ობოლი ბავშვების ახდელინი ოცნება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ბოლო წლების განმავლობაში, შვილო, ბედნიერი და გაღიმებული არ ვყოფილვარ. ეს შავებში ჩაცმული, შვილებმკვდარი ქალი გამაბედნიერეთ, სიცოცხლისა და არსებობის ხალისი შემმატეთ. ჩემი ერთადერთი ბედნიერი წერტილი, ჩემი შვილიშვილებია და ისინი რომ არიან ბედნიერები, ჩემთვის ეგ ყველაფერია. დღეს, ჩემს საფიცარ შვილიშვილებს, სხვა ბავშვებივით კარგი სათამაშოები აქვთ.“
„ვიცოდი და მჯეროდა, რომ კიდევ უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს და ისინი უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს. ჩემთვის, მათი არსებობა, სიცოცხლის გახანგძლივებას, ცხოვრებას და სიმშვიდეს ნიშნავს. მადლობა ყველას, მადლობა ადამიანობისთვის.“
– ქალბატონო სვეტლანა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
სვეტლანა: გავიღვიძე და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, იქ, სადაც უფრო მეტი სიმშვიდე, შესაძლებლობა და რაც მთავარია, დიდი სიკეთეა. ჩვენი სოციალური დახმარება 600 ლარია, აქედან ქირას ვიხდი და ჩემი ანდრიასთვის წამლებს ვყიდულობ, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვებს არ ეშიმშილათ და უფლის წყალობით, გამომდიოდა კიდეც. მაგრამ, სულ გული მიკვდებოდა, როცა სათამაშოებს, კარგ ტანსაცმელს, მობილურსა და სხვა ნივთებს მთხოვდნენ, მე კი, ამის ყიდვა არ შემეძლო. არ შემეძლო მათი ოცნების ახდენა. დღეს კი, როგორც ანდრია ამბობს, თოვლის ბაბუამ მათ ორი ახალი მობილური, „სკეიტბორდი“, ველოსიპედი და ძალიან ბერი ნივთი მოუტანა. დიახ, ანდრია მართალია, მას ერთი კი არა, უამრავი თოვლის ბაბუა ჰყავს და ერთობლივად აუხდინეს ოცნება.
ჩემთვის, ძალიან ძნელი იყო მათთვის ტკბილეულისა და ლამაზი ტანსაცმლის შეძენა. დღეს, ბაღში გამოპრანჭულები დადიან, სახლშიც სიხარულით მოიჩქარიან რადგან იციან, რომ ბევრი ტკბილეული აქვთ და შეუძლიათ გემრიელად მიირთვან. დედას, ჩემს შვილს, უყვებიან კეთილი ადამიანების შესახებ და მადლობას ეუბნებიან, იციან რომ დედა იქიდან ანგელოზივით ეხმარება.
„ახდენილი ოცნება და ახალი ველოსიპედები.“
– სვეტლანა, იქნებ მითხრათ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
სვეტლანა: ღმერთო, ნეტა იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ ყველა ადამიანის. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ისინი, სულ ვლოცულობ, რომ არაფერი გაუჭირდეთ, ჩემი ოჯახის, ჩემი ობოლი შვილიშვილების მადლი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ .
ყველა მახსოვს და ყველა ძვირფასია ჩემთვის. ნიკოლოზმა და თიკომ ბავშვებს მობილურები და ველოსიპედი უყიდეს. მე კი, საცხობი ღუმელი, ჩაის ფინჯნებისა და დანა-ჩანგლის ნაკრები. ამ ადამიანებმა ბავშებს ოცნება აუხდინე მე კი, საქმე შემიმსუბუქეს, მომცეს საშუალება, რომ გემრიელობები გამომეცხო შვილიშვილებს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ, ბატონმა გელამ და ბატონმა ზვიადმა პროდუქტი მოგვიტანეს, მრავალფეროვანი გახადეს ჩვენი მენიუ და გაგვახსენეს ბევრი ნანატრი გემო. ქალბატონმა მაიკომ „სკეიტბორდები“ აჩუქა ბიჭებს. დათომ კი, ოცნება აუსრულა და ველოსიპედები მოუტანა. ქალბატონმა ნანამ ლამაზი ტანსაცმელი, ტკბილეული და პულტიანი მანქანა გვაჩუქა. ბაღის მშობლებმა კი, ტანსაცმელი გვიყიდეს. უფალმა დალოცოს, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და შთამომავლობა დაულოცოს თითოეული მათგანს, ვინც დაგვეხმარა, ან უბრალოდ გულისტკივილი გამოხატა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, იცოდეთ, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მადლობელი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა შვილიშვილებმა გაიღიმეს.
“მათი საყვარელი ტკბილეული, უკვე ძალიან ბევრი აქვთ .“
– ძალიან გვიხარია, რომ ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს და ასევე სასიხარულოა, რომ მათ შეძლეს თქვენი დახმარება და გახარება. ახლა კი, მოგვიყევით ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, ან რაიმე სახის რეაგირება თუ მოჰყვა?
სვეტლანა: შვილო არანაირი, საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სიმართლე რომ გითხრათ, არც ველოდებოდი, ჩემი ცხოვრების ყველა მძიმე მომენტში, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს და მხოლოდ ისინი მეხმარებიან. სახელმწიფოსგან, მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებ, რომელიც დღევანდელ პირობებთან შედარებით, ნამდვილად მიზერულია .
„ბედნიერი ბებია და შვილიშვილები“
“უკვე შეუძლია, საკუთარი ნივთები კომოდშიც რომ ჩაალაგოს“
– სვეტლანა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის ?
სვეტლანა: შვილო, ჩვენ ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ, სადაც არასდროს გვქონია წესიერი ლოგინები, ავეჯი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა კი, ლამაზ და თბილ საწოლებში გვძინავს. სულ ხელით ვრეცხავდი სარეცხს, ცივ წყალში, ხელები გადატყავებული მქონდა. დღეს კი, როდესაც სარეცხი მანქანა არის ჩართული, არ მჯერა რომ ჩემია. დიდ ფერად ტელევიზორს ვუყურებთ და გვიხარია. გვიხარია, რომ ჩვენც ვიგებთ სიახლეებს ისე, როგორც ნორმალური ადამიანები .
ჩემთვის, როგორც ქალისთვის, შვილმკვდარი დედისა და მარტოხელა ბებიისთვის, ეს უანგარო სიკეთე, ცხოვრების გაგრძელებასა და ბედნიერებას ნიშნავს. ყველა თბილი სიტყვა, ყველა ნაჩუქარი ნივთი, პირადად ჩემთვის, უფლის საჩუქარია. მისი ყველაზე დიდი საჩუქარი კი, კეთილი ადამიანების არმიაა.
„არ მჯერა, რომ ეს სარეცხი მანქანა ჩემია“
„ჩვენთვის ეს ახალი სათამაშოც არის და საჭირო ნივთიც.“
– მინდა ანდრიას გავესაუბრო… ანდრია, იქნებ მითხრა, შენ რომელი საჩუქარი გაგიხარდა ყველაზე მეტად ?
ანდრია: მე, მე ტელეფონი ძალიან მომწონს. სულ მინდოდა, საკუთარი მობილური მქონოდა, რომელშიც ვითამაშებდი. ჩემმა ანგელოზმა დედიკომ, კეთილი ადამიანის დახმარებით გამომიგზავნა. ველოსიპედიც ძალიან მომწონს, ვისწავლე როგორ უნდა „ვიკატავო“ და დავდივარ ნელ-ნელა. ბებოს ეშინია, არაფერი ვიტკინო, მაგრამ მასაც ძალიან უხარია, რომ მე მომწონს. ტელეფონიც და ველოსიპედიც ძალიან მომეწონა, სხვებს რომ ჰქონდათ, მინდოდა და მეც მაქვს ახლა.
სვეტლანა: როდესაც ტელეფონები დაინახეს, გაგიჟდნენ სიხარულისგან, სიხარულის ცრემლები სდიოდათ და მეც ლამის ამატირეს. ველოსიპედი კი, მათი ოცნება იყო, ნამდვილი ოცნება და ისიც აქვთ უკვე. კიდევ და კიდევ მადლობა, ამ სიხარულისთვის, მადლობა, კეთილო ადამიანებო, ჩვენო მეგობრებო!
„ლამაზი, ფერადი ტელევიზორი უკვე ჩემია.“
– ქალბატონო სვეტლანა, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, იქნებ გვითხრათ და შევძლოთ თქვენი დახმარება.
სვეტლანა: შვილო, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სახლი, ქირას ემიგრანტების დახმარებით, ან კიდევ, წვალებით ვიხდით. მე და ჩემმა მეუღლემ, ყველაფერი ჩვენი შვილების მკურნალობისთვის გავყიდეთ და ასე აღმოვჩნდით ქუჩაში. სულ, სულ ვნატრობ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი ჭერი, სადაც ნამდვილად შეძლებენ მოსვენებას და ექნებათ განცდა, რომ მათია. ახლაც, ძილის წინ, სულ მეკითხებიან: „გვექნება ჩვენი სახლი?..“ ვპირდები, რომ ისევ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამ ოცნებასაც აუსრულებენ. ღმერთმა ქნას, ჩემი სიტყვები გამართლდეს და რეალობად იქცეს ეს ნატვრაც.
***
მეგობრებო, ძალიან კარგად იცით, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახლი და სიმშვიდე, ყველაზე მნიშვნელოვანია. გთხოვთ, კვლავ გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და ობოლ, მშობლების სითბოს მონატრებულ ბავშვებს, ავუსრულოთ სურვილი და ყველაზე დიდი ოცნება, ვეცადოთ გავუკეთოთ სიკეთე და ანგელოზი დედის სახელით, ერთი საკუთარი ოთახი ვაჩუქოთ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ.
ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში
ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ობოლაშვილების ოჯახი ).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით :
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/819-obolashvili/
თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება- მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ: ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ
მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!