Birthday 24.09.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, მამიკომ დამპირდა, რომ დაბადების დღისთვის საბავშვო კვადროციკლი უნდა ეყიდა ჩემთვის. მაგრამ საჩუქრის ნაცვლად, დაბადების დღემდე ჩვენს სახლში სუდარა მოიტანეს მამიკოსთვის“. ფონდის მეგობრებო, ნუთუ დაუშვებთ, რომ დაობლებული გაბრიელის ბავშვური ოცნება მის საყვარელ მამასთან ერთად დაიკრძალოს?..
წინა დაბადების დღე გაბრიელს მთელი ცხოვრება ემახსოვრება. დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე მამა გარდაეცვალა. და დაბადების დღე გადაიქცა ტკივილად. ყველაფერი, რაზეც მამასთან ერთად საუბრობდა და ოცნებობდა – სტუმრები, დიდი საოჯახო დღესასწაული, კვადროციკლი საჩუქრად – ცრემლებად და ტკივილად იქცა.

ცოცხალი, თბილი და ნამდვილი მამა ახლა მხოლოდ სურათად გადაიქცა მაგიდაზე. კვადროციკლი კი სიკვდილს ახსენებდა, ყველაფერი, რაც დღესასწაულს უკავშირდებოდა, გაბრიელს სიკვდილს ახსენებდა. ნუთუ ეს სურდა მის კეთილ მამას, რომელიც ახლა სურათიდან უცქერს შვილს და რომლის სულიც იტანჯება ზეცაში, დაობლებული ოჯახის და მათი დღევანდელი გაჭირვების ყურებაში? მამას, ფილტვების ავადმყოფობის გამო, რომ არ დაესრულებინა მიწიერი ცხოვრება აუცილებლად აუხდენდა გაბრიელს ყველა სურვილს.
გაბრიელმა მამის მაგივრად სურათს ხელი გადაუსვა, აკოცა და თითქოს მისგან დასტური მიიღოო, აცრემლებულმა აღიარა, რომ წელს ძალიან უნდოდა დაბადების დღის აღნიშვნა.
გაბრიელი: – ლეპტოპი და საბავშვო კვადროციკლი მინდა. ჩემს დაბადების დღეზე მინდა ჩემი მეგობრების და თანაკლასელების ნახვა. ძალიან გამიხარდება, თუ ფაბჯის ფოტოსურათიანი ტორტი მექნება. განსაკუთრებით გამიხარდება, თუ ჭიდაობაზე სიარულს შევძლებ. ეს ფასიანი წრეა, სოციალური დახმარება ამას არ ეყოფა. სასიამოვნო იქნება თუ ლამაზ ქურთუკსა და ფეხსაცმელს მაჩუქებენ.
ბავშვის დაჭრილ, ნაზ სულს ძალიან სჭირდება სითბო, სიყვარული და სასწაული!
ფონდის მეგობრებო, ერთი წლის წინ, თქვენი თანადგომის წყალობით, ერთი ობოლი ბიჭის უიმედო ოცნება ახდა და მან რბილი საწოლი, ველოსიპედი და სხვა საჩუქრები მიიღო. მაგრამ, კვადროციკლი კვლავ აუხდენელ ოცნებად დარჩა.
სამწუხაროდ, გაბრიელის მამას ვერ დავაბრუნებთ! ფონდის მეგობრებო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამ პატარა ანგელოზს ობლობით გამოწვეული ტკივილი შეუმსუბუქოთ. ეს ხომ უძვირფასესი საჩუქარი იქნება ობოლი ბიჭისთვის!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გაბრიელ გულიშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ ესემესი ნომერზე 97100
სულ რაღაც ერთმა ზარმა სპეციალურ ნომერზე შესაძლოა ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოს: 0901200270! იყავით დალოცვილები!
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
დარჩა: