რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ახდა ჩვენი ბავშვების ლამაზი ოცნება – მზის ჩასვლა, ტალღები და თოლიები!

ახდა ჩვენი ბავშვების ლამაზი ოცნება – მზის ჩასვლა, ტალღები და თოლიები!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლამაზი შოკოლადისფერი რუჯი, ბევრი ზღვის ფოტო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები! სწორედ ჩვენს ბავშვებზეა საუბარი, რომლებიც ზღვაზე დასასვენებლად იყვნენ წასული. სწავლის დაწყების წინა დღეებში, ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფმა სამმა ოჯახმა (ლომიძეებმა, ანდრონიკაშვილბმა და კვანტალიანებმა) საოცარი სიურპრიზი მიიღესქობულეთში დასვენების შეთავაზება. რა სალაპარაკოა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ჩანთები უდიდესი სისწრაფით ჩაალაგეს და დიდი აღელვებით, ცხოვრებაში პირველად გაუდგნენ ზღვისკენ მიმავალ გზას?!

ეს ულამაზესი ოცნება, მზის ჩასვლის ცქერა, ზღვის ტალღები და თოლიები ბავშვებს აჩუქეს სამმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა: სასტუმროს მფლობელებმა

დიმიტრი ვერულიძემ („ივერი“)

რატი მეგრელიძემ („ედემი“) 

და კირილ კუზმინმა („რივა“)

 ასეთი კეთილი ინიციატივისთვის და ჩერნოვეცკის ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის დიდ მადლობას ვუხდით! გვიხარია, რომ ჩვენს ფონდს ასეთი შესანიშნავი და ყურადღებიანი მეგობრები და პარტნიორები ჰყავს.

დიმიტრი ვერულიძე წიგნებს ურიგებს ბავშვებს

თეონა, დედა თავის ორ შვილთანგიოსთან და ნინოსთან ერთად (ლომიძეების ოჯახი) ხაშურში ცხოვრობს, ზღვის სანაპიროდან სამი საათის სავალზე. მაგრამ, ზღვაზე პირველად იყვნენ წასული და თანაც, თეონას დაბადების დღეზე! „გიო ისეთი გარუჯულია, – ხუმრობს თეონა, – ღამით აღარ ჩანს.“

ბავშვები ზღვაშიც და სასტუმროს აუზშიც ბანაობდნენ

გიო (ყვება, რა გაიგო ზღვის შესახებ):ძალიან დიდია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ზღვა არის! შენ იცი, რომ ირხევა? მეც მარხევდა გასაბერი წრით. მერე, ცურვაც ვისწავლე. ღრმად არ შევდივარ, მხოლოდ ნაპირის გასწვრივ ვცურავ, დედიკო მშიშარაა და მაშინვე მეძახის.

მედუზა ვიპოვე წყალში! ნაპირზე გამოვიყვანე, მერე კი ისევ გავუშვი ზღვაში, იცოცხლოს. თევზები ვნახე, მაგრამ ხელით ვერ დავიჭირე. მეთევზეებთან მივედი და ვკითხე, როგორ უნდა დამეჭირა. მათ იციან, ბევრი ჰქონდათ კონტეინერში.

გიო: “ზღვა არის უზარმაზარი და ირხევა!”

მზის ჩასვლას ვუყურემშვენიერია! უცნაური და ლამაზი, მზე წითელ ნათურას ჰგავს. მომღერალი შადრევნებიც ვნახე. ზევითქვევით ხტუნაობენ და ფერებს იცვლიან, მაგარია.

ბევრი ახალი მეგობარიც მყავს. თქვენი ფონდიდან ოთხი ბავშვი, ისინიც დასასვენებლად იყვნენ ჩასული. სასტუმროს დირექტორი კირილი გავიცანი და ვესაუბრე. უცხოელები ვნახე, ისინიც გავიცანი. მაგრამ, მათ ვერ ვესაუბრე, მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებოდი. ამას იგებდნენ და იცინოდნენ.

ბავშვები გასართობ ცენტრშიც იყვნენ, სადაც უამრავი ლამაზი ემოციით დაიტვირთნენ

კირილი გულკეთილი ადამიანია. მე და ჩემი და ციცინათელაში წაგვიყვანა, გასართობ პარკში. ტირშიც გვასროლინა. მანქანებსა და მოტოციკლებზეც დაგვსვა. ნინოზე უკეთ ვატარებ, მიუხედავად იმისა, რომ ის უფროსია. სად ვიყავი აქამდე? რა კარგი ადგილია, ეს ზღვა! გთხოვთ, შეგიძლიათ, სხვა დროსაც გამიშვათ?!“

გიომ უამრავი საინტერესო გასართობი ნახა: უზარმაზარი ჭადრაკი, საქანელები, მომღერალ შადრევნებთანაც გაისეირნა. მან ცურვა ისწავლა და ახალი მეგობრებიც შეიძინა

  

***

დედიკო მარიამიც (ანდრონიკაშვილების ოჯახი) უსაზღვროდ ბედნიერია, მოულოდნელი ზღვაზე დასვენების შესაძლებლობა რომ მიეცა. მოვუსმინოთ, რას ამბობს მისი უფროსი შვილი გიო.

გიო (6 წლის):როგორც კი ჩავედით, მიუხედავად იმისა, რომ გზაში ძალიან დავიღალე, მაშინვე წყალში ჩავხტი. შენ იცი, რომ ზღვაზე მხოლოდ საბანაო ტრუსით შეიძლება სიარული? ყველა ასე დადის, იქ შეიძლება. პლაჟი სათამაშოდ კარგი ადგილია. იქ, ბევრი რამ ავაშენე კენჭებისა და ქვიშისგან. მაგრამ, დიდხანს არ რჩება. ტალღა მოდის და ყველაფერს შლის. კიდევ, ქოლგის ქვეშ ვიჯექი.

ზღვაშიც შემეძლო ბანაობა და სასტუმროს აუზშიც. ორივეგან ვცურავდი ხოლმე. ვაითუ, ზღვაზე კიდევ დიდხანს ვერ წავალ?

მომეწონა სასტუმროს გემრიელი კერძები. ლამაზ ოთახში ვცხოვრობდით. სამწუხაროა, რომ სკოლა დაიწყო, იქ კიდევ დავრჩებოდი.“

გიო: „კიდევ დავრჩებოდი ზღვაზე, მაგრამ სკოლა დაიწყო“.

მარიამი, დედა: შესანიშნავად დავისვენეთ! დიმიტრი ვერულიძისა და ჩერნოვეცკის ფონდის დაპატიჟებისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ჩვენზე ზრუნავდნენ, მაქსიმალურ ყურადღებას გვაქცევდნენ. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე გემრიელ კერძებს მივირთმევდით. გიოს სურვილებს უსრულებდნენ. აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად. ჩემს შვილს ისე მოეწონა ზღვა, რომ წყლიდან ვერ ამომყავდა. ბევრი ფოტო გადავიღეთბულვარზე, საქანელებსა და სანაპიროზე.“

***

კვანტალიანების ოჯახი

დედა: ზაური ზღვაზე თავს მშვენივრად გრძნობდა, გულიანად მხიარულობდა, მისმა დაავადებამ ერთხელაც არ იჩინა თავი. მთელი ოჯახიმოზრდილებიც და ბავშვებიცმადლობას ვუხდით მოგზაურობის ორგანიზატორს, რატი მეგრელიძეს, სტუმართმოყვარეობისთვის და გულთბილი დახვედრისთვის.

ვენერა (12 წლის): მე და ჩემმა დაიკომ ზღვაში ხურდა გადავაგდეთ, კიდევ რომ წავიდეთ. იცით, ეს ნიშანი? იქ, ძალიან მაგარია. დილით ბანაობენ, ირუჯებიან, საღამოს კი, ყველა გამოპრანჭული სეირნობს ბულვარზე. მეც და ჩემი დაიკოც ვსეირნობდით, მუსიკას ვუსმენდით ბულვარში, ვცეკვავდით, ჰამაკში ვქანაობდით, ნიჟარებს და ლამაზ კენჭებს ვაგროვებდით. საუკეთესო დასვენება იყო ჩემს ცხოვრებაში!

***

ჩერნოვეცკის ფონდი კიდევ ერთხელ, მთელი გულით მადლობას უხდის ჩვენს პარტნიორებს: დიმიტრი ვერულიძეს, რატი მეგრელიძეს და კირილ კუზმინს ჩვენი ბავშვებისთვის ასეთი დღესასწაულის მოწყობისთვის, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მათ!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)

კორესპონდენტი მედეა