ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ზურაბ ხელაშვილის მორიგი დახმარება შინმოვლის პაციენტებს

„შინმოვლის პროგრამა“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და დედაქალაქის მასშტაბით 500 მოხუცს დახმარებას ყოველდღიურად უწევს. ჩვენი ბენეფიციარები სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთაც დახმარების გარეშე ცხოვრება უკიდურესად უჭირთ. ფონდი პროგრამის პაციენტებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, მათ შორის ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო პრეპარატებითა და საკვები პროდუქტებით.
„შინმოვლის პროგრამას“ მხარს უჭერენ სხვადასხვა ფიზიკური პირები და ორგანიზაციები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონ ზურაბ ხელაშვილის სისტემატური დახმარება, რომელიც ბენეფიციარებისთვის საკვებ პროდუქტებს აგზავნის. ამ დღეებში მან ფონდს 100 კილოგრამი ბურღულეული მოაწოდა: 25 კგ შაქარი, 25 კგ წიწიბურა, 25 კგ მაკარონი და 25 კგ ბრინჯი.
სოციალური პარტნიორობა დიდ მადლობას უხდის ბატონ ზურაბს ასეთი გულისხმიერებისათვის და მოუწოდებს კეთილ ადამიანებს შეიტანონ წვლილი ჩვენი გაჭირვებული თანამემამულეების დახმარებაში.

პროექტის მხარდაჭერა