რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

calendar ივლისი 13, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თამილა ბებო 84 წლისაა, თუმცა მისმა სიყვარულმა შვილიშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავადმყოფი ბნელ ღამეს ჩუმად დაუტოვეს მისმა ვაჟმა და რძალმა, ჩემში საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია!

შეხედეთ ამ თვალებს. სიტყვები აქ, უბრალოდ, ზედმეტია.

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა. თუმცა მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ბიჭი მუხლს ქვემოთ განუვითარებელი იყო. თუმცა თამილა ბებოს სიყვარული ოდნავადაც არ გაფერმკრთალებულა. პირიქით, ყოველდღე ძლიერდებოდა მისი სიყვარული შვილიშვილის მიმართ. ერთ დილას კი, როდესაც ბავშვის ტირილმა გააღვიძა, ბებომ აღმოაჩინა, რომ ოთახში აღარც მისი ვაჟი იყო და აღარც რძალი. იმ წამსვე ყველაზე საშინელმა აზრმა გაუელვა ბებოს თავში. ალბათ, მიხვდით, რა აზრმაც. მაგრამ მერე საკუთარი თავის შერცხვა ბებოს: „ეს როგორ ვიფიქრე, საკუთარ შვილს როგორ მიატოვებდა დედ-მამა?! თანაც მე ასეთი ვაჟი არ გამიზრდია“.

მოსაღამოვდა. ბავშვის დედ-მამა ისევ არსად ჩანდა… და აი, პირქუში ღამეც დადგა. თოვამ უფრო უმატა. გარეთ ძაღლები ყმუოდნენ. უფრო შორიდან კი, სოფლის განაპირა ტყიდან, მგლების შემზარავი ყმუილიც ისმოდა. თამილა ბებო კი ლამფით განათებულ პატარა ოთახში მტირალ ბავშვს „იავნანას“ უმღეროდა დედის მაგივრად. დიახ, მღეროდა ბებო „იავნანას“ და თან უკვე დარწმუნებით იცოდა, რომ ის ღამე იყო დასაწყისი თამილა ბებოს „დედად“ გადაქცევის. სწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველო! 1 წლის ავადმყოფი შვილი დედ-მამამ ისე მიატოვა, რომ ერთხელაც არ მოუხედავთ უკან. დიახ… სწორედ იმ ღამეს გადაიქცა ქვრივი ბებო გმირ დედად.

ინვალიდ ბიჭს საკუთარი ზურგით დაატარებდა თამილა ბებო. დრო გადიოდა. იზრდებოდა დედ-მამისგან მიტოვებული ბავშვი. მისი „დედა“ კი თამილა ბებო იყო. მამობასაც თამილა ბებო უწევდა. არა, ეს სიტყვები ცოტაა იმის გადმოსაცემად, რასაც ეს გმირი ქალი აკეთებდა. ის მთელი სამყარო იყო ბავშვისთვის. უფრო სწორად, სამყაროზე მეტი… თამილა ბებო ღვთისმშობლის ხატი იყო დედამიწაზე პატარა ანზორისთვის.

ეს საჩუქარი გაცილებით უფრო ძვირფასია თამილა ბებოსთვის, ვიდრე მსოფლიოში არსებული ყველა ოქრო და ბრილიანტი.

მრავალი წელი გავიდა, თუმცა ამ გაცრეცილ ფურცელს ისევ ინახავს თამილა ბებო. ამ ფურცელზე უფრო ძვირფასი მას არაფერი გააჩნია, რადგან თავისი ანზორიკოს ხელით არის დაწერილი და დახატული. 84 წლის ბებოს ანდერძად აქვს დატოვებული, როცა გარდაიცვლება, ეს ფურცელი ჩაატანონ ცივ სამარეში. რადგან იქაც იგრძნოს ანზორიკოს სითბო. სანამ უფლის სამყაროში თავის შვილიშვილს შეხვდება, იქამდე მხოლოდ საფლავის ქვაზე ეფერება თავის შვილიშვილს.

„შვილო, როგორ წევხარ ამ ცივ სამარეში? ნეტა შემეძლოს, ადგილი გაგიცვალო!“

ეს ფოტოები ანზორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. ბიჭი 23 წლის ასაკში დაიღუპა.

ანზორის სტუდენტობის ბარათს დღემდე ინახავს მოხუცი. ბიჭი წარჩინებული სტუდენტი იყო

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებთ, თუ რით დაიღუპა ეს „მთასავით“ ბიჭი. როგორც უკვე გითხარით, ანზორის ფეხები მუხლს ქვემოთ განუვითარებელი იყო და, ალბათ, სწორედ ამიტომ მიატოვეს მშობლებმა. თუმცა მარტოხელა მოხუცი „გველის ტყავში გაძვრა“ და საკუთარი შრომით ოპერაციის ფული მაინც შეაგროვა. საკუთარი ბაღის ხილი ქალაქში მიჰქონდა მოხუცს გასაყიდად. მძიმე ვედროებს ძლივს ერეოდა წელში მოხრილი მოხუცი, მაგრამ ანზორიკოს გამო მთების გადადგმა შეეძლო. გველეშაპსაც კი შეებრძოლებოდა. ოპერაციის ფული მართლაც მოაგროვა მარტოხელა მოხუცმა. ბიჭს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. შემდეგ კი „ხელოვნური ფეხიც“ გაუკეთეს ექიმებმა. სანამ ანზორი გაიზრდებოდა, წელში მოხრილი მოხუცი საკუთარ ზურგზე შემოისვამდა ხოლმე ბიჭს და ასე დაატარებდა. გგონიათ, ერთხელ მაინც დაიჩივლა მოხუცმა? გგონიათ, ერთხელ მაინც დაიღალა? გგონიათ, გზად ერთხელ მაინც შეისვენა? არა!!! არასოდეს!!! არცერთხელ!!! ბავშვის მამას ერთხელაც არ გახსენებია, რომ თუნდაც ორი მანეთი გამოეგზავნა რუსეთიდან საქართველოში საკუთარი შვილისთვის. ბავშვის დედა კი, ალბათ, პარფიუმერიას ყიდულობდა მაშინ, როცა საწყალი მოხუცი ხილით სავსე ვედროებს ძლივს მიათრევდა, რომ ბიჭისთვის ოპერაციის თანხა შეეგროვებინა. ღმერთო, სადა ხარ ხოლმე ასეთ დროს, სად???!!! რატომ ერთხელ მაინც არ გადმოიხედე ზეციდან ამ წყეულ დედამიწაზე. რატომ არ მოავლინე წარღვნა ყველა უგულო დედისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაწყდნენ ისინი ამ ქვეყანაზე. მათი ცოდვების სიმძიმეს ვეღარ უძლებს დედამიწა.

გმირმა ბებომ ორი ოპერაციის ფული მოაგროვა ანზორიკოსთვის. ორივე ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. მოხუცი სიხარულით ცას ეწია. უკვე 23 წლის შესრულდა მისი საამაყო შვილიშვილი. უფრო სწორად, შვილი. მაგრამ ერთ პირქუშ ღამეს სატანამ გადაიხარხარა… იცით, როგორი იყო ის ღამე??? ზუსტად ისეთი, როგორიც 22 წლის წინ „ის ღამე“, როცა აკვანში მტირალი ბავშვი მშობლება მიატოვეს.

და ახლაც, ამ ღამეს, ხარხარებდა სატანა… ბებიას და შვილიშვილს კი ტკიბლად ეძინათ. გარეთ ისევ ისმოდა მგლების ყმუილი ზუსტად ისე, როგორც 22 წლის წინ, „იმ ღამეს“. მგელი სიცოცხლის ბოლომდე არ ტოვებს მარტოს თავისი ოჯახის წევრს. და მას მაინც ცხოველი ჰქვია. ზოგიერთ არაადამიანს კი მაინც „ადამიანი“ ჰქვია. ღმერთო, სად არის სამართალი?…

გათენდა… მგლის ყმუილი მამლის ყივილმა ჩაანაცვლა სწორედ ისე, როგორც ბიბლიაშია აღწერილი, როცა პეტრემ ჯვარცმის მომლოდინე იესო მამლის ყივილამდე 3-ჯერ უარყო.

და უცებ… წამი გაჩერდა. გმირი ბებიას სამყარო ერთ წამში ჩამოიშალა. დიახ, მას ანზორიკო წაართვა ვერაგმა სიკვდილმა. ბიჭი თრომბით გარდაიცვალა. გამწარებული მოხუცის განწირული კივილის ხმა ზეცამდე აღწევდა. „გევედრები, გაააცოცხლე, უფალო! შენ ხომ ეს შეგიძლია“. დასაფლავების დღეს ბებია მესაფლავეებს ევედრებოდა, რომ ჯერ არ ჩაედოთ კუბო მიწაში და კიდევ ერთ წუთს მოეცადათ. გამწარებულ მოხუცს ბოლომდე სჯეროდა, რომ უფალი მის ვედრებას შეისმენდა და ანზორიკოს დაუბრუნებდა.

მაგრამ… მაგრამ… მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა… მაგრამ, ალბათ, ისე შორს ვართ ადამიანები უფლის სამყაროსგან, რომ ჩვენი ვედრების ხმა, მასთან არ აღწევს. ან იქნებ, უბრალოდ, აღარ სურს ჩვენი მოსმენა. იქნებ, აღარ ვუყვარვართ. ან სულაც, იქნებ, მითია ეს ყველაფერი და არანაირი უფალი არ არსებობს… და თუ არსებობს, მაშინ სად იყო, როცა უკეთილშობილეს მოხუცს ტანჯვით გაზრდილ ერთადერთ შვილიშვილს (შვილს) სიკვდილი ართმევდა?!

მას შემდეგ, ყოველ დილას ცას უყურებს. იქნებ, წამით მაინც მოჰკრას ანზორიკოს თვალი…

სარკეში იხედება მოხუცი და საკუთარ თვალებში ტანჯვით გავლილ ცხოვრებას კითხულობს.

თამილა ბებო ახალგაზრდობის ფოტოალბომს ათვალიერებს. თურმე, რას უმზადებდა ცხოვრება…

თამილა ბებო დაოჯახებამდე. როგორი ლაღი და ბედნიერი იყო.

84 წლის მოხუცი ყოველდღე ათვალიერებს თავისი ახალგაზრდობის ფოტოებს. ის წარმატებული მსახიობი იყო. თეატრში მთავარ როლებს თამაშობდა. დიდი მომავალი ჰქონდა. თუმცა, დაოჯახების შემდეგ, მისი კარიერა წარსულს ჩაჰბარდა. 1966 წელს კი ახალგაზრდა მეუღლე ავარიაში დაეღუპა. პატარა ასაკში დაქვრივებული ქალი სრულიად მარტო ზრდიდა ერთადერთ ვაჟს. არაფერს აკლებდა. პირველ რიგში კი სულიერ საზრდოს აძლევდა. ამის მიუხედავად, მაინც ლაჩარი აღმოჩნდა მისი შვილი (ანზორიკოს მამა). ცხოველიც კი არ მიატოვებს საკუთარ შვილს. ყველაფრის მიუხედავად, დედას წამით არ უარყვია საკუთარი ვაჟი და იმედი ჰქონდა, რომ ანზორიკოსთან დაბრუნდებოდა. თუმცა ბიჭის დაკრძალვის დღეს თამილა ბებომ თავისი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო — საკუთარ ცოცხალ შვილზე მოგონებებიც იმ დღეს დამარხა, როცა ანზორიკოს კუბო მიაბარა ცივ მიწას.

დღეს თამილა ბებო სრულიად მარტო ცხოვრობს ხის სახლში, რომელიც საუკუნეზე უფრო დიდი ხნისაა. სახლი მოხუცს თავზე ენგრევა. სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. იატაკის მაგივრად სახლში მიწაა, რომელიც უკვე „ორმოებს“ იკეთებს. ავარიული სახლი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. ოთახები სამარეზე უფრო ბნელია.

კედლები დაბზარულია და ერთ დღესაც მთლიანად ჩამოინგრევა სახლი.

იცით, როგორი იქნება ამ ტრაგიკული ცხოვრების მქონე მოხუცის ცხოვრების ბოლო დღე? ამ წყეული სახლის ნანგრევებში დაუწყებენ ძებნას მის დამახინჯებულ ცხედარს. ნუთუ ეს გმირი ქალი ასეთ დასასრულს იმსახურებს? ნუთუ ამას საკუთარ თავს ვაპატიებთ ოდესმე? საწყალი ბიჭი ვერ დავიხსენით სიკვდილისგან, მაგრამ შეგვიძლია, რომ ამ ნატანჯ მოხუცს ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ დარჩენილი ცხოვრება. ხისგან აშენებული პატარა სახლი ერთი ოთახით და პატარა სამზარეულოთი — განა რა თანხა დაჯდება ისეთი, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ვერ შევძლოთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: სამტრედიის რაიონი, სოფელი ჭოგნარი.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: გაგუების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
730.00₾

სულ ხარჯები:

730.00₾

დარჩა:

2912.41₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გუჯეჯიანი მარიამი
06.10.2024 10:20:18
₾3.00
კეთილი გული
03.09.2024 23:57:50
₾10.00
კეთილი გული
29.08.2024 17:27:55
₾20.00
ნოზაძე ანასტასია
26.08.2024 09:30:59
₾5.00
ბექა მარტყოფლიშვილი
23.08.2024 00:00:00
₾10.00
ახალაია ალექსანდრე
15.08.2024 09:54:20
₾5.00
ბაღიშვილი ლეილა
10.08.2024 09:05:54
₾30.00
ვაჟა დარჩია
06.08.2024 00:00:00
₾5.00
ქალიაშვილი გიგა
27.07.2024 07:49:51
₾5.00
დავით გერლიანი
27.07.2024 00:00:00
₾10.00
ქადაგიშვილი ნიკოლოზ
24.07.2024 00:00:00
₾50.00
კუპრაშვილი მაკა
24.07.2024 00:00:00
₾2.00
თამარი ოგანოვა
24.07.2024 00:00:00
₾1.00
ნოზაძე გიორგი
23.07.2024 00:00:00
₾1.00
კეთილი გული
22.07.2024 02:06:12
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
22.07.2024 00:00:00
₾1.00
დავით ძაგანელი
22.07.2024 00:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
22.07.2024 00:00:00
₾1.00
კეთილი გული
19.07.2024 11:20:15
₾5.00
კეთილი გული
19.07.2024 00:22:02
₾10.00

შემოწირულია:

₾3,642.41

313 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,642.41

313 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება