2014 წელს პროექტი „შინ მოვლა“ ჯამში უკვე 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
2014 წელს პროექტი „შინ მოვლა“ ჯამში უკვე 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა

პროექტ „შინ მოვლის“
გუნდი აქტიურად აგრძელებს ზაფხულის ცხელ დღეებში მათზე დაკისრებული საპასუხისმგებლო
მოვალეობის შესრულებას.

თითეული ვიზიტით
პაციენტთან ისინი ცხოვრებას უმსუბუქებენ და ზრუნავენ სახლს მიჯაჭვულ პაციენტებზე, როგორც
მედიკამენტებით, ასევე საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და სიცოცხლისათვის საჭირო
ყველა საშუალებით.

2014 წელს პროექტი
„შინ მოვლა“ ჯამში 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა. წლის ბოლომდე იგეგმება ამ ციფრის
500-ზე გადაჭარბება.

„სოციალური პარტნიორობის“
ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის პროექტ „შინ მოვლის“ გუნდის თითეულ კოორდინატორს,
ექთნებს, ექთნის თანაშემწემწეებსდა სოციალურ მუშაკებს გაწეული სამუშაოებისათვის.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის