ამ ადამიანებმა ლამაზი, სიყვარულით და თანაგრძნობით აღსავსე ცხოვრებით გზა გამოიარეს. სამწუხაროდ, ბედმა მათ მწარე სიბერე არგუნა და კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი საზოგადოებისგან განკიცხულნი აღმოჩნდნენ და სიცოცხლის ვოლო წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებენ…
გარეთ გაზაფხულია და როგორც წლის ამ სეზონს სჩვევია, ბუნებასთან ერთად იმედებიც იღვიძებენ! ჩვენი ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის ბენეფიციართათვის, ეს არის თანადგომის, მხარდაჭერისა და რეალურის დახმარების მოლოდინი, რომელიც, უნდა ვირწმუნოთ, აუცილებლად გაამართლებს! იმედია, რომ გაზაფხულის სითბოსთან ერთად, მათ სახლებში შევა სიყვარული, გულისხმიერება და ნანატრი ბედნიერება!
გვინდა მივულოცოთ დაბადების დღე ყველა იმ ჩვენს ბენეფიციარს, ვინც გაზაფხულის პირველ თვესაა დაბადებული. ვუსურვებთ მათ სულის სიმხნევეს, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს.
მეგობრებო, მოდით ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანებს მძიმე ვითარებიდან გამოსვლაში, ვაჩუქოთ მათ სიყვარული და აღმოვუჩინოთ რეალური დახმარება! ისინი ამას იმსახურებენ! სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება!
1.სოლომონ ჯიოევი (01.03.1948), 70 წლის
სოლომონ ჯიოევს 70 წელი შეუსრულდა. იგი პროფესიით მშენებელია.ახალგაზრდობაში სულ შრომაში იყო ჩართული, თუმცა განგებამ მშიერ-მწყურვალე სიბერე არგუნა. ინსულტის შემდეგ იგი საწოლს არის მიჯაჭვული და ტკივილით იტანჯება. ჩვენი ფონდი მისთვის ერთადერთ იმედს წარმოადგენს. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება ვიზრუნოთ ამ ხანდაზმულ ადამიანზე და აღმოვუჩინოთ მას სამედიცინო დახმარება, თუმცა კარგი იქნება თუ თქვენც შემოგვიერთდებით, ძვირფასო მეგობარო!
2.თეიმურაზ ნიკოლაიშვილი (07.03.1949), 69 წლის
ახალგაზრდობაში ბატონი თეიმურაზი ქიმიის პედაგოგი გახლდათ. იგი სკოლაში მუშაობდა და არაერთი გამოჩენილი პიროვნება აღზარდა. იგი პერიოდულად გერმანულ და რუსულ ენებსაც ასწავლიდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ბატონ თეიმურაზის ცხოვრება დაღმართის გზით წავიდა. მეუღლე გარდაეცვალა, შვილმა მიატოვა, ხოლო მოწაფეებმა დაივიწყეს. რამდენიმე წლის წინ მან თეძოს ძვლის მოტეხილობა მიიღო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ახლა უკვე ყოფილ პედაგოგს, არც საკუთარი კერა გააჩნია, ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, მთელი დღეები გარდაცვლილ მეუღლეზე ფიქრობს და მხოლოდ ჩვენი ფონდის იმედზეა დარჩენილი. მეგობრებო, მოდით კეთილი საქმე გავაკეთოთ და ერთად დავეხმაროთ თეიმურაზ ნიკოლაიშვილს!
3.სოფიო ასპანიძე (08.03.1990), 27 წლის
სოფიოს 27 წელი შეუსრულდა. იგი ცერებრალური დამბლით და მიკროცეფალიით არის დაავადებული. ცხოვრობს დედასთან ერთად ძალიან ცუდ პირობებში. მამა მას 3 წლის წინ გარდაეცვალა. ეს გოგონასთვის დიდი ტრაგედია იყო, რამეთუ მამას იგი დაჰყავდა სპეციალურ სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ უნარ-ჩვევებს. ეს იყო მისთვის ერთადერთი ხიდი გარე სამყაროსთან. დღეს, სამწუხაროდ, სოფიო მთელ დღეებს ჩაკეტილი ატარებს, ყველასგან მოწყვეტილი და მივიწყებული. მეგობრებო, იგი თქვენს სასიცოცხლო დახმარებას ელის!
4. თამარ გიგაური (10.03.1963) 55 წლის
ქალბატონი თამარი მთელი ცხოვრება მომსახურების სფეროში მუშაობდა. იგი სხვდასხვა დაავადებით არის დაავადებული, თუმცა მას ყველაზე მეტად აღელვებს მისი ორი არასრულწლოვანი შვილის და ავადმყოფი მეუღლის ბედი, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ეს ოჯახი დუხჭირ პირობებში ცხოვრობს და თქვენს სასიცოცხლო დახმარებას ელოდება!
4.ზაურ გველესიანი (19.03.1950), 67 წლის
ზაური, მისი მეუღლე და ორი შვილი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ზაური პროფესიით სანტექნიკოსია, ყოველთვის ჰქონდა სამუშაო და არჩენდა ოჯახს. ასაკთან ერთად სხვადასხვა დაავადებამ იჩინა თავი და შრომისუუნარო გახდა. ზაურის ოჯახი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, სადაც გაუსაძლისი პირობებია. მისი ვაჟიც ჩვენი ფონდის ბენეფიციარი, იგი დაავადებულია ცერებრალური დამბლით. გველესიანების ოჯახი სიღარიბის ზღვარს გასცდა. ამ ადამიანებს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მეგობრებო!
5.ნაზი შამოევა (20.03.1982), 36 წლის
ნაზი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, წვალობს და კვნესის ტკივილებისგან. იგი დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია, მას ეპილეფსია სჭირს.
ნაზის დედა უვლის, რომელიც მარტო უკვე ვერ უმკლავდება ქალიშვილის მოვლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას კრუნჩხვები ეწყება. 36 წლის განმავლობაში მკურნალობამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი.
ყველაზე მეტად ნაზის ახლა სჭირდება მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ მას დახმარების ხელი!
7.მარია ბოგდანოვა (25.03.1930), 88 წლის
გადატანილი ინსულტის შემდეგ, ქალბატონი მარია მთლიანად არის სხვაზე დამოკიდებული… მან მთელი ცხოვრება ოჯახის მოვლას მიუძღვნა, მუდამ რაღაცას აკეთებდა და საოჯახო საქმით იყო დაკავებული…ახალი კი მწარედ განიცდის საკუთარ უმწეობას. ქალბატონი მარია საჭიროებს თქვენს მხარდაჭერას, რამეთუ ეკონომიურად ძალიან უჭირს. ეს კეთილი და საყვარელი ადამიანი ბუნებით დიდი ოპტიმისტია და იმედს არ კარგავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი!
8. ლენა კარახანოვა (28.03.1952), 66 წლის
ქალბატონმა ლენამ მძიმე ცხოვრების გზა განვლო. წლების განმავლობაში უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს. თავად არის დაავადებული ონკოლოგიური დაავადებით, თუმცა იმდენად ძლიერი პიროვნებაა, რომ არ დაეცა სულით! იგი ამჟამად ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, დადის ჩვენს სასადილოში და დღის ცენტრში. მეგობრებო, ეს გულისხმიერი, კეთილი და თბილი ქალბატონი თქვენს დახმარებას ელოდება!
9. როზა კირაკოზოვა (04.03.1940), 78 წლის
ქალბატონი როზა ირ ქალიშვილთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობს – ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეულ შენობაში. მისი ერთ-ერთი შვილი- ირინა, ასევე არის ჩვენი ფონდის ბენეფიციარი, რომელიც დიაბეტითაა დაავადებული. ოჯახის ყველა წევრი შრომისუუნაროა. ქალბატონ როზას მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. იგიც ჩვენი ფონდის ბენეფიციარი იყო…იმისთვის, რომ როგორმე თავი ერჩინა, ამ ხანდაზმულმა ქალბატონმა სახლი გაყიდა. იგი იმედოვნებს, რომ კეთილი ადამიანები გაუწვდიან მას დახმარების ხელს!
10.ნათელა ხაინდრავა (04.03.1926), 92 წლის
პროფესიით იურისტი, ერთ დროს ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც მოსამართლედ მუშაობდა, დღეს აღმოჩნდა უკიდურეს სიღარიბეში. ქალბატონ ნათელას შესრულდა 92 წელი! იგი საწოლს არის მიჯაჭვული. მას ქალიშვილი უვლის, რომელმაც დიდი ტრაგედია გადაიტანა -ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა მეუღლე და შვილი. უბედური შეთხვევის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა, მაგრამ დასძლია სასოწარკვეთა… თუმცა ვერ ეწყობა სამსახურში, რადგან დედას ვერავის უტოვებს.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ადამიანებს დახმარების ხელი, მოვეფეროთ და ვანუგეშოთ!
11.მარიამ ბექაური(15.03.1936), 82 წლის
ეს ქალბატონი მკერავია პროფესიით. მისი ხელები არასდროს ჩერდებოდნენ…დღეს, სამწუხაროდ, მას უკვე კერვა არ შეუძლია. მისი ჯანმრთელობა საკმაოდ შერყეულია, მას დაქვეითებული აქვს სმენა და აწუხებს ასთმა….ქალბატონი მარიამი მარტოხელაა. ჩვენი ფონდის გარდა მას მომკითხავი არავინ ჰყავს, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან!
12. მარია ლაზარევა (15.03.1938), 80 წლის
ქალბატონმა მარიამ მძიმე ბავშვობა გადაიტანა. იგი დაობლდა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მშობლები დაეღუპა…ულაში, მაღაროში მუშაობის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, ეროვნებით ქართველი და საქართველოში ჩამოვიდა მასთან ერთად საცხოვრებლად…თუმცა ცხოვრება ვერ ახალგაზრდა წყვილს ვერ აეწყო…
ამჟამად ქალბატონი მარია საწოლს არის მიჯაჭვული, მას სხვადასხვა სახის დაავადება სჭირს, თუმცა ყველაზე მეტად განიცდის მისი შვილის ბედს, რომელიც დაუნის სინდრომითაა დაავადებული. უფრო სრულად ამ ქალბატონის ისტორიის გაცნობა შესაძლებელია ჩვენი ფონდის საიტზე. ვიმედოვნებთ, რომ არ დარჩებით გულგრილი და გაუწვდით მას და მის შვილს დახმარების ხელს!
13. მარიამიძე მარო (19.03.1945), 73 წლის
მარო ბებო საწოლს არის მიჯაჭვული და დამოკიდებულია სხვაზე. მას სხვადასხვა სახის დაავადება სჭირს. ბოლო 6 წლის განმავლობაში მან გადაიტანა 3 ოპერაცია, ახლა კიდევ ერთი ოპერაციის მოლოდინშია. ამასწინათ, მას სოციალური შემწეობა მოუხსნეს, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ეკონომიური მდგომარეობა. ამ ქალბატონის ისტორიის გაცნობა შესაძლებელია ჩვენი ფონდის საიტზე. ვიმედოვნებთ, რომ არ დარჩებით გულგრილი და გაუწვდით მას დახმარების ხელს! ,
14. ანარა გვასალია (20.03.1937), 81 წლის
ქალბატონი ანარა აფხაზეთიდან დევნილია, პირველი ჯგუფის ინვალიდი. საწოლს მიჯაჭვული ეს ხანდაზმული ადამიანი მთლიანადაა დამოკიდებული სხვაზე, თუმცა ჩვენი ფონდის გარდა მომკითხავი არ ჰყავს… იგი ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში და საჭიროებს პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს. „რომ არა თქვენი ფონდი, ალბათ არ ვიქნებოდი ცოცხალი“, – ამბობს ქალბატონი ანარა, რომელსაც ძლიან სჭირდება თქვენი სასიცოცხლო დახმარება!
15.მამუკა კოპლატაძე (20.03.1990), 28 წლის
მამუკა პირველი ჯგუფის ინვალიდია, ბავშვობაში მან გადაიტანა მენინგიტი, რომელმაც უკვალოდ არ ჩაიარა და საბოლოოდ საწოლს მიაჯაჭვა… ეს ახალგაზრდა მამაკაცი მთლიანდ არის სხვაზე დამოკიდებული. მას მზრუნველობენ დედა და ბიძა. ამასწინათ, თბილისის სასტუმრო „კრონ პალასმა“ მიიღო გადაწყვეტილება ყოველთვიურად დაეხმაროს ამ ოჯახს 200 ლარით! ჩვენი სურვილია, რომ სიკეთე გადამდები იყოს!
16. გულიმჯან ბოკერია (26.03.1947), 71 წლის
ქალბატონი გულიმჯანი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ ბარაკის ტიპის შენობაში ქალიშვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე, რომელიც მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე თუ ჰყოფნით. გულიმჯანს უამრავი დაავადება აწუხებს, მაგრამ წამლის ფული არ აქვს. ეს ხანდაზმული ქალბატონი რის ვაი ვაგლახით გადაადგილდება ოთახში, ხშირად მაღალი წნევის გამო მთელი კვირა ლოგინშია ჩავარდნილი. ეს ქალბატონი ბუნებით დიდი ოპტიმისტია და იმედს არ კარგავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი და დაეხმარება მის ოჯახს!
17. დონარა ორველაშვილი (13.03.1947), 71 წლის
ქალბატონმა დონარამ მძიმე ცხოვრება გადაიტანა. მეუღლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში და როგორც საკუთარ შვილს, ისე ზრდიდა ქმრის ვაჟიშვილს პირველი ქორწინებიდან. მაგრამ მისი სიკეთე არ დაფასდა. უმადურმა გერმა ეს მზრუნველი ქალბატონი სახლიდან გააგდო .
ახლა ქალბატონი დონარა ქირით ცხოვრობს. მართალია, ბინის თანხის დაფარვაში მას ეხმარება უცხოეთში მცხოვრები ნათესავი, მაგრამ როდემდე, ეს კიდევ საკითხავია?! უფულობის გამო ამ ხანდაზმულ ადამიანს არ აქვს საშუალება იყიდოს საჭირო წამლები და საკვები პროდუქტები.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დონარა ორველაშვილს დახმარების ხელი, მოვეფეროთ და ვანუგეშოთ!
18. ანა ალთნუშვილი (14.03.1997), 21 წლის
ანა 21 წლისაა. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ავტოავარიაში მოხვედრის შემდეგ. ერთ დროს სრულიად ჯანმრთელ გოგონას ახლა გადაადგილება მხოლოდ ეტლის საშუალებით თუ შეუძლია, იგი თითქმის ვერ საუბრობს, ხშირად ტკივილისგან იტანჯება. ანას უვლის დედა, რომელმაც გვიამბო, რომ ავტოავარიის შემდეგ მას ხშირად აკითხავდნენ მეგობრები, თუმცა ახლა ყველამ დაივიწყა. გოგონა ამას ძალიან განიცდის. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დარჩებით მისი ბედის მიმართ გულგრილი და დაუმეგობრდებით მას, ანუგეშებთ და დაეხმარებით!
19. ნიკოლოზ აბულაძე (24.03.1997), 21 წლის
ნიკოლოზი ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია, ცხოვრობს ერთ ციცქნა ოთახში დედასთან, ბებიასთან და მამინაცვალთან…. ამ უკანასკნელმა, იმის ნაცვლად, რომ ზრუნვა არ მოაკლოს ახალგაზრდა ბიჭს, ხშირად ლოთობს და ჩხუბობს. ეკონომიკურად ნიკოლოზს ძალიან უჭირს, არ ჰყოფნის მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების საყიდელი ფული. ნამდვილად რომ ცუდი მდგომარეობაა ამ ოჯახში. თქვენი სასწრაფო დახმარებაა საჭირო, მეგობრებო!
20. აკაკი ჩალვარდიშვილი Чалвардишвили Акакий (04.03.1941) – 77 წლის
მას შემდეგ, რაც აკაკის ცალი ფეხი მოკვეთეს, იგი საწოლს არის მიჯაჭვული. პროფესიით მძღოლია და ყოველთვის ჰქონდა იმის საშუალება, რომ ოჯახი ერჩინა…სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ისე შეტრიალდა, რომ გული მოგიკვდებათ მათი შემხედვარე. აკაკი და მისი ავადმყოფი მეუღლე 5 კვადრატული მეტრის ფართის ოთახში ცხოვრობენ, საშინელ პირობებში, პენსია და სოციალური დახმარება არ ჰყოფნის მედიკამენტების შესაძენად, რაც ნეგატიურად აისახება მის ჯანმრთელობაზე.
აკაკი ხშირად უყვება ჩვენს ექთნებს სახალისო ისტორიებს ტაქსისტების ცხოვრებიდან….დაუმეგობრდით ბატონ აკაკის, გაუწოდეთ მას დახმარების ხელი!
21. ნუნუ ასლამაზოვი (10.03.1938), 80 წლის
ქალბატონ ნუნუს 80 წელი შეუსრულდა. წლების განმავლობაში იგი საქართველოს ტელევიზიის სასადილოში მუშაობდა მზარეულად, შემდეგ კი მაღაზიის გამყიდველად, ნაცნობობის დიდი წრე ჰყავდა, თუმცა ახლა ყველამ დაივიწყა…ამჟამად ქალბატონი ნუნუ სრულ სიღარიბეში ცხოვრობს – სარდაფის ერთ პატარა ოთახში, სადაც სრული ქაოსი სუფევს…იგი ისეთი თბილი ადამიანია, რომ ყოველთვის ლოცულობს ჩვენს მედპერსონალზე, რომელსაც დიდი ამაგი მიუძღვის მის მიმართ. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ადამიანს დახმარების ხელი, მოვეფეროთ და ვანუგეშოთ!
22. დარეჯან ცხადაძე (30.03.1936), 82 წლის
ქალბატონ დარეჯანს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ,ას შემდეგ, რაც ტრავმა გადაიტანა, მიჯაჭვულია საწოლს, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას…თუმცა მას ჩვენი ფონდის მეტი არავინ ჰყავს. ძალიან უჭირს ეკონომიურად, ხშირად დგება არჩევანის წინაშე – პური თუ წამალი? ეს ხანდაზმული ქალბატონი იმედს არ კარგავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან!
23. სონია კოსიანი (18.03.1929) – 89 წლის
ქალბატონი სონია მარტოხელა ადამიანია. მას არასდროს ჰყოლია მეუღლე და შვილები. ავტოავარიის შედეგად დაკარგა ცალი ფეხი და გადაადგილდება მხოლოდ ყავარჯნებით. იგი წლები განმავლობაში მკერავად მუშაობდა…სამწუხაროდ, ახლა მისი მდგომარეობა რთულია. რომ არა ჩვენი ფონდის და ორიოდე მეზობლის მხარდაჭერა, როგორც თავად ამბობს, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა….
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ სონია კოსიანს დახმარების ხელი, მოვეფეროთ და ვანუგეშოთ!
24. ლუიზა გეგეშიძე (23.03.1948), 70 წლის
ქალბატონი ლუიზა აფხაზეთიდან დევნილია, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად საერთო საცხოვრებელში, სადაც არასახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობებია…გადატანილი ინსულტის შემდეგ, მას უჭირს გადაადგილება, თუმცა ჩვენი ექთნების მიერ ჩატარებული მასაჟის კურსის შედეგად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი ფეხზე დადგა!
ქალბატონი ლუიზა მოხარული იქნება თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი და დახმარების ხელს გაუწვდის!
25. ელენე ბენიძე (12.03.1939), 79 წლის
ქალბატონი ელენე აფხაზეთიდან დევნილია, პირველი ჯგუფის ინვალიდი, 40 წელი მუშაობდა თამბაქოს ქარხანაში, იყო აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საბჭოთა პერიოდში. იგი მარტოხელაა, დიდი სიძნელით გადაადგილდება ოთახში, ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. მეზობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან მას, თუმცა ეს დახმარება სიტყვიერ თანადგომაში გამოიხატება, ქალბატონ ელენეს კი ესაჭიროება მედიკამენტები და საკვები პროდუქტები! იგი უაღრესად მადლიერია მეზობლების მიმართ, მაგრამ …კარგი იქნება თუ ამ ხანდაზმულ ადამიანს თქვენ დაეხმარებით მეგობრებო!
26. მარიამ ფულარიანი (14.03.1980), 38 წლის
მარიამი დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია, იგი დაავადებულია ცერებრალური დამბლით. მიუხედავად ამისა, მას მიღებული აქვს შესაბამისი განათლება და გააჩნია უნარ-ჩვევები. მარიამს მზრუნველობას არ აკლებდნენ მშობლები, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას მარტო ძალიან უჭირს მისი მოვლა.
მარიამის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ჩვენს ბენეფიციარს ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, რომლის შეძენის საშუალებას მიზერული შემწეობა არ იძლება.
მეგობრებო, მარიამი ძალიან გახსნილი ადამიანია! უყვარს ურთიერთობა, გატაცებულია სპორტული გადაცემებით და სერიალებით. თქვენ დიდი საქმეს გააკეთებთ, თუ ამოუდგებით მას მხარში და არ დატოვებთ მედის ანაბარა!
27. ჟენია იორდანიძე (01.03.1924), 94 წლის
ეს უხუცესი ქალბატონი 94 წლისაა! წლების განმავლობაში მუშაობდა ლაბორანტად გეოლოგიურ ინსტიტუტში. ახლა იგი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს…
ქალბატონი ჟენია საოცარი ადამიანია. მიუხედავად ასაკისა, მას მშვენივრად ახსოვს წარსული დღეები, ის პერიოდი, როდესაც ბედნიერი იყო. ხშირად იხსენებს ახლობლებს, მეგობრებს, ახსოვს ძველი თბილისის ცხოვრება…
მეგობრებო, ქალბატონ ჟენიასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა, დაუმეგობრდით მას და გაუწოდეთ დახმარების ხელი!
28. არჩილ ჭიპაშვილი (10.03.1960), 58 წლის
არჩილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, პროფესიით – ვეტერინარი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქის ვეტერინალურ სამსახურში ზედამხედველად. ახალგაზრდობაში რაგბით იყო გატაცებული, საქართველოს ნაკრების ღირსებას არაერთხელ დაუცვია. დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, დაიცა დისერტაცია…სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დაკარგა სამსახური და ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა დიაბეტით…ოჯახი იძულებული შეიქნა გაეყიდა ბინა და დაეფარა ძვირადღირებული მკურნალობის საფასური. დღეს იგი ცხოვრობს სოციალური სახლის ერთოთახიან ბინაში მეუღლესთან და ირ შვილთან ერთად… ოჯახი შეჭირვებულად ცხოვრობს და თქვენი დახმარების მოლოდინშია!
29. ოგანგიზ კასუმოვა (08.03.1937), 81 წლის
ეს ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული და შველას ითხოვს! იგი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, წლების განმავლობაში წინდების ფაბრიკაში მუშაობდა…ამჟამად ქალბატონი ოგანგიზი რთულ ვითარებაში იმყოფება. მას აწუხებს მრავალი დაავადება, ხოლო მკურნალობის და მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ აქვს. მას ჰყავს ვაჟიშვილი, რომელიც ვერ უვლის დედას, რადგან გადატანილი აქვს ინფარქტი და თავად საჭიროებს დახმარებას. მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილი, გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი!
30. შოთა კოჭლამაზიშვილი (11.03.1947 ), 70 წლის
ბატონი შოთა მეორე ჯგუფის ინვალიდია, ცხოვრობს მეუღლესთან. ქალიშვილები, რომლებიც თავიან ოჯახებთან ერთად თელავსა და რუსთავში ცხოვრობენ, აკითხავენ მშობლებს ხშირად, თუმცა მატერიალურად ვერ ეხმარებიან. ბატონი შოთა ახალგაზრდობაში მძღოლად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებამ იჩინა თავი და იგი ბინას მიაჯაჭვა. ახლა მას ეზოში გასეირნებაც კი არ შეუძლია და მთელ დღეებს ერთ ოთახში გამოკეტილი ატარებს. კარგი იქნება თი მოინახულებთ მას, ანუგეშებთ და დაეხმარებით!
31. ნენი ბაქრაძე (25.03.1932), 86 წლის
ქალბატონ ნენის უაღრესად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. საქმე ის არის, რომ მისი მეუღლე პროფესიით გეოლოგი იყო და მთელი ცხოვრება იგი თან დაჰყავდა გეოლოგიურ ექსპედიციებში…მათ 2 ქალიშვილი შეეძინათ, ცხოვრობდნენ ბედნიერად…
ნენის მეუღლე ჩვენი ფონდის ბენეფიციარი იყო, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ქალიშვილები და შვილიშვილები მას ხშირად სტუმრობენ და ახარებენ. მეგობრებო, თქვენ გაახარეთ ქალბატონი ნენე, იგი დიდად მადლიერი დარჩება!
32. ჯუნა ჩიტიაშვილი (14.03.1937), 81 წლის
ქალბატონ ჯუნას მწარე ბედი არგუნა განგებამ. მისი ვაჟიშვილი ფსიქიკურად არის დაავადებული და მასზე ზრუნვა დედისთვის ყოველთვის უპირველესი მოვალეობა იყო…ჯუნამ დაამთავრდა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენის განხრით. 5 წელი მუშაობდა უნივერსიტეტის კადრების განყოფილებაში, თუმცა მას შემდეგ რაც შვილი შეეძინა, კარიერას თავი დაანება და მთელი სიცოცხლე მას მიუძღვნა. ჯუნა ხშირად იხსენებს წარსულ წლებს, მის მეგობრობას სოფიკო ჭიაურელთან და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან…
ქალბატონი ჯუნა მოხარული და მადლიერი იქნება თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი და დახმარების ხელს გაუწვდის!
33. ია ნათენაძე (01.03.1961), 57 წლის
ქალბატონი ია პროფესიით ისტორიკოსია, ცხოვრობს დედასთან და დეიდასთან ერთად. მას ჩვენი ფონდი უვლის და არ აკლებს ყურადღებას. იას აწუხებს მაღალი წნევა, ფარისებრი ჯირკვალი, ვენების გაგანიერება…მიუხედავად ამისა, არ უშურებს ძალებს, რომ იზრუნოს ხანდაზმულ დედაზე! ბოლოს დროს, იას მდგომარეობა გაუარესდა, უჭირს გადაადგილება და დახმარებას ითხოვს.
მეგობრებო, გაუწოდეთ მას დახმარების ხელი. ეს ქალბატონი შველას ითხოვს!
34. იზოლდა მაისურაძე (02.03.1945), 73 წლის
ქალბატონი იზოლდა აფხაზეთიდან დევნილია. იგი ცხოვრობს ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მეუღლესთან, რომელიც ასევე ჩვენი ფონდის ბენეფიციარია. ინსულტის შემდეგ ეს ხანდაზმული ადამიანი საკუთარ თავს ვერ უვლის. ოჯახის წევრები არ აკლებენ მას სითბოს და სიყვარულს, თუმცა მატერიალურად ძლიან უჭირთ… ქალბატონი იზოლდა მოხარული იქნება თუ მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი და დახმარების ხელს გაუწვდის!
35. ნონა ნიკუჩაძე (04.03.1986), 32 წლის
ნონა 32 წლისაა…თავის ქალაზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მან დაკარგა მხედველობა, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან განიცდის საკუთარ უმწეობას და სასოწარკვეთას არის მიცემული.
მიუხედავად მკურნალობისა, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. მშობლები და ძმა მას ყურადღებას არ აკლებენ, თუმცა მატერიალურად ოჯახს ძალია უჭირს.
დაეხმარეთ ამ ახალგაზრდა ქალს სასოწარკვეთის დაძლევაში, ანუგეშეთ და აჩუქეთ სიყვარული!
36. ომარ ბირთველაშვილი (08.03.1940), 78 წლის
ბატონი ომარი მძღოლად მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გულზე ოპერაცია გაუკეთდა, ექიმებმა აუკრძალეს ფიზიკური დატვირთვა… მან დაკარგა მხედველობა და საკუთარი ტავის მოვლა არ შეუძლია. ბატონ ომარს მეუღლე უვლის, ქალიშვილები ხშირად აკითხავენ, თუმცა დედას ვერაფრით ეხმარებიან გარკვეული მიზეზების გამო.
ბატონი ომარი იმედოვნებს, რომ კეთილი ადამიანები გაუწვდიან მას დახმარების ხელს!
37. ნელი თაბორიძე (08.03.1947), 71 წლის
ქალბატონი ნელი მთელი ცხოვრება ეკონომისტად მუშაობდა. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ცხოვრობს შვილთან და შვილიშვილთან, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ. მას ძალიან უჭირს ასეთ ვითარებაში და გამოსავალს ვერ ხედავს. სოციალური შემწეობა და პენსია არ ჰყოფნის მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.
მეგობრებო, იმედია, არ დარჩებით გულგრილი და დაეხმარებით ქალბატონ ნელის!
38. ინესა ფამილიანტი (12.03.1956), 62 წლის
ქალბატონ ინესას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი. მთელი ცხოვრება მან მიუძღვნა მოსწავლეებს, იგი ინგლისური ენის მასწავლებელია, მას სწავლების საკუთარი სისტემაც კი აქვს შემუშავებული!
მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და ახლა მხოლოდ ოთახში თუ შეუძლია გადაადგილება. მატერიალურად ძალიან უჭირს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მუშაობის საშუალებას. მეგობრებო, იმედია, არ დარჩებით გულგრილი და დაეხმარებით ქალბატონ ინესას!
39. მიხეილ ძნელაძე (16.03.1978), 40 წლის
მიხეილი 40 წლისაა, სპეციალობით – ელექტროშემდუღებელი. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ვინის დაკარგვის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა დიაბეტით და ორივე ფეხის კიდური მოჰკვეთეს. მისი ოჯახი ახლა საერთო საცხოვრებელს ცხოვრობს და იმედია, რომ თქვენ არ დატოვებთ მათ ყურადღების გარეშე, გაუწვდით დახმარების ხელს!
40. მარიამ ზარდიაშვილი (28.03.1958), 60 წლის
ქალბატონი მარიამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია. იგი გათხოვილი არასდროს ყოფილა. გოგონა მარიამმა იშვილა, რომელსაც აღმოუჩინეს ფსიქიკური პრობლემები და კატარაქტა…
მარიამს თავად ძლიან უჭირს ოთახში გადაადგილება, თუმცა ყურადღებას არ აკლებს ქალიშვილს. დღეს დედა-შვილს ძლიერ სჭირდება ქველმოქმედი ადამიანის დახმარება, თანადგომა და მხარდაჭერა. მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილი, ისინი თქვენს შველას ითხოვენ!