ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ცხოვრებას თავისი წესები აქვს.

მეგობრებო,
სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ.
ცხოვრებას თავისი წესები აქვს.

რამოდენიმე ხნის წინ, ჩვენ დავიწყეთ საქველმოქმედო აქცია მარტოხელა ქალბატონის – ნადეჟდა რაზნაროვიჩის დასახმარებლად. (https://goo.gl/Zh22y3)
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე იყო. ჩვენი ფონდის ანგარიშზე 157 ლარი ჩაირიცხა ქალბატონი ნადეჟდას სახელზე.

მან ფანჯარაში შუშის ჩასმა და თბილი საბანი გვთხოვა. ფანჯარა ხელოსნებმა უსასყიდლოდ შეაკეთეს, ხოლო თბილი საბანი, ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გადასცა მას საჩუქრად!

ნადეჟდა ძალიან ბედნიერი იყო. – „თქვენ მე სითბო მაჩუქეთ, რაც მე ასე ძალიან მჭირდებოდა, მე არ მყავდა შვილები, ამიტომ შეგროვილი თანხით მრავალშვილიან ოჯახს საჭირო პროდუქტები უყიდეთ“ – გვთხოვა მან. იგი ძალიან ბედნიერი იყო, რომ მასზე სრულიად უცხო ხალხმა იზრუნა!

რამოდენიმე დღეში ნადეჟდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორ დღეში რეანიმაციაში გარდაიცვალა…

ჩვენ მისი ბოლო თხოვნა ავასრულეთ და შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველ მელქაძეების მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტები მივუტანეთ.


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები