რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ლაზარე: არ მახსოვს, გუშინ რა ვჭამე… დედას საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, მაგრამ ყველას არ გვყოფნის. ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ვინც მოასწრებს, ისიც ჭამს. მე ვერ მოვასწარი, ქუჩაში ვთამაშობდი. ამიტომ მშიერი დავრჩი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელმე თქვენგანი ყოველდღე უყურებდეს საკუთარი შვილების მშიერ თვალებს და არ ჰქონდეს მათი გამოკვების საშუალება. მოდი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ამ მშვენიერ ბავშვებს. ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთისა და გულმოწყალებისა! სიკეთის კეთება იმაზე ადვილია, ვიდრე გვგონია!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მძიმედ დაავადებულ და ყოველთვის მშიერ ძმებს არც წამლები აქვთ და არც საკვები. სახლში კი შავი ობის სოკო და გაზის მძაფრი სუნი გუდავთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
– ლაზარე, რა მიირთვი საუზმეზე?
ლაზარე (6 წლის): არაფერი.
– სადილზე?
ლაზარე: არაფერი.
– ვახშმად რა გაქვს?
ლაზარე: ცარიელი პური.
– გუშინ რა ჭამე?
ლაზარე: არ მახსოვს, გუშინ რა ვჭამე… დედას საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, მაგრამ ყველას არ გვყოფნის. ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ვინც მოასწრებს, ისიც ჭამს. მე ვერ მოვასწარი, ქუჩაში ვთამაშობდი. ამიტომ მშიერი დავრჩი.
წვნიანი, პური და წყალი – აი, ეს არის მთელი საჭმელი უფასო სასადილოდან ხუთი ადამიანისთვის
ლაზარე: დედა სახლში ვერ აკეთებს საჭმელს, რადგან გაზქურა გაგვიფუჭდა, გაზს აპარებს. აბა, უსუნე! გრძნობ? შენი აზრით, ხომ არ გავიგუდებით?
იქნებ, კეთილმა ადამიანებმა დედას ახალი გაზქურა აჩუქონ, რომ საჭმელი მოგვიმზადოს და იმის არ შეგვეშინდეს, რომ აფეთქდება? კიდევ დედას სარეხცხი მანქანა სჭირდება. მეცოდება, როცა ვხედავ, ჩვენს ტანსაცმელს ყოველდღე ხელით რომ რეცხავს. თან წარმოიდგინე, სარეცხი ფხვნილიც კი არა აქვს.
„ღამით ცხვირზე ხელს ვიჭერთ და ფანჯარა ღია გვაქვს, რომ არ გავიგუდოთ“
ნინო (16 წლის): ჩემთვის არაფრით არ შეიძლება გაზის სუნთქვა, ვიგუდები. გლანდების ანთება მაქვს და ღამით მეღვიძება იმის გამო, რომ ვიგუდები. ექიმები ამბობენ, რომ ოპერაცია მჭირდება, მაგრამ დედას ამის ფული არა აქვს.
„თავს იმით ვშველი, რომ ბალიშს მაღლა ვწევ და მთელი ღამე ნახევრად ვზივარ“
ნინო: 15 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ვართ შეყუჟულები. ოთხ კაცს გვძინავს ერთ საწოლზე, რომელიც ნახევრად ჩანგრეულია. საკუთარი სახლი არ გვაქვს, ქირით ვართ. უკეთეს ბინაზე ფული არ გვყოფნის და რემონტის გაკეთების საშუალებაც არ გვაქვს. ორი თვის ქირა არ გადაგვიხდია. გვეშინია, რომ აქედანაც გაგვყრიან ქუჩაში! წასასვლელი არსად გვაქვს! შუქის ფულიც არ გადაგვიხდია. გვემუქრებიან, რომ გაგვითიშავენ.
საშინელებაა! შავი ობის სოკოთი დაობებული კედლები. ნუთუ ამის სუნთქვა შეიძლება ბავშვებისთვის?!
მანანა (დედა, 39 წლის): მე არ ვმუშაობ, რადგან ორი მძიმედ ავადმყოფი ბავშვი მყავს და მათი უპატრონოდ დატოვება არ შეიძლება. ამირანი 15 წლისაა, ნიკოლოზი კი – 10 წლის, ორივეს გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. მათი ინვალიდობის პენსიით ვცხოვრობთ. უკვე კვირაზე მეტია, ბავშვებს წამლები არა აქვთ, ფული არ დამრჩა, რომ ბიჭები ექიმთან წავიყვანო.
„ბავშვების მამა უკვე ნახევარი წელია, ჩვენთან არ ცხოვრობს. არც კი აინტერესებს, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები“
ამირანი (15 წლის): უთხარით ყველას, ვინც ჩვენს ისტორიას წაიკითხავს, რომ მე მიყვარს ისინი! თქვენ ყველანი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები ხართ. გადაეცით მათ ჩემგან ბარათი. ოღონდ ყველას აჩვენეთ. იცოდნენ, ჩვენ ძალიან ველოდებით, რომ დაგვეხმარებიან. თქვენ გარდა, მეტი არავინ გვყავს.
„დედამ თქვა, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ჩვენი ბოლო იმედია!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელმე თქვენგანი ყოველდღე უყურებდეს საკუთარი შვილების მშიერ თვალებს და არ ჰქონდეს მათი გამოკვების საშუალება. მოდი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ამ მშვენიერ ბავშვებს. ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთისა და გულმოწყალებისა! სიკეთის კეთება იმაზე ადვილია, ვიდრე გვგონია!
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, გლდანი, 1ა მიკრორაიონი, კორპუსი 1.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მამულაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3890.04₾დარჩა:
0.30₾