ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ცოცხალი მუმია! 40 წლის ულამაზესი შორენა 34 კილოგრამს იწონის… თანაც, ორი წლის შვილი არ შორდება გვერდიდან… მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის მდგომარეობა როგორ უნდა გაიგოს პატარამ? საბრალო ქალი ჟანგბადის აპარატის ქირას ვერ იხდის. თუ არ დავეხმარებით შორენას, შესაძლოა, ათიოდე დღეში სულაც უკანასკნელად ჩაისუნთქოს ჰაერი… და ვეღარ ამოისუნთქოს… პატარა გოგონას გარდა, შორენას ჰყავს სამი შვილი და მეუღლე, რომელიც დღედაღამ მუშაობს კაპიკებზე! მათი ცოდვით, ქვებიც კი ატირდებოდნენ… დიდება უფალს, დასახმარებლად ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოგზავნა…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
40 წლის გმირმა დედამ, მეოთხე ანგელოზი, ბარბარე მოუვლინა სამყაროს და ჩვენს პატარა საქართველოს. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა კი, ორი წლის ბარბარე ასე უწევს მკერდზე მომაკვდავ ქალს. ღმერთო, ღმერთო…

გოგონას დაბადებიდან ძალიან მალე, შორენამ კატასტროფული სისწრაფით დაიწყო წონაში კლება. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან უკანასკნელ კაპიკებსაც კი შვილების კვებაში ხარჯავდა გმირი დედა. აი, საშინელი შედეგიც დადგა. ქალს ანორექსია დაუდგინდა და ფაქტობრივად, ჩონჩხად არის ქცეული.

ფეხის დამოუკიდებლად გაშლაც კი არ შეუძლია.

ახალგაზრდა ქალი, ჟანგბადის აპარატზეა შეერთებული.

კეთილო ადამიანებო, ბავშვი ცხარე ცრემლებით ტირის და დედის გადარჩენას გევედრებათ.
ქეთევანი (11 წლის): „ჩემი თვალით ვხედავ, დედა როგორ მიკვდება და ვერაფრით ვეხმარები. საავადმყოფოში ვერ მიგვყავს, რადგან მამიკოს ფული არ აქვს. ჟანგბადის აპარატი ვუქირავეთ დედიკოს და იცით, მამიკო ამ ფულს როგორ იხდის? ხან ნახირში დადის და დღის ბოლოს, ცოტა ფულს აძლევენ, ხან ხალხს ვაზებს უსხლავს და 30 ლარს უხდიან ამაში. ეს ფული კი, ჟანგბადის აპარატის ქირის გადასახდელად არ ჰყოფნის. გემუდარებით, (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), ყველას, სულ, სულ ყველას გააგებინეთ ჩემი ვედრება: დედიკოს გადარჩენაში დამეხმარონ!


შორენას სხეული ჩონჩხად არის ქცეული.


ქალს საკვების მიღებაც კი აღარ შეუძლია, წყალსაც ვეღარ სვამს. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. საკვების და წყლის გარეშე, განა რამდენ ხანს იცოცხლებს, ისედაც სიკვდილთან მებრძოლი ქალი? შორენას ესაჭიროება სპეციალური ზონდის მეშვეობით საკვებისა და სითხის მიღება, რასაც მცირეწლოვანი ბავშვები სახლის პირობებში ვერ მოახერხებენ. იმ შემთხვევაში, თუ მისი კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანა არ მოხდა, დიდი ტრაგედია დატრიალდება… გმირი დედის გული სამუდამოდ შეწყვეტს ფეთქვას. ოთხი პატარა ბავშვი კი, დაობლდება.

არ უნდა დავუშვათ, რომ ახალდაბადებული ბარბარე, დედის გარეშე დარჩეს. მას ხომ, ახლა, ყველაზე მეტად სჭირდება დედიკო.

ბავშვი ტირის და ვერ იძინებს, როდესაც დედის სხეულის სითბოს ვერ გრძნობს.

დედიკოს მკერდზე როდესაც წევს, გოგონა ტკბილად იძინებს ხოლმე. აი, დედის გულის ფეთქვას რა ძალა ჰქონია. ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ საბრალო ქალის გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა? ნუთუ, ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ახალდაბადებული გოგონა დაობლდეს?

მომაკვდავი დედა, თავის სამ ანგელოზ გოგონასთან ერთად. მეოთხე შვილი, 15 წლის ნიკოლოზი კი, კარს მიღმა დგას, დედიკომ და დაიკოებმა მისი ცრემლები რომ ვერ შეამჩნიონ.

ქეთევანი: „მინდა, ჩემი დედიკოს ტკბილი ხმა კვლავ გავიგონო. სხვა დედებს რომ ვუყურებ, როგორ ეფერებიან შვილებს, გული მიკვდება. მეც მინდა დედიკოს მოფერება. ის დრო მენატრება, როდესაც სკოლის გაკვეთილებს ერთად ვამზადებდით, თმას მვარცხნიდა, მეთამაშებოდა, მეფერებოდა. გევედრებით, ისევ ისეთი დედიკო დამიბრუნეთ. დამეხმარეთ, დედიკო რომ გამოჯანმრთელდეს.


სიკვდილთან მებრძოლ მეუღლეს ვარდები მიუტანა ისევე, როგორც 19 წლის წინ, როდესაც ცოლობა პირველად სთხოვა.

შორენას მეუღლე მზადაა, საკუთარი სიცოცხლე დათმოს, თავისი საყვარელი ქალის, თავისი შვილების დედის გადასარჩენად. რა ქნას საბრალო კაცმა, ნახირში სიარულით ნაშოვნი კაპიკებით როგორ გამოაჯანმრთელოს ცოლი? საბრალო გოჩა, დილიდან საღამომდე მოჯამაგირედ მუშაობდა, რათა დღის ბოლოს, აღებული კაპიკები მოეგროვებინა და ჟანგბადის აპარატის ქირა გადაეხადა. თუმცა, ახლა, სამუშაოც ნაკლები აქვს და ამ გროშებით, ჟანგბადის აპარატის ქირას ვეღარ იხდის. სახლი გაყიდოს? არც დაფიქრდებოდა. მაგრამ ვაი, რომ სახლიც კი არ არის ქოქაშვილების ოჯახის საკუთრება.

მომაკვდავი ქალი, ამ ოთახში წევს, ჩამტვრეული ფანჯრებით.




აი, ასე გაუნძრევლად წევს შორენა ვარდებით ხელში და ეშინია იმის, რომ მალე, ეს ვარდები მის საფლავზე არ აღმოჩნდეს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! არა! ღვთისნიერო ადამიანებო, თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, ოთხი პატარა ბავშვი დაობლებას რომ გადავარჩინოთ. დრო ძალიან ცოტა დარჩა. სიცოცხლის წამზომი ჩართულია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კასპი, მეტეხის ქ. 12 (კერძო სახლი)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ქოქაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
კიდევ ერთი სიცოცხლე, რომელიც ფონდის მეგობრებმა გადაარჩინეს და არა მათ, ვინც კანონით ვალდებულია! ღმერთო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასობით ათას ადამიანს ერთმანეთის დახმარება ასწავლე! კურთხეულ იყოს ჩვენი საქართველო და მისი მაცხოვრებლები! დიახ, უფალო, დიახ! თქვენი მეშვეობით, ღმერთმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა და სიკვდილისგან იხსნა 40 წლის შორენა, ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

შორენა: როდესაც ძალიან მძიმედ ვიყავი, გონებაში ფიქრები მომდიოდა, რომ შეიძლება, გარდავიცვალო, ჩემი ოთხი შვილი კი დაობლდეს. თქვენ არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ, ჩემი შვილების მომავალიც გადაარჩინეთ. მე თვითონ, პატარა ასაკში დავკარგე დედა და ვიცი, მის გარეშე ცხოვრება რასაც ნიშნავს.
შორენა: „ბედნიერების ცრემლებით ვტირი.“

მხოლოდ ერთი თვის წინ, მდგომარეობა ასეთი იყო.

ქეთი (11 წლის): „ძალიან მეშინოდა იმის, რომ დედა მოკვდებოდა.“

– ახლა რა შეგრძნება გაქვს?
ქეთი: მიხარია, დედა კარგად რომ არის. ბედნიერების ცრემლებით ვტირი, რადგან ჟანგბადის აპარატზე აღარ არის შეერთებული და უკვე, კარგადაც დადის.

შორენა: „ძალიან მიხარია, ცოცხალი რომ გადავრჩი!“
შორენა (40 წლის): „გარდა იმისა, რომ ჩერნოვეცკის ფონდის მეშვეობით სიცოცხლე შემინარჩუნდა, ამ ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რამ მაჩუქა ფონდმა – მას შემდეგ, რაც თქვენს გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, უამრავი უცხო ადამიანი დამიკავშირდა, ჩემს სახლში მოვიდნენ და დღეს, ისინი უკვე ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობრები არიან. ყოველღე მირეკავენ, სტუმრად მოდიან ჩემთან. მეც მივდივარ მათთან. ფონდის დამსახურებით, ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე ნამდვილი მეგობრები შევიძინე და ამ ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე არ დავკარგავ.
– თქვენი მხსნელები, უმეტესად, ისეთივე უბრალო ადამიანები არიან, როგორიც თქვენ ხართ! ისინი თქვენს სიხარულს იზიარებენ!!!

შვიდი კილოგრამი ახალი სიცოცხლე! ეს გახლავთ სასიხარულო ამბავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც სიკვდილს გადაარჩინეთ. სანამ დახმარებას გაუწევდით, ის მხოლოდ 34 კილოგრამს იწონიდა.

დიახ, ერთი თვის წინ, შორენა მხოლოდ 34 კილოგრამს იწონიდა.

ფონდის ძალისხმევით, შორენა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას პროფესიონალური სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ნინი ბასილაშვილი (ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი): პირველ რიგში, გილოცავთ! ძალიან მიხარია, ასეთს რომ გხედავთ. როდესაც ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები პირველად ესტუმრნენ თქვენს ოჯახს, ძალიან მძიმედ იყავით. კრიტიკული იყო თქვენი მდგომარეობა. ჟანგბადის აპარატზე იყავით შეერთებული, ოჯახს კი, თქვენი კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ ჰქონდა.

შორენა (40 წლის): „არ მეგონა, ასე მალე რომ შეგროვდებოდა ამხელა თანხა. ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“

შორენა: როდესაც გამოვკეთდი და მდგომარეობიდან გამოვედი, თქვენს მიერ მომზადებულ ვიდეოზე დატოვებული კომენტარებით დავინტერესდი, ვინ რას წერდა. აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, დანარჩენი კი, ყველა უცნობი იყო, ნანახიც კი არასდროს მყავდა.
– რამდენად სასიამოვნო იყო ეს?
შორენა: უცხო ადამიანებმა უფრო დამაფასეს, ვიდრე ნაცნობებმა…
– ცოტათი გულსატკენი ხომ არ იყო თქვენთვის?
შორენა: დიახ, იყო გულისტკენაც… მაგრამ, არა უშავს…

„შემიძლია, ჩემს შვილს, ბარბარეს ჩავკიდო ხელი.“
„შემიძლია დგომა და ჯდომა, დამოუკიდებლად ვჭამ.“

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ასე დაგიდგათ გვერდში?
შორენა: ძალიან მადლობელი ვარ ყველა გულისხმიერი ადამიანის და სულ მოვიხსენიებ ლოცვებში. მორწმუნე ვარ და ყველა ამ ადამიანისთვის ვილოცებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა, ვინც გვერდში დამიდგა ასეთ მძიმე ჟამს და გამოჯანმრთელებაში დამეხმარა.

სახლი სრულიად ცარიელი იყო, ყოველი კუთხიდან კი, მწუხარება გამოსჭვიოდა.
გარდა მკურნალობაში დახმარებისა, თქვენ, მეგობრებო, ქოქაშვილების ოჯახის სახლის კეთილმოწყობაზეც იზრუნეთ. ხოლო ბავშვებს, აჩუქეთ ის, რაზეც ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ:
ჟანგბადის აპარატი – 1 445 ლარი;
პროდუქტები – 499 ლარი;
პროდუქტები – 282 ლარი;
გაზქურა – 550 ლარი;
სარეცხი მანქანა – 680 ლარი;
მაცივარი – 990 ლარი;
წყლის გამაცხელებელი – 850 ლარი;
საწოლის თეთრეული – 920 ლარი;
ველოსიპედი – 460 ლარი;
მეტალო–პლასტმასის ფანჯრები – 4 400 ლარი;
მაგიდა და სკამები – 1 000 ლარი;
საწოლები – 1 750 ლარი;
ბლენდერი, ტელევიზორი, ჩაიდანი – 1 060 ლარი;
კარადა / კომოდი – 1 100 ლარი;
ტელეფონი – 300 ლარი.
საერთო ჯამში, ოჯახს 14 791 ლარის ოდენობით დახმარება აღმოუჩინეთ.
კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე… და ეს, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ფონდის ერთგულო მეგობრებო. მაგრამ, ერთი წამითაც ნუ გავიწყდებათ, რომ მრავალშვილიან დედას, შორენას ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება, უმეტესწილად, საკვები პროდუქტებით!
კორ.: ნინი
შვიდი კილოგრამი ახალი სიცოცხლე! ეს გახლავთ სასიხარულო ამბავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც სიკვდილს გადაარჩინეთ. სანამ დაეხმარებოდით, ის მხოლოდ 34 კილოგრამს იწონიდა. დღეს, შორენამ უკვე წონაში მოიმატა და დამოუკიდებლად საუბარი და სიარული შეუძლია. ის მადლობას გიხდით იმისთვის რომ, სიცოცხლე და თავისი შვილების აღზრდის შესაძლებლობა აჩუქეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ქოქაშვილების ოჯახმა სასწრაფო დახმარება ითხოვა და როდესაც პირველად ვესტუმრეთ, ახალგაზრდა მომაკვდავი ქალი დავინახეთ. შორენა ვეღარ ლაპარაკობდა, ჭამა შეწყვეტა და დამოუკიდებლად სუნთქავაც კი აღარ შეეძლო. ანორექსიის გამო, რომელიც მეოთხე ბავშვის გაჩენის შემდეგ განუვითარდა, ქალი მხოლოდ 34 კილოგრამს იწონიდა და ცოცხალ მუმიას ჰგავდა. მტირალი გოგონები, ვაჟი, ქმარი – მთელი ოჯახი აცრემლებული, ვედრებით მოგვჩერებოდა, ითხოვდნენ დედისა და მეუღლის გადარჩენას!
გორიდან, კეთილმა ქალბატონებმა ოჯახს სკამები ჩამოუტანეს. ჩვენ კი, ბოლოს და ბოლოს, შორენას ღიმილი დავინახეთ – ღიმილი, რომელიც ფასდაუდებელია თითოეული ჩვენგანისთვის!
პირველ რიგში, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა – მძიმედ დაავადებული ქალისთვის სასწრაფოდ შეიძინეს ჟანგბადის აპარატი, ნაცვლად დაქირავებულისა, რომლის საფასურსაც ვეღარ იხდიდა ოჯახი. ფონდის ძალისხმევით, შორენა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მან პროფესიონალური სამედიცინო დახმარება მიიღო.
ქალმა კლინიკაში ორი კვირა გაატარა და მკურნალობის შემდეგ, შვიდი კილოგრამი მოიმატა. უკვე ვიცოდით, რომ შორენას მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო გაგვიხარდა, როდესაც ის სახლის აივანზე თავად შემოგვეგება! ჩართეთ ჩვენი ვიდეორგოლი და საკუთარი თვალით იხილეთ ეს სასწაული.

შორენა (ღიმილით): „მადლობა ღმერთს, უკვე ლაპარაკის ძალაც კი შემწევს! შემიძლია ვიარო და, როგორც ხედავთ, ჩემს პატარა ბარბარესაც ჩავკიდო ხელი. ახლა, უკვე დამოუკიდებლად ჩაცმა, დგომა და ჭამა შემიძლია. დღისით დამოუკიდებლად ვსუნთქავ, ღამით კი ჯერ კიდევ მჭირდება ჟანგბადის აპარატი. ძალიან მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და მადლობელი ვარ ყველას, ვინც გადამარჩინა!“
დედის გადარჩენით შთაგონებული ოჯახი ენთუზიაზმით შეუდგა სახლის კეთილმოწყობას. მეუღლე, გოჩა ფონდის მეგობრების მიერ შეძენილი ახალი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებისა და კარების დამონტაჟებაში ეხმარებოდა ხელოსნებს. ის გამუდმებით იმეორებდა: „შორენას გადარჩენისთვის ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდით!“

გოგონებმა, მარიამმა და ქეთიმ, სიხარულით გვაჩვენეს, ახალი ტექნიკა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი და წყლის გამაცხელებელი სად უნდა დადგან. დებმა პირობა დადეს, რომ სანამ დედიკო გამოჯანმრთელდება, ყველანაირ საოჯახო საქმეს თავად გააკეთებენ და შემდგომშიც დაეხმარებიან მას. გოგონებმა ყოჩაღად ამოალაგეს პროდუქტები პარკებიდან, შემდეგ კი, გაანაწილეს, მაცივარსა თუ კარადაში რა უნდა შეენახათ. ასევე სველი ტილოთი გაასუფთავეს საძინებელი, სიხარულით გადააკრეს ახალი თეთრეული სამ ახალ საწოლს და დედას დაუძახეს, რომ დასვენა.
ქეთი, შვილი: „დედიკოს გადარჩენისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით. უკვე, უკეთ გრძნობს თავს. ჩვენც დავმშვიდდით და ცამდე ბედნიერები ვართ! კარგია, რომ დედას დროულად დაეხმარეთ. ყველანი გვიყვარხართ!“
გოგონები გულის ამაჩუყებლად ზრუნავენ დედაზე, რომელიც სიყვარულით უჯერებს! შორენა და პატარა ბარბარე ახალ მაგიდასთან დასვეს და იოგურტები მიართვეს. საკუთარი ტანისამოსი კი, გოგონებმა ახალ კარადასა და კომოდში შეინახეს.
მეგობრებო, ახლა, შორენას ნამდვილად სჭირდება სრულფასოვანი კვება, რათა საბოლოოდ უკან დაიხიოს დაავადებამ. მოდით, ქალი საკვებით უზრუნველვყოთ, რათა ყველა კრიტიკული მომენტი წარსულში დარჩეს. პატარა ბარბარესაც კვება და პამპერსი სჭირდება.
მეგობრებო, ერთი წამითაც ნუ გავიწყდებათ, რომ მრავალშვილიან დედას, შორენას ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება, ძირითადად, საკვები პროდუქტებით.
იხარეთ და დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ქოქაშვილების ოჯახი).
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
63758.16₾დარჩა:
0.13₾