რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
როდესაც პატარა დავითი კრუნჩხვებში ვარდება და პირიდან დუჟი გადმოსდის, მისი დედიკო, რუზანა უფალს ევედრება, რომ ეს შეტევა მისთვის უკანასკნელი არ აღმოჩნდეს! ექიმებს ვერ გაუგიათ, დღემდე საერთოდ როგორ ცოცხლობს?! მისი ტვინის დაზიანებები ხომ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. დავითი ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ხშირად ტირის… კვნესის. ვინმე მუდმივად უნდა იყოს მის გვერდით, ხელს არ უშვებდეს და ესაუბრებოდეს. ამ ბოლო დროს, მხედველობაც დაუქვეითდა და ყველაზე მეტად ეშინია მარტო დარჩენის! თავისი დედიკოს, მამიკოს და დაიკოს გარეშე!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
როდესაც პატარა დავითი კრუნჩხვებში ვარდება და პირიდან დუჟი გადმოსდის, მისი დედიკო, რუზანა უფალს ევედრება, რომ ეს შეტევა მისთვის უკანასკნელი არ აღმოჩნდეს!
ექიმებს ვერ გაუგიათ, დღემდე საერთოდ როგორ ცოცხლობს?! მისი ტვინის დაზიანებები ხომ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. დავითი ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ხშირად ტირის… კვნესის. ვინმე მუდმივად უნდა იყოს მის გვერდით, ხელს არ უშვებდეს და ესაუბრებოდეს. ამ ბოლო დროს, მხედველობაც დაუქვეითდა და ყველაზე მეტად ეშინია მარტო დარჩენის! თავისი დედიკოს, მამიკოს და დაიკოს გარეშე!
მარტო, ის ვერ გადარჩება, ხუთ წუთსაც ვერ გაძლებს. დავითი 9 წლისაა და დაბადებიდან ერთი დღეც არ უცხოვრია ტკივილისა და ტანჯვის გარეშე!
ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია
იგიტიანების ოჯახი პირველი შვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდა! გაჩნდა ულამაზესი, ჯანმრთელი ბიჭუნა. მაგრამ, ოჯახის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 3 თვის ასაკში პატარამ ბაქტერიული მენინგიტი გადაიტანა და ამის შემდეგ, ოჯახს დაავიწყდა, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება რას ნიშნავს.
„დაიბადა ლამაზი ბიჭი დავითი, ჯანმრთელი ვაჟკაცი.“ – ასე ამბობდნენ ექიმები
ის ჩვეულებრივად იზრდებოდა და ვითარდებოდა… მაგრამ, ვერაგმა დაავადებამ არ დაინდო ეს ანგელოზი
– რუზანა, გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
რუზანა: ერთ დღესაც, ავად გახდა ჩემი ბიჭი. ალბათ, ასე ინება უფალმა! ჩვენთვის ეს შოკი იყო! გვითხრეს, რომ რამდენიმე კვირასაც ვერ იცოცხლებდა, რომ დაემართა ბავშვთა ცერებრული დამბლა… რომ, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო დამძიმდებოდა მისი მდგომარეობა და ახლა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მისი ყოველი ამოსუნთქვა, მისი სიცოცხლის ყოველი დღე.
– მამები ხშირად ვერ უძლებენ ასეთ მძიმე მდგომარეობას და ტოვებენ ოჯახებს. ჰგონიათ, რომ ამხელა ტვირთს მხოლოდ დედა თუ გაუმკლავდება.
რუზანა: მე გამიმართლა! სერგო ჩემს გვერდითაა, მარტო ვერაფერს მოვახერხებდი, მისი თანადგომისა და დახმარების გარეშე… ხედავთ იმ „ჭოჭინას“? მან ის რაღაც რკინებით, საკუთარი ხელით ააწყო იმიტომ, რომ არ გვაქვს ნამდვილის შეძენის საშუალება. ის კაპიკები, რასაც შოულობს, ძლივს გვყოფნის პამპერსებსა და მედიკამენტებზე.
ეს „ჭოჭინა“ მამამ აუწყო დავითს
– გვიამბეთ დავითზე, რა აწუხებს მას ყველაზე მეტად?
რუზანა: უკვე ორი წელია, კრუნჩხვებში ვარდება, პირიდან დუჟი გადმოსდის, თვალებს ატრიალებს… მისი მხედველობა დღითიდღე უარესდება. ხანდახან ხშირად ემართება კრუნჩხვები, დღეში რამდენიმეჯერ, ხანაც, უფლის წყალობით, შეიძლება მშვიდად ჩაიაროს დღემ. როდესაც არაფერი აწუხებს, ძალიან აქტიური ბიჭია, სულ მოძრაობაშია. წარმომიდგენია, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, ალბათ, წამითაც არ გაჩერდებოდა, სულ იხტუნავებდა და ირბენდა, უამრავი მეგობარი ეყოლებოდა. ჩემი საბრალო ბიჭი.
როდესაც დათო კარგად გრძნობს თავს, დედას სკოლაში დაჰყავს. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს
ალბათ, დათო თავის კლასში საუკეთესო მოსწავლე იქნებოდა, ავად რომ არ იყოს
მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სკოლაში სიარულის ნებართვა მისცეს. ნეტავ განახათ, რა ბედნიერი სახე აქვს, როდესაც ამდენ ბავშვს ერთად ხედავს. ბავშვებსაც ის ძალიან უყვართ! ეტლით ასეირნებენ, ეთამაშებიან, დავითი კი ზის და იღიმის. თვეში მხოლოდ ორჯერ ვახერხებთ მისვლას, მაგრამ, ესეც დიდი ბედნიერებაა ჩემი შვილისთვის.
„დღე, როდესაც მას არაფერი სტკივა, ჩვენი ოჯახისთვის დღესასწაულია“
– მისი მდგომარეობის გაუმჯობესება თუ არის შესაძლებელი? ექიმები რას გეუბნებიან?
რუზანა: ექიმების თქმით, ისიც გასაკვირია, რომ დავითი დღემდე ცოცხალია! ორი წლის წინ, ხელისა და ფეხის მყესების აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა. ყველაფერი გავყიდეთ! კეთილი ადამიანები დაგვეხმარნენ, ერთობლივი ძალისხმევით შეგროვდა თანხა და ოპერაცია გაკეთდა… ვერც კი წარმოიდგენთ, იმ მშობლების მდგომარეობას, ვისაც ავად ჰყავთ შვილები… მათ სჯერათ ექიმების ყოველი სიტყვის.
თურქმა ექიმმა ჩემს ბიჭს გამოკვლევა ჩაუტარა და გვითხრა, რომ ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, შანსი აქვს, გაიაროს. მაგრამ, რაღაც ისე არ წავიდა და მდგომარეობა გაუარესდა. ახლა, ვერაფერს აკეთებს დამოუკიდებლად. ცალი ხელი კი, საერთოდ გათიშული აქვს.
პატარა დავითი, ერთ დღესაც კი ვერ იცოცხლებს დედიკოს გარეშე
ნატალია (6 წლის): იცით, დათო ჩემი პატარა ძამიკოა! სათამაშოსავით არის! სადაც დასვამ, იქ იჯდება და თოჯინასავით გამოსცემს ხმებს. ჩემი ტკბილი და გემრიელი! ბევრ რამეს მოგიყვებით ჩემს პატარა ძმაზე!
დაიკოსთვის, უფროსი ძმა ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანია
– პატარა ძმას ეძახი, მაგრამ ის ხომ, შენზე უფროსია?
ნატალია: (ხითხითებს.) კი-ი-ი-ი, ჩემზე დიდია, მაგრამ, როგორც პატარას, ისე ვუვლი! ბაღშიც ერთად დავდიოდით, იცით? ერთ ჯგუფში. დედა ამბობს, რომ დათუნას ბავშვებთან ერთად ყოფნა სჭირდება. ახლა, ის უკვე სკოლაში დადის.
– ვინმეს ხომ არ აბრაზებს იქ?
ნატალია: რას ამბობთ! ვის გააბრაზებს? ის ხომ, ისეთი საყვარელია! ბავშვებს ის ძალიან უყვართ! და ისიც ძალიან ბედნიერია! თუ არაფერი სტკივა, სულ იცინის!
„გვეუბნებიან, რომ ერთმანეთს ვგავართ“
– როგორ თამაშობთ ხოლმე?
ნატალია: სხვადასხვა თამაში ვიცით, „დედა-შვილობანა“, ჩემს დათუნიასაც ვაძლევ, რომ ჩაეხუტოს… ძალიან კარგად ვთამაშობთ! არა, დათო? ხომ მოგწონს? აი, ხედავთ? ამბობს, რომ მოსწონს! სიტყვებით ვერ ამბობს, მაგრამ მე მისი მესმის. მე ხომ, მისი დაიკო ვარ!
რუზანა: უფალს მადლობას ვწირავ, ნატალია რომ მაჩუქა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეხმარება. დავითიც, თითქოს უკეთ გრძნობს თავს, როდესაც მის გვერდითაა! ერთი წამითაც კი არ შორდება და თოჯინას ეძახის.
„ვერაფერზე ვფიქრობ, დავითის მდგომარეობის გარდა“
– რუზანა, გვითხარით, დავითისთვის რეაბილიტაციის გარდა, ახლა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
რუზანა: დავითისთვის ძალიან გვჭირდება ეტლი, ღვედს შევუკრავდი და ისე გავიყვანდი სასეირნოდ. კიდევ, პამპერსი და საკვები პროდუქტი გვჭირდება ძალიან. სულ ეს არის! სხვა არაფერზე ვოცნებობ!
ნატალია: არა, დედა, კიდევ გვაქვს ოცნებები. უთხარი, რაზე ოცნებობ ყოველთვის, როდესაც ოთახს ალაგებ. დედიკოს ზურგი სტკივა და ძალიან, ძალიან სჭირდება მტვერსასრუტი!
– და შენ რა გჭირდება ძალიან, ძალიან?
ნატალია: მეგონა, რომ აღარ მკითხავდით! მტირალა თოჯინა მინდა (Cry Baby). „სოსკა“ აქვს და ტირილი შეუძლია. კიდევ, კოსმეტიკა მინდა, დიდების კი არა, საბავშვო. მორჩა! ჰო, კიდევ, პატარა პონი მინდა! ძალიან, ძალიან მინდა! იცი, პატარა პონებს სურვილების ასრულება შეუძლიათ.
* * *
მეგობრებო, დიდი იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და დიდსულოვნების, სწორედ ეს არის ყველანაირი სიკეთის საწინდარი! თქვენ უკვე არაერთი პატარა გადაარჩინეთ და ვიმედოვნებთ, რომ დავითსაც ისევე შეიყვარებთ და გულთან ახლოს მიიტანთ მის ამბავს! ნუ დაიშურებთ ძალისხმევას და გაუწოდეთ დახმარების ხელი დავითს, სიცოცხლე შთაბერეთ მას!
თუ დაეხმარებით ამ საბრალო ბიჭუნას და მის ტანჯულ ახლობლებს, ამით არა კიდევ ერთ ოჯახს მხოლოდ გადაარჩენთ, არამედ მიუახლოვდებით ღმერთს!
ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ეტლი და მტვერსასრუტი. ასევე შესანიშნავი იქნება, თუ პატარა პრინცესა ნატალიასაც არ დავივიწყებთ და სათამაშოებს ვაჩუქებთ მას!
თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს რადგან ვიცით, რომ ქართველები ჩვენიანებს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ!
თუკი სურვილი გექნებათ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, ახმეტის ქ. №7
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: იგიტიანების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
4124.48₾დარჩა:
0.21₾