ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„სოციალური პარტნიორობის“ 2015 წლის შესრულებული სამუშაოების შედეგები

ფონდის
ძირითადმა ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა  1 928 516 ლარი.

ფონდში
მოქმედებდა 4 ძირითადი საქველმოქმედო პროგრამა:

1. 
შინმოვლის
პროგრამა
(თბილისში მცხოვრები სახლს/საწოლს მიჯაჭვული მარტოხელა
ადამიანების დახმარება მათ საცხოვრებელ ადგილას)

წლის განმავლობაში შინმოვლის პროექტის ფარგლებში
დახმარება მიიღო 741 ბენეფიციარმა.

ფონდის
თანამშრომლებმა  პაციენტებთან განახორციელეს
33 953 ვიზიტი, მათ შორის:

11 381
ექთნის ვიზიტი;

9860ექთნის ასისტენტის ვიზიტი;

8 831
სოციალური მუშაკის ვიზიტი;

3 881
ექიმის ვიზიტი.

2015
წლის განმავლობაში პაციენტებს ჩაუტარდა 83 306 სამედიცინო პროცედურა, მათ შორის:

– 45 197
პრევენციული სახის ღონისძიებები. ( ნაწოლების გაჩენის, კუნთის ატროფიის,
თრომბოზისა და პნევმონიის პრევენცია და ა.შ.)

– 18 188
დიაგნოსტიკური სახის ღონისძიება. (ოჯახის ექიმის კონსულტაცია, , ნევროპათოლოგი,
ქირურგია, სიცოცხლის ნიშნების კონტროლი, მდგომარეობის მონიტორინგი, გლუკომეტრია და
ა.შ. )

– 12 279 მანიპულაციური სახის ღონისძიება.
(ინიექციები, საშარდე ბუშტის კათატერიზაცია/კათეტერის მოვლა, ოყნა, ცისტოსტომის მოვლა,
ჭრილობის დამუშავება და გადახვევა, ნაკერების მოხსნა, სტომის/ზონდის მოვლა და ა.შ.)

– 7 642 
სარეაბილიტაციო ღონისძიება (მასაჟი, სამკურნალო ფოზკულტურა, იზომეტრიული
და სუნთქვითი ვარჯიშები, შეზელვა და ა.შ. )

2015
წლის მანძილზე პაციენტებს ჩაუტარდათ 25 117 სხვადასხვა სახის ჰიგიენური პროცედურა და
დამხმარე ღონისძიება, მათ შორის:

8 158 სახლის საქმიანობაში დახმარება;

7 797 ნაწილობრივი ბანაობა;

4 944 საფენის გამოცვლა;

4 005 დახმარება ტანსაცმლის ნაწილობრივი
ან სრული გამოცვლისას ;

3 265 თეთრეულის გამოცვლა;

2 351 ფრჩხილების, თმის მოვლა;

870 სრული ბანაობა

765 ცხვირის, ყურის სანაცია;

670 გაპარსვა;

450 დახმარება საჭმლის მიღებაში.

2015
წლის განმავლობაში განხორციელდა 2 728 ღონისძიება სოციალური დახმარებისა და შუამოვლობისთვის
(დახმარება დოკუმენტებთან, რეცეპტების მიღება, ფორმა #100 და ა.შ. სადილის მიტანა სოციალური
სასადილოდან, პაციენტთან თანხლება სამედიცინო ან სხვა დაწესებულებაშ, კომუნალურების
გადახდა, საყიდლების ყიდვა პაციენტის თხოვნით, სახელმწიფო ორგანოებში მიმართვა პაციენტებისთვის
სახელმწიფოთი გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, ან სოციალური დახმარების და ა.შ.)

ფონდი
უსასყიდლოდ უზრუნველყოდფა პაციენტებს მატერიალური დახმარებით :

– 571 ბენეფიციარს ყოველთვიურად უზრუნველყოფდა
სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე წამლებით.

– 553 ბენეფიციარს ყოველთვიურად უზრუნველყოფდა
საკვები ულუფებით.

– 534 ბენეფიციარს ყოველთვიურად უზრუნველყოფდა პამპერსებითა
და დამხმარე საფენებით.

– 505 ბენეფიციარს ყოველთვიურად უზრუნველყოფდა ჰიგიენური
საშულებებით.

2015
წლის განმავლობაში ბენეფიციარებს შორის უსასყიდლოდ იქნა განაწილებული:

1 775  საკვები პროდუქტების ულუფები(წიწიბურა, ბრინჯი, შვრია,
შაქარი, ზეთი, მარგარინი, ხორცისა და თევზის კონსერვები, ჩაი) მთლიანი წონით 16 099,48
კგ,  მთლიან თანხით 52 469,61 ლარი;

1 200 ჰიგიენური ნაკრები(საპონი, სარეცხი
ფხვნილი, ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის სარეცხი ნივთიერება და ღრუბელი) მთლიანი თანხით
8 053,00 ლარი;

4 789 პამპერსისა და საფენის შეკვრა.
მთლიანი თანხით 106 710,64 ლარი;

68 სახეობის მედიკამენტი, რომელიც სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისათის, მათ შორის: ჰიპოტენზიური, გულის,
ანტიდიაბეტური, ამტიეპილეფსიური და ა.შ)  მთლიანი
თანხით 100 538,76 ლარი.

შინმოვლის
პროექტის 2015 წლის ბიუჯეტი შეადგინა  743 525 ლარი.

2.  მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში.

2015
წლის განმავლობაში მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა 10 სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას
მოკლებული ბავშვი. ბავშვები იღებენ სრულფასოვან ოთხჯერად კვებას, უზრუნველყოფილები
არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სასკოლო ინვენტარით. ბავშვები დადიან ცეკვაზე
და ტანვაჯიშზე, დამატებით მეცადინეობენ ინდივიდუალურ რეპეტიტორებთან მათემატიკაში,
ქართულში, ინგლისურსა და რუსულ ენებში. ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში ბავშვები ისვენებდნენ
ზღვაზე ქობულეთში.

 თბილისის ბავშვთა სახლის 2015 წლის ბიუჯეტი შეადგინა
226 240 ლარი.

3.  ბავშვთა პანსიონი ქობულეთში.

2015
წლი მანძილზე ბავშვთა პანსიონში ცხოვრობდა 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი.

ბავშვები
იღებენ სრულფასოვან ოთხჯერად კვებას, უზრუნველყოფილები არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა
და სასკოლო ინვენტარით. ბავშვები დადიან ფეხბურთზე და მუსიკალურ სკოლაში, დამატებით
მეცადინეობენ ინდივიდუალურ რეპეტიტორებთან მათემატიკაში, ქართულში, ინგლისურსა და რუსულში.
ასევე პანსიონის აღსაზრდელებთან მუშაობს მოწვეული ფსიქოლოგი.

ქობულეთის
ბავშვთა პანსიონის 2015 წლის ბიუჯეტი შეადგინა 238 352 ლარი.

4. მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება.

2015
წლის განმავლობაში ფონდი დაეხმარა 70 ბავშვს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან,
მთელი საქართველოს მასშტაბით. ფონდი ყოველთვიურად რიცხავდა 100 ლარს თითოერილ ბავშვზე.
ამ თანხით მშობლები ბავშვებისთვის ყიდულობდნენ საკვებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს,
ფეხსაცმელს და სასკოლო ნივთებს.

ფონდის
მეშვეობით ბავშვებმა დაიწყეს სრულფასოვანი კვება, სკოლაში რეგულარულად სიარული და განვითარება.

2015
წელს პროექტი „მრავალშილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება“–ს საერთო ბიუჯეტი
შეადგინა 57 600 ლარი.

ასევე,
ფონდის საქველმოქმედო პროექტების ფარგლებს გარეთ განხორციალდა ერთჯერადი დახმარებები:

1.  თბილისში, 2015 წლის ივნისში მომხდარი
წყალდიდობის დროს დაზარალებულების დახმარება – 100 000 ლარის ოდენობით.

2.  დასვენების ორგანიზება ქობულეთში 62 ბავშვისთვის,
რომელთა მშობლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო პირებისი
და პოლიციის თანმშრომლები არიან – 25 800 ლარი.

3.  საკვები პროდუქტები აჭარაში მცხოვრები,
სოციალურად დაუცველი 520 ოჯახისთვის – 8 540 ლარი.

4.  ქობულეთში არსებული გრიგოლ ხანძთელის ეკლესიის
აღდგენაში მონაწილეობის მიღება – 7 000 ლარი.