ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ფონდს ახალი სახელი აქვს

მეგობრებო, გვსურს ჩვენი ფონდის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთოთ.
1 თებერვლიდან ჩვენს საქველმოქმედო ფონდს „სოციალური პარტნიორობის“ მაგივრად “ჩერნოვეცკის ფონდი” დავარქვით, იმ პიროვნების საპატივცემულოდ, რომელიც უკვე 5 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ საქართველოს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას უწევს დახმარებას!
უკვე 5 წელია საწოლს მიჯაჭვული, მარტოხელა და ყველასგან მივიწყებული ადამიანები სასიცოცხლო დახმარებას იღებენ ფონდისგან, საკვების, მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების სახით. 
ფონდის ოპერირების ქვეშაა 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისსა და ქობულეთში, სადაც მშობლების მზრუნველობას მოკლებული 30 ბავშვი იღებს ყველაფერს სრულყოფილი განვითარებისთვის.
ასევე ფონდი მზრუნველობას უწევს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, სადაც 6 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება.
ამ და სხვა საქველმოქმედო პროექტებზე, ჩერნოვეცკის ფონდი წელიწადში 2 მილიონ ლარს ხარჯავს!

ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.chernovetskyifund.ge/ge/