რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრმა და სასადილომ პირველ სტუმრებს უმასპინძლა

მეგობრებო, 1 მაისი ჩვენი ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო! ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრმა და სასადილომ პირველი სტუმრები მიიღო. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა მათთვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება!
აქ თქვენ შეძლებთ გენრიელი და ნოყიერი სადილი მიირთვათ, დაისვენოთ და უყუროთ ტელევიზორს, მიიღოთ ცხელი შხაპი, შეიჭრათ თმა, გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. 
მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავაპუროთ მშიერი ადამიანები, დახმარების ხელი გავუწოდოთ უპოვართ და გავუზიაროთ ჩვენი სითბო და სიყვარული.
ველოდებით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს მისამართზე: ქ.თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქუჩა მეორე შესახვევი N25
რეგისტრაცია სადილის მისაღებად, (იმ პირებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური სასადილოს მომსახურებით) იწარმოებს 10:00–დან 12:30–მდე. თან იქონიეთ ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 
ტელ: (032) 2 19 33 21, +995 577 92 40 45.
ასევე მოგვწერეთ ფეისბუკზე 
https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/
ან ვებ–გვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/
გელოდებით!