შეჭირვებული ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისთვის ზაფხულის პირველი თვე ჯადოსნურად დაიწყო. ,,მაკდონალდსის” ერთგული მეგობრობა, პატარა ანგელოზებს განსაკუთრებულად ახარებთ.


ზაფხული ხომ წელიწადის ის დროა, რომელიც ბავშვებს გამორჩეულად უყვართ. სწორედ ზაფხულის პირველი თვის, პირველი რიცხვი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, თუმცა სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველოში, ათასობით ბავშვი, სწორედ რომ მზრუნველობას მოკლებულია და ასევე სიღატაკის მსხვერპლია.
ზოგისთვის, ეს ყოველივე, მხოლოდ ცარიელი სტატისტიკაა.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ შეჭირვებული ოჯახების ბავშვების სევდიან თვალებში, ვარსკვლავები აანთონ.
ერთ–ერთი ასეთი კომპანია კი ,,მაკდონალდსია”.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ,,მაკდონალდსმა” ჩვენს პატარა ბენეფიციარებს უმასპინძლა.
პატარა ანგელოზების სიხარულს რომ საზღვარი არ ჰქონდა, ეს ფოტოებიდანაც სჩანს.
უგემრიელესი მენიუ, ასევე საჩუქრები ,,მაკდონალდსისგან”, დიდი დინამიკის გარშემო ცეკვა და სიმღერა, სხვადასხვა გასართობი აქტივობა – ეს არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ჯადოსნურ დღეს მოხდა.
მე, ,,ჩერნოვეცკის ფონდის” ჟურნალისტმა, ერთი რამ შევნიშნე, რასაც ბავშვები, მართალია, სიტყვით არ ამბობდნენ, მაგრამ მათი თვალები ამბობდნენ ამას. დიახ… საჩუქრებსა და გემრიელ მენიუზე მეტად, ეს ბავშვები გააბედნიერა იმ ფაქტმა, რომ ,,მაკდონალდსს’’ ისინი ახსოვს…
დიახ…. ყველა ბავშვი მზეა… ოღონდ, მიეცით საშუალება, რომ ანათონ.
კორ.: ნინი