეთირამ, მხოლოდსაქართველოშიშეიძლებამოხდეს. თავადაცხომხელმომჭირნედცხოვრობენ, მაგრამმაინცეხმარებიანმეზობლებს!
სანამ ამ საწოლებს გვაჩუქებდნენ, ყველას იატაკზე გვეძინა!
– დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ?
მადონა: ვთხოვე, სახურავის შეკეთებაში მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ მივიღე პასუხი, რომ ახლა არ აქვთ არანაირი საშუალება, ბიუჯეტში ფული არ არის, განცხადებაც კი არ მიიღეს. ახლა, სახურავის შეკეთება – მთავარი პრობლემაა. არც კი ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, მთლიანად დამპალია სახლი.
გიორგი (11 წლის): აი, მუშაობა რომ შემეძლოს, ჩვენს სახლს კანფეტად ვაქცევდი! არ გჯერა?
„დედა ამბობს, რომ ოქროს ხელები მაქვს. მაგრამ ამ ხელებს ჯერ მხოლოდ პატარა საქმეების კეთება შეუძლიათ. აი, რომ გავიზრდები…“
– მჯერა, დღეს გაკვირდებოდი, როგორ ალაგებდი ეზოს, როგორ უვლიდი პატარა დაიკოს, შეშა რა ლამაზად დააწყვე. თანაც კარგად სწავლობ, ვფიქრობ, ათოსანიც კი ხარ.
გიორგი: მე შემიძლია, კარგად რომ ვისწავლო. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, მეადვილება. მაგრამ აქ არ გამომდის მეცადინეობა. არც ტელეფონი გვაქვს, არც კომპიუტერი. მე და ნინი გაკვეთილებს ვერ ვესწრებით. მინდა მალე გავიზარდო!
– შენი აზრით, დიდი როცა ხარ, კარგია?
გიორგი: ზუსტად ვიცი, რომ კი! დიდებს მუშაობა შეუძლიათ. მე კი მამა შეშის დაჩეხვის უფლებასაც არ მაძლევს. აი, რომ გავიზრდები, მექანიკოსი გამოვალ, მანქანებს შევაკეთებ, ჩემთვისაც ვიყიდი მანქანას! თან უბრალოს კი არა, BMW – ს!
„გავიზრდები და ჩემს დას BMW-თი გავასეირნებ ხოლმე. იქნებ მაშინ მაინც აღარ მეჩხუბოს!“
– გოგოებს გაასეირნებ ხოლმე?
გიორგი: არა! მხოლოდ ჩემს დას! ეს გოგოები, ყველა უცნაურები არიან. გამარჯობას ეტყვი, ან ყვავილს აჩუქებ, ისინი კი, ან ჩაგარტყავენ, ან თმაზე მოგქაჩავენ. ამიტომაც არ ვმეგობრობ მათთან.
ნინი (14 წლის): ხო, ჩემთანაც კი არ მეგობრობს. რა რთულია ამ პატარა ბავშვებთან ურთიერთობა!
„ხატვა მიყვარს. იქ შემიძლია დავხატო ჩემი სამყარო. იქ ყველა სახლი ლამაზია და საჭმელი ყველას აქვს“
– კარგი, პატარა ბიჭებზე აღარ ვისაუბროთ. მომიყევი, რაზე ოცნებობ?
ნინი: აქ რაც გადმოვედით, აღარ მაქვს სურვილები. ყველა ჩემი ოცნება, ქალაქში დარჩა. დედა სულ მეუბნება, რომ ეს დროებითია, რომ თავს გავიტანთ, მაგრამ, საშინელებაა, როცა გძინავს და წვიმის წვეთები გეცემა.
– შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?
ნინი: არც კი ვიცი. ყველაფერს შევცვლიდი დედას, მამისა და დის გარდა… გიორგის ხასიათსაც კი შევცვლიდი, ოღონდ არ უთხრათ, თორემ ეწყინება.
„ხანდახან ბავშვები ძალიან ბოროტები არიან, ისეთ რამეს გეტყვიან, რომ ტირილი გინდება. ბევრჯერ თითი გაუშვერიათ და უთქვამთ, რომ ღარიბი ვარ“
– კარგი, ერთი რამ მაინც დამისახელე, რაც გაგახარებდა.
ნინი: ხატვა მიყვარს. როცა ვხატავ, ჩემს სამყაროში ვარ. მინდა, რომ სახატავი მასალები ყოველთვის მქონდეს. და კიდევ ტელეფონზე ვოცნებობ!
– ხედავ, თურმე, ყველა ოცნება ქალაქში არ დაგრჩენია…
ნინი: ეს იმდენად არარეალურია, რომ ვერც ჩავთვლი ოცნებად. ისე ვთქვი. ვიცი, რომ არ ამიხდება.
– აი, ვნახოთ!
ნინი: არა, ჩემთვის არაფერი არ მინდა. ჯობია, სახურავის შეკეთებაში მოგვეხმაროთ. მორჩა, ბოდიში, უნდა გავიდე…
„ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა. დედამ გასულ წელს ხელი მოიტეხა. მე კი ძალა არ მყოფნის, რომ დედასავით კარგად გავრეცხო“
მადონა: იცით, ნინი ძალიან განიცდის, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ. ერთხელ, თანატოლებმა დასცინეს, იმის გამო, რომ სოციალური დახმარებით ვარსებობთ. ნუთუ ეს სასაცილოა? თითსაც იშვერდნენ, ამბობდნენ, რომ გიორგი მათი მამა არ არის. ამის შემდეგ ძალიან ჩაკეტილი გახდა და ყოველ წვრილმანზე ტირის. ბავშვები, ხანდახან, დაუნდობლები არიან. ჯერ ხომ ვერ ხვდებიან, რამხელა ტკივილის მიყენება შეიძლება სიტყვით.
– მადონა, რაზე გყოფნით სოციალური დახმარება? საერთოდ რით იკვებებიან ბავშვები?
მადონა: ვცდილობ, როცა დახმარებას ავიღებ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიყიდო. ბავშვები ისედაც ყველაფერს მოკლებულები არიან. წვნიანები, კარტოფილი, მაკარონი – ძალიან მოკრძალებული მენიუ გვაქვს. იცინონ, ვისაც ეცინება. მათთვის არ გვცალია, გადარჩენისთვის ვიბრძვით.
მაცივარი არ გვაქვს. დასანანია, მეუღლეს ამ სადილის ფულს იმხელა შრომის ფასად შოულობს, და ერთ ღამეში ფუჭდება ყველაფერი.
– მითხარით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
მადონა: აბსოლუტურად ყველაფერი. ნორმალური ჭურჭელი, ნორმალური კოვზიც კი არ გვაქვს სახლში! პროდუქტი, პამპერსი, ხარჯებს საერთოდ ვერ ვუმკლავდებით. ბავშვებს კი აუცილებლად სჭირდებათ კომპიუტერი, ან ტელეფონი, სასწავლო პროცესში ჩართვა რომ შეძლონ. ერთი წლის წინ, ხელი მოვიტეხე, და სარეცხის რეცხვა ჯოჯოხეთურ სატანჯველად მექცა. სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი – ჩვენთვის ეს ყველაფერი, მიუწვდომელი ფუფუნებაა. მაგრამ! უპირველეს ყოვლისა, მასალა გვჭირდება სახურავის შესაკეთებლად, ღრიჭოების და ხვრელების ამოსავსებად. ასეთ პირობებში, ზამთარს ვერ გადავიტანთ.
ეს საშინელი ხვრელები სანამ დაზამთრდება, რომ არ ამოივსოს, ეს ოჯახი შეიძლება სიცივისგან დაიხოცოს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის! შეიძლება უბრალოდ გაიყინონ!
გიორგი: ძალიან მინდა, ჩვენი სამეცადინო კუთხე რომ გვქონდეს, და, კომპიუტერიც, რა თქმა უნდა. კიდევ, პულტიანი მანქანა მჭირდება! გოგოებს კი კანფეტები უნდათ. განსაკუთრებით მარიამს, ძალიან უყვარს. მაგრამ, დიდი ხანია არ უჭამია..
„როცა ძალიან გცივა, შეგიძლია ქათამს ჩაეხუტო,
– მადონა, რას ეტყოდით მათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს?
მადონა: მე პირადად, თითქმის ყველა ისტორია მაქვს წაკითხული თქვენს გვერდზე, გული მისკდება, გარშემო ამდენ გაჭირვებას რომ ვხედავ… მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი: „ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! ყველა, ვინც მძიმე წუთს გაჭირვებულს მხარში ამოუდგა, ყველა, ვინცა პირჯვარს მაინც გადაიწერს და ლოცვას იტყვის, რომ წაიკითხავს… ესეც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს!“
***
ეს ოჯახი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სურათები ვერ გადმოსცემს, რამდენად აუტანელ პირობებში იზრდებიან პატარა მარიამი, 11 წლის გიორგი და 14 წლის მარიამი. სახლი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე ენგრევათ! და ამ ნაგებობის გათბობა შეუძლებელია! მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს უცოდველი ბავშვები ამ ზამთარს როგორ გადაიტანენ… ეს ხომ ჩვენზე და თქვენზე არის დამოკიდებული, მეგობრებო!
მათი დედა, მადონა, სასოწარკვეთილია, ოჯახს სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერი. ნებისმიერი სახის დახმარება გაუხარდებათ: პროდუქტი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, სრულიად უბრალო და ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ბავშვებს კი აუცილებლად სჭირდებათ კომპიუტერი, რათა სკოლის პროგრამას საბოლოოდ არ ჩამორჩნენ.
ასევე შეგიძლიათ ეს ოჯახი გაიცნოთ პირადად და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა საქარა.
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი, რათა მუმლაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მუმლაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!