რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„კიბო გაქვთ!“ – ამ სიტყვების გაგონებაზე ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა ლამის ადგილზე მოკვდა. რა ეშველება მის შვილებს, მის ავადმყოფ დედას? დღემდე ხომ, ყველასთვის ერთადერთი საყრდენი ეკატერინე იყო. მუშაობდა კიდეც, სახლის საქმესაც აკეთებდა, უვლიდა შვილებს და მოხუც, ავადმყოფ მშობლებს… და უცებ, ერთმა სიტყვამ ყველაფერს მოუღო ბოლო!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დედა, არ მოკვდე, ჩვენ ამას არ გაპატიებთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„კიბო გაქვთ!“ – ამ სიტყვების გაგონებაზე ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა ლამის ადგილზე მოკვდა.
რა ეშველება მის შვილებს, მის ავადმყოფ დედას? დღემდე ხომ, ყველასთვის ერთადერთი საყრდენი ეკატერინე იყო. მუშაობდა კიდეც, სახლის საქმესაც აკეთებდა, უვლიდა შვილებს და მოხუც, ავადმყოფ მშობლებს… და უცებ, ერთმა სიტყვამ ყველაფერს მოუღო ბოლო!
“საავადმყოფოდან მოვდიოდი და ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, თავს ძლივს ვიკავებდი, ხმამაღლა რომ არ მეტირა”
ეკატერინე: სახლში მისვლა არ მინდოდა! იცით, როგორი გრძნობაა? თითქოს, რაღაც გადამდები სენი გჭირს… სულ სხვაგვარად გრძნობ თავს. თითქოს, უცებ ყველაფერი ერთდროულად აგტკივდა და გიბჟუის… ღმერთო! საავადმყოფოდან მოვდიოდი და ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, თავს ძლივს ვიკავებდი, ხმამაღლა რომ არ მეტირა.
– დედას და შვილებს როგორ უთხარით?
ეკატერინე: ვაიმე… ნამტირალევი სახით რომ მივედი, დედამ მითხრა: „მეხი დამეცეს „ეს“ თუ გჭირს!“ და ატირდა… ვიდექით ასე ჩახუტებულები და ვტიროდით. ახლა, თავს ვიდანაშაულებ, პირველი ნიშნები რომ შევამჩნიე, მკერდის გაუსაძლისმა ტკივილმა რომ შემაწუხა, მაშინვე უნდა მივსულიყავი ექიმთან… იქნებ, ამეცილებინა თავიდან ეს გართულებები… მაგრამ ახლა, რაღა აზრი აქვს ლაპარაკს.
„ძალიან ცოდოა დედიკო, მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და მზადაა, ცოცხლად დაიმარხოს თავი“
– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
შორენა (12 წლის): ვიცოდი, რომ დედას რაღაც სტკიოდა და არ გვეუბნებოდა. სახე შეეცვალა, სულ ნამტირალევი თვალები ჰქონდა. გვიმტკიცებდა, რომ უბრალოდ სამსახურში იღლება. ისე მეცოდება დედიკო, ის მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და მზადაა, ცოცხლად დაიმარხოს თავი.
ეკატერინე: ერთი წლის წინ, ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში. ყურადღება არ მივაქციე. მერე, კომბოსტოს ფურცლის დადება მირჩიეს. მეგონა, ხალხური ხერხები მიშველიდა… მართალი გითხრათ, ფულიც არ მქონდა, ექიმთან რომ წავსულიყავი. სამგზავრო ფულიც კი. მაგრამ, ჩირქი რომ წამოვიდა და ტკივილი გაუსაძლისი გახდა, წავედი.
„ნახევარი ადამიანი დავრჩი, აღარაფერია ჩემში ქალური“
– ოჰ, რა ძნელია ქალის ხვედრი! საკუთარი თავისთვის არასდროს გცალია…
ეკატერინე: იცით, თავს საშინლად ვგრძნობ… მიუხედავად იმისა, რომ ორი ოპერაცია გამიკეთეს, მკერდი მომკვეთეს და აღარ მტკივა, თავს უსარგებლოდ ვგრძნობ… ძალიან ვიღლები, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ რამეს ვაკეთებ სახლში…
„დედიკო, არ დავუშვებთ, რამე ცუდი რომ დაგემართოს“
– არავინ გეხმარებათ?
ეკატერინე: სახლის საქმე ჩემს საბრალო შორენას დააწვა მხრებზე. მაგრამ, ასე ვერ ვაწვალებ და ამიტომ, ყველანაირად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. მას კი სულ უნდა, რომ მომეხმაროს. არ მაძლევს უფლებას ცივ წყალში ვრეცხო სარეცხი. ბებიას უვლის, წამლებს ასმევს. დანარჩენები კი, მხოლოდ ყურადღებას ითხოვენ ჩემგან. ბავშვებს ჭამა უნდათ და დედის სითბო, „კისერზე მეკიდებიან.“ ეშინიათ, ალბათ, რომ მალე საერთოდ ვეღარ ჩავეხუტები…
„თუ დედა ვეღარ ჩაგვეხუტება, ჩვენ თვითონ „ძალიან ჩავეხუტებით“ ხოლმე“
– თქვენი მეუღლე? მამა? ისინი არ გეხმარებიან?
ეკატერინე: მეუღლე და მამა სახლის საქმეს ვერ გააკეთებენ. ჰოდა, ვცხოვრობ ასე. ხანდახან, ცრემლები მახრჩობს, მაგრამ ყველას ვუმალავ. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ რამე სამსახური ვნახო, მაგრამ ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ახლა ხომ, სამსახურის შოვნა ჯანმრთელებსაც კი უჭირთ. მშობლების პენსია და სოციალური შემწეობის თანხა, 400 ლარი, არაფერში ჰყოფნის ამხელა ოჯახს, საჭმელზეც კი. ნეტავ, დედა მაინც მყავდეს ჯანმრთელი, ბევრად ადვილი იქნებოდა!
„დედაჩემს საშინლად სტკივა ზურგი, ტკივილგამაყუჩებელი წამლები თუ არ მიიღო, შეიძლება გული წაუვიდეს…“
– და რა სჭირს დედას?
ეკატერინე: სახელი ვერაფრით დავიმახსოვრე, ძალიან რთული დაავადებაა, როდესაც ძვლები იფიტება და იშლება. სულ ზის, ხანდახან ფეხზე დგება, მაგრამ, ყოველი მოძრაობა საშინელ ტკივილს ანიჭებს. შეიძლება, გულიც კი წაუვიდეს ტკივილისგან. ტკივილგამაყუჩებლები კი, რომელიც გამოუწერეს, ძალიან ძვირი ღირს.
„მაკარონის წვნიანი და სასადილოდან მოტანილი პურია ჩვენი საჭმელი!“
– თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ეკატერინე: მშობლების პენსია და შემწეობის თანხა. სანამ ავად გავხდებოდი, მაღაზიაში ვმუშაობდი. მერე კი, ეს დამემართა. ჩემი მეუღლე შავი მუშაა. სამუშაოდ იშვიათად თუ დაუძახებენ. შიმშილით რომ არ დავიხოცოთ, სოციალური სასადილოთი ვსარგებლობთ. მხოლოდ პური მოგვაქვს, მაგრამ, ესეც დიდი შეღავათია ჩვენთვის. ვიცი, რომ ბავშვები და მოხუცები შიმშილით არ დაიტანჯებიან. აღარც მახსოვს, ხორცი როდის ვჭამეთ ბოლოს.
„ნორმალური საწოლები არ გვაქვს… ყველა ძველია და იშლება“
– რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? მკურნალობა გჭირდებათ?
ეკატერინე: ახლა, ჩემი სიმსივნე მიძინებულია – ასე მეუბნებიან ექიმები, მაგრამ მუდმივად მათი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ვიყო. ექიმთან უნდა ვიარო და ანალიზები ჩავაბარო, ხოლმე. ეს ნელი მოქმედების ნაღმია. სახელმწიფო აფინანსებს ყველა ანალიზს. ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის საწოლები და პროდუქტი ბავშვებისთვის.
„მინდა, მე და ჩემს ძამიკოს ნამდვილი, „ბიჭური“ სათამაშოები რომ გვქონდეს“
მაგო (9 წლის): დედა, გეხვეწები, სათამაშოებიც უთხარი, გთხოვ!
– აუცილებლად გაგესაუბრები, მაგო, შენ თვითონ მითხარი, რა გჭირდება.
მაგო: ჩემს დასაც დაელაპარაკეთ! ჩემი პატარა ძამიკოს მაგივრად კი, მე გეტყვით ყველაფერს.
– კარგი, მითხარი შენი და შენი ძმის სათქმელი. ის, როგორც ვხედავ, ძალიან მორცხვია.
მაგო: კი, შეხედე, სულ იმალება. ხომ არ დაგავიწყდება, რასაც გეტყვი? ძალიან მჭირდება სათამაშოები! მე და ბორიას, ერთი მანქანა და ერთი ჭუჭყიანი ძაღლი გვაქვს ორივესთვის. ჩვენ კი კუბიკები, მანქანები, პლანშეტი, ველოსიპედი და ტელევიზორი გვჭირდება…
„ძალიან დიდი მადლობა იმას, ვინც ნაგავში გადააგდო ეს მანქანა“
შორენა: ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვ? დაიღალა უკვე დეიდა შენი მოსმენით. ჯობია, დედიკოსთვის ვითხოვოთ რამე.
– მოდი, დედიკო თვითონ მითხრას, შენ კი მომიყევი, შენ რაზე ოცნებობ.
შორენა: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, დედიკო სულ ასეთი მოწყენილი, რომ არ იყოს. მინდა, რომ ამ საზიზღარმა კიბომ არასდროს გაიღვიძოს. ჩემთვის კი, არც ვიცი, რა გთხოვოთ. ხატვა მიყვარს და სახატავი ნაკრები მაჩუქეთ. ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. არ მინდა, დახეული ტანსაცმლის გამო დამცინონ.
„თუ დედიკო ჯანმრთელი იქნება და მუშაობას შეძლებს, კანფეტებსაც გვიყიდის, ხოლმე“
– პლანშეტი ან ტელეფონი არ გჭირდება?
შორენა: ვაიმე, ვერც ვფიქრობ ასეთ რამეებზე… მაგრამ ალბათ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს.
ეკატერინე: ბავშვები ოცნებას გადაეჩვივნენ. კანფეტებსაც კი აღარ ითხოვენ… იციან, რომ ვერაფერს ვუყიდი. რა არის ხორცი, ყველი, კარაქი, არც კი იციან… ძალიან მტკივა გული. ნუთუ, განწირულნი ვართ მუდამ გაჭირვებაში ცხოვრებისთვის?..
* * *
ამ სიტყვების მერე, ეკატერინე ატირდა… აზრიც აღარ ჰქონდა ინტერვიუს გაგრძელებას. უკვე ყველაფერი ითქვა. ეს კიდევ ერთი რეალური ოჯახია, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს და გადარჩენისთვის იბრძვის. ისინი ყოველდღე განსაცდელის წინაშე დგანან. ავად არიან და ვერ მიდიან ექიმთან, წამლებსაც ვერ ყიდულობენ. ბავშვები იკვებებიან სოციალური სასადილოდან მოტანილი პურით, აცვიათ დახეული ტანსაცმელი, კანფეტებზე კი აღარც ოცნებობენ. მათთვის არასდროს არავის უყიდია სათამაშოები, აქვთ ის, რაც სხვებმა ნაგავში გადაყარეს. მეგობრებო, მოგიწოდებთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეებში, ბედის ანაბარა ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს. ვაჩუქოთ სიხარული, სანაცვლოდ კი, უფალი ჩვენს შვილებს დალოცავს!
ამ ოჯახს სჭირდება ყველანაირი დახმარება. პირველ რიგში სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ტანსაცმელი, ტელევიზორი, ღუმელი, ბავშვებს კი – სათამაშოები და პლანშეტი.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, წერეთლის ქ. №2, ბინა 8
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ეკატერინე გაირბეკოვი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
4590.67₾დარჩა:
0₾