ბუდაპეშტში შეჭირვებულებს საკვები დაურიგდათ

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ბუდაპეშტში შეჭირვებულებს საკვები დაურიგდათ
მოყვასზე ზრუნვა წინასაშობაო პერიოდში: უნგრული საქველმოქმედო ორგანიზაციის Budapest Bike Maffia-ს მოხალისეებმა 2000-ზე მეტი სენდვიჩი დაურიგეს გაჭირვებულებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული აქცია ქვეყნის დედაქალაქის სოციალურ ცენტრებში, მიუსაფართა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ნიდერლანდების საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.
არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ეკონომიკური კრიზისის გამო, სულ უფრო მეტი მისი თანამოქალაქე იძულებულია ითხოვოს დახმარება. ”მე ვერ ვხედავ უსახლკაროთა ან თავშესაფრის სტუმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდას, მაგრამ პრობლემები შეეხო ხანდაზმულებს, რომლებიც საკუთარ ბინებში ცხოვრობენ. მათთვის თავის რჩენა სულ უფრო რთულია,” – განმარტა ზოლტან ჰავასიმ.
მოხალისეთა რიგები საშუალო სკოლის მოსწავლეებით შეივსო, რომლებიც ეხმარებიან სენდვიჩების მომზადებასა და შეფუთვაში.
არაკომერციული ორგანიზაცია აპირებს მსგავსი აქციების კვლავ ჩატარებას. ყოველწლიურად Budapest Bike Maffia საკვების ასიათასობით პორციას ამზადებს.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის