რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
უკუნეთ სიბნელეშია. 89 წლის კლარა თვალებს ვერ ახელს. ხის მაგიდასთან ზის და ელოდება, იქნებ შემოვიდეს ვინმე, საწოლზე გადაჯდომაში რომ მიეხმაროს. ამ სიბნელეში დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ვერ პოულობს საწოლს, რომელიც ახლოს უდგას. ვერ ხვდება, როგორ მივიდეს იქამდე. იკარგება. ზის და ელოდება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027089 წლის არის და სრულიად მარტოა, უკუნეთ სიბნელეში! ღმერთო, ჩვენს გულებში შენი ანგელოზები შეუშვი, გულგრილნი რომ არ დავრჩეთ ამ საშინელი ადამიანური ტკივილის მიმართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
უკუნეთ სიბნელეშია. 89 წლის კლარა თვალებს ვერ ახელს. ხის მაგიდასთან ზის და ელოდება, იქნებ შემოვიდეს ვინმე, საწოლზე გადაჯდომაში რომ მიეხმაროს. ამ სიბნელეში დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ვერ პოულობს საწოლს, რომელიც ახლოს უდგას. ვერ ხვდება, როგორ მივიდეს იქამდე. იკარგება. ზის და ელოდება.
კლარა: ახალგაზრდობაში, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებო, გამეცინებოდა. ხუმრობით მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ სამუშაო ადგილზე მოვკვდები. სკოლა ოქროს მედალით დავამთავრე. უნივერსიტეტშიც ვისწავლე, ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული. ეკონომიკა და სამართალი. კიდევ, დაუსწრებლად დავამთავრე მოსკოვის უნივერსიტეტში „ხე-ტყის ტექნიკისა და ტექნოლოგიების“ ფაკულტეტი. სამსახურშიც ძალიან მაფასებდნენ. ჩვეულებრივი ბუღალტრიდან, მთავარი ეკონომისტის თანამდებობას მივაღწიე. ჩემი სამსახური ისე მიყვარდა, შემეძლო სულ მემუშავა. ამიტომაც მეხუმრებოდნენ ხოლმე, რომ სამუშაო ადგილზე უნდა მოვკვდე.
„ხანდახან მგონია, რომ უკვე მკვდარი ვარ“
– ამის გამო ვერ შექმენით ოჯახი?
კლარა: მყავდა ოჯახი. ჩემი მეუღლეც სამსახურში გავიცანი. ჩემსავით მშრომელი ადამიანი იყო. სხვაგვარად ჩემთან ერთად ვერ იცხოვრებდა.
– ესე იგი, სამსახურეობრივი რომანი გქონდათ?
კლარა: კი, ნამდვილად. ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. მე 27 წლის ვიყავი, ის 37-ის. ვმეგობრობდით, მერე კი მივხვდით, რომ სამსახურის მერეც არ გვსურდა დაშორება. ერთად დავდიოდით ოპერაში, ვსეირნობდით, მერე დაქორწინება გადავწყვიტეთ. მეგონა შვილები მეყოლებოდა და სახლში დავჯდებოდი. მეყო, რაც ვიმუშავე. მაგრამ, დედობა არ მეწერა…
– რა დასანანია, როდესაც უნაყოფოდ რჩება ამხელა სიყვარული…
კლარა: კი, ამან გაგვანადგურა. 15-ჯერ ვიყავი ორსულად. მაგრამ ჩემი ორგანიზმი ნაყოფს უცხო სხეულად აღიქვამდა. გონებას ვკარგავდი, მუცელი მეშლებოდა და აბორტებს მიკეთებდნენ. ამან გამანადგურა. 15-ჯერ დავკარგე შვილი. ქალი ხართ და გამიგებთ. ასე დავრჩით უშვილოდ. ისევ სამსახურს მივუძღვენი მთელი ჩემი დრო. 25 წლის წინ კი, ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. მას შემდეგ მარტო ვარ.
„ვერ ვხედავ ვინ არის გამოსახული, მაგრამ ვგრძნობ სითბოს და სიყვარულს, რომელსაც ეს სურათი ასხივებს“
– ახლობელი არავინ დაგრჩათ?
კლარა: ხუთნი ვმეგობრობდით ბავშვობიდან. ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით ხოლმე, ახლა კი, ისინიც იმ ქვეყნად არიან წასულები. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, მეც იქ ვარ?.. როდესაც გარშემო ვერავის ვხედავ, მგონია ხოლმე, რომ უკვე მკვდარი ვარ.
– როდის და რატომ დაკარგეთ მხედველობა? ახალგაზრდობაშიც გქონდათ პრობლემები?
კლარა: 2016 წელს მხედველობა დამიქვეითდა. დიაგნოზი დამისვეს – გლაუკომა. მითხრეს, რომ საშიში არ არის და ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა. მაგრამ, ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მხედველობა საერთოდ დავკარგე. ძალიან განვიცდი, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ. ღმერთს ვევედრები, ტანჯვის გარეშე წამიყვანოს… მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ ცოცხალი ვარ. საშინელი პერიოდები მაქვს გადატანილი. სანამ სიბრმავეს მიეჩვევი, ვერ ხვდები ცხადში ხდება ყველაფერი, თუ სიზმარში. ჰალუცინაციებიც მქონია. ვტიროდი, ვკიოდი, ვიღაცას ვეძახდი… ახლა, უკვე შევეგუე ამ ყველაფერს. 89 წლის ვარ, არ მაქვს დარჩენილი დიდი ხნის სიცოცხლე.
„ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი, მხატვრები ჩემს პორტრეტებს ხატავდნენ“
– გეხმარებათ ვინმე?
კლარა: ტაძრიდან დედაოები მოდიან, „კარიტასის“ შინ მოვლის პროგრამით. დილაობით მეხმარებიან, ადგომასა და საპირფარეშოში გასვლაში, მაგიდაზე მილაგებენ საკვებს და საჭირო მედიკამენტებს. თმას ლამაზად გამიკეთებენ ხოლმე, ფრჩხილებზე ლაქს მისვამენ… ახალგაზრდობაში ხომ, სულ ვიპრანჭებოდი! მხატვრები ჩემს პორტრეტებსაც კი ხატავდნენ. მერე, მაგიდასთან დამსვამენ ხოლმე და მიდიან. ასე ვზივარ საღამომდე. ღმერთმა ნუ ქნას საპირფარეშოში მომინდეს, ვერ ვიგებ, საით უნდა წავიდე. ხან თავს მივარტყამ, ხან ფეხს წამოვკრავ რამეს.
– გინდათ, ოპერაში წაგიყვანოთ და თქვენი საყვარელი არიები მოგასმენინოთ?
კლარა: არა, რას ამბობთ?! გარეთ მანამდეც არ გავდიოდი, სანამ მხედველობას დავკარგავდი. 2011 წლიდან მტკივა ფეხები. სიარული მიჭირს. წლები რომ მომემატა, ამ პრობლემის გამო, სამსახურშიც კი შევწყვიტე სიარული. ალბათ, ხელჯოხითაც შეიძლებოდა წასვლა, მაგრამ მრცხვენოდა. ვფიქრობდი, დამინახავს ვინმე, შევეცოდები და თავს ცუდად ვიგრძნობ… ახლა კი ვფიქრობ, წინასწარ თუ მეცოდინებოდა, რომ დავბრმავდებოდი, ალბათ ხელჯოხითაც ვივლიდი და ყავარჯნებითაც… თან, ვინ უნდა მიცნოს? ვისაც ვიცნობდი, ყველა უკვე წავიდა იმ ქვეყნად… აი, ასეთ სისულელეებს ვაკეთებთ ხანდახან.
„ჩემი ერთადერთი მეგობარია რადიო. მუსიკას და ოპერას ვუსმენ ხოლმე“
– ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსი რომ მოგეცეთ, რა შეცდომებს აიცილებდით თავიდან?
კლარა: ნაკლებს ვიმუშავებდი, არცერთ საოპერო წარმოდგენას არ გამოვტოვებდი. მეტს ვისეირნებდი – მჯდომარე ცხოვრების წესის გამო მაქვს სახსრებისა და ხერხემლის პრობლემები. აუცილებლად ვიშვილებდი ბავშვს, ორს ან სამსაც კი. ვიზრუნებდი მათზე, ყველაფერ საუკეთესოს მივცემდი და ახლა, ასე მარტო არ ვიქნებოდი. შვილიშვილებს მოვეფერებოდი, ზღაპრებს მოვუყვებოდი ხოლმე… ეჰ… რაღაც შეცდომებს კი, ნამდვილად დავუშვებდი! მაგრამ, თქვენ ახლა ვერ გეტყვით, რომელს. აი, სწორედ იმ შეცდომებს ვიხსენებ ახლა ყოველდღე და სითბო მეღვრება გულში. ეს შეცდომები რომ არა, ახლა მოსაგონარიც არაფერი მექნებოდა, სამსახურის გარდა.
„არასდროს არაფერი გადადოთ და დაუშვით პატარა შეცდომები, სიბერეში ტკბილად მოგაგონდებათ“
– რჩევასავით გამოვიდა…
კლარა: დიახ, მხოლოდ სამსახურს არ მიუძღვნათ თქვენი ცხოვრება, გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ, ბევრი ისეირნეთ და იმოგზაურეთ, ამისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც კი არ დაგჭირდებათ. დაუშვით შეცდომები, სიბერეში ტკბილად მოგაგონდებათ.
– არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით, კლარა, მიხარია, რომ გიპოვეთ. მიხარია, რომ მოგვმართეთ. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?
კლარა: მოხერხებულ ტახტზე ვოცნებობ. ჩემი საწოლი ძალიან ძველია და ჩავარდნილი. დამოუკიდებლად ვერ ვდგები. ტახტი მინდა, ჯდომაც და წოლაც რომ შეიძლებოდეს, თორემ მაგიდასთან ძალიან მოუხერხებლად ვზივარ. კიდევ, მაცივარი მჭირდება. ახლა, მხოლოდ პენსია არის ჩემი შემოსავალი. დანაზოგი, რაც მქონდა დავხარჯე, ფასეული რაც გამაჩნდა გავყიდე. დედაჩემი 6 წლის განმავლობაში ავადმყოფობდა და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა. ჩემი კვლევები და ოპერაციებიც საკმაოდ ძვირი დაჯდა.
„ჩემი ოცნებაა მოხერხებული დივანი, სკამიდან და დაშლილი საწოლიდან წამოდგომა ძალიან მიჭირს“
– იქნებ, არის რაიმე წვრილმანები, რაც გაგახარებთ?
კლარა: ძალიან მიყვარს თევზი. ახლა, გემრიელი თევზი იყიდება სადმე თბილისში? ისევ თუ აცხობენ გემრიელ ტორტებს? სიამოვნებით გავსინჯავდი! ოპერაში წაყვანა შემომთავაზეთ, მაგრამ ვერ შევძლებ. ვერ დავდივარ და ჩასაცმელიც არაფერი მაქვს. არა, ოცნება ოცნებად დარჩეს!
* * *
რა სურს ჩვენგან უფალს? ვიყოთ უსინათლოთა თვალები, გავათბოთ ისინი, ვინც იყინება, დავეხმაროთ მათ, ვისაც არ ვიცნობთ და ვისგანაც სანაცვლოდ არაფერს ველით. კლარა ჩემთვის აღმოჩენაა! მაგალითია იმის, რომ ნამდვილ სასწაულებს ახდენს ძლიერი სული და რწმენა. იმ ყველაფრის მერე, რის გადატანაც მოუხდა, მას რწმენა არ დაუკარგავს, პირიქით, გაძლიერდა. ყური უნდა ვუგდოთ მის სიტყვებს.
ბევრს არაფერს ითხოვს. სჭირდება ტახტი და მაცივარი. და კიდევ, გემრიელ საჭმელზე ოცნებობს.
შეგიძლიათ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი მოინახულოთ და პირადად გაიცნოთ. ის ოპტიმიზმით დაგმუხტავთ და თვალებს აგიხელთ! იმას, რაც არის მთავარი ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ გულით და არა თვალებით.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ეს არის მისი მისამართი: თბილისი, ლაღიძის ქ. №7
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კლარა ზურაბიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
3049.90₾დარჩა:
0₾