რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ლეონარდო დიკაპრიო — ადამიანი, რომელიც ზრუნავს ჩვენს პლანეტაზე!

ლეონარდო დიკაპრიოადამიანი, რომელიც ზრუნავს ჩვენს პლანეტაზე!

მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 2012 წლის სექტემბერში გაეროს მშვიდობის ელჩი იყო. თავისი თანამდებობის ფარგლებში ლეო ხელს უწყობს პლანეტის კლიმატის შესანარჩუნებლად კაცობრიობის გლობალურ ძალისხმევას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანების უარყოფითი გავლენის გამო კლიმატი მნიშვნელოვნად იცვლება და გლობალური დათბობა უკვე დიდი ხანია რეალობად იქცა, რაც სტიქიური უბედურებებისა და კატაკლიზმების საშიშროებას ქმნის. ამ თანამდებობაზე დიკაპრიო შემთხვევითი არ აურჩევიათ: ლეონარდო ცნობილ ადამიანებშიმწვანეცხოვრების წესის მთავარ მიმდევრად ითვლება. მსახიობი აქტიურად მონაწილეობს ცხოველთა უფლებების დაცვის აქციებში. 2010 წელს გამართულ ვეფხვის ფორუმზე მსახიობი იცავდა ვეფხვებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ლეო სპილოების დასაცავად IFAW საერთაშორისო კამპანიის ლიდერი გახდა. გარდა ამისა, 1998 წელს ლეომ დააარსა ველური ბუნების შენარჩუნებისა და დედამიწაზე ადამიანებს, ფლორასა და ფაუნას შორის ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების ფონდი. ლეო არა მხოლოდ ძალისხმევასა და დროს არ იშურებს თავისი ცხოვრების საქმისთვის, არამედ რეგულარულად გასცემს დიდ შესაწირავებს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ 40 წლის ქველმოქმედმა 15 მილიონი დოლარი გაუგზავნა ორგანიზაციებს, რომლებიც ველურ ბუნებას იცავენ აფრიკასა და ტროპიკულ ტყეებში.