რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ… და ძალიან, ძალიან შიათ!..

calendar თებერვალი 15, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

მაკა: ძამიკოს სულ შია და იმიტომ. დედიკოს კი, მისთვის საჭმელი არ აქვს და ისიც ტირის. მე კი, არ მიყვარს ტირილი, თამაში მიყვარს. მაგრამ, სათამაშოები არ მაქვს. ხან ბალიშით ვთამაშობ, ხან თოჯინას ვაკეთებ ხის ნაფტისგან. სულ ვეხვეწები დედას, ერთი გაცვეთილი თოჯინა მაინც მიყიდოს, ის კი არ ყიდულობს და სულ ტირის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ… და ძალიან, ძალიან შიათ!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

“რა კარგია, რომ ჩემი ძამიკო ჯერ პატარაა. სათამაშოსავით არის, შიმშილისგან როდესაც არ ტირის, ისეთი საყვარელია!”

„სახლში სკამიც კი არ არის. ყველაფერი ნაგავსაყრელზეა ნაპოვნი“

„მაპატიეთ, მინდა კარგი დედა ვიყო, მაგრამ არ გამომდის“

         მაკა (8 წლის): ჩემი დედიკო ხშირად ტირის! ჩემს ძამიკოზე უფრო ხშირად. ორივე მტირალები არიან!
         – და რატომ ტირიან?
         მაკა: ძამიკოს სულ შია და იმიტომ. დედიკოს კი, მისთვის საჭმელი არ აქვს და ისიც ტირის. მე კი, არ მიყვარს ტირილი, თამაში მიყვარს. მაგრამ, სათამაშოები არ მაქვს. ხან ბალიშით ვთამაშობ, ხან თოჯინას ვაკეთებ ხის ნაფტისგან. სულ ვეხვეწები დედას, ერთი გაცვეთილი თოჯინა მაინც მიყიდოს, ის კი არ ყიდულობს და სულ ტირის.
         – როგორ ფიქრობ, რატომ არ ყიდულობს დედა თოჯინას?
         მაკა: არასდროს არაფერს ყიდულობს მაკარონის და ფქვილის გარდა… კანფეტებსაც კი… არც მანდარინს. ვიცი, ფული რომ არ აქვს.
        – შენ რას იყიდიდი, ფული რომ გქონდეს? 
        მაკა: პირველ რიგში, დედიკოს ბევრ ფულს ვუყიდიდი, კანფეტები რომ გვიყიდოს, კიდევ პამპერსი ჩემი ძამიკოსთვის და მანქანა, და ბევრი საჭმელი. ყველგან „საჭმელები“ რომ ელაგოს.
        – და შენთვის?
        მაკა: მარის, ლიზის და ანასტასიას! ასე ნუ მიყურებ! ცოცხალ, ნამდვილ გოგონებს კი არ ვყიდულობ. თოჯინებზე ვამბობ. მეგობრები მეყოლებოდა სახლში! ვუმღერებდი ხოლმე! დედიკოს ჰკითხე, კიდევ რა გვჭირდება!

„სახლიდან რომ გავდივარ, ავადმყოფ პაპას ვუტოვებ ბავშვებს, თუ პირიქით, არც ვიცი“

         – ნაზი, გვითხარით, რა იმედებით მიმართეთ ჩვენს ფონდს?
         ნაზი: ეს იმედი არ იყო. გამოწერილი მაქვს თქვენი გვერდი და ვხედავ, როგორ შეგიძლიათ დახმარება. ხანდახან მგონია, რომ  მთელი საქართველო გიდგათ მხარში. ჩვენს რაიონშიც დაეხმარეთ ერთ ოჯახს. უბრალოდ ახლა, მართლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადავრჩები. ნიკოლოზი რომ წამოიზრდება და ბაღში ვატარებ, მუშაობას შევძლებ. არანაირ ფიზიკურ შრომას არ ვთაკილობ, დავალაგებ, დავრეცხავ, დავხეხავ… ოღონდ ბავშვებს რამე მაინც ვუყიდო, პურის გარდა. ახლა კი, მათ სულ თვალს ვერ მოაშორებ, მამაც ავად არის და სულ წევს. ეზოშიც კი ვერ გადის. პროდუქტის საყიდლად თუ მჭირდება გასვლა, ბავშვებს ვთხოვ ხოლმე, პაპას რომ მიმიხედონ, მას კი, ბავშვებს რომ მიხედოს…

„შეხედეთ, სად გვძინავს… პირდაპირ ცივ იატაკზე გვაქვს ლეიბები გაშლილი“

       – ნაზი, საერთოდ არ გყავთ ნათესავები, ან ახლობლები, ვინც ამოგიდგებოდათ მხარში?
       ნაზი: არავინ მყავს ავადმყოფი მამის გარდა. ბავშვობიდანვე მძიმეა ჩემი ცხოვრება. პატარა ვიყავი, დედამ რომ მიმატოვა და სხვა კაცთან წავიდა. ადრე ძალიან განაწყენებული ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ უბრალოდ მამაჩემის ხასიათი ვერ აიტანა. ის ხომ, სულ სვამდა და ძალადობდა. მე დედამისთან დამტოვა, თვითონ კი წავიდა. მახსოვს, საღამოობით როგორ ვიდექი ფანჯარასთან და ველოდებოდი დედას… ის კი არ მოდიოდა. ასე ვცხოვრობდი, ბებოსთან. მამაც არ მოდიოდა ჩემს სანახავად, ახლახან მოვიდა, დაავადებული და დაუძლურებული. მითხრა, რომ სხვაგან არსად აქვს წასასვლელი და მივიღე. აბა, რა მექნა? მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მატკინა გული, შევიფარე და ვუვლი. ხანდახან, იმდენად შეუძლოდ არის, რომ საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. ბავშვებსაც კი ვერ ვუტოვებ.

„მაკას ძალიან უყვარს პაპა, მეც მიხარია, რომ დაბრუნდა… ყველაფერი ვაპატიე“

         – ძალიან დიდსულოვანი ადამიანი ხართ! ყველა ასე ვერ მოიქცეოდა. საკვების საყიდლად ძლივს გყოფნით ფული, თქვენ კი, მამაც შეიფარეთ, რომლისგანაც, თქვენი თქმით, კარგი არაფერი გახსოვთ, გულის ტკენის გარდა! თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართ! 
       ნაზი: ყველა ასე მოიქცეოდა. სხვაგვარად არ შემეძლო. შეხედეთ, პატარებს როგორ უყვართ. არ შორდებიან. მანაც, ალბათ, გაიაზრა თავისი შეცდომები. რა თქმა უნდა, შემწეობის თანხა საკვებზეც არ გვყოფნის, მაგრამ თავი როგორღაც გაგვაქვს. უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა და კიდევ კარგი, საჭმელს არ იწუნებენ. ყველაფერს ჭამენ, რაც არის. ხორცეულსა და რძის ნაწარმს შორიდან ვუვლი გვერდს. ტკბილეულსა და ხილზე ხმას აღარ ვიღებ. ყოველ თეთრს ვუფრთხილდებით და ეს ბავშვებმაც იციან. სათამაშოებიც კი არ აქვთ. მაკას ესმის, ნიკოლოზს კი, ვერაფერს აუხსნი… მასაც უნდა, სხვა ბიჭებივით მანქანები რომ ჰქონდეს და ტირის. იძულებული ვარ გადავატანინო ყურადღება. მაგრამ, განა ეს ბავშვობაა, როდესაც სათამაშოც კი არ გაქვს.
        – გვითხარით, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
        ნაზი: უპირველეს ყოვლისა, საკვები გვჭირდება, პამპერსი და საწოლები ბავშვებისთვის. ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ მეშინია, რომ დაავადმყოფდებიან ასეთ პირობებში. კიდევ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვჭირდება. სულ ეს არის. სხვა არაფერზე ვოცნებობთ. ისეთ ძვირადღირებულ ნივთებზე, როგორიცაა სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, ხმასაც ვერ ამოვიღებ. ხომ გესმით.

სახლში ერთი მთელი ფანჯარაც არ არის, ყველას ცელოფანი აქვს აკრული

        – მაკა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და ალბათ, ბევრ რამეზე ოცნებობ. აბა, მითხარი, ყველაზე მეტად რას ისურვებდი?
        მაკა: მხოლოდ ჩემთვის? დედიკოსთვის და ძამიკოსთვის, არა? მაცადეთ, მოვიფიქრო… უბედნიერესი ვიქნებოდი, ტელეფონი რომ მქონდეს. სახლში ტელეფონი საერთოდ არ გვაქვს და დედა მეზობელს სთხოვს, სადმე დარეკვა რომ უნდა. აი, მე რომ ტელეფონი მქონდეს, დედიკოსაც ვათხოვებდი და ძამიკოსაც. კიდევ. მიკროფონი და საყურისები მინდა. ოჰ, რამდენ სიმღერას ვიმღერებდი!
         – ვფიქრობ, თოჯინები აუცილებლად უნდა გქონდეს! 
        მაკა: უკვე ვიცი, რა სახელებს დავარქმევ! ერთს, ყველაზე ლამაზს ერქმევა მარი, მეორეს ლიზი, მესამეს კი – ანასტასია. უკვე წარმომიდგენია, როგორ ვითამაშებ. ღუმელთან დავსვამ, რომ არ შესცივდეთ და ვუმღერებ. როგორც კონცერტზე. ისინი კი, მეტყვიან ხოლმე: „ყოჩაღ! ბრავო!“ – „ვითომ-ვითომ“, ხომ ხვდები? მართალი გითხრა, არ მჯერა, რომ ოდესმე მექნება თოჯინები და ტელეფონი. ბევრჯერ ჩავიფიქრე სურვილი, მაგრამ არ ამიხდა. შენი აზრით, ახლა ამიხდება?
         – დარწმუნებული ვარ! 
         მაკა: კარგი, მაშინ ჩემი ძამიკოსთვისაც გთხოვ, მან ხომ, ჯერ ლაპარაკი არ იცის. თორემ გეტყოდა, რომ შოკოლადი უნდა და მანქანა! ჩვენი სახლი შოკოლადისგან რომ იყოს, ერთ დღეში შეჭამდა!
          – და შენ რომელი საჭმელი გიყვარს?
          მაკა: მეც შოკოლადი მიყვარს, მაგრამ ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალი არის!
* * *
        მაკას სიკეთის არ სწამს, არ სჯერა, რომ შეიძლება ვინმემ რაღაცა აჩუქოს ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგი გოგოა. მისთვის არავის არაფერი უჩუქებია არასდროს, არც საახალწლოდ, არც დაბადების დღეზე. თქვით, მეგობრებო, ნუთუ, ასე უნდა იცხოვრონ ბავშვებმა?
        დედას, ნაზის და მის შვილებს ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. ყველაზე მეტად სჭირდებათ საწოლები და თბილი ტანსაცმელი. ასევე პროდუქტი, პამპერსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯალიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270
განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

შოკოლადის კანფეტებს ვჭამთ და გლოცავთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

შოკოლადის გემო აქვს ჩვენს ახალ ცხოვრებას!

 – მე და ბაბუს ტელევიზორში ახალი ამბების ყურება გვიყვარს  – ჭიკჭიკებს რვა წლის მაკუნა. – ბაბუ „ტელევიზორის ახალი ამბების“ მერე, ნერვიულობას რომ იწყებს, მე იუთუბს ვურთავ ახალ ტელევიზორში. კინოებს და „მუსიკებს“ უყუროს, ჯობია. და საერთოდაც, ბევრად უფრო მაგარი და მხიარული ამბები ხდება ჩვენს სახლში, ვიდრე ტელევიზორში.

 ბევრი „შოკოლადები და ტანსაცმელები“ გვაქვს, ეს ერთი! ახლა, იმისთანა პლანშეტი მაქვს, ყველა ბავშვს რომ უნდა და მეხვეწებიან: „გვათხოვე, მაკა!“ კარგი მაგიდა და სკამები გვაქვს, ძველი ტაბურეტების ნაცვლად. ხომ კარგად ზიხარ, მოგწონს ახალი სკამი? წამოდი, ახლა ტახტზე დავსხდეთ, იქ კიდევ უფრო მაგარია!

 დედიკო ნაზის თქმით, მაკა სიხარულისგან ტიროდა, ფონდის მკითხველებისგან საჩუქრები რომ მიუტანეს. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან, ამ ქვეყნად ყველა უყვართ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ტანჯვისგან და ცრემლისგან იხსენით კიდევ ერთი ქართული ოჯახი!

„ჩემს ყველა მეგობარს ჩემნაირი პლანშეტი უნდა! მეუბნებიან: „რა ბედი გქონია!“

 მაკა (8 წლის): აი, ასე წამოგორდები ტახტზე, ხელებს დაიდებ თავქვეშ და ძალიან მაგარია. მიდი, შენც სცადე!

 – ოჰ, რა კარგია! მაკუშ, აბა, ჩამიტარე მასტერ-კლასი, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ტკბილად დაიძინო ახალ საწოლზე?  ცოტას მაინც არ ხტუნაობ ხოლმე?

 მაკა: არა-ა! რას ამბობ?! ფრთხილად უნდა დაწვე და ადგე, დიდხანს რომ გამოგადგეს. ადამიანებმა ჩვენთვის ფული შეაგროვეს და გვიყიდეს, მე როგორ გავაფუჭო?! ისეთი რბილი და გემრიელია, ისე კარგად „მაძინებს“ ხოლმე. დედიკოსაც და ნიკუშასაც კარგად აძინებს, აქ გვძინავს, სამივეს ერთად.

„ჩვენი ახალი საწოლი ისეთი კარგია, ისე ტკბილად „გვაძინებს“ ხოლმე!“

 სანამ დავიძინებთ, მე, დედიკო, ბაბუ და ნიკუშა, აქ, ყველანი ერთად ვუყურებთ ტელევიზორს. ვიცი, ვის რა მოსწონს: დედას კომედია ან სასიყვარულო, ნიკუშას მულტფილმები, მე და ბაბუს კი – ახალი ამბები.

 – უყურე ერთი! გინდა ყველაფერი იცოდე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში? 

 მაკა: მართალი გითხრა, თავს აგატკიებს ეს ახალი ამბები. ბავშვებს იტაცებენ, პენსიები არ იზრდება… ბაბუ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი გაჭირვებული. ჩვენც გაჭირვებულები ვიყავით, სანამ თქვენ მოხვიდოდით.

 – და რა ეშველება ამ გაჭირვებას, მაკუშ?

 მაკა: ყველა უნდა დაეხმაროს ერთმანეთს!

„ჩვენი ძველი ტელევიზორი „ინტერნეტთან არ მეგობრობდა“, აჩვენებდა, როდესაც თვითონ უნდოდა, ახალს კი, იუთუბი აქვს!“

 – ბევრი ადამიანი გესტუმრათ?

 მაკა: ზოგს შევხვდი და ველაპარაკე კიდეც. მაგრამ, კიდევ ხომ, ძალიან ბევრნი არიან! ვინც ვერ ვნახეთ, მაგრამ ეს საჩუქრები გამოგვიგზავნეს. ჩემი პლანშეტი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტახტი, ტელევიზორი, „შოკოლადები“, „საჭმელები“…

„ახალი „დასასვენებლი“ ტახტი გვაქვს კიდევ.“

 ნაზი: როგორც კი ფონდის პროექტი დაიწყო, მკითხველები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი, ტანსაცმელი. ადამიანს მაშინვე გულში იმედი გიჩნდება და ცხოვრებაც ისე უხალისოდ აღარ გეჩვენება.

„აბა, რა დაგვრჩა კიდევ აქ გემრიელი?“

 ფონდის დამსახურებით, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა გავიცანი, რომელიც სიღნაღის რაიონში ცხოვრობს. ორჯერ გვესტუმრა. მაკუშას ახალი ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები აჩუქა, საოჯახო ნივთებითაც მოგვამარაგა. ასევე დამამახსოვრდა მირიანი სიღნაღიდან. ძალიან გულთბილი და კეთილი ადამიანი, ისეთი რამეები ჩამოგვიტანა, რაც ძალიან გვჭირდებოდა: კარტოფილი, მაკარონი, ზეთი… ორი მკითხველი ქალბატონი (თბილისიდან და გურჯაანიდან) დაგვეხმარა ტანსაცმლითა და პროდუქტით: ლობიო, ბრინჯი, ხახვი, კარტოფილი…

 ბავშვებზე არანაკლებ, მამაჩემი იყო გახარებული, ლოცავდა მკითხველებს. მეუბნებოდა: „ნუ გეშინია, ნაზიბროლა, უფალი არ მიგვატოვებს. ღმერთი გვიგზავნის ამ ადამიანებს. მან ასე ინება.“

 მეც ასე ვფიქრობ. უფალი აძლევს ამ საოცარ ადამიანებს ძალასა და შესაძლებლობას დაეხმარონ ჩვენისთანა შეჭირვებულებს. მიხარია, რომ საქართველოში ბევრია ასეთი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრებაც მარტივი არ არის, ბევრი მზადაა შეჭირვებულებს გაუზიაროს, რაც გააჩნია! თქვენს მკითხველებსაც ნამდვილად შესწევთ უნარი, გაიზიარონ სხვის ბედნიერება. აი, ზუსტად ვიცი, ახლა, მათ ჩვენზე რომ უამბობთ, გაუხარდებათ, ესიამოვნებათ, რომ სასიკეთოდ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება.

„გარეთ მზე ანათებს, ჩვენს სახლში კი – შოკოლადის წვიმა მოვიდა!“

 კინაღამ დამავიწყდა, ამანათებიც კი გამოგვიგზავნეს: თბილისიდან ტანსაცმელი, წნორიდან ლოგინის თეთრეული. საბნები, ლეიბები, ბალიშები საყიდელი აღარ მაქვს, ამ ნივთებითაც მოგვამარაგეს.

 მაკა: ჩემს ძამიკოს პამპერსი აჩუქეს. ეს ძალიან კარგია. ხომ არ დაასველებს ჩვენს ახალ ლოგინს?! წამლებიც გვაჩუქეს, მაგრამ ამ საჩუქარს, მხოლოდ მაშინ თუ გამოვიყენებ, როდესაც ავად ვიქნები.

„პამპერსი მაცვია, ამიტომაც არაფერს დავასველებ.“

 ნაზი: ახლა, საკუთარი აფთიაქიც გვაქვს, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

 – ღმერთმა ქნას, არასდროს დაგჭირდეს, მაკუშ. სხვა საჩუქრებით დატკბი და ჯანმრთელად იყავი.

 მაკა: ჩემს მეგობრებს, ბიჭებს, ყველას ჩემნაირი პლანშეტი უნდათ. მეუბნებიან: „რა ბედი გქონია. აუ, მათხოვებ?“ ვაძლევ, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით, თან ისე, რომ თვალს არ ვაშორებ!

 –  მაკუშ, გინდა, ჩვენს მკითხველებს რამე გადავცეთ შენგან? 

 მაკა: მოიცა, ჯერ არ დაწერო, მოვიფიქრებ! (ერთ-ორ წუთში წერის ნებართვას მაძლევს.) უთხარი, რომ მე, ნიკუშას, ბაბუას და დედიკოს, ყველაფერი, „სუყველაფერი“ ძალიან მოგვეწონა! ძალიან დიდი მადლობა! ღმერთმა დაგიფაროთ სიღარიბისგან და ავადმყოფობისგან. ჩემი ახალი ბარბის თოჯინები და ჩემი ლურჯი სპილო კი, მოკითხვას გითვლიან!

 ნიკუშამ ჯერ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ბევრ შოკოლადის კანფეტს შეჭამს თქვენს სახელზე!

„ყველა მკითხველს დიდი გული ჩემგან!“


„ჩემი ახალი მეგობარი ლეკვიც მოკითხვას გითვლით!“

 – ყოჩაღ, რა კარგად თქვი, ნამდვილი კახელი თამადასავით!

 ნაზი: ძალიან დიდი მადლობა! ბარაქა, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

 – ნაზი, ადგილობრივმა მთავრობამ თუ შემოგთავაზათ თქვენი პრობლემების გადაჭრაში რაიმე დახმარება?

 ნაზი: რამე სიახლე რომ ყოფილიყო, ნამდვილად გეტყოდით. მაგრამ, არაფერია ახალი.

 მაკა: მეც გეტყოდით, მე ყველაფერი ვიცი ჩვენს სახლზე.

 – კარგი, საყვარელო პატარა ტლიკინა, რადგან ყველაფერი იცი, მაშინ შენ გვითხარი, კიდევ რა არის მოსაწესრიგებელი თქვენს სახლში და რა პრობლემები გაქვთ დარჩენილი?

 მაკა: გეტყვი. იცი, ჩვენს სახლში შუქი მხოლოდ ერთ ოთახში ინთება, საძინებელში. გვიანობამდე ჩვენთან თუ დარჩები, კარგად ვეღარ დავინახავთ ერთმანეთს. სიბნელეში კი, შეიძლება ჩემიც კი შეგეშინდეს.

 ნაზი: მეორე ოთახში, შუქი მხოლოდ ქუჩიდან შემოდის. ჩვენს სახლში გაყვანილობა ძალიან ძველია. არ ვხმარობ, ხანძარი რომ არ გავაჩინო. ერთადერთი ჩამრთველი გვაქვს და იქაც გამანაწილებელს ვაერთებ. სანტექნიკაც მოსაწესრიგებელია, სარეცხი მანქანა ვერ ჩავრთეთ. ღარიბებს ხომ, პრობლემები არ გველევა. მაგრამ, ამ ყველაფერს თავს არ მოგახვევთ, ჩემო ძვირფასებო, ისედაც ძალიან დამეხმარეთ,…

„ჯერჯერობით ვტკბები მხოლოდ სარეცხი მანქანის ცქერით, ვერ ვამონტაჟებთ. თან, სანტექნიკაც მოსაწესრიგებელია ჩვენს სახლში“

 ***

 მეგობრებო, ვიცით, რომ ნამდვილად გაგიხარდათ შესანიშნავი სიახლეები ჯალიაშვილების ოჯახის ცხოვრებაში და დარჩენილი პრობლემებიც ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ. ამ ოჯახისთვის, სადაც ორი პატარა იზრდება და ბაბუა ავადმყოფობს, ძალიან რთულია უწყლოდ და უშუქოდ ცხოვრება. მაკუნას მხიარული ნაამბობის მიღმა, ნამდვილად ყველაფერს დაინახავდით.

 მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენი გულები ყველაფერს ხედავენ!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯალიაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 23
ავეჯი
1600.00₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
267.42₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
970.00₾
2023 მაი 04
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1805.00₾
2023 ივნ 20
გაზქურა
580.00₾

სულ ხარჯები:

5222.42₾

დარჩა:

0.26₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ირაკლი ბეჟანიშვილი
17.05.2023 20:00:00
₾5.00
'მარიამი მოდებაძე
17.05.2023 20:00:00
₾10.00
'ლელა ქურციკიძე
17.05.2023 20:00:00
₾30.00
ჯოლბორდი თამარ
16.05.2023 20:00:00
₾10.00
'ირაკლი დავითაძე
16.05.2023 20:00:00
₾5.00
'თამარ კალაძე
16.05.2023 20:00:00
₾20.00
'საბა შაინიძე
16.05.2023 20:00:00
₾1.00
'მარი მელიქიშვილი
16.05.2023 20:00:00
₾5.00
გალდავაძე ლაშა
15.05.2023 20:00:00
₾8.00
ტერმინალი
15.05.2023 20:00:00
₾60.00
მამედოვა ხურამან
15.05.2023 20:00:00
₾75.00
გიორგი შალამბერიძე
14.05.2023 20:00:00
₾5.00
'ბექა მამისაშვილი
14.05.2023 20:00:00
₾10.00
'სოფიკო კოპაძე
14.05.2023 20:00:00
₾10.00
'მიხეილი ხაბურზანია
14.05.2023 20:00:00
₾4.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
14.05.2023 20:00:00
₾1.65
'თამარ ფცქიალაძე
13.05.2023 20:00:00
₾1.00
'ლევანი ოდიკაძე
13.05.2023 20:00:00
₾20.00
ნოზაძე ნიკა
12.05.2023 20:00:00
₾20.00
ნარიმანიძე ელგუჯა
12.05.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,222.68

376 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,222.68

376 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება