რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„არ ვიცი, რა დაავადება სჭირს ჩემს შვილს. რატომ შუპდება, ხან თვალიდან, ხან ცხვირიდან რატომ სდის ჩირქი… ორი წელია ექიმებთან დამყავს, ჩავიტარეთ უამრავი კვლევა და ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. რომ ვუყურებ, გული მიკვდება… ისეთი მხიარულია და ცელქი… დადის, ტლიკინებს, იცინის და უცებ, შეიძლება სახე წამებში შეუშუპდეს, ტირილს იწყებს და ტკივილისგან იკრუნჩხება.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მეგობრებო, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი! ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩუქოთ სიცოცხლე ბარბარეს! მას კლავს უცნობი დაავადება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„არ ვიცი, რა დაავადება სჭირს ჩემს შვილს. რატომ შუპდება, ხან თვალიდან, ხან ცხვირიდან რატომ სდის ჩირქი… ორი წელია ექიმებთან დამყავს, ჩავიტარეთ უამრავი კვლევა და ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. რომ ვუყურებ, გული მიკვდება… ისეთი მხიარულია და ცელქი… დადის, ტლიკინებს, იცინის და უცებ, შეიძლება სახე წამებში შეუშუპდეს, ტირილს იწყებს და ტკივილისგან იკრუნჩხება.“
„შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ, ბარბარე, ოღონდ ნუ ტირი.“
მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია… პატარავ, ისუნთქე, ოღონდ არ დანებდე
– თამარ, გვიამბეთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ბარბარეს დაბადებიდან აქვს ეს პრობლემები?
თამარი: არა. ორსულობამ და მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა. ბარბარე სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. რა ბედნიერები ვიყავით! ერთი წლის გაბრიელს უხაროდა ყველაზე მეტად. უყურებდა და ხელებს უკოცნიდა. ახლაც ასეა, ერთმანეთს ვერ დააშორებ. ბარბარეს ტკივილი რომ ეწყება, გაბრიელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე და ეუბნება: „მე მომეცი შენი ტკივილი! მე ძლიერი ვარ! მე მოვითმენ!“
„მე შემიძლია ტკივილის მოთმენა. ჯობია, მე მეტკინოს ჩემი დაიკოს მაგივრად“
– როდის გამოვლინდა დაავადების პირველი ნიშნები?
თამარი: ბარბარე ერთი წლის რომ იყო, ცხვირში პატარა ღრუბელი შეიტენა. ამოღება ვერაფრით მოვახერხე. გავვარდით პოლიკლინიკაში, იქაც უჩიჩქნეს ცხვირი ჩემს გოგონას, მაგრამ ვერ ამოუღეს. მოგვიწია საავადმყოფოში წასვლა. თითქოს მოგვარდა პრობლემა და დავივიწყეთ კიდეც, მაგრამ, იმ შემთხვევის მერე, ერთი დღეც არ გვქონია მშვიდი. როგორც ჩანს, ღრუბელი ბოლომდე ვერ ამოიღეს, წვრილი ნაწილაკები დარჩა, გაიხრწნა, დაიწყო ლპობა. ბარბარეს თავის ტკივილები დაეწყო, სუნთქვა გაუჭირდა… 2022 წელს ბარბარემ გონება დაკარგა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ სასუნთქ გზებში რაღაც წანაზარდები აქვს. ვერ გავარკვიეთ, ეს კისტაა, სიმსივნე, თუ იმ ღრუბლის ნარჩენები, რომელიც ბოლომდე ვერ ამოიღეს.
როდესაც ბარბარეს არაფერი სტკივა, ის თავის თანატოლებივით თამაშობს
მაგრამ, ტკივილების დროს, ტირილის თავიც კი არ აქვს… კნუტივით კვნესის
– ამჟამად როგორია ბარბარეს მდგომარეობა?
თამარი: რეანიმაციიდან ახლახან გაგვწერეს. რამდენი საშინელი დღე გადაიტანა ბარბარემ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, 12 ნარკოზი! ნემსებმა ხელები დაუსახიჩრა… ბჟირდება, საწყალი, თეთრი ხალათით თუ ხედავს ვინმეს. და გაბრიელი რა დღეშია, როდესაც ხედავს, თავის და როგორ იტანჯება? გამორბის ჩემთან და ჩურჩულით მეუბნება: „ჩემი დაიკო ასე რატომ იტანჯება, მე ვერ ვიქნები ავად მის მაგივრად? ხომ არ მოკვდება? საავადმყოფოში ხომ არ დატოვებენ?“ ამ დროს სიკვდილი მინდა.
„ექიმები საავადმყოფოში მას ეძახიან მებრძოლს და გმირს! უკვირთ, საიდან აქვს ამ პატარა პრინცესას ამხელა ძალა, როგორ იბრძვის და არ ნებდება!“
– ახლა როგორ არის, რას გეუბნებიან ექიმები?
თამარი: ბარბარე ცოცხალია მხოლოდ უფლისა და კეთილი ქართველების ლოცვის წყალობით. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, მაგრამ თურქეთის კლინიკაში შეუძლიათ, რომ დაეხმარონ. ნახევარი წლის წინ ვიყავით იქ, ფული შეგვიგროვეს და ბავშვის წაყვანა მოვახერხე, ცხვირ-ხახიდან და თვალიდან ჩირქი ამოუღეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ, მკურნალობის გასაგრძელებლად თანხა არ გვეყო და დაბრუნება მოგვიწია.
ყველა სხვა საზრუნავმა დაკარგა მნიშვნელობა… ყველა სადარდებელმა. სწორედ ეს არის ნამდვილი ტკივილი, ნამდვილი ტრაგედია!
– ალბათ, ბევრი მედიკამენტები გჭირდებათ, როგორ ახერხებთ შეძენას?
თამარი: არ თქვათ! სოციალური შემწეობის თანხა – 300 ლარი, არის მთელი ჩვენი შემოსავალი. გვყოფნის პამპერსსა და მედიკამენტებზე, საკვებზე კი – არა. ძალიან გვეხმარება დედაჩემი. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს შევძლებდით.
– რატომ მიმართეთ ჩვენს ფონს?
თამარი: ვნახე, რომ თქვენი ფონდი რეალურად ეხმარება, წაკითხული მაქვს მადლიერების სიტყვები ასობით დედის, ვისაც აჩუქეთ იმედი, შვილები გადაურჩინეთ და დაანახეთ გამოჯანმრთელების სწორი გზა. ვიცი, ჩემს შვილსაც აუცილებლად დაეხმარებით. თქვენ ხართ ჩემი უკანასკნელი იმედი. მართლაც შეგიძლიათ, ადამიანთა გულები შეძრათ!
* * *
ადამიანებო! მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთიც კი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი! პატარა ბარბარემ უნდა იცხოვროს ტკივილის გარეშე! უბრალოდ უნდა იცოცხლოს!
თამარის საკონტაქტო ნომერს მივაწვდით ნებისმიერ მსურველს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯაშიაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270
განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ, მას სუნთქვა უჭირდა, ვერ ჭამდა და არ ეძინა, მხოლოდ საშინელ ტკივილს გრძნობდა
სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ, მას სუნთქვა უჭირდა, ვერ ჭამდა და არ ეძინა, მხოლოდ საშინელ ტკივილს გრძნობდა
ტანჯვისგან და ტკივილისგან ვიხსენით ჩვენი ბარბარიკო და ახლა, ის ვარსკვლავივით ბრწყინავს!
პაწაწინა ბარბარემ ვარდისფერი ტუჩსაცხი წაართვა დედას და ფრჩხილის ყველა ლაქი მითვისებული აქვს. როდესაც იპრანჭება, არავის აქვს უფლება, ხელი რომ შეუშალოს! ფრჩხილის ნაცვლად, ნახევარი თითი აქვს შეღებილი – მისი საფირმო სტილია. დედიკოს და გაბრიელს ძალიან მოსწონთ! ახლა კი, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილები და ფერუმარილიც წავისვათ! ამისთანა ლამაზი და პრანჭიკელა გოგო გინახავთ კიდევ სადმე? დედა და ძამიკო კი, მისი ცქერით ვერ ძღებიან. ისე უხარიათ, რომ უნდათ, ყოველ წუთს აკოცონ, გულში ჩაიკრან და ჰაერში აიტაცონ.
უსაზღვრო სიხარულით არის აღსავსე დედიკოს გული!
შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილიყო, ოპერაციის დროულად ჩატარება რომ ვერ მოგვესწრო. ჩვენი დახმარებით, ზუსტი დიაგნოზი რომ არ დაესვათ ბავშვისთვის. გაურკვეველი მიზეზით, გოგონას უეცრად უსივდებოდა და ძალიან სტკიოდა მთელი სახე. საშინლად ებერებოდა მარცხენა თვალის ქუთუთო. ჩირქი სდიოდა ცხვირიდანაც და თვალიდანაც. ბავშვი იგუდებოდა, ვერ ჭამდა და ვერ იძინებდა. საავადმყოფოს ექიმებმაც არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ მას:
თამარი, დედა: ორწლიანი ნერვიულობის, სამი უშედეგო ოპერაციის, აუარებელი ძლიერი ქმედების მედიკამენტის, რომლითაც გაჭყიპეს ბარბარე (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვ.) და სხვა ფონდის მხრიდან ნახული აფერის მერე, როგორც იქნა, გაირკვა ზუსტი დიაგნოზი და ოპერაციის რეალური შედეგიც დავინახეთ.
ნამდვილი საშინელებაა ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა, სანამ თქვენ მოგმართავდით. გადაქანცული ვიყავი, ჭკუიდან შეშლილი, არ ვიცოდი, თუ როგორ გადამერჩინა ჩემი გოგონა! ბარბარეს გულის პრობლემებიც დაეწყო, ვერ სუნთქავდა, თმა სცვიოდა, ფრჩხილებიც ემსხვრეოდა, (რაღაც საშინელება იყო, სოკოს მსგავსი.) მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა და მძიმდებოდა. ექიმები ჯერ ოსტეომიელიტს ეჭვობდნენ, მერე კი ონკოლოგიაზეც დაიწყეს საუბარი…
მადლობა ღმერთს, ბავშვს არანაირი ონკოლოგია არ აქვს! ბარბარეს ახალი დიაგნოზიც, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სახარბიელო, მას „ქრონიკული სინუსიტი“ აქვს. მაგრამ, რა შედარებაა?! სასიკვდილო მაინც არ არის, დანამდვილებით გავიგე, რა სჭირს ჩემს შვილს. ვიცი, რომ ის არ მოკვდება!
ჩერნოვეცკის ფონდს მივმართე, გავიცანი თქვენი თანამშრომელი ბატონი ლევანი, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს და ზუსტად ორ კვირაში, უკვე თურქეთში ვიყავით, მერსინის კლინიკაში Ortadogu.
იქ, ბარბარეს მაშინვე გამოკვლევები ჩაუტარდა. აღმოაჩნდა სინუსების (პარანასალური სინუსები, ღრუები – რედ.) მწვავე ანთება. ორი კვირა მკურნალობდნენ და ამზადებდნენ ოპერაციისთვის (26 აპრილიდან 8 მაისამდე). ანესთეზიოლოგს არ მოსწონდა გულის სარქველის მდგომარეობა და ოპერაციამდე დაგვჭირდა გულის მკურნალობაც.
– რა ოპერაცია გაუკეთდა ბარბარეს?
თამარი: თურქეთში ბევრად უკეთესი აპარატურა აქვთ. მრტ კვლევამ აჩვენა, სად იყო პრობლემა. მანამდე ითვლებოდა, რომ ბარბარეს წანაზარდები ცხვირ-ხახაში ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვლოვანი წანაზარდი თვალსა და ცხვირს შორის იყო! და ეს ინფექციის კერა მოსვენებას არ აძლევდა და მის ორგანიზმს მთლიანად ანგრევდა. როგორც კი მოაშორეს ეს წანაზარდი, ჩემმა გოგონამ თავი მაშინვე უკეთ იგრძნო, ამოისუნთქა!
ბარბარეს დაუბრუნდა ჯანსაღი ფერი, კარგი მადა აქვს და ტკბილად სძინავს!
– ფუტკარივით დაფუსფუსებს ბარბარე. რა საყვარელია! როგორ გვიხარია, ასეთ მხიარულს და ბედნიერს რომ ვხედავთ.
თამარი: ბავშვმა ახლახან გაიგო ბავშვობის გემო. კარგი მადა აქვს, თვითონ მთხოვს საჭმელს. სახის ჯანსაღი ფერი აქვს. თამაშობს, იცინის, ცეკვავს. „ვაიბერი“ გაქვთ? მისი ცეკვის ვიდეოჩანაწერებს გამოგიგზავნით. ნეტავ განახათ! ისეთი პრანჭიკელაა. სულ გაზიდა ჩემი კოსმეტიკა.
ბარბარეს ცხოვრებაში რაც მოხდა თქვენი დახმარებით, ნამდვილი სასწაულია! თქვენ ხომ ჩემთან ერთად ტიროდით, ჩემთან ერთად განიცდიდით და მთელმა საქართველომ ბარბარე გადამირჩინეთ. ზარები და თანხების ჩარიცხვა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთიდანაც კი ხორციელდებოდა. თქვენმა ფონდმა ყველა შეაწუხა. ჩემი ბარბარეს სიცოცხლის გადასარჩენად ათასი ადამიანი ლოცულობდა და იბრძოდა.
ავიღოთ დედიკოს ფერუმარილი…
…შემდეგ ტუჩსაცხი წავისვათ
და თქვენს წინაშეა, ულამაზესი ბარბარიკო!
თქვენი ფონდისა და მისი მკითხველების წინაშე ქედს ვიხრი. ოპერაციის შემდეგ ორი თვე არის გასული, მე კი ჯერ კიდევ დავფრინავ მეცხრე ცაზე, ვზეიმობ ჩემი შვილის მეორედ დაბადებას და თავსაც ვგრძნობ ისე, თითქოს ხელახლა დავიბადე.
თამარი: „ოპერაციის შემდეგ, ორი თვეა მეცხრე ცაზე დავფრინავ სიხარულით. მადლობა, შვილი რომ დამიბრუნეთ!“
ამ თანხის გარეშე, საშინელი დასასრული გარდაუვალი იყო. მაფრთხილებდნენ, რომ ფილტვები გაეთიშებოდა ჩემს შვილს. ოპერაციისთვის გვჭირდებოდა 10 000 დოლარი. სახელმწიფოსგან ხუთი ათასი მივიღეთ. (მერიისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან.) მართლა არ ვიცოდი, დარჩენილი თანხა საიდან უნდა მომეტანა. ღმერთმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ყველაზე საჭირო მომენტში თქვენი თავი გამომიგზავნა.
ათობით თქვენი მკითხველი მირეკავდა, ძალიან ბევრს სურდა პირადად მოსვლა. ორ-სამ თვეში ესეც შესაძლებელი გახდება, როდესაც ექიმი ბარბარეს სტუმრების მიღების ნებართვას მისცემს. გავიცნოთ ერთმანეთი! მობრძანდით, პირადად რომ ჩაგეხუტოთ! ღმერთმა დაგიფაროთ ყოველგვარი სენისგან და გასაჭირისგან, თქვენც და თქვენი შთამომავლებიც! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ! მადლობას გიხდით არა მხოლოდ ჩარიცხული თანხისთვის, არამედ იმისთვის, რომ ილოცეთ ჩვენთვის.
ახლა ვიცი, ჩემი შვილი დაცულია. მის გვერდით, ჩვენს გვერდით ღვთის ადამიანები არიან. მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ახალი სირთულეების აღარ მეშინია.
არ შემიძლია, არ ვისაუბრო ფონდის გუნდზეც! აღფრთოვანებული ვარ თქვენით: მენეჯერი, სოციალური მუშაკი, ჟურნალისტები, ოპერატორი, ფოტოგრაფი… ყველანი ძალიან უბრალო, გულთბილი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, სიყვარულით აღსავსე ადამიანები არიან.
თქვენი ფონდი უდიდესი იმედია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. რამდენი ადამიანი გადაარჩინეთ, რამდენი გლოცავთ ახლა.
– დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის, თამარ! კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს ბარბარე?
თამარი: სამ თვეში საკონტროლო ვიზიტზე ვართ დაბარებულები თურქეთის კლინიკაში. ბავშვს ისევ უნდა ჩაუტარდეს მრტ კვლევა, პრობლემური ზონის, სინუსების მდგომარეობა რომ შეამოწმონ.
ნოემბრის ბოლოს უნდა შემოწმდეს გულის მდგომარეობა, ისევ უნდა წავიდეთ კლინიკაში. იმიტომ, რომ იმ ინფექციის ბუდემ, სანამ გაკეთდებოდა ოპერაცია, იმოქმედა გულზე, ღვიძლსა და ფილტვებზე…
საზღვარგარეთ წაყვანაზე ვერც ვოცნებობთ. სახლი ცარიელია, ფინანსური რესურსები კი ბოლომდე ამოვწურეთ. ძალიან დაბნეული ვარ და არ ვიცი რა გავაკეთო. კიდევ გვესაჭიროება გამოკვლევები და მგზავრობა. მაგრამ რანაირად? ახლა ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია. ორი მგზავრობისთვის გვჭირდება ახლა ბილეთები, ამის თაობაზე ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ.
ბარბარეს მერსინში წასვლა და ექიმებთან შეხვედრა თავადაც ძალიან უნდა.
– ჩვენი პროექტი გრძელდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბარბარე საჭირო დროს იყოს ექიმთან. როგორ მოხდა, რომ მათი აღარ ეშინია?
თამარი: ღმერთო, იცით როგორ დამამშვიდეთ? ესეიგი შევძლებთ წასვლას! ძალიან მიყვარხართ, ყველას ჩაგეხუტებოდით. იქ ყველაფერს ითვალისწინებენ, იციან, როგორ უნდა მოიპოვონ ბავშვის ნდობა. (იღიმის.) სიმამაცისთვის მაშინვე ასაჩუქრებენ. ერთი საჩუქარი, მეორე, მესამე… ბავშვს ეკითხებიან, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ. ამიტომ მოეწონა ასე ძალიან იქაურობა. ახლა, თვითონაც მთხოვს: „ნემსები მიყიდე, თამაში მინდა.“ ჩემს „უდიპლომო ექიმს“ ვეძახი. (იღიმის.)
საჩუქრები თქვენც მომიტანეთ?! როგორ მიყვარს!
აბა, რა გემრიელობა მემალება აქ?
„უი, ჩემი უსაყვარელესი შოკოლადის ხრაშუნები!“
რა საყვარელი „თოჯინუკაა“
დათვალიერებას მოვრჩი. ახლა, შეგვიძლია ქეიფი დავიწყოთ!
გაბრიელი (5 წლის): იცი, ბარბარიკო რაც გამოჯანმრთელდა, ძალიან მაბრაზებს! ყველა სათამაშოს მართმევს, დინოზავრებსაც კი. მერე, პირველი გარბის, რომ დედასთან ჩივილი მე რომ დამასწროს.
მოვენატრე ჩემს სათამაშოებს. მოდი, ბაჭია, უნდა ჩაგეხუტო
ეს გასაფერადებლებიც გაუფერადებელი დამრჩენია…
– გაბი, ის ხომ, ძალიან დიდხანს იყო ავად და თამაშის დროც არ ჰქონდა. ალბათ, ამიტომ იქცევა ასე. მაგრამ, შენ ხომ, მაინც ძალიან გიყვარს შენი და?
გაბრიელი: მთელი სულით და გულით მიყვარს!
მართალია, საშინლად მაბრაზებს, მაგრამ მაინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი ბარბარიკო
– თავადაც ასეთი პატარა ხარ, მაგრამ როგორი ღირსეული პასუხი გამეცი!
გაბრიელი: რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი და. ბარბარიკოს გამო, ბაღშიც არ დავდივარ. არადა, ძალიან მინდა სხვა ბავშვებთან თამაში. მაგრამ, არაფრით არ შეიძლება, ახლა იქიდან ვირუსი რომ მოვუტანო. ცუდად გახდება ბარბარიკო. მე კი მინდა, მუდამ კარგად რომ იყოს.
ყველას გვსურს, პატარა ბარბარიკო მუდამ კარგად რომ იყოს. გემრიელად მიირთვას, იცინოს, იცეკვოს, გაიპრანჭოს და იმაიმუნოს კიდეც! ბარბარემ უნდა გააგრძელოს გამოკვლევები და მკურნალობა. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ТBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“ ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
35706.37₾დარჩა:
0₾