ობლების წყენინებას ვერავინ გაბედავს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძლიერები უნდა ვიყოთ, ჩვენი წყენინება, აზრადაც რომ არ მოუვიდეს ვინმეს, – ამბობს რვა წლის მერი და თავის საჭიდაო ფორმას იცვამს. – ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან ხუმრობა არ შეიძლება!“
– ნუთუ ვინმემ შეიძლება ეცადოს ამისთანა მშვენიერი ბავშვების წყენინებას?
იესო (11 წლის): კი, როგორ არა. ახლახან, ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, შუა თითი გვაჩვენეს ბავშვებმა, მე და ჩემს მეგობარს. ალბათ, დედიკოს ეწყინება, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვცემე ისინი. ვასწავლე ჭკუა! იქ გოგოებიც იყვნენ! როგორ შეიძლება მათი თანდასწრებით ასე მოქცევა?
„არავის აქვს ბავშვების წყენინების უფლება. მერე რა, რომ გაჭირვებულ ოჯახში იზრდებიან?“
– ყველას სცემ, ვინც ცუდად იქცევა?
იესო: არა, ჯერ სიტყვებით ვუხსნი. მერე კი, თუ ისევ ისე აგრძელებენ, ცხვირ-პირს ვამტვრევ!
– რას ამბობ! შენს დასაც ასე იცავ, რამე რომ იყოს?
მერი (8 წლის): მე თვითონ დავიცავ, ვისაც გინდა! გგონია, ჭიდაობაზე ჩემი ძმების გამო დავიწყე სიარული? არა-ა-ა-ა! პირველმა მე მოვინდომე, მერე კი, ისინიც გამომყვნენ, შეეშინდათ, რომ ყველას ვცემ!
იოანე (13 წლის): მხოლოდ ერთ რამეში არის მართალი. მაგან პირველმა მოინდომა ჭიდაობაზე სიარული. მერე კი, დედამ სპორტზე ჩვენც შეგვიყვანა. მე რაგბზე მინდოდა სიარული მაგრამ, ძალიან ძვირია.
„მამიკო ცოცხალი რომ იყოს, ძალიან იამაყებდა ჩემით“
მერი: ნახე, მხოლოდ მე მაქვს სიგელები და ჯილდოები! მაგათ – არა. ეჰ, როგორ გაუხარდებოდა მამას, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
იესო: ეგ იმიტომ, რომ მე ფეხბურთზე მინდა სიარული. აი, ფეხბურთელი რომ გამოვალ, ნახავ! ყველა სიგელი ჩემი იქნება!
– ფეხბურთზე რატომ არ შეგიყვანეს?
იესო: იცი, რა ღირს? მილიონ ორასი ათასი! ჭიდაობა კი, ცოტა. მთლად ცოტა არა, მაგრამ ნაკლები!
ანზორი (9 წლის): მე კი, საერთოდ ჭადრაკზე მინდა! მაგრამ, ჭიდაობაზეც მინდა! აი, მამა ცოცხალი რომ იყოს, ჭადრაკზე აუცილებლად შემიყვანდა.
„ჭიდაობაზე სიარული, პირველმა მე მოვიფიქრე, ჩემი ძმები კი, გამომყვნენ. აქ, ყველაზე მაგარი მე ვარ!“
ეს კი, მერის დიპლომები და სიგელებია. „იმდენი მექნება, რომ კედლებზე ადგილი აღარ გვეყოფა“, – ამბობს მერი
– ანუ, მხოლოდ მერია თქვენში ერთადერთი ნამდვილი მოჭიდავე?
მერი: კი! და ჯგუფშიც ვჯობივარ ყველას! მხოლოდ ორი კვირა ვიარე, მერე კი, შეჯიბრი გვქონდა. მასწავლებელს ვუთხარი, რომ მეც მინდა ვცადო. და მეორე ადგილი ავიღე!
– მამა სად არის? რა დაემართა?
ნინო: ხუთი წლის წინ დავკარგე მეუღლე. ტყეში მუშაობდა, შეშას ჭრიდა და ხე დაეცა. 18 დღე კომაში იყო, მერე კი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა, ისე, რომ გონსაც არ მოსულა…
როგორ გვენატრება, როგორ გვიჭირს მის გარეშე… ბავშვები სულ მეკითხებიან: „მამიკოს მოეწონებოდა? გაუხარდებოდა? იამაყებდა ჩვენით?“ ისეთი კარგები მყვანან. კარგად სწავლობენ, სპორტზეც დადიან. კიდევ, ფეხბურთზე, რაგბზე და ჭადრაკზე უნდათ სიარული, მაგრამ, არ მაქვს ამ ყველაფრის საშუალება. სპორტულ შეკრებებზეც მხოლოდ ერთი ბავშვის გაშვებას ვახერხებ.
„მამიკო თუ გვხედავს, ალბათ, ამაყობს ჩვენით“
– რამდენს იხდით სპორტულ სექციაში?
ნინო: ჩვენი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა – 760 ლარი და მარჩენალდაკარგულების პენსია – 400 ლარი. ძიუდოზე ბავშვები უფასოდ დამყავს, ფორმებიც და შეკრებებიც უფასოდ გვაქვს. ასე რომ არ იყოს, ვერ ვატარებდი. ობლების პენსიის თანხას, მხოლოდ ბავშვების განვითარებაში ვხარჯავ. ვეუბნები: „ვითომ მამა იხდის.“ აი, ახლახან მთელი სკოლის ბავშვები ექსკურსიაზე წავიდნენ, მე კი ვერ გავუშვი ჩემი შვილები. 60 ლარი იყო გადასახდელი, მე კი არ მქონდა საშუალება. მშივრები დავრჩებოდით.
– მესმის თქვენი. რაში უნდა გეყოთ 760 ლარი?
ნინო: მხოლოდ ცხიმსა და მაკარონში. კომუნალურ გადასახადებზე. კიდევ კარგი, სოციალური სასადილოდან საჭმელი მოგვაქვს. ღმერთის წყალობით, ბინის ქირა არ გვაქვს გადასახდელი. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი ჯანმრთელობა მაქვს, ვცდილობ დღიურ სამუშაოზეც გავიდე. ხანდახან, 20-30 ლარს ვშოულობ დღეში. ხან ვინმეს ეზოს და ბაღს დავულაგებ, ხან ვენახში ვმუშაობ.
– ჯანმრთელობის რა პრობლემები გაქვთ?
ნინო: ფილტვებში წყალი მიდგება. რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე. ამბობენ, სიმსივნეაო. მაგრამ, ოპერაციის გაკეთებას არ მირჩევენ. იმ გამოკვლევებზეც ვერ მივდივარ, რაც დანიშნული მაქვს. მგზავრობისა და ექიმების ხარჯი, ჩვენისთანა ხალხისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა. ჩემი შვილებისთვის ელემენტარულ რამეებსაც კი ვერ ვყიდულობ. შეხედეთ, სად სძინავთ ბავშვებს…
ამ ორ საწოლზე როგორ ეტევიან დედა და ოთხი შვილი? წარმოგიდგენიათ?
ანზორი: საშინელებაა! ერთ საწოლზე გვძინავს. ერთი მხრიდან ზამბარები მერჭობა, მეორედან კი, ჩემი ძმა ფეხებს მირტყამს. მაჩუქეთ საწოლი! გთხოვთ!
მერი: მე არ მჭირდება საწოლი! მე მებრძოლი ვარ! შემიძლია ტკივილის მოთმენა. და კიდევ, მინდა მომღერალი გამოვიდე.
– შენი აზრით, უფრო კარგად რა გამოგდის, ჭიდაობა თუ სიმღერა?
მერი: ყველაფერი კარგად გამომდის, მე ხომ გოგო ვარ.
იოანე: გასაკვირია, მაგრამ გოგონები მართლა გვჯობიან ბიჭებს. ჩვენს ჯგუფში, ყველაზე კარგად ერთი გოგონა ჭიდაობს, კლასშიც, გოგო სწავლობს ყველაზე კარგად. ყველაზე ლამაზიც – გოგოა. მე ის მომწონს. აბა გაბედეთ, და სახელი უთხარით. (მუშტი მოუღერა ძმებს.)
„დედიკო ბევრს მუშაობს და ცუდად ხდება ხშირად. ყველანი უნდა მივეხმაროთ. ცივ წყალში რეცხვა კი, მისთვის ნამდვილად არ შეიძლება“
– ნინო, საწოლების გარდა, კიდევ რით შეუძლიათ ჩვენც მკითხველებს თქვენი და პატარა ობლების ცხოვრების შემსუბუქება?
ნინო: მადლობელი ვიქნები ყველანაირი დახმარებისთვის. სარეცხი მანქანის თხოვნას, ალბათ, ვერც გავბედავ. ასეთი ძვირადღირებული ნივთი არასდროს მქონია. მაგრამ, ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, რთულია, ბავშვები სისუფთავეში გყავდეს. კიდევ, ტელეფონი გვჭირდება, ერთი მაინც. და კიდევ, შეიძლება, ყველა ქართველს რომ მივმართო? ვიცი, უამრავი ადამიანი კითხულობს თქვენს პოსტებს.
მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ნინო ცდილობს, სახლში სისუფთავე რომ შეინარჩუნოს
– რა თქმა უნდა, აქ სწორედ ამიტომ მოვედით. თქვენი ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწვდინოთ!
ნინო: სიმართლე გითხრათ, დახმარების თხოვნა მერიდება. „კეთილისმსურველები“ მეუბნებოდნენ: „რატო უნდა შეირცხვინო თავი და გაიხადო მთელი ქვეყნის სამასხარაო?!“ იცით, რამდენჯერ ამიკრეფია თქვენი ნომერი და გამითიშავს?.. ნუთუ, მართლა ასეა? ნუთუ შვილებისთვის დახმარების თხოვნა მართლა სამარცხვინოა? ნუთუ ცუდი დედა ვარ, იმიტომ, რომ მინდა, კარგად აღვზარდო ისინი? ვითომ ასეა, საშუალება თუ არ გაქვს, სპორტზეც ნუ ატარებ? ამიტომაც, გადავწყვიტე. მგონი, თქვენი მკითხველები არ დამძრახავენ. უბრალოდ, მამის გარეშე, შვილების აღზრდა ძალიან რთულია, როდესაც მათ სწავლაც უნდათ და განვითარებაც.
***
ტვინში ჩამიჯდა ნინოს სიტყვები! წარმოგიდგენიათ, შეარცხვინო ოთხი ობლის მარტოხელა დედა იმისთვის, რომ დახმარების თხოვნა სურს, უნდა, ბავშვები ფეხზე რომ დააყენოს?! იმის გამო, რომ ბავშვებს უნდათ სწავლა და ვარჯიში, და მთელი დღე უსაქმოდ არ დახეტიალობენ?! ერთადერთი, რასაც ვეტყოდი ნინოს, არის მადლობა! ქედს ვიხრი მის წინაშე იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინელ პირობებში ცხოვრობენ, არ გააჩნიათ სახსრები და არავინ ეხმარებათ, ახერხებს შვილების აღზრდას. არა მხოლოდ ისე, რომ ნაჭამები არიან და საკმარისია. მისი ოცნებაა, გამოვიდნენ დიდებული ადამიანები და ასახელონ საქართველო!
ეს საოცარი ბავშვები, მთელმა საქართველომ უნდა გაიცნოს!
ეს არის მათი მისამართი: საგარეჯო, თამარ მეფის ქუჩა, ბინა 11. მოინახულეთ პირადად, გაიცანით ბავშვები. შესაძლოა, მომავალი ჩემპიონები გაიცნოთ! იამაყოთ იმით, რომ იცნობთ! ბავშვები ძალიან თბილები არიან, გიამბობენ თავიანთ ცხოვრებაზე, ვისთან მეგობრობენ და ვისთან ვერა.
ამჟამად ოჯახს სჭირდება საწოლები, სარეცხი მანქანა, პატარა მაცივარი და ტელეფონი. არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოხერხდება მათთვის სხვა სპორტული წრეების საფასურის გადახდა,(ფეხბურთი, რაგბი, ჭადრაკი) ან მათი იქ უფასოდ ჩაწერა. იქნებ, ეს სტატია სპორტსმენებმა, ან მწვრთნელებმა წაიკითხონ? იქნებ, დაინტერესდნენ? მხოლოდ ფილმებში ხომ არ ხდება ასე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაქარაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!