ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ სტუმრიანობა გრძელდება

ბავშვებთან
ამჯერად სტუმრად იყვნენ საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ფეხბურთელები: გიორგი გველასიანი
და მეკარე, გიორგი ლორია.

ფეხბურთელებმა
გადასცეს ბავშვებს ფეხბურთის ფორმები და ბურთები ხელმოწერებით. საჩუქრების დარიგების შემდეგ კი ეთამაშეს ფეხბურთი.

საქველმოქმედო
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“, ვინაიდან
მათ აჩუქეს ბავშვებს ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე. ცხოვრება გრძელდება და ჩვენი
გულები სავსეა იმედებით კეთილი და გულისხმიერი ადამიანების სიმრავლის წყალობით.

ფონდი მოუწოდებს
ფიზიკურ პირებს და კომპანიებს შეიტანონ თავისი წვლილი ბავშვების უკეთესი მომავლის ფორმირებაში
და დაეხმარონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში.

დამატებითი
ინფორმაცია  „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვების
შესახებ იხილეთ ლინკზე:

http://fsp.ge/ge/projects/90-family/