კარგი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! ახლა უკვე, ჩვენი ბენეფიციარების სამკურნალოდ გაგზავნას, შევძლებთ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ისრაელშიც!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
კარგი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! ახლა უკვე, ჩვენი ბენეფიციარების სამკურნალოდ გაგზავნას, შევძლებთ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ისრაელშიც!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით 2023 წლის 3 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ქირურგიაში, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ბავშვთა ქირურგის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ხსოვნას და მიზნად ისახავდა საქართველოსა და ისრაელს შორის შემდგომი თანამშრომლობის გამყარებას.

კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი, ისრაელის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ქალბატონი ჰადას მეიცადი, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

 ისრაელის “Israel Pediatric Brain Tumor Foundation” (IPBTF) სახელით ამ კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი ფონდის თანამშრომლებიც.

 ფონდი IPBTF მკურნალობს ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის სიმსივნე აქვთ და მისი მიზნია, ყველა ბავშვმა შეძლოს დაავადებაზე გამარჯვება და ჯანმრთელი, სიხარულით აღსავსე ახალი ცხოვრება დაიწყოს.

 ისრაელის დანას ჰოსპიტალის მეთვალყურეობის ქვეშ, მუდმივად იმყოფება 2 500-ზე მეტი ბავშვი.

თსსუ-ის პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე, ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი ევგენია მელგუნოვა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დანას ჰოსპიტალის ბავშვთა ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (თელ-ავივის სამედიცინო ცენტრი (ისრაელი) შლომ კონსტანტინი

https://www.tasmc.org.il/sites/en/Dana-Dwek/Pages/Dana-Dwek.aspx

ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო კონფერენციაზე, ისრაელიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამობრძანებულმა მედიცინის გამოჩენილმა მოღვაწეებმა წარმოადგინეს თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები, რაც უდიდეს დახმარებას გაუწევს ქართველ ბავშვთა ქირურგებს მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.

გვჯერა, რომ ჩვენი და საერთაშორისო დონის კლინიკების ერთიანი ძალისხმევით, ნამდვილად შევძლებთ მრავალი სიცოცხლის გადარჩენას და ნათელ მომავალს ვაჩუქებთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის