რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს. გოგონა იმის გამო ტირის, რომ ბოთლში რძე გაუთავდა და კიდევ შია. დიახ, კიდევ შია, მაგრამ… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სიტყვები საჭირო არც არის, რადგან ეს კადრები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს. ეს მანუკიანების მრავალშვილიანი ოჯახია. შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი… შვიდი პატარა ანგელოზი, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი. შვიდი ბავშვის სევდიანი თვალები… რატომ? რატომ? დედამიწა, როგორ ითმენ ამდენ უსამართლობას?! ზოგს ყველაფერი იმდენად ბევრი აქვს, რომ სიხარულის შეგრძნებაც კი აქვთ დაკარგული. ზოგი ადამიანი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ თბილი საწოლი ჰქონდეს. კეთილო ადამიანებო, ამ ბავშვების მთავარი ოცნება სათბურის გადახურვაა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მშრომელ ბავშვებს სათბური ექნებათ, მაშინ ოჯახისთვისაც მოიყვანენ პროდუქციას და მცირეოდენის გაყიდვასაც შეძლებენ. საარსებო წყარო გაუჩნდებათ მანუკიანებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ამ ბავშვებიდან რომელიმე ისეთი მეწარმე გამოვიდეს, რომ თავად დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. თუმცა მანამდე ჯერ ჩვენ უნდა გავუწოდოთ მანუკიანებს დახმარების ხელი. ეს ანგელოზი ბავშვები ამ სიკეთეს არასდროს დაგვივიწყებენ. და მერე, როცა მრავალი წელი გავა და ჩვენ სადღაც ზემოთ, სხვა სამყაროში, უფლის წინაშე წარვდგებით, მამა ღმერთი სასუფევლის კარს გაგვიღებს და იმ წამიდან მარადიულად უფლის მფარველობის ქვეშ ვიქნებით…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ერთი წლის ლიას ბოთლში რძე გაუთავდა და ისე გულამოსკვნით ტირის, რომ გოგონას ცრემლები სულს აგიფორიაქებთ. მანუკიანების მრავალშვილიან ოჯახში, სადაც შვიდი მცირეწლოვანია, ბავშვებს საწოლიც კი არ აქვთ, ცივ ზამთარს კი თბილი ქურთუკისა და თბილი ფეხსაცმლის გარეშე ხვდებიან. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს. გოგონა იმის გამო ტირის, რომ ბოთლში რძე გაუთავდა და კიდევ შია. დიახ, კიდევ შია, მაგრამ… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სიტყვები საჭირო არც არის, რადგან ეს კადრები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს.
ეს მანუკიანების მრავალშვილიანი ოჯახია. შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი… შვიდი პატარა ანგელოზი, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი. შვიდი ბავშვის სევდიანი თვალები… რატომ? რატომ? დედამიწა, როგორ ითმენ ამდენ უსამართლობას?! ზოგს ყველაფერი იმდენად ბევრი აქვს, რომ სიხარულის შეგრძნებაც კი აქვთ დაკარგული. ზოგი ადამიანი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ თბილი საწოლი ჰქონდეს.
ახლა კი, ძვირფასო მკითხველო, გაგიზიარებთ იმ ფოტოებს, რომლებიც ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტმა მანუკიანების ოჯახში მისვლისას მათ საცხოვრებელ სახლს გადაუღო. თავად ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს შვიდი პატარა ბავშვი. ჰქვია თუ არა ამას სახლი, თქვენ თვითონ განსაჯეთ.
ძვირფასო მკითხველო, ალბათ, უკვე დარწმუნდით, რა საშინელ პირობებში ცხოვრობენ პატარა ანგელოზები. ბედის ირონიაა, რომ ბავშვები ძილის დროსაც კი არ არიან მოსვენებული და ვერც ფერად სიზმრებს ხედავენ. რატომ? იმიტომ რომ საწოლები არ აქვთ. დიახ, შვიდ ბავშვს დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად ერთ პატარა ოთახში სძინავს. 4 საწოლი სჭირდებათ ბავშვებს. შეჭირვებულ ოჯახს კი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ღმერთო, ღმერთო, თბილი ლოგინიც რომ სანატრელი ექნება პატარა ბავშვს, ნუთუ ამას ცხოვრება ჰქვია?! სად არის სამართალი, სად?!
მანუკიანების ოჯახში ბავშვები შრომას პატარა ასაკიდანვე შეეჩვივნენ. ზრდილობიანი, შრომისმოყვარე და ღვთისნიერი ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ პატიოსანი შრომით ჭამონ პური. გაჭირვების მიუხედავად, მანუკიანების მრავალშვილიან ოჯახს ერიდება, რომ ხალხს დახმარება სთხოვოს. ოჯახს სურს, რომ საკუთარი შრომით შეძლონ ბავშვების გამოკვება. ამისთვის კი მათ ძალიან სჭირდებათ კეთილი ადამიანების დახმარება.
საქმე ისაა, რომ სახლის უკან დიდი მიწის ნაკვეთი აქვთ. ბავშვებმა დღედაღამ იმუშავეს და სათბური სანახევროდ უკვე მოაწყვეს, მაგრამ ახლა საჭიროა მისი გადახურვა. რა ქნან ამ პატარა ვაჟკაცებმა?! ეს ხომ უკვე მათ ძალებს აღემატება!
პატარა ხელებით დაუღალავად შრომობს
დღის ბოლოს შრომით დაღლილმა ბავშვებმა ეს პური თანაბრად უნდა გაიყონ
ხორციანი საჭმელი უნდათ ბავშვებს, თუმცა დღეს მხოლოდ ამ კომბოსტოს მოთუშავენ, რომელიც საკუთარი ხელით მოიყვანეს ბაღში
უკვე აცივდა. მალე ზამთარიც დადგება. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მანუკიანების ოჯახში და–ძმებს არც ახალი წლის მოსვლა ახარებთ და არც გუნდაობა. თოვლის ბაბუასაც ვერ გააკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ არც თბილი ხელთათმანები აქვთ, არც თბილი ქურთუკი და არც თბილი ფეხსაცმელი.
შეხედეთ სამი წლის გოგონას მწარე ცრემლებს…
ერთი წლის ლიამ ლაპარაკი ჯერ არ იცის, მაგრამ ბავშვი თვალებით მეტყველებს. კარგად დააკვირდით მის კეთილ თვალებს… ბავშვი თითქოს რაღაცას გვევედრება.
ეს სამი წლის მოვსესია. პატარა ბიჭუნას მწვანე თვალები სითბოს, სიკეთესა და სიყვარულს ასხივებს
„ჩემს დაიკოს რძე უთავდება და გული მტკივა ამის გამო“
სამი წლის გოგონას არც სათამაშოები აქვს და არც თბილი ტანსაცმელი
შეხედეთ, ნამდვილი ანგელოზია. სევდიანი ანგელოზი…
ეს ბავშვების დედა, 31 წლის ანამანია. გაჭირვების მიუხედავად, ახალგაზრდა დედის თვალებიდან სიკეთე გამოსჭვივის. და მართლაც, ის ბავშვებს უფლისა და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის.
ბავშვები ყოველდღე ხატის წინ გულმხურვალედ ლოცულობენ
დღის ბოლოს კი ბავშვები მაგიდას შემოუსხდებიან ხოლმე და ვახშმის ნაცვლად, მაგიდაზე წმინდა წიგნი უდევთ. ძმებიდან ყველაზე უფროსი წმინდა წიგნს უკითხავს უმცროს ძამიკოებს. ღმერთო, რამხელა მადლია მანუკიანების ოჯახში! ამ პატარა ანგელოზების გული უფლის სიყვარულით ძგერს. გაჭირვების მიუხედავად, მათ არ შურთ სხვა ბავშვების, რომელთაც ყველაფერი აქვთ. პირიქით, სხვისი სიხარული მათაც აბედნიერებთ. მიუხედავად გაჭირვებისა, ისე არ იძინებენ, რომ უფალს მადლობა არ გადაუხადონ.
კეთილო ადამიანებო, ამ ბავშვების მთავარი ოცნება სათბურის გადახურვაა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მშრომელ ბავშვებს სათბური ექნებათ, მაშინ ოჯახისთვისაც მოიყვანენ პროდუქციას და მცირეოდენის გაყიდვასაც შეძლებენ. საარსებო წყარო გაუჩნდებათ მანუკიანებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ამ ბავშვებიდან რომელიმე ისეთი მეწარმე გამოვიდეს, რომ თავად დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. თუმცა მანამდე ჯერ ჩვენ უნდა გავუწოდოთ მანუკიანებს დახმარების ხელი. ეს ანგელოზი ბავშვები ამ სიკეთეს არასდროს დაგვივიწყებენ. და მერე, როცა მრავალი წელი გავა და ჩვენ სადღაც ზემოთ, სხვა სამყაროში, უფლის წინაშე წარვდგებით, მამა ღმერთი სასუფევლის კარს გაგვიღებს და იმ წამიდან მარადიულად უფლის მფარველობის ქვეშ ვიქნებით…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, აპარანის რაიონი, სოფელი პატრუში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მანუკიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: