თქვენთვის მოგვაქვს პასკები ქიშმიშით, ცუკატებით და მხიარული სააღდგომო განწყობით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოჰ, რა თავბრუდამხვევი არომატია! ფონდის მანქანაში სააღდგომო პასკებისა და დღესასწაულის სურნელი ტრიალებს! ახლა, ეს უგემრიელესი სააღდგომო პასკები ცუკატებით, ქიშმიშითა და შოკოლადის მინანქრით ჩვენს ბენეფიციარებს გადაეცემა!
ყველა ოჯახში გაისმა ზარი სიურპრიზით: „სახლში ხართ?“ – „დიახ, რა არის ეს?“ – ახლავე ნახავთ! ხელები გაშალეთ, საჩუქრები უნდა გადმოგცეთ!
შრიალა სასაჩუქრე პარკებში შეფუთული სააღდგომო პასკების შემხედვარე, სახეებზე მაშინვე თბილი ღიმილი ეფინებათ. ბედნიერი ბავშვები პატარა ხელებით გულში იკრავენ პასკებს, ან სიხარულით მაღლა სწევენ და ატრიალებენ. „რა მაგარია, ამდენი პასკა“, – ამბობს მარი ესებუა მრავალშვილიანი ოჯახიდან.
ბორის და მაგო გოჩიტაშვილები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაკარგეს დედა, ბებიას სთხოვენ, მალე დაუჭრას პასკა. მათი დედიკო კი, მათი მფარველი ანგელოზი, ზეციდან უღიმის.
ყველგან, სადაც კი მივედით, ბავშვები ერთხმად ყვიროდნენ: „მადლობა!“ და ფონდის მეგობრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ. ოჰ, როგორ ხმამაღლა ყვირიან, გესმით?! „მადლობა, მადლობა, მადლობა, მადლობა!“
ჩვენი ეკა ივანაური, ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონი, რომელსაც ფეხი მოკვეთეს, ძალიან გახარებულია და გულიანად იღიმის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მაგრამ, გაუმართლა კეთილი ადამიანები და ფონდი, რომ ჰმატებენ ძალას და იმედს. „გმადლობთ, რომ არ დამივიწყეთ, ამ მილოცვამ თავი ადამიანად მაგრძნობინა.“
დიანა ქობალია, ზეინაბ კაპანაძე, ჩვენი მარტოხელა მოხუცი ბენეფიციარები, უსინათლოები არიან, მაგრამ სააღდგომო პასკა რომ აიღეს ხელში, სახეზე უბედნიერესი ღიმილი მოეფინათ და მთელი გულით, უდიდეს მადლობას უხდიან ყველას.
ჩერნოვეცკის ფონდის მანქანა თბილისსა და მის შემოგარენში დღედაღამ დადის. თუ გადახედავთ საგზაო რუკას, არეულ და რთულ მარშრუტს დაინახავთ. თანამშრომლები – ოპერატორი, სოციალური მუშაკი, ფონდის ადმინისტრატორი – საშინლად დაღლილები არიან, მაგრამ ძალიან, ძალიან ბედნიერები. სამასი სააღდგომო პასკა სადღესასწაულო განწყობით დარიგდა მისამართებზე.
შებინდებულზე, „ლაზარეთის“ მოხუცთა თავშესაფარსაც ვესტუმრეთ. ვღელავთ – ჩვენს ტკბილ ბებიებს ჯერ ხომ არ სძინავთ? ნეტავ, პასკის გასინჯვას თუ მოასწრებენ, ჩაისთან ერთად? რა დააძინებთ! ღამის საჩუქრებით აღფრთოვანებული ლამარა (გვთხოვა, რომ ბებია არ დავუძახოთ) გაზაფხულსა და სიყვარულზე გვიკითხავს ლექსებს!
დიდი სიხარულით მადლობას ვუხდით კომპანიებს „სანდომი“ და „პანე“ სააღდგომო პასკებისთვის, კომპანია „ნატურლენდს“ უგემრიელესი ფაფებისთვის, ჰიგიენური საშუალებებისთვის, სარეცხი ფხვნილისთვის და ამდენ შეჭირვებულ ოჯახში დღესასწაულის მოწყობისთვის. გულისხმიერებისთვის და კეთილ საქმეში თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით!
კორ. მედეა