ემოციებისგან იტირებთ! თქვენგან საჩუქრად მიღებულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ბედნიერი ბავშვები!

ემოციებისგან იტირებთ! თქვენგან საჩუქრად მიღებულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ბედნიერი ბავშვები!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, თქვენ მუდმივად ხედავთ ტანსაცმლის შეგროვების შესახებ ჩვენს განცხადებებს და წარმოუდგენლად გვიხარია, როდესაც დიდი რაოდენობით ნივთებს გვაწვდით. ჩვენთვის ეს უდიდესი დრაივი, აზარტი და სტიმულია, ოჰ, უბრალოდ ხელებს ვიფშვნეტთ სიამოვნებისგან, რადგან ვიცით, რომ შევძლებთ, ჩვენი შეჭირვებული ოჯახებისთვის დიდი ამანათების მომზადებას. ხუთი, ექვსი ან კიდევ უფრო მეტი ტანსაცმლით სავსე, შთამბეჭდავი ზომების ჩანთა ვაჩუქოთ თითოეულ ოჯახს.

ჩვენი თანამშრომლები სიყვარულით, მზრუნველობითა და დიდი სიხარულით ალაგებენ ჩანთებში ამ ნივთებს. ცალკე შარვლებს ზომების მიხედვით, ცალკე ქურთუკებსა და ჟაკეტებს, ცალკე კაბებსა და ქვედაბოლოებს… მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე და ლამაზი ნივთებია! ამ თვეში განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ნინო ტურაშვილს, თეა ტოტოღაშვილს, სოფო კუხილავას, ნათია ქურციკიძეს, გუგული ხავთასს, ნინო კუჭაიძეს, ვაჩე სეფაშვილს, ეკა მარდალეიშვილსა და გურანდას.

იცით, მეგობრებო, თქვენი ტანსაცმელი არა მხოლოდ სხეულს, არამედ იმ ადამიანების სულსაც ათბობს, ვისაც აცვია. ვიცით, რომ თქვენგან საჩუქრად მიღებულ ტანისამოსში გამოწყობილი ჩვენი ბენეფიციარების ნახვა, თქვენთვის ძალიან ემოციური მომენტი არის. შესაძლოა, ბედნიერების ცრემლებიც კი მოგადგეთ თვალებზე, როდესაც მათ ლამაზად ჩაცმულებს, ლამაზებს და ბედნიერებს დაინახავთ. ჩვენს საანგარიშო ვიდეოებში ვცდილობთ, ბავშვებიც და უფროსებიც, ლამაზად ჩაცმული გაჩვენოთ. ნახეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებთ! ნახეთ, როგორ იცვლებიან ისინი!

თქვენს მიერ შემოწირული ტანსაცმელი ოზაშვილების, ბიჭიაშვილების, აბაზაშვილების, მელქუაშვილების ოჯახებს, მოხუცთა თავშესაფარს და სხვა მრავალ ოჯახს გადაეცა. როდესაც ოჯახში ვიზიტს ვგეგმავთ და გადასაღებად მივდივართ, ჩვენი ბენეფიციარებისთვის ტანსაცმელიც მიგვაქვს. უდიდესი სიხარულია მათთვის ერთდროულად მთლიანი გარდერობის საჩუქრად მიღება! რა აზარტულია ჩვენთვის, როდესაც სტილისტები ვხდებით და ნივთების დიდი რაოდენობიდან, ბავშვებსა და უფროსებს ტანისამოსის შერჩევაში ვეხმარებით. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ჩვენს ბენეფიციარებს ასეთი ფართო არჩევანის საშუალებას რომ აძლევთ!

ემოციებით გადატვირთულმა ანა-მარია და ლაზარე ოზაშვილებმა ორ-ორი ქურთუკი ჩაიცვეს და ორ-ორი ქუდი დაიფარეს თავზე! თითქმის ყველა ბავშვს აქვს ძლიერი ცდუნება, ერთდროულად ყველა ჩანთა რომ გადაქექოს! აბაზაშვილების ოჯახის ბავშვები, მარიამი და სოფიკო ბიჭიაშვილები, ლუკა და სალომე მელქუაშვილები, სწორედ ასე მოიქცნენ. ამ დროს, ოთახში ტანსაცმლის გორები ჩნდება, მაგრამ ყველა კმაყოფილი და ბედნიერია.

ჩვენი საწყობიდან ყველაფერი გავაჩუქეთ, უსაზღვროდ მადლიერები ვართ და კიდევ ბევრს ველოდებით!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: «დავეხმარები მოყვასს»)

ორ. მედეა