ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გერმანია: GoBanyo-ს ინიციატორი და მოხალისე დაჯილდოვდა „ორდენით დამსახურებისთვის“

პირის დაიბანა, კბილები გახეხვა და თბილი შხაპის მიღება. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა უსახლკაროებისთვის. დომინიკ ბოლმა, რომელიც თავად ერთ დროს ქუჩაში ცხოვრობდა, ეს ძალიან კარგად იცის.

დომინიკი არის GoBanyo უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი, საშხაპე კაბინით აღჭურვილი ავტობუსის ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი. 2019 წლიდან ეს ავტობუსი ჰამბურგის ქუჩებში დადის.

დომინიკ ბოლი, GoBanyo-ს დამფუძნებელი: “იდეა გამიჩნდა ქუჩაში ყოფნისას, როდესაც თავად ვიყავი უსახლკარო. მივხვდი, რომ ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემა იყო დაბანა. დავწერე ეს წინადადება: “იმდენ ხანს ვიყავი ბინძური, რომ მეჩვენებოდა, თავად ვიქეცი სიბინძურედ.“ არ მინდოდა, კიდევ ვინმეც გამოეცადა ეს გრძნობა.”

მოხალისეთა დღეს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დომინიკ ბოლი და კიდევ 15 მოქალაქე დააჯილდოვა ორდენით დამსახურებისთვის.

საშხაპით აღჭურვილი ავტობუსი კვირაში ხუთჯერ დადის ჰამბურგში. სერვისი მოთხოვნადია: ის გამოყენებული იქნა უკვე 19 ათასზე მეტჯერ.

უსახლკაროებს არა მხოლოდ ჰიგიენური საშუალებებით, არამედ სუფთა თეთრეულითაც უზრუნველყოფენ. ასევე, ხელმისაწვდომია თბილი ტანსაცმელი, რაც ცივ ამინდში ძალიან მნიშვნელოვანი არის. თავად ბოლი ამბობს, რომ მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გახდა მის ცხოვრებაში.