„ჩერნოვეცკის ფონდის“ ცენტრალური ოფისი, აღდგომის დღესასწაულზე, ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის.
ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის, უფლის შვილებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

– ქრისტე აღდგა!
– ქრისტე აღდგა!
– ქრისტე აღდგა!
სწორედ ამ ჯადოსნური სიტყვების ძახილით მოადგნენ პატარა ანგელოზები ფონდის შენობის ცენტრალურ ჭიშკარს. თანამშრომლებს, ბედნიერების ჟრუანტელმა დაგვიარა. აღდგომის დღესასწაულზე, პატარა ანგელოზებზე უკეთესი სტუმრები ვინ უნდა გვენატრა???
ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმის წმინდა მიწაზე და ნამდვილი სასწაული უფლისგან – პატარები ერთმანეთში სწორედ ამ საკითხებს განიხილავდნენ, მათი ბავშვური წარმოსახვით.
სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და სხვადასხვა ემოციით, მაგრამ, ერთი საერთო რამ ჰქონდათ ყველა მათგანს – სიკეთითა და სიყვარულით ანთებული თვალები…
და რაც მთავარია – ურყევი რწმენა იმისა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს ბავშვები ნამყოფიც კი არ არიან, უფლის წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
აღდგომის დღესასწაული პასკის და გემრიელი ტკბილი სუფრის გარეშე, ვის გაუგია. ამ საკითხის მოგვარებაზე კი, წელსაც ქართულმა კომპანიებმა იზრუნეს. „ჩერნოვეცკის ფონდის“ ხელმძღვანელობა და თითოეული თანამშრომელი, მთელი გულით გიხდით მადლობას იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც თქვენ, მრავალი წლის განმავლობაში შეჭირვებული ოჯახების მიმართ იჩენთ.
კომპანიები „სანდომი“
https://www.facebook.com/sandomisakonditro?locale=ru_RU
„მზარეული 1“
https://www.facebook.com/panegeorgia?locale=ka_GE
გემრიელი პასკები ისე მოეწონათ ბავშვებს, თვალებში ეტყობოდათ, გული სწყდებოდათ, სახლში ასეთივე პასკები რომ არ დახვდებათ. მაგრამ, კომპანიებმა ამაზეც იზრუნეს.
იმდენი პასკა გაატანეს თითოეულ მრავალშვილიან ოჯახს, რომ ბედნიერი ბავშვები ხუმრობით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ვაშა–ა–ა! მთელი წელი არ გამოგველევა ეს გემრიელი პასკები.“
სიურპრიზების დღე ამით არ დამთავრებულა. ფონდის თანამშრომლებმა ბავშვები იმ ჯადოსნურ სივრცეში წავიყვანეთ, სადაც უამრავი ლამაზი სამოსი, ფეხსაცმელი, საგაზაფხულო ქურთუკები და სათამაშოებია.
დიახ, ეს არის ფონდის საკუთრებაში არსებული „ჯადოსნური საწყობი“, სადაც ყველანაირი ნივთია, რაც კი ბავშვებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს გაახარებთ.
მეგობრებო, ფონდის თანამშრომლებისთვის ამ სივრცეში არსებული ნივთები უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრის „ბრენდული სივრცე“ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ აქ არსებულ თითოეულ ნივთს „სიკეთისა და სიყვარულის“ სურნელი ასდის.
ფონდი კი, „სიკეთის შედეგებს“ ყოველთვიურად აქვეყნებს. მარტი–აპრილის თვეებში, ამ ადამიანებმა შეჭირვებული ბავშვების გაბედნიერებაზე იზრუნეს, ჩვენ კი გვსურს, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს მათი სახელები.
ლამზირა ჯალაღონია
რიტა საჩალელი
ლევან გაბრიაძე
თეონა ვანიშვილი
ანა სტიჟნოკი
დიტო ეზიაშვილი
ვაჟა კაციტაძე
სოფელ წვირმის სკოლა, სოფო კუხილავას „ეკოკლუბის“ ხელმძღვანელი.
ფონდში გამართული დიდებული დღესასწაულის შესახებ, ბავშვთა გასართობი ცენტრი „პინგვინების“ ჯადოსნურმა პერსონაჟებმაც შეიტყვეს. იცით, რა გააკეთეს?
„პინგვინების“ ჯადოსნური სამყარო, ერთი დღით, პირდაპირ თბილისის ცენტრში, ანუ, ჩერნოვეცკის ფონდის ცენტრალურ ოფისში გადმოიტანეს, რათა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის, მათი საყვარელი ზღაპრები, რეალობად ქცეულიყო.
ჩერნოვეცკის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბავშვთა გასართობ ცენტრ „პინგვინებს“ მრავალწლიანი და ერთგული მეგობრობისთვის.
https://www.facebook.com/animatorebi?locale=ru_RU
დღის ბოლოს, ბავშვები, ფონდში მიღებული საჩუქრებით სავსე პარკებს ვერ ძრავდნენ და უფროსებს გვთხოვეს დახმარება. როდესაც პატარებმა დაინახეს, რომ მათი დაძვრა ჩვენც გაგვიჭრდა, ამ სანახაობაზე ბევრი იცინეს.
ოჰ, ეს პატარა მაიმუნები!
აი, ასეთი მხიარული და პოზიტიური ემოციებით იყო დატვირთული ეს დღე.
დღე ქრისტეს აღდგომისა…
დღე ზეციური ცეცხლის გარდმოსვლისა.
დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: დაეხმარე მოყვასს)
კორ.: ნინი