უკვე 6 თვეა 41 წლის ოთარი, ორი შვილის მამა, უგონო მდგომარეობაში წევს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მისი გული ფეთქავს, ღმერთის სასწაულია, რადგან გადარჩენის ერთი პროცენტიც კი არ არსებობდა. საქმით დაღლილს ტკბილად ჩაეძინა. ძილის დროს ტვინში დიდი რაოდენობით სისხლი ჩაექცა, რის შედეგადაც ტვინს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა. საწყალი კაცი კომაში ჩავარდა და უკვე 6 თვეა გონზე არ მოსულა. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ, გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა თქვენი ყურადღება მიაქცია სხვის უბედურებას! რომ ის პასუხობს ვიღაცის ლოცვას თქვენი მეშვეობით! ესეიგი თქვენ რჩეული ხართ! იყავით ყოველთვის დალოცვილი! და ჩვენ, ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვისი უბედურება. მოინახულოთ გაჭირვებულები. იქ თქვენ შეიძენთ თქვენს მნიშვნელობას – ნამდვილი ქართველის, დიდი ადამიანის, როგორებადაც უფალმა შექმნა ქართველები!