რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
7 წლის თაკომ რომ დამინახა, გადაწყვიტა, რომ ზღაპრული ფერია ვიყავი… მამას მიეკრო და მთხოვა: „ხომ დაეხმარები? ხომ უშველი?“ და მერე გულამოსკვნილი ატირდა. მისი ტირილის ხმა რომ გაიგეს, ბავშვები საყვარელ და მძიმე სნეულ მამას მისცვივდნენ! მათაც უნდოდათ მამიკოს ხელში აეყვანა და გულში ჩაეკრო. (ალბათ ფიქრობდნენ, იქნებ სასწაული მოხდა და ფერიამ მამიკოს ჯანმრთელობა აჩუქაო)
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
7 წლის თაკომ რომ დამინახა, გადაწყვიტა, რომ ზღაპრული ფერია ვიყავი… მამას მიეკრო და მთხოვა: „ხომ დაეხმარები? ხომ უშველი?“ და მერე გულამოსკვნილი ატირდა.
მისი ტირილის ხმა რომ გაიგეს, ბავშვები საყვარელ და მძიმე სნეულ მამას მისცვივდნენ! მათაც უნდოდათ მამიკოს ხელში აეყვანა და გულში ჩაეკრო. (ალბათ ფიქრობდნენ, იქნებ სასწაული მოხდა და ფერიამ მამიკოს ჯანმრთელობა აჩუქაო)
დიდება შენ უფალო, რომ ბავშვები ჯერ ვერ ხვდებიან რაოდენ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა მათი ოჯახი!
კორ. – გიყურებთ და გული ცრემლით მევსება. ეს როგორ დაგემართათ?
გოდერძი: მშენებლობაზე ვმუშაობდი. უცებ კედელი ჩამოინგრა და ზედ დამეცა.
როგორ გადავრჩი ქვების, სამშენებლო ბლოკებისა და არმატურის გროვაში – არ ვიცი. ხერხემლის მძიმე დაზიანება მივიღე, წელს ქვევით მოწყვეტილი ვარ, ხელებსაც ძლივს ვამოძრავებ. 11 ოპერაცია გადავიტანე, მათ შორის სამი ნაწოლების გამო.
მთელი ზურგი და ფეხები ნაწოლებით მაქვს დაფარული. კანი მძვრება და ძვლებიც მიჩანს. ჯდომაც მიჭირს და წოლაც. ჩემი საწყალი ცოლი პატარა ბავშვივით მივლის. არა და ჩემს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს მისახედი.
ჩვენი მამიკო ყველაზე ძლიერი იყო! ხელში ავყავდი და როგორც კარუსელს ისე მატრიალებდა ხოლმე!
„ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა არ გადავრჩენილიყავი? მთელი ჩემი სხეული წყლულებით და ნაწოლებითაა დაფარული… თქვენს გარეშე მე ვერ გადავრჩები!“
ორი წლის წინ სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, 36 წლის გოდერძი, აბსოლუტურად უსუსურ ადამიანად გადაიქცა, რომელიც თავისით ვერც ეტლიდან და ვერც ლოგინიდან ვერ დგება.
მედიკამენტებისთვის საკმარისი ფულის უქონლობის გამო, გოდერძის ცოცხლად „ჭამენ“ ნაწოლები, რომლებიც მთელ ტანზე მოედო.
„ნიაკო (2 წლის) ყველაზე ხმამაღლა ტირის!!! მატყუარა მობეზრდა, ხოლო საჭმელს რატომღაც არავინ აძლევს!“
მეგობრებო, სამწუხაროდ გოდერძის ფიზიკურ ტრავმებს ვერაფერს ვუშველით. აი, სულიერი ჭრილობების განკურნებას კი, ნამდვილად შევძლებთ. ჩვენ შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ ცხოვრება, დავუბრუნოთ სიცოცხლის სურვილი და ვაჩუქოთ იმედის ნაპერწკალი. ძალიან მტკივნეულია ადამიანის ასეთ მდგომარეობაში დანახვა. ღმერთმა ყველას აშოროს ამხელა ტანჯვა!
„სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მაგრამ ჯერ ადრე ყოფილა ჩემთვის! ღმერთს ვევედრები, ცოტათი მაინც შვება რომ ვიგრძნო, დავინახო, როგორ გაიზრდებიან ჩემი შვილები. თუნდაც, ფუფუნებაში არა, მაგრამ თვალები სევდით არ ჰქონდეთ სავსე იმის გამო, რომ მთელი ჩვენი შემოსავალი იხარჯება წამლებში.“ ეს არ არის მხოლოდ მძიმედ დაავადებული ადამიანის სიტყვები, ეს სამუდამო ტანჯვისთვის განწირული ახალგაზრდა მამაკაცის გულის ტკივილი არის. დღეს, მას ყველაზე მეტად სჭირდება პამპერსი, მედიკამენტები, სხვადასხვაგვარი ჰიგიენური საშუალებები, ახალი საწოლი ორთოპედიული ლეიბით, მის შვილებს კი – საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, საწოლები და თბილი საბნები. კიდევ, სათამაშოებსა და ტელევიზორზე ოცნებობენ. ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შევძლებთ, ახალი წელი ვაჩუქოთ მათ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქ. ბინა 380
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
18763.85₾დარჩა:
0₾