„მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ ფინანსირება დაენიშნა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
„მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ ფინანსირება დაენიშნა

საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ
„სოციალური პარტნიორობის“ „მცირე საოჯახო ტიპის სახლი“ დაფინანსებაზე აიყვანა და ბავშვზე
დღეში გამოუყო 17 ლარი დაფინანსება. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 30 ივნისის მდგომარეობით.

დღესდღეობით ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“
10 ბავშვი ირიცხება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. ბავშვებს ყველა პირობა
აქვთ შექმნილი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

„სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის სოციალური მომსახურების
სააგენტოს გამოჩენილი ყურადღებისათვის და აქტიურად აგრძელებს ბავშვების, სახლს მიჯაჭვული
მოხუცების და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის