ივნისის სიკეთის რეიტინგი. არ გამოტოვოთ, მეგობრებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„ივნისის კეთილი საქმეების შეჯამება“ – სწორედ ასე დავასათაურეთ ჩვენ, ფონდის თანამშრომლებმა, ანგარიში იმ უდიდესი დახმარების შესახებ, რომელიც მთელი თვის განმავლობაში მივიღეთ თქვენგან – ღვთისნიერი ადამიანებისგან საქართველოსა და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ბევრ თქვენგანს სხვადასხვა მიზეზის გამო მოუხდა წასვლა. ბედნიერებას გისურვებთ, კეთილო ადამიანებო! შეჭირვებულთა ყველა ლოცვა თქვენ გეკუთვნით!
ივნისის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს, ფონდში ბედნიერებისგან ვტირით. რამდენი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშო, საკვები პროდუქტი გადმოგვეცით… უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება.
ლუკამ ჩვენს მიერ მოტანილ ნივთებს შორის ეს საშემოდგომო სპორტული ქურთუკი დაინახა. ახალი, ან თითქმის ახალი. ლამაზია, არა?
ყოჩაღ, ლუკა! მან ზუსტად იცის: შემოდგომაზე ისევ აცივდება, მას კი, ძალიან მობეზრდა, მუდამ რომ იყინება.
ლუკა: „როგორ ვოცნებობდი ასეთ ქურთუკზე! მაგრამ დედას რომ ეყიდა, მთელი წელი ფული საერთოდ აღარაფრისთვის გვექნებოდა. იმ ბიჭს ჩემგან მოკითხვა გადაეცით. სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან. უკვე ველოდები შემოდგომას და ზამთარს. მალე მოვიდეს! ჩემი ოცნების ქურთუკი, ყველამ რომ ნახოს!“
მთელ საქართველოში, ჩვენს ბენეფიციართა შორის, ბევრია, ვისაც ტანისამოსის მოსინჯვა ძალიან უყვარს – ბავშვები, რომლებიც ტანსაცმლის უქონლობით არიან დატანჯული. ისინი ტანსაცმლით სავსე ჩანთებს უდიდესი სიხარულითა და მონდომებით იღებენ ჩვენგან.“
თქვენგან მიღებული ტანისამოსი მათ უამრავ შესაძლებლობას ჩუქნის. ამგვარად, ბრეგვაძეების, ზურაბიშვილების, ესებუების, საათაშვილების, ოთარაშვილების, თედიაშვილების, ტვილდიანების, გურაშვილების ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებსაც ივნისში ვესტუმრეთ საჩუქრებით, ნიშნავს იმას, რომ:
ხედავთ, რამდენ შესაძლებლობას იძლევა თქვენ მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი! ამისთვის კი, ჩვენ დიდი სიამოვნებით, ენთუზიაზმითა და მადლიერებით მადლობას გიხდით!
ჩერნოვეცკის ფონდი სიხარულით დაასახელებს იმ ადამიანთა სახელებს, ვინც ივნისში დაგვეხმარა:
მთელი გულით უდიდეს მადლობას ვუხდით სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ არსებულ „მაკდონალდსის“ ფილიალს. მრავალშვილიანი ოჯახებიდან ოცდახუთმა ბავშვმა მიიღო საოცნებო ჰეფი მილის ყუთები პირდაპირ სახლში! ამ თბილმა და გემრიელმა ბედნიერებამ – ჰამბურგერებმა და კარტოფილმა „ფრიმ“ – ყუთებიდან ბავშვების მუცლებში მყისიერად გადაინაცვლა. ბურგერებსა და ჰეფი მილის ნაკრებებიდან სათამაშოებს ჩვენი ბავშვები აფასებენ ყველაზე მეტად, ყველაზე მადლიერი, ემოციური და ბედნიერები ისინი არიან!

მადლობას ვუხდით ჩვენს ნამდვილ და ერთგულ მეგობრებს – კომპანია „სანდომს“ – გემრიელი ტკბილეულისთვის რომელიც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გადმოგვცეს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაქრა! პატარა ხელებმა დაიტაცეს და კიდევ ითხოვეს!
ყველაზე ემოციური რეაქცია ჩვენს უმძიმესი ყოფით დატანჯულ დედებს ჰქონდათ ჰიგიენურ და სარეცხ საშუალებებზე. ყველა ოჯახმა, რომლებსაც ქველმოქმედებისგან ტანსაცმელი, ტკბილეული და სათამაშოები გადაეცა, ასევე კომპანია „ნატურლენდის“ პროდუქცია მიიღო.
და ბოლოს, ნახეთ, რა მაგარ სათამაშოებს გვიგზავნიან ფონდის მეგობრები!

ეს ველოსიპედი ჩვენმა ქველმოქმედმა კახაბერ შატაკიშვილმა გადმოგვცა.
მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ივლისის სიკეთის რეიტინგის გმირები გახდეთ! შემოგვიერთდით!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).
კორ. მედეა