გმირი მამის ზაზა მერაბიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახალ სახლში გადავიდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მერაბიშვილების ოჯახი ახალ სახლში გადავიდა!
ამხელა ბედნიერებისგან სამი პატარა ბიჭუნა – ანტონი, დანიელი და დავითი – გაუჩერებლად იცინიან! ყველაზე მეტად კი მაშინ, როდესაც მათი მამა, ზაზა ახალი ბინის გასაღებს აწკარუნებს! ნამდვილად განსაკუთრებულია მათი ბინა: ტანჯვისა და დარდისგან კურნავს და სიხარულით ავსებს ყველას, ვინც იქ ცხოვრობს. უდიდესი სიყვარულით არის დამუხტული! ბინის კარზე კი წარწერაა: „შეძენილია ჩერნოვეცკის ფონდის კეთილი გულების შემოწირულობებით“.
ანტონი: „დეიდა, მოდი, ჩემი უსაყვარლესი ოთახი უნდა გაჩვენო.“
ეს მისაღები ოთახი არ არის, მეგობრებო! ბავშვმა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გადაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში, საპირფარეშოს ნაცვლად თუნუქის სათლი ჰქონდა, შხაპის ნაცვლად კი – ტაშტი, სააბაზანოში შემიყვანა.
იმის გახსენებაც კი საზარელია, ადრე რა მდგომარეობაში იყვნენ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1677-merabishvili/
მამა სამ ბიჭუნას ცხელ წყალს შხაპით რომ ასხამს, მათთვის, ეს ნამდვილი ჯადოქრობაა. ისინი იმდენად მოხიბლულები არიან აბაზანით, რომ იქ, ჩურჩულით ლაპარაკობენ. კიდევ, ბევრს იცინიან და გამოსვლა არ სურთ.
მამიკო, ზაზა საძინებელში საწოლის გადასაფარებელს დღეში ასჯერ ასწორებს. იმიტომ, რომ პატარები ბევრჯერ შედიან იქ ყველანი ერთად და მოხერხებულად, ფართოდ გაშლილი ხელებით და ფეხებით წვებიან საწოლზე.
ანტონი: „მეგონა, რომ ყველას რკინის საწოლი ჰქონდა, რომელზეც საშინლად მტკივნეულია წოლა. ეს საწოლი კი, ძალიან რბილია!“
იცით, კიდევ რა აღმოაჩინეს ამ პატარებმა თქვენი დამსახურებით, მეგობრებო? თურმე, ნათელ, ლამაზ სამზარეულოში ყველისა და ლორის სენდვიჩებით ან თუნდაც, მაფინებით შეუძლიათ ისაუზმონ, მამა კი იქვე, ნიჟარაში რეცხავს ჭურჭელს და არა გარეთ.
გარდა ამისა, სამსახურის მერე დაღლილ მამას, რომელიც მტვირთავად მუშაობს, აღარ მოუწევს სარეცხის ხელით რეცხვა – ამ საქმეს სარეცხი მანქანა აკეთებს.
ზაზა, მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის სამ მცირეწლოვან ვაჟს და ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს – მოგწერათ ის, რაც გულში აქვს.
„უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის ეს სახლი! ნორმალური ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ გვქონდა. ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვიტანჯებოდი. სიკეთისთვის და ჩვენი ახალი ცხოვრებისთვის, თითოეულ თქვენგანს ვლოცავ.“
მეგობრებო, თქვენი დამსახურებით, ამ ბავშვებმა კიდევ ბევრი ახალი რამ უნდა ისწავლონ. დაეხმარეთ მათ ამაში!
ბინაში კოსმეტიკური რემონტის გაკეთება და შიდა კარებების ჩასმაა საჭირო.
ხოლო ის, რომ ქვეყანაზე არსებობენ კეთილი გულები – ეს უკვე ისედაც იციან და საკუთარ თავზე გამოსცადეს. დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მერაბიშვილების ოჯახი).
კორ. მედეა