„ძალიან მწარე ყოფილა იმის ცქერა, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა შენი სხეული. მე ხომ ყველაფერს ვაცნობიერებ, ტვინი მუშაობს, ყველაფერი დანარჩენი კი – არა. ყოველდღე დავტირი საკუთარ თავს. მეჩხუბებიან, მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ იმედი არ უნდა დავკარგო… რის იმედი? ფეხები წამერთვა, ხელებიც, ახლა ხმასაც ვკარგავ. ხანდახან, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. მინდა, რომ ვინმეს რამე თვალებით ავუხსნა, მაგრამ ჩემი არავის ესმის. სწორედ ამას ჰქვია ჯოჯოხეთური ცხოვრება! მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 45 წლის. წელიწადნახევრის წინ ვმუშაობდი, სიცოცხლე მიხაროდა. ვოცნებობდი, ას წლამდე მეცხოვრა! იმის მერე კი, ჩემი დიაგნოზის, გაფანტული სკლეროზის შესახებ რაც შევიტყვე, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ.“
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
„ყოველდღე ვუყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა ჩემი სხეული.“ ლიას სჭირდება შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძალიან მწარე ყოფილა იმის ცქერა, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა შენი სხეული. მე ხომ ყველაფერს ვაცნობიერებ, ტვინი მუშაობს, ყველაფერი დანარჩენი კი – არა. ყოველდღე დავტირი საკუთარ თავს. მეჩხუბებიან, მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ იმედი არ უნდა დავკარგო… რის იმედი? ფეხები წამერთვა, ხელებიც, ახლა ხმასაც ვკარგავ. ხანდახან, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. მინდა, რომ ვინმეს რამე თვალებით ავუხსნა, მაგრამ ჩემი არავის ესმის. სწორედ ამას ჰქვია ჯოჯოხეთური ცხოვრება! მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 45 წლის. წელიწადნახევრის წინ ვმუშაობდი, სიცოცხლე მიხაროდა. ვოცნებობდი, ას წლამდე მეცხოვრა! იმის მერე კი, ჩემი დიაგნოზის, გაფანტული სკლეროზის შესახებ რაც შევიტყვე, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ.“
– ლია, ვიცი, რომ ლაპარაკი ძალიან გიჭირთ. შევეცდები, ზედმეტად არ დაგტვირთოთ. კითხვის დასმაც კი მიჭირს… წარმომიდგენია, რას გრძნობთ.
ლია: რას ვგრძნობ?.. არაფერს, ტკივილის გარდა… დავიღალე! ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ ხვალ ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებ. განადგურებული ვარ, მორალურადაც და ფიზიკურადაც… შემომხედეთ, რაღა დავრჩი… ვის რაში სჭირდება ასეთი სიცოცხლე?
„სულ ვტირი, ყველანაირი იმედი გადამეწურა“
– თუ შეგიძლიათ, აღწეროთ ის ტკივილი, რასაც გრძნობთ?
ლია: არც კი ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო. შიგნიდან მღრღნის. მეჩვენება, რომ თმის ღერებიც კი მტკივა. ღმერთმა ყველა ცოცხალ ადამიანს აშოროს ასეთი ტკივილი. ყველაფერი მტკივა, შიგნიდანაც და გარედანაც. მყესები, ყველა კუნთი და მთელი სხეული. რომ ვლაპარაკობ, მაშინაც არ ჩერდება ტკივილი. ყველაზე მეტად კი, ჩემი ფიქრები და განცდები „მტკივა“. ძალიან მიჭირს ყოველდღიურად ასე ცხოვრება. მენატრება ჩემი მეუღლე, ჩემი სიყვარული! ის რომ მყავდეს გვერდით, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა…
– როდის იჩინა თავი დაავადებამ? მდგომარეობა რის შემდეგ გაუარესდა?
ლია: ე-ეჰ… მეუღლის დაკარგვის შემდეგ, მეც გარდავიცვალე. ის ჩემთვის ყველაფერი იყო! ძალიან კარგი ადამიანი… მეგობრის სახლში გავიცანი, 16 წლის ვიყავი მაშინ… როგორც აღმოჩნდა, ადრეც მიცნობდა და მოვწონდი კიდეც. მალევე დავქორწინდით. წლები გადიოდა და სულ უფრო მეტად მიყვარდებოდა. მხიარული და უკონფლიქტო ადამიანი იყო. მაგრამ, 4 წლის წინ, წყეულმა კიბომ წამართვა მისი თავი. მას შემდეგ, ჩემი სული მარტოა. მგონი, მასთან ერთად, მთელი ჩემი ჯანმრთელობაც მიწაში ჩავდე.
“ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი ტკივილისგან”
– როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო, ლია?
ლია: ამას ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ, ალბათ, უფრო არსებობას ჰგავს… ამოსუნთქვაც კი ძალიან მიჭირს. შემწეობის თანხა საჭმელზე ძლივს მყოფნის. სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ჭამა და ყლაპვა. ვინ იცის, ალბათ მალე, ჩემი ორგანიზმი ამასაც ვეღარ შეძლებს… მერე, ყელში მილს ჩამიდგამენ და საჭმელს ცხვირიდან ჩამსახავენ.
“განა ამას სიცოცხლე ჰქვია, როდესაც ყოველდღე სიკვდილს ელოდები?”
– კარგია, რომ მოგვმართეთ, ლია. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის? როგორ შეგიმსუბუქოთ ყოფა?
ლია: არაფერი არ მინდა, არაფერი… ოღონდ ეს მუდმივი ტკივილი შეწყდეს. არაფერი მატერიალური აღარ მაინტერესებს, მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ ჯანმრთელი ვიყო, რამდენადაც შესაძლებელია. პირველ რიგში, კარგ სპეციალისტთან უნდა მივიდე. ვიცი, დამეხმარებით ამაში. მერე უნდა ვიმკურნალო.
– მესმის, რომ ჯანმრთელობა თქვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, ელემენტარული პირობები მაინც ხომ გჭირდებათ სახლში…
ლია: დიახ, ადამიანი ტელევიზორის გარეშე გაძლებს. მაგრამ, როდესაც საწოლს ხარ მიჯაჭვული, შენი ერთადერთი მეგობარი ტელევიზორი ხდება. და კიდევ, თუ შეიძლება ერთი ნორმალური საწოლი რომ გთხოვოთ, ადამიანურად რომ დავიძინო.
„ჯერ ფეხები წამერთვა, მერე ხელებიც, ნორმალურად ლაპარაკიც კი არ შემიძლია“
– ლია, ვხედავ, რომ ლაპარაკი ძალიან გიჭირთ… ბოლო შეკითხვას დაგისვამთ… რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ისევე გრძნობენ თავს, როგორც თქვენ… ვინც საშინელ ტკივილს ებრძვის, და ჰგონია, რომ ვეღარ გაუძლებს?
ლია: ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა ნახონ ცხოვრებაში რაღაც ხელჩასაჭიდი. ამ შემთხვევაში, ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ იყავით… არასოდეს დანებდეთ, იბრძოლეთ მანამ, სანამ შეგიძლიათ… რა იცით, იქნებ ერთხელაც სასწაული მოხდეს და გამოჩნდეს ვინმე, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდით და ფეხზე წამოგაყენებთ…
***
მეგობრებო, ალბათ, თქვენც გესმით, რომ ლიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა… ჩვენი მისია კი, ის არის, რომ მისი თავი საშინელ და მტანჯველ სიკვდილს ხელიდან გამოვტაცოთ! მას ყველაზე მეტად ექიმთან მისვლა და მკურნალობის დაწყება უნდა. ამ ქალის გულში გაჩნდა იმედის პატარა ნაპერწკალი, რომ რამდენიმე დღე მაინც შეძლებს ცხოვრებას ტკივილის გარეშე. მოდით, რამდენიმე წუთით გადავდოთ ყველა საქმე და ვილოცოთ მისთვის, ვევედროთ უფალს, ეს ახალგაზრდა ქალი ამ საშინელი ხვედრისგან იხსნას.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ლია. ასეთი ყურადღება მას დიდ მოტივაციას მისცემს. მისი მისამართია: თბილისი, გლდანი, წმინდა გიორგის დასახლება, ყაზბეგის ქ. 3 ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლია ციმაკურიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: