რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უბედურება! უბედურება! ქირურგის დაუდევრობის გამო სიცოცხლით სავსე ულამაზესი 10 წლის ელენე უკვე 1 წელია, პამპერსს ატარებს და ცხოვრებას მთლიანად მოწყდა. გოგონა მუხლებს ვეღარ შლის. ბავშვის გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა არსებობს — მხოლოდ თქვენი გულისხმიერება გადაარჩენს ელენეს, კეთილო ადამიანებო!

calendar ნოემბერი 22, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს 10 წლის ელენეა. ბავშვს დაბადებიდან ხერხემლის თიაქარი აქვს. ამ ციცქნა გოგონას პატარა გულმა 9 ანესთეზიას გაუძლო. როცა პირველი ოპერაცია გაუკეთეს, სულ რაღაც ოთხი თვის იყო. მეორე ოთხი წლის ასაკში გაუკეთეს, ხოლო მესამე ოპერაცია — სულ რაღაც ერთი წლის წინ, 9 წლის ასაკში. ელენე იმედით შედიოდა ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა გოგონასთვის. დიახ, სწორედ მესამე ოპერაცია აღმოჩნდა საბედისწერო პატარა ელენესთვის. ბავშვს ფეხებზე დამბლა დაემართა და შეგრძნება მთლიანად დაკარგა. ამასთან, ფეხები ისე გაუმრუდდა, რომ საბრალო გოგონა მუხლებს ვეღარ შლის და ძლივს დადის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

უბედურება! უბედურება! ქირურგის დაუდევრობის გამო სიცოცხლით სავსე ულამაზესი 10 წლის ელენე უკვე 1 წელია, პამპერსს ატარებს და ცხოვრებას მთლიანად მოწყდა. გოგონა მუხლებს ვეღარ შლის. ბავშვის გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა არსებობსმხოლოდ თქვენი გულისხმიერება გადაარჩენს ელენეს, კეთილო ადამიანებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს 10 წლის ელენეა. ბავშვს დაბადებიდან ხერხემლის თიაქარი აქვს. ამ ციცქნა გოგონას პატარა გულმა 9 ანესთეზიას გაუძლო. როცა პირველი ოპერაცია გაუკეთეს, სულ რაღაც ოთხი თვის იყო. მეორე ოთხი წლის ასაკში გაუკეთეს, ხოლო მესამე ოპერაციასულ რაღაც ერთი წლის წინ, 9 წლის ასაკში. ელენე იმედით შედიოდა ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა გოგონასთვის

ხერხემლის თიაქარის ოპერაციის შემდეგ

დიახ, სწორედ მესამე ოპერაცია აღმოჩნდა საბედისწერო პატარა ელენესთვის. ბავშვს ფეხებზე დამბლა დაემართა და შეგრძნება მთლიანად დაკარგა. ამასთან, ფეხები ისე გაუმრუდდა, რომ საბრალო გოგონა მუხლებს ვეღარ შლის და ძლივს დადის.

შეხედეთ! აი, ასეთ მოხრილ მდგომარეობაშია გოგონას ფეხები ოპერაციის შემდეგ და წამიერადაც კი არ შეუძლია საბრალო გოგონას მუხლის გაშლა. დეფორმირებულმა ფეხებმა ამ ულამაზესი გოგონას დაკოჭლებაც გამოიწვია

შეხედეთ, ეს ანგელოზი გოგონა დღედაღამ ასეთი ცხარე ცრემლებით ტირის

გგონიათ, ბავშვის უბედურება ამით დასრულდა? ყველაზე უარესი წინ არის. მოემზადეთ! რასაც ახლა გეტყვით, გაგაოგნებთ. ბოლო ოპერაციის შემდეგ გოგონას არა მხოლოდ ფეხების პარალიზება დაემართა, არამედ წელს ქვემოთ შეგრძნებაც დაეკარგა. როდესაც მისი ორგანიზმი ნიშანს აძლევს, რომ საპირფარეშოში უნდა შევიდეს, გოგონა ამას ვერ გრძნობს. ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს? დიახსწორად მიხვდითუკვე ერთი წელია ეს ანგელოზივით გოგონა პამპერსს ატარებს. ბავშვი სკოლაშიც ვერ დადის. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2 კვირა შეძლო გოგონამ სკოლაში სიარული. ის ქირურგი კი, რომელიც ახლა, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, არა თუ არ დასჯილა, დროებითაც კი არ შეჩერებია ლიცენზია და ვინ იცის, კიდევ რამდენ ბავშვს წაართმევს ბავშვობასა და მომავალს

ღვთისნიერი გოგონა შვებას უფლის სახლში გრძნობს. ელენე გულმხურვალედ ლოცულობს

ეს ულამაზესი ტაძარი ელენეს სოფელში (ცხრამუხა) მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ხერხემლისა და წელის საშინელი ტკივილები აქვს და სიარულიც ძალიან უჭირს, ღვთისნიერი ბავშვი ფეხით გადის ტაძრამდე მისასვლელ გზას. უფლის სახლში შესული პატარა ანგელოზი, უფალს ევედრება გამოჯანმრთელებას.

შეხედეთ, რა სიმწრის ცრემლებით ტირის ბავშვი

 

ბავშვს ხერხემლისა და წელის საშინელი ტკივილები ტანჯავს. ღმერთო, როგორ უძლებს ამდენს ეს პატარა გოგონა? ელენეს ტანჯვა რომ დასრულდეს და ბავშვი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი არსებობსოპერაცია საზღვარგარეთ, რომლის ღირებულებაც 19 000 დოლარია. რა ქნას ელენეს საბრალო დედამ, როგორ შეაგროვოს ეს თანხა? წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება ახლა დედის გული? ელენეც უკვე იმ ასაკშია, რომ ხვდება, მისი გამოჯანმრთელება ამჟამად მხოლოდ ფულზე რომ არის დამოკიდებული

ელენე (10 წლის):ხერხემალი და წელი ისე მტკივა, რომ ზოგჯერ სიკვდილს ვნატრობ. ვეღარ ვუძლებყველაზე მეტად კი იმას განვიცდი, რომ სკოლაში ვერ დავდივარ. არადა, როგორ მიყვარდა მათემატიკა! როგორც საჭიროა, ისე რომ ვეღარ ვმეცადინეობ, ამას საშინლად განვიცდი. კიდევ იმას განვიცდი, რომ ამხელა გოგოს პამპერსი მიკეთია. მინდა, რომ მეც სხვა ბავშვებივით ვიყო. ჩემი ოცნება კი მხოლოდ მაშინ ახდება, თუ საზღვარგარეთ გამიკეთდება ოპერაცია. დედიკო უკვე ესაუბრა თურქეთში ექიმებს. მაგრამვერ ვიკეთებ ოპერაციას, რადგან ფული არ გვაქვს“, — ეს სიტყვები უთხრა ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს და ბოლო სიტყვა ვეღარ წარმოთქვა, ხმა გაებზარა, თვალებზე მომდგარი ცრემლები ვეღარ შეიკავა და აქვითინდა. ღმერთო, ბავშვის ცრემლებზე უფრო მწარე ამ სამყაროში არაფერია

 

საბრალო გოგონა მუხლებში თავჩარგული ქვითინებდა

რამდენ სათქმელს ამბობს ეს თვალები

ეს ელენეს უმცროსი ძამიკო – 7 წლის იაკობია. საკმარისია ამ ერთ ფოტოს დახედოთ და მაშინვე მიხვდებით, რა კეთილია ამ პატარა ბიჭის დიდი გული. სამწუხაროდ, იაკობს სიელმე აქვს, ეს კი დღითი დღე ურთულებს მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ბავშვს ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამდანარჩენს თავადაც მიხვდებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. დიახისევ ეს წყეული უფულობარომელიც ცდილობს, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალოს ხმალაძეების ოჯახში

აი, ასეთი ძლიერია დაძმის სიყვარული

ჩვენი პატარა ანგელოზირამდენ ტკივილს უძლებს

 

საშინელი ტკივილების მიუხედავად, ბავშვი მაინც ხატავს

შეხედეთ, ბავშვი თვალებით შველას ითხოვს

კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, რომ არაპროფესიონალი ექიმის მიერ წართმეული ბავშვობა დაუბრუნოთ ამ ანგელოზ გოგონას. მხოლოდ თქვენი გულისხმიერების შედეგად არის შესაძლებელი, რომ ელენე გათავისუფლდეს ჯოჯოხეთური ტკივილებისგან და თავისუფლად იაროს. ბავშვის მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ არ ჩაუტარდება საზღვარგარეთ ოპერაცია, ბავშვი ლოგინს მიეჯაჭვება და ამას სიცოცხლის ბოლომდე ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ამ გონიერი გოგონას მიზნები არ უნდა დასამარდეს, არა! დიახ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, რომ ელენეს ცხოვრება დაუბრუნოთ. ის ცხოვრება, რომელიც დაუდევარმა ქირურგმა წაართვა და, სინდისის ქენჯნის ნაცვლად, პასუხისმგებლობას გაურბის! მოდი ნუ დავემსგავსებით უღირს ადამიანებს! ყველამ მხოლოდ თითო ლარი რომ გავიღოთ ელენესთვის, ეს მისი გადარჩენის ტოლფასი იქნება! ღვთისნიერი გოგონას ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხრამუხა, მთაწმინდის ქუჩა

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

  • საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
  • თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
  • ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

  (დანიშნულება: ხმალაძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

https://chernovetskyifund.ge

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

კორ.: ნინი 



თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
22.11.2024 23:01:46
₾10.00
კეთილი გული
22.11.2024 21:17:56
₾10.00
კეთილი გული
22.11.2024 20:28:10
₾5.00

შემოწირულია:

₾25.00

3 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾25.00

3 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება