Birthday 03/03/2020
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
იაკობს ძალიან უყვარდა დედა, მაგრამ საშინელმა კიბომ არ შეიბრალა იგი. ახლა ბიჭუნა ობოლია. დედა შვილს ველოსიპედს დაჰპირდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ის კი ისე ოცნებობდა მასზე! მეგობრებო, მოდით გავერთიანდეთ, ვაჩუქოთ იაკობს ცოტაოდენი დედობრივი მზრუნველობა, რაც ასე ძალიან აკლია, და ავასრულოთ მისი სურვილი.
5 წლის იაკობი – „დედა დამპირდა, რომ ველოსიპედს მაჩუქებდა. მისი სურათიც კი ვნახე! ისეთი მაგარია! მაგრამ ვერ მოასწრო დანაპირების შესრულება – ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა! მამამ მითხრა, რომ დედას ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ შეგვიძლია ცრემლები შევცვალოთ სიხარულის ღიმილით, ქრისტიანული რწმენით, იმედით და სიყვარულით!“
პატარა იაკობი, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლისაა, ობოლია. დედა კიბოთი გარდაიცვალა. მამა კი ოთხი ბავშვით მარტო დარჩა – არა მხოლოდ ფულის, არამედ ოჯახის დასაპურებელი ლუკმა პურის გარეშე. აი, ასეთი დიდი გასაჭირია…
იაკობი, 5 წლის: „დედა დამპირდა, რომ ველოსიპედს მაჩუქებდა, მაგრამ ვერ მოასწრო დანაპირების შესრულება. უკვე შემიძლია ტარება, თვითონ ვისწავლე, სხვისი დახმარების გარეშე. მაგრამ ახლა ვინ მიყიდის ველოსიპედს?“
იაკობი, 5 წლის: „მე მაქვს სათამაშოები, მაგრამ ისინი უკვე ძველი და დამტვრეულია. ახალ სათამაშოებზე ვოცნეობობ, განსაკუთრებით – დიდ ტრაქტორზე და მოტოციკლეტზე. ისინი მხოლოდ სურათებზე მინახავს, მაგრამ ისეთი მაგრები ჩანან!“
„მე ახლაც ვუყვები დედიკოს ჩემს ოცნებებს, მაგრამ უკვე მის საფლავზე. დეიდა, ვიცი, რომ ის მისმენს. კიდევ ვიცი, რომ დედიკო ზეცაში, ჯადოსნურ ქვეყანაში გაფრინდა და იქიდანაც კი შეძლებს ჩემი სურვილების ასრულებას.“
„ასევე მჭირდება ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბაღისთვის. არ მინდა ძველით სიარული, რადგან ჩემს ყველა მეგობარს ახალი აცვია. მამა ბევრს მუშაობს, მაგრამ მაინც არ ჰყოფნის ფული, რომ ის მიყიდოს, რაც მე მჭირდება.“
მეგობრებო, თუ შეძლებთ დაგვეხმაროთ ავუსრულოთ ღარიბ ობოლ ბავშვს ოცნებები, უსაზღვროდ მადლიერნი ვიქნებით. ეს გააბედნიერებს პატარა ბიჭუნას, და ჩვენ გვწამს, რომ იაკობის დედაც ზეციდან გაიხარებს ამის გამო.
ფონდის კეთილო მეგობრებო, ალბათ გესმით, რა მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ. მთავარი აქ არც ახალი სათამაშოებია და არც ტანსაცმელი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პატარა იაკობს ეგონება, თითქოს ეს საჩუქრები დედიკომ და იესომ გამოუგზავნეს. შედეგად, ობოლი ბავშვის გულში უმცირესი შვება მაინც გაჩნდება იმისგან, რომ დედას მისი ესმის და სიკვდილის შემდეგაც კი გვერდში უდგას.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: იაკობ მღებრიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით: ExpressPay, TBCpay და PayBox (OPPA). განყოფილებაში „ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი. ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულიზე https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე და მიუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS-ი ნომერზე 97100.
თქვენს მხოლოდ ერთ ზარსაც კი სპეციალურ ტელეფონის ნომერზე შეუძლია გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
დედა აღარ მოვა. მაგრამ, მისი სიყვარული თქვენი მეშვეობით მოვიდა პატარა იაკობთან. შეინახეთ თქვენი შვილებისა და მეგობრებისთვის ეს ბედნიერი ფოტოები. უფლის სადიდებლად ამაზე უკეთესის გაკეთება შეუძლებელია!
– ეს ამანათი დედამ გამომიგზავნა, არა? მან გთხოვათ, ჩემთვის სათამაშოები რომ მოგეტანათ?
იაკობი მიმიახლოვდა, თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალებით ჩამხედა თვალებში და გამიღიმა.
– რა თქმა უნდა, პატარავ! კიდევ მთხოვა, რომ ჩაგეხუტო და გაკოცო.
დედა ორი წლის წინ წავიდა ზეცაში, ონკოლოგიური დაავადების გამო. მაგრამ, ჩვენმა იაკობმა „ზეციდან ამანათი“ მაინც მიიღო. რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან. ამ „ზეციურ ამანათში“ კი, ყველაფერია, რასაც ბიჭუნა ოდესღაც დედას სთხოვდა – ამწე კრანი, დიდი მანქანა-ავტოფარეხი პატარა მანქანების პარკინგით. მხიარული ზურგჩანთა, სახატავი დაფა და ველოსიპედი იაკობისთვის. ბიჭუნა თავის საჩუქრებს ეფერება და სჯერა, რომ დედა მის გვერდითაა.

იაკობის ჭკვიანმა და მზრუნველმა უფროსმა ძმამ, გიგამ, ამანათის ავტორებს, ანუ თქვენ, მეგობრებო, მადლობას გიხდით:
– ოთხი ობლის, ანუ ჩვენი ამბავი რომ გაიგეს, ბევრს ეტკინა გული. გული ისე მშვიდად მაქვს და ისე მიხარია, რადგან ვიცი, კეთილი ადამიანები, ანუ თქვენ რომ არსებობთ! დიდი სიყვარულით ვუხდი მადლობას ფონდის მეგობრებს, ჩემი იაკობი რომ გაახარეთ!

გარდა ამისა, გიგამ გვიამბო, რომ ოთხი ობლის მთავარი პრობლემა საკუთარი სახლის არქონა არის და იმის შიში, რომ ქუჩაში გააგდებენ. ნაქირავები ბინის ქირის დავალიანება დაგროვდა – 3 თვის. გიგამ, რომელიც ყველა პრობლემაზე ფიქრობს და ნაადრევად გაიზარდა, ძალიან თავაზიანად იკითხა: თუ შეუძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს იზრუნონ იმაზე, ობლებს საკუთარი სახლი რომ ჰქონდეთ? რათა აღარასოდეს, არავინ არსად გაგვაგდოს?..
იაკობის დედას არ შეუძლია, ზეციდან ჩამოვიდეს და გულში ჩაიკრას ისინი. ბინის ქირის გადახდაც არ შეუძლია. ჩვენ კი, შეგვიძლია ეს! ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ „დედისგან“ მიღებული საჩუქრით გამოწვეული სათუთი ბავშვური სიხარული, ქუჩაში დარჩენით დასრულდეს?
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მღებრიშვილების ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
476.65₾დარჩა:
0.55₾