ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მეგონა მულტფილმში ვიყავი მეც, იმ ირმებთან ერთად დავფრინავდი, ღმერთო, კონოში ვიყავით თუ სიზმარი იყო ეს?! ძალიან ბედნიერი ვარ!

მეგონა მულტფილმში ვიყავი მეც, იმ ირმებთან ერთად დავფრინავდი, ღმერთო, კონოში ვიყავით თუ სიზმარი იყო ეს?! ძალიან ბედნიერი ვარ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

კავეა +“-მა ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქა! 3D ეკრანზე ბავშვებისთვისველური რობოტიგაცოცხლდა. ბავშვებისთვის წარმოუდგენელი სანახაობა იყო, საყვარელი მულტფილმის გმირებთან ასე ახლოს შეხვედრა.

ბორისი: ეს ძალიან სწრაფი კიბეებია, მივფრინავთ მულტფილმის სანახავად!

ბარბარე: ეს კოკაკოლები და ბატიბუტები შევინახოთ, ბავშვებო, მულტფილმი რომ დაიწყება, მერე ვჭამოთ გემრიელად!

ბარბარე, აქამდე ყოფილხარ კინოში? რა ემოციები გქონდა, როცა გაიგე, რომ დიდ ეკრანზე ნახავდი საყვარელ მულტფილმს?

ბარბარე: არა, დედას მაგის ფული არ აქვს, რომ გვატაროს ხოლმე, ამიტომ, როცა დაგვირეკეთ და გვითხარით, მულტფილმის სანახავად უნდა წაგიყვანოთო, ყველანი სიხარულით ვხტოდით დივანზე და ერთი სული გვქონდა, დღევანდელი დღე გათენებულიყო, მართლა, მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ მოგვიყვანა!

მაგომედი: სულ მალე დაიწყება მულტფილმი, წინა რიგებში უნდა დავსხდეთ!

ბარბარე: ყველამ კარგად შევინახოთ სათვალეები. რომ დაიწყება, არ შეგეშინდეთ, გვეგონება, რომ ჩვენც მულტფილმში ვართ.

ბორისი: ძალიან მიხარია, რომ აქ მოგვიყვანეთ, ყველას დიდი მადლობა, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ ადგილას!

მარიამი: მე უკვე შევჭამე ჩემი ბატიბუტი, ბორისმა მითხრა, ჩემთან დაჯექი და მე გაგიყოფო, სამაგიეროდ, მე ჩემს კოლას შევთავაზებ.

აბა, როგორ მოგეწონა მულტფილმი?

მარიამი: მეგონა მულტფილმში ვიყავი მეც, იმ ირმებთან ერთად დავფრინავდი, ღმერთო, კონოში ვიყავით თუ სიზმარი იყო ეს?! ძალიან ბედნიერი ვარ!

თამარი: ნახეთ რა ლამაზი ყუთი აქვს ამ ბატიბუტს, სახლში წავიღებ და ჩემს პაწია სათამაშოებს ჩავყრი!

თამარ, რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

თამარი: ირემი რომ გადმოხტა, მეგონა ზურგზე შემისვამდა და ცაში გამაქროლებდა, მაგარი იყო! კიდევ მინდა, რომ სხვა მულტფილმებიც ვნახოთ აქ, შეიძლება?

როცა კინოდარბაზში შევიხედეთ, ბავშვებს უდიდესი ბედნიერების ემოციები ჰქონდათ. წინა რიგები გადაევსოთ და გემრიელად მიირთმევდნენ თავიანთ ბატიბუტსა და კოკაკოლას.

ბარბარე: ჩუ! დაიწყო, დაიწყო!

ბავშვები: ყველაფერი ძალიან კარგი იყო, დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიეთ!

ბავშვებო, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელი დღე დაუვიწყარი გახადა თქვენთვის?

ბავშვები (მარიამი, ბორისი, ბარბარე): მადლიერები ვართ, ყველაზე დიდი სიხარული იყო, რომ მულტფილმი მართლა გაცოცხლდა ჩვენ თვალწინ, ეს სათვალეები საოცრება იყო, აქამდე არსად გვინახავს ასეთი რამ. იმედი მაქვს, უფრო ხშირად შევძლებთ ასეთ ადგილებში წასვლას. მთავარია, დედას ფული ჰქონდეს, მას სულ უნდა, რომ გვასიამოვნოს, მაგრამ არ გამოსდის ხანდახან. არა უშავს, ამდენი დაძმა მყავს და უკვე ვიზრდებით, კარგად ვისწავლით, სამსახურებს ვიშოვნით და დედიკოს ავუხდენთ ოცნებებს, ჩვენც ბევრ მულტფილმს ვუყურებთ. მადლობა ყველას!

თამარი: ქურთუკები რომ არ გვეცვას, ამ შადრევანში ვიჭყუმპალავებდი!

კეთილო ადამიანებო, ხედავთ ამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს? დიახ, ეს თქვენი და იმ დიდი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების დამსახურებაა, რომელთაც კარგად ესმით გაჭირვებულისთვის ხელის გაწვდენის ფასი! თქვენ იცით, რომ ღმერთი ხედავს ამას და მის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)